საერთაშორისო ურთიერთობები მკაცრი კალკულაციაა.

საერთაშორისო ურთიერთობები მკაცრი კალკულაციაა.

მეგობრებო, თქვენ გენაცვალეთ, საერთაშორისო ურთიერთობებში ასე არ ხდება რა....`მე გელტვი`.

საერთაშორისო ურთიერთობები მკაცრი კალკულაციაა.

მე ერთ სისტემურ პრობლემაზე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რაკი მოაზროვნე და გონიერ ადამიანებად მიმაჩნიხართ ყველანი:

ზოგადად, `საშუალედო` (იგივე `ნაცრისფერი`) სქემები დიდ პოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ძალიან სახიფათო და მავნე რამაა.

ახლავე აგიხსნით რასაც ვგულისხმობ.

ვგულისხმობ სიტუაციას, როცა შენი პარტნიორი, მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე (როგორც მას ესმის) და `აუტკივარი თავის არატკივების` გასაგები მოტივით, სრულფასოვანი სტატუსის ნაცვლად გთავაზობს რაღაც `ერზაცს` ანუ `საშუალედო სქემებს`, რომლებიც შენ გაკისრებენ პასუხისმგებლობას მის მიმართ, მაგრამ მას არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებენ.

აი დავაკვირდეთ: არსებობს `კანდიდატობა`, როგორც ოფიციალური სტატუსი - გამყარებული ევროკავშირის დოკუმენტებით და პრაქტიკით.

მას აქვს ორი სტადია: საწყისი კანდიდატობა და მოლაპარაკება გაწევრების კონკრეტულ პარამეტრებსა და მოდალობაზე. უკრაინას და მოლდოვას ჩვენმა მეგობრებმა მისცეს პირველი სტადია ანუ კანდიდატობის კანდიდატობა თუ დიდი პირობითობით ვიტყვით.

ოღონდ, ეს მაინც ოფიციალური სტატუსია!

ანუ უკრაინაც და მოლდოვაც უკვე ოფიციალურად არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები.

საქართველოსთვის კი მოიგონეს `ერზაც` `ნაცრისფერი` `საშუალედო` სქემა რაღაც `ევროპული პერსპექტივა`, რაკი მთლად უარის თქმა არ აწყობდათ (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა არც აუტკივარი თავის ატკივება სურდათ)

`პერსპექტივა` არ არის არანაირი ოფიციალური სტატუსი.

ამას არ იცნობს ევროკავშირის არც დოკუმენტაცია არც პრაქტიკა.

ანუ, იგულისხმება, რომ `ევროპული პერსპექტივა `იმას არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს სამომავლოდ, ხოლო შენ `აქ და ახლა` გეკისრება ვალდებულება გააკეთო ყველაფერი ისე, როგორც ის გეტყვის. მიუხედავად იმისა, შენთვის ეს რამდენად პრობლემურია, სარისკოა და რამდენად არა.

ჰოდა წარმოიდგინეთ, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც როგორც მინიმუმ, ცდილობს ამ დიდ დაპირისპირებაში `ორ სკამზე იჯდეს` და `იბალანსიროს`.

მას რატომ და როგორ შეაკავებს ამისგან რაღაც გაუგებარი `პერსპექტივა` `(ანუ ნაცრისფერი, საშუალედო სქემა) ნაცვლად `კანდიდატობის` ოფიციალური სტატუსისა?

- - - - - - - - - - - - - - - - - -

იგივე ხდება NATO-სთან დაკავშირებით. დავაკვირდეთ: არსებობს `MAP`, როგორც ოფიციალური სტატუსი, რომელიც გაწერილია ალიანსის ბოლო 30 წლის დოკუმენტებში და ითვლება One way ticket სრულფასოვანი წევრობისკენ.

ანუ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ქვეყანას მიეღო MAP და არ გამხდარიყო სრულფასოვანი წევრი.

MAP არის იგივე, რაც ევროკავშირის შემთხვევაში `კანდიდატობა` ესე იგი ალიანსის წევრობის კანდიდატობაა.

ახლა ნახეთ რა ხდება: `კანდიდატობის` (ანუ ოფიციალური სტატუსის) მოცემა არ აწყობთ, რაკი ეს აუტკივარი თავის ატკივებაა (რუსეთთან) მაგრამ საქართველოც სჭირდებათ `რამე რომ იყოს`!!!

ამიტომ მოიფიქრეს იგივე `საშუალედო` `ნაცრისფერი` `ერზაც` ვითომ სტატუსი: რაღაც `ყოველწლიური პროგრამები`, რომელსაც არ იცნობს ალიანსის პრაქტიკა.

ანუ მიდგომა ასეთია: ``ჩვენ თუ რამე დაგვჭირდა კი, მაგრამ აი შენ თუ რამე გაგიჭირდა....ვნახოთ აბა სად დოკუმენტურად თუ სტატუსურად რა მევალება და მევალდებულება``.

- - - - - - - - - - - - - - - - - -

სამწუხაროდ, ზუსტად იგივე მიდგომა გამოვლინდა (ანუ `საშუალედო ნაცრისფერი ერზაცი) ორმხრივ ურთიერთობებში ამერიკასთან:

ავიღოთ `ქარტია`, რომელიც გრიშა ვაშაძემ გააფორმა კონდი რაისთან.

ზუსტად იგივე სისტემაა: `მე თუ რამე დამჭირდა კი, მაგრამ აი შენ თუ რაიმე გაგიჭირდა....ვნახოთ რა შემიძლია და რა მევალდებულება დოკუმენტურად`.

ეს ხომ გასაგებია არა? როცა მიკროსკოპულად სუსტი ქვეყანა აფორმებს ამგვარ `საშუალედო სქემას` ზესახელმწიფოსთან ან გლობალური ძალის ცენტრ სახელმწიფოთა ჯგუფთან, ის არ შეიძლება ცალმხრივი ვალდებულებების შემცველი არ იყოს.

ამიტომაც, ქართული დიპლომატიის ამოცანაა, ყველაფერი იღონოს, რათა დასავლეთს უარი ათქმევინოს ამ `საშუალედო` `ნაცრისფერ` სქემებზე, რომლებიც იმისთვის ძაააააალიან კომფორტულია, თუმცა ჩვენთვის - ნურას უკაცრავად!

ყველაფერზე უნად წავიდეს საქართველო: თუ საჭირო გახდა, როგორც უკრაინის ელჩმა აგინა ოლაფ შოლცს ბერლინში და ამის შემდეგ წამოვიდა სწორედ გერმანიის სამხედრო დახმარება. წკიპურტიც უნდა გაჰკრა ცხვირში თუ საჭიროა.

გავიგოთ ბოლოს და ბოლოს: ხსენებული კალკულაციისას არავინ შენს გამო თავს არ შეიწუხებს თუ შენ აძლევ საშაულებას როცა რა დასჭირდება მიიღოს ის რაც შენგან სჭირდება (!) ისე, რომ შენთვის თავი არ შეიწუხოს.

ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ე ბი უნდა იყოს ო რ მ ხ რ ი ვ ი! ჩართულობა უნდა იყოს ორმხრივი! თავის ატკივებაც მხოლოდ ორმხრივი!

თუ არა და ეს ქვეყანა უბრალოდ დაიღუპება.

საქართველო ერთადერთი (!) სახელმწიფოა რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ არ არის უსაფრთხოების არც ერთი (!) საერთაშორისო კოლექტიური სისტემის, ორგანიზაციის წევრი და მეორეს მხრივ, არ გვყავს ისეთი მოკავშირე ორმხრივ პარადიგმაში, როგორიცაა ამერიკა-ისრაელისთვის ან თურქეთი-აზერბაიჯანისთვის.

დათო