გეოპოლიტიკური თაღლითი - ჯო უილსონი.
დავაკვირდეთ ხოლმე რააა....მართლა „ამოვიდა უკვე ყელში“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკელი კონგრესმენი და აშშ „ჰელსინკის კომისიის“ წევრი, ჯო უილსონი ხშირად ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლების „პრო-ირანულობაზე“ და „პრო-ჩინურობაზე“.2026-06-10 10:42:01მაგრამ.....დააკვირდით: არასდროს ან თითქმის არასდროს არ ლაპარაკობს „ოცნების“ პრუსულობაზე.
არადა....როდესაც ქართველი ოპოზიციონერები და NGO-სექტორის წარმომადგენლები ჩადიან მასთან ვაშინგტონში, რა თქმა უნდა პირველ რიგში ლაპარაკობენ მასთან „ოცნების პრორუსულობაზე“ და მხოლოდ მეორე-მესამე საკითხად - „პრო-ჩინურობასა“ და „პრო-ირანულობაზე“.
ამის მიუხედავად, უილსონი ჯიუტად არ ახსენებს არასდროს ან თითქმის არასდროს „პრო-რუსულობას“....... საერთოდ ან თითქმის არადროს არ ახსენებს რუსეთს, საქართველოს ოკუპაციას, რუსის საოკუპაციო ჯარს და მუდმივად იმეორებს „პრო-ჩინური.....პრო-ირანული.....პრო-ჩინური....პრო-ირანული.....ჩინეთი....კომპარტია.......ირანი......“და ა.შ და ა.შ
თითქოს არ იცის არაფერი სხვა..... არ სმენია, არ გაუგია, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ...... კაპიტოლიუმის ბორცვზე ტყემალის ხეზე ზის და ბალს მიირთმევს
კითხვა: რატომ?
პასუხი: იმიტომ, რომ ჯო უილსონი არის გეოპოლიტიკური თაღლითი და გაიძვერა!
ამბობს იმას, რასაც და როგორც ეუბნებიან State department-იდან, სადაც ჰილარი კლინტონის „კნოპკა“ წარწერით Перезагрузка ჯერ კიდევ შენახული აქვთ.
„რა იცი რა ხდება“. „ახლა ასეა საჭირო“ და მორჩა.
„ხვალ ვნახოთო“.
„ხვალ“ შეიძლება სხვანაირად უთხრან.
მიშა სააკაშვილმა, პრეზიდენტობისას, ასჯერ (!) მეტი ჩინური ინვესტიცია შემოიტანა საქართველოში (და მოიქცა აბსოლუტურად სწორად) ვიდრე დღევანდელმა ანუ „ოცნების“ ხელისუფლებამ. „ჰუალინგი“ სწორედ მიშას ნამდვილად დიდი წარმატება იყო, სხვა მრავალ წარმატებულ პროექტთან ერთად.
სწორედ მიშა ცდილობდა ჩინეთის ჩართვას "ლაზიკას" ეპოქალურ პროექტში და იქცეოდა აბსოლუტურად სწორად!
სომხეთს ასჯერ (!) უფრო ღრმა და მრავალმხრივი კავშირები აქვს ირანთან (გუშინაც და დღესაც), ვიდრე საქართველოს.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ირანელი პრეზიდენტის იმ ყბადაღებულ კუბოსთან პროდასავლელი და პროამერიკელი (ბრჭყალების გარეშე) გმირი ფაშინიანიც იდგა. ნახეთ ფოტო.
აი ამიტომ არის თაღლითი და გაიძვერა ეს ჯო უილსონი (წერტილი)
გარწმუნებთ, ქართულ ოპოზიციასაც ძალიან იოლად გაყიდის ეგ, როცა „ასე იქნება საჭირო“.
„ღირებულებები“ არა კვატი კიდევ.
ჰო, სეპარატისტული ტაივანის საელჩო, საქართველოში, საბედნიეროდ არა გვაქვს. სამაგიეროდ ტაივანელი სეპარატისტების ფული კი აქვს ზოგიერთს, რათა ჩინეთის დანაწევრებაზე იმუშავოს და ჩინეთის გლობალური ზესახელმწიფო სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაგვკიდოს.
და დიახ, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში ჩავა დიდ ჩინეთში.
როგორც ჩანს იმ დროისათვის იქ კომპარტია აღარ დახვდება.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი