დიმიტრი მედვედევი: `თუ რუსეთმა უკრაინის ომი წააგო, რუსეთი დაიშლება და აღარ იქნება`.

არადა მედვედევმა ამ შემთხვევაში სიმართლე თქვა: რუსეთის საუკუნოვანი `დერჟავა` ნამდვილად ჩამოიშლება (კარგი ტერმინია -დ.) თუ უკრაინის ომი წააგო.
ახლა გლობალური პოლიტიკის იმპლიციტური (დაფარული, არაარტიკულირებული) საზრისი ისაა, რა ჩაითვალოს ამ დერჟავას `დამარცხებად`:
ა) 2022 წლის 24 თებერვლის ხაზზე გასვლა და პუტინის იძულება, დაეთანხმოს ამ ხაზის `გაყინვას`, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ბაზების განლაგებით (აბსოლუტურად რეალურია უკვე ასეთ შემთხვევაში!-დ.), ასევე უკრაინის გადარჩენილი ტერიტორიისთვის ახალი `მარშალის გეგმით`, `ანუ დე-იურე` ტერიტორიული რღვევის აღიარების გარეშე თუ.......
ბ) უკრაინის არმიის გასვლა 1991 წლის `დე-იურე` საზღვრებზე დონბასის და ყირიმის ჩათვლით.
პირველი ვარიანტი დერჟავას ვერ ჩამოშლის.
მეორე ვარიანტი - დანამდვილებით!
ჩემი აზრით ეს იმპლიციტური გეოპოლიტიკური საზრისი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
1991 წელს, ჯერ კიდევ სსრკ არსებობისას, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კიევში ჩავიდა და იქედან მოუწოდა უკრაინასაც, საქართველოსაც და ყველას (ბალტიის გარდა, რომელიც მაშინაც სხვა `ლიგაში` განიხილებოდა)), არ დაეშალათ ერთიანი `მოსკოვური სახელმწიფო`.
რატომ? მარტივია: ბირთვული იარაღი!
ამერიკას სურდა ვეება ბირთვილი იარაღის `ღილაკი` `ერთი ხელის ქვეშ` დარჩენილიყო, თორემ ნაგიჟარი იასერ არაფატი უკვე აწყობდა გეგმებს `ორიოდე მუხტი` როგორ ეთხოვა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარაბევისთვის.
სთხოვა კიდეც მართლა.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ......
მას მერე თითქოს მთელი ეპოქა გავიდა: ახლაც ჩავიდა კიევში ამერიკის პრეზიდენტი.
მაგრამ თუ ბოლომდე გულწრფელნი ვიქნებით და ემოციებს არ ავყვებით, ეს ვიზიტი ხსენებულ კითხვაზე პასუხს არ შეიცავდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისე......რა ამის პასუხია და პრეზიდენტ ბუშის იმ განცხადებას მაშინ უმწვავესი რეაქცია მოჰყვა თბილისში:
პრეზიდენტმა გამსახურდიამ გაავრცელა განცხადება მძიმე კრიტიკით: `......ვაშინგტონისა და ლინკოლნის შთამომავალი მოუწოდებს დაპყრობილ ხალხებს ნებაყოფლობით დაიდგან კისერზე იმპერიის უღელი.......`
პრეზიდენტ გამსახურდიას ამ განცხადებას იმდროინდელი (1991წ) დამპალი, უსინდისო, უპასუხისმგებლო და გონებაჩლუნგი` შეიარაღებული ოპოზიციის` დემაგოგიური რეაქცია მოჰყვა:
`გამსახურდია გაიძახის და მისი მომხრეებიც მიტინგებზე გაიძახიან `ძირს ბუშიოოოოოოო`.
`ძირს ბუშიო` გამსახურდიას არ უთქვამს.
მან უბრალოდ, როგორც არაპოლიტტექნოლოგიურად სჩვეოდა, `უდროო დროს` თქვა სიმართლე!
ეს იყო და ეს.
დათო
ისტორიიი რიგითი ჯარისკაცი.