საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ივლისი 2022 წელი
სასიხარულო ამბავია, რომ გუშინ, 14 ივლისს, ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად წარმატებით გამოსცადეს ამერიკული წარმოების ჰიპერბგერითი რაკეტა. წარუმატებელი ცდები ადრე ბევრი იყო.
ეს არის სამხედრო სფერო, რომელშიც (უცნაურია თუმცა ფაქტია) რუსეთი ნამდვიალდ უსწრებდა ამერიკას და დასავლეთს.
ოღონდ ამ უპირატესობის მიზეზი ალბათ უფრო ის იყო, რომ რუსებს ასეთი რაკეტა ბევრად მეტად სჭირდებოდათ, ვიდრე ამერიკელებს: რუსებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ პირველ რიგში ამერიკულ ავიამზიდთა გასანადგურებლად, რადგან ჰიპერბგერით რაკეტებს ავიამზიდთა დაცვის საშუალებები ვერ იჭერს. ან რსუებს აქვთ იმედი, რომ ვერ იჭერს.
`ჰიპერბგერითად`ითვლება რაკეტა, რომესაც შეუძლია გადაადგილდეს 5-6 მახის ანუ ხმის სისწრაფეზე 5-6ჯერ უფრო სწრაფად.
ქ მახი ანუ ხმის სისწრაფე 1 200 კილომეტრია საათში.
გუშინ გამოცდილი რაკეტის სისწრაფე მინიმუმ 6 200 კილომეტრია საათში.
პუტინი ამტკიცებს, რომ მის არმიას 12-15 მახის სისწრაფის რაკეტები აქვთ, მაგრამ ალბათ ტყუის - ყოველ შემთXევავში საცდელ ეგზემპლარად არა აქვს. მით უმეტეს არმიის შეიარაღებაზე არა აქვს. თუმცა ჰიპერბგერითი რაკეტები ნამდვიალდ უფრო ადრე გააკეთა პუტინმა ვიდრე ამერიკამ.
ახლა უკევ ამერიკასაც აქვს ჰიპერბგერითი იარაღი, - როგორც კი მოინდომეს და ფული ჩადეს....ისეთი საერთოდ რა არის რომ გენიალურმა ამეროიკულმა ინდუსტრიამ ვერ გააკეთოს და რუსეთი სტრატეგიულად `წინ` გაუშვას.....
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დასაველთიდან დიდი რაოდენობით მიიღო შორსმსროლელი არტილერია, ამთ შორის შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის დანადგარები და ერთადერთი, რაც ახლა აკლია დიდი კონტრშეტევის დასაწყებად რუსეთის წინააღდმეგ, ესაა ჯავშანმანქანები
ანუ, უფრო ზუსტად: უკრაინას ჰყავს ახლა უფრო დიდი არმია, ვიდრე რუსეთს (700 000 - - - 250 000), მაგრამ ეს 250 000 რუსი არის `მექანიზებულ-დაჯავშნული) ანუა ქვთ საშუალება ბრძოლებში მონაწილეობა მიIღონ, ამთ შორის გადაადგილდნენ ჯავშანმანქანებით. არა ტანკებით, არამედ ჯავშანმანქანებით, რომლებსაც ცოცხალი ზალა გადაჰყავს. უკრაინას კი ამდენი ჯავშანმანქანა არა ჰყავს. თუმცა დასავლეთი აუცილებლად მიაწვდის. აბა თუკი ამერიკამ და ნატო-მ გარისკეს და შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის დანადგარები მიაწოდეს უკრაინას მიუეხდავად იმსია, ამ დანადგარებით მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგსაც კი შეიძლება მისწვდნენ, კავშანმანქანების, თუნდაც იმავე ამერიკული `ბრედლის` მიწოდებას რა დაუდგება წინ? გერამნელებსაც აქვთ შესანიშნავი ჯავშანმანქანები
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი, სინამდვილეში, მსოფლიო ომია - მეოთხე მსოფლიო ომი და რუსეთს რეალურად მთელი დასაველთი ერთად ებრძვისო.
საინტერესოა, რომ ამას ამბობს სერბეთის პრეზიდენტი - იმ ქვეყნისა, რომელიც რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება ევბროპაში, თუმცა მაინც ცდილობს ევროკავშირში (არა ნატოში!) შესვლას.
მოსკოვი, სტრატეგიულად, ცდილობდა და ცდილობს ხელი შეუწყოს სერბეთის შესვლას ევროკავშირში.
ეს შეასძლოა ბევრს უცნაურად მოეჩვენოს - აბა უკრაინას რატომ უშლის ხელს?
მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ უკრაინა შევა ევროკავშირში, ის ევროკავშირის ერთგული წევრი იქნება და რუსეთს არ შეურიგდება
აი სერბეთი კი, უდავოდ გადაიქცევა რუსეთის `ტროას ცხენად` ევროკავშირში იმაზე ათასჯერ მეტად, ვიდრე ახლა უნგრეთია.
ევროპარლამენტის პროფილურმა (ადამიანის უფლებების) კომიტეტმა მოამზადა რეკომენდაცია ევროკავშირისთვის, რომ უნგრეთის წინააღმდეგ შემოიღონ სანქციები: არ დააფინანსონ უნგრეთის ბიუჯეტი დოტაციებით, არ დააფინანსონ უნგრეთის ეკონომიკის აღორძინების პროგრამა (პოსტკოვიდური) მანამ, სანამ არ მოხდება ვიქტორ ორბანის ავტოკრატიული რეჟი9მის დემონტაჟი.
ამგვარი გადაწყვეტილება ევროკავშირის კომისიას ადრეც მიუღია მაგალითად პოლონეთთან დაკავშირებით, ოღონდ პოლონეთის შემთხვევაში უფრო რთულად იყო საქმე: იქ ანტიევროკავშირული გამოვლინებანი არ ეფუძნებოდა ერთი რომელიმე პოლიტიკური ფიგურის გავლენას.
უნგრეთი სხვაა: იქ ბოლო წლებში ჩამოუალიბდა რეჟიმი, რომელიც პიროვნულად ვიქტორ ორბანის ავტორიტარიზმს ეფუძნება. ავტორიტარული რეჟიმების დემონტაჟი კი უფრო იოლია, ვიდრე იმ რეჟიმებისა, რომლებიც ელიტათა ანტიდასავლურ და ანტიევროპულ კონსენსუსურ გადაწყვეტილებებს ავლენს.
პოლონეთში ამგვარი კონსენსუსი შედგა უმცირესობების მიმართ. ასევე ევროპის ადამიანის უფოლებათა სასამაღთლოს მიმართ. ოღონდ პოლოენთში ორბანის მსგავსი ავტორიტარი არ ჰყავთ.
ჯერ უცნობია, გაბედავს თუ არა ევროკომისია ასეთი რადიკალური ნაბიჯი გადადგას უნგრეთის მიმართ უკრაინის ომის დროს. ევროპარალმენტმა რომც მიიღოს რეზოლუცია (ჯერ მხოლოდ კომიტეტმა მიიღო) იურიდიულად ეს დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციაა და მეტი არაფერი.
პუტინი რა თქმა უნდა შეეცდება ამით ისარგებლოს. მაგრამ.....მეორეს მხრივ, სად წავა ორბანი? უნგრეთს ზღავზე გასასვლელიც არა აქვს და როცა უნგრელები იგრძნობენ ევროკავშირის სანქციათა სუსხს, ორბანის ნაციონალისტური დემაგოგიაც თანდათან გახუნდება.
საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და, რაც ყველაზე უცნაურია, ნატო-ს წევრმა თურქეთმა სურვილი გამოთქვეს შეუერთდნენ ორგანიზაციას BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა), რომელიც ანტიდასავლური ინტენციებით შექმნეს თავის დროზე პუტინმა და სი ზინპინმა.
თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი თავის ამპლუაშია: ბალანსირებს და თამაშობს, აქედანაც სარგებელს ელის და NATO-დანაც ბევრს იღებს
ზოგადად ამ უდავოდ ნიჭიერი პოლიტიკოსის საგარეო პოლიტიკა ქრესტომატიული ნიმუში იქნებოდა `კომპლემენტარიზმისა` საგარეო პოლიტიკაში. ოღონდ ეს მხოლოდ ისეთ დიდ ქვეყანას შეუძლია, მრავალგვარი რესუსრებით აღსავსეს - როგორიც თუქრეთია. პატარა ქვეყნებს ამის ფუფუნება არ გააჩნიათ. მათ სტარტეგიული მოკავბშირეები და მკაფიო საგარეო-პოლიტიკური კურსი სასიცოცხლოდ სჭირდებათ.