საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ნოემბერი. 2021 წელი.
აფხაზეთში რუსული ორგანიზაციები LGBTQ+ აკრძალვის მოწოდებით გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა NGO-მ სოხუმის სკოლაში `ტოლერანტობის გაკვეთილი` ჩაატარა. ამ პროტესტით ეს ორგანიზაციები Русский мир-ს უგორებენ კოჭს. და აფხაზებსაც არცხვენენ: ეს დასავლური NGO-ები რუსეთს გაშორებენ, აფხაზობას გართმევენო. უნდათ ყველანი გაგა..........ო.
დასახელებაც საკმარისია: ОО «Русская община Абхазии«, ОО «Черноморское казачье войско Абхазии», ОО «Союз казаков Абхазии и казаков-ветеранов боевых действий», ОО «Абхазское Казачье Общество» и Фонд развития взаимоотношений между Абхазией, ЛНР, ДНР и Россией «Отечество».
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
CIA-მ (Central intelligence agency) ანუ ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ევროპული სახელმწიფოები უკვე პირდაპირ გააფრთხილა, რომ ყინვების დადგომისთანავე იზრდება რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საფრთხე.
აქ ნიშანდობლივია, რომ ვერავინ გაარკვია, ეს ინფორმაცია დაწვრილებით როგორ მოხვდა მედიაში. ერთ-ერთი ვერსიით, ამერიკელებმა თვითონ მოაწყვეს `გაჟონვა` და ამით უნდოდათ ეთქვათ, რაც ადრეც არაერთხელ უთქვამთ სხვადასხვა პრეზიდენტის პირით: `ძირფასო ევროპელებო, გაინძერით, გააკეთეთ რამე, ეს ევროპაში ხდება, ამერიკას თავისი უამრავი პრობლემა აქვს და მხოლოდ ჩვენი იმედი ნუ გაქნებათ მუდამ და მხოლოდ ჩვენს ხარჯზე ნუ ცდილობთ ყველა პრობლემის გადაწყვეტას`.
მართლაცდა, საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT ევროპული არაა? ბრიუსელშია. გაუთიშონ პრევენციის მიზნით. ერთი ღილაკის დაჭერა უნდა მეტი არაფერი და........
ამერიკას კი უახლოეს მომავალში შესაძლოა მართლა აღარ ეცალოს ევროპისთვის, რაკი რასობრივი დაპირისპირების მორიგი ტალღა გორდება მას შედმეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა 17 წლის Kyle Rittenhouse, რომელმაც შარშან Black Lives Matter (BLM) მიერ მოწყობილი ძარცვა-გლეჯის დროს (სხვათა შორის დიდწილად რუსული სპეცსამსახურების პროვოცირებული) სამი მოძალადე შავკანიანი მოკლა. სასამართლომ დაადგინა, რომ რითენჰაუსი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რასაც BLM ამბოხი მოჰყვა ამერიკის რამდენიმე ქალაქში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. აშკარად საქართველოს და 2008 წლის რუსულ აგრესიას გულისხმობდა, როცა თქვა: `არ ვიცი რას აპირებს პუტინი, მაგრამ ადრე ყოფილა შემთხვევები, როცა რუსეთს აგრესია განუხორციელებია და მერე რაღაც პროვოკაციაზე პასუხით აუხსნიაო. ასე იყო უკრაინის შემთხვევაში 2014 წელს და ზოგიერთ სხვა შემთხვევაშიო.`
ამ `სხვა შემთხვევაში` აშკარად საქართველო იგულისხმებოდა. სამწუხაროა, რომ პირდაპირ არ თქვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უსინდისო ანტიუკრაინული განცხადება გააკეთა ყირიმზე. თანაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან კომუნიკაციისას. რადევმა თქვა: `ყირიმი კი არის ახლა ანექსირებული, მაგრამ ისტორიულად რუსეთს ეკუთვნის და არა უკრაინას. ახლა კი რუსულიაო`.
ანუ ფაქტიურად `გაამართლა` ანექსია.
კულებამ პასუხად განაცხადა, რომ ბულგარეთის პრეზიდენტმა `რუსული პროპაგანდის თამაში ითამაშაო`.
კულებამ კერძოდ თქვა: `აბა წარმოიდგინოს ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუსეთი ბულგარეთში შეჭრილიყო; ბულგარეთის ტერიტორიის ნაწილი დაეპყრო, ათასობით ბულგარელი მოეკლა და ტერიტორია მიეერთებინაო`
უკვე ძაააააალიან დიდი ხანია ევროპელი პოლიტიკოსები ამგვარი საზრისებით და `უორდინგით` არ ელეპარაკებიან ერთმანეთს, თუმცა....პუტინის აგრესიამ ესეც შესაძლებელი გახადა.
ოღონდ აქ ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესო სხვა მომენტია: ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანიც გამოდის ხოლმე ამგვარი პრორუსული განცხადებებით და აქ მიზეზი უკვე სისტემური უფროა ვიდრე პერსონალური: ჩეხეთიც და ბულგარეთიც საპარალმენტო რესპუბლიკაა და არა საპრეზიდენტო. ოღონდ ისეთი საპარალმენტო რესპუბლიკებია, როდესაც, განსხვავებით მაგალითად გერმანიისგან, პრეზიდენტს პარლამენტი კი არ ირჩევს, არამედ საყოველთაო კენჭისყრით ირჩევა.
ესე იგი ერთის მხრივ ბულგარეთის და ჩეხეთის პრეზიდენტებს რეალური ძალაუფლება (შესაბამისად პასუხისმგებლოაბ) არა აქვთ და მეორეს მხრივ, აქვთ საერთონაციონალური მანდატი!
ზუსტად ამ გარემოებით სარგებლობს რუსეთი და ეს `პრეზიდენტებიც` ამით სარგებლობენ, როცა ამგვარ პროვოკაციულ პრორუსულ განცხადებებს აკეთებენ.
ყველგან, სადაც ამგვარი` შერეული და აბსურდული` მოდელია და უუფლებო პრეზიდენტს პირდაპირ ხალხი ირჩევს (და არა პარალმენტი) ზუსტად ამგვარი პრობლემები შეიქმნა.
სულ სხვა საქმეა, როცა არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი და არსებობს საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როცა პრეზიდენტი ქმნის მთავრობას და არა პარლამენტი. შესაბამისად პრეზიდენტს აქვს ძალაუფლება.
მესამე მოდელია საფრანგეთი, მაგრამ ეს არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა: საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა. ანუ შერეული. პრეზიდენტს საფრანგეთში უდიდესი რეალური ძალაუფლება აქვს. ისევე, როგორც მთავრობას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შავი ანეგდოტია, რომ `როსკოსმოსის` ხელმძღვანელმა დიმიტრი როგიზინმა (საქართველოს `დაუძინებელი მეგობარია` 2008 წლიდან, როცა NATO-ში რუსეთის წარმომადგენელი იყო) უსირცხვილოდ განაცხადა, რომ დიახაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა უფლება დედამიწიდან ნასროლი რაკეტით გაენადგურებინა რუსული კოსმოსური თანამგზავრი და დედამიწის ორბიტა აევსო სამკვდრო-სასიცოცხლო ნაგვით, რომელიც კოსმოსურ სისწრაფეს ავითარებს ორბიტაზე და `ბომბებად` იქცევა სხვა თანამგზავრებისა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის.
კი მაგრამ, დალოცვილო, რაღაც პროფესიული სოლიდარობა ხომ უნდა გახასითებდეს არა? კოსმოსის ათვისებას ემსახურები. საკაცობრიო საქმეა ხომ?
უნიკალური ქვეყანაა რუსეთი. უ ნ ი კ ა ლ უ რ ი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ავსტრიის მთავრობამ განაცხადა, რომ დღეიდან - 13 დეკემბრამდე წესდება სრული ლოკდაუნი მისი ყველაზე მძიმე ფორმით, როდესაც ადამიანს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ საკვების ან წამლის საყიდლად შეეძლება.
გარდა ამისა, 1 თებერვლიდან ვაქცინაცია ხდება სავალდებულო. ანუ ლაპარაკი იქნება უკვე არა იმაზე, რომ არავაქცინირებულებს კაფეებში ან კონცერტებზე არ შეუშვებენ, არამედ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის სანქციები დაუწესდებათ.
მიზეზი, რასაკვირველია, ვირუსის სწრაფი გავრცელება და ინფიცირებულთა, ასევე სიკვდილიანობის უსწრაფესი ზრდაა.
ეს `დელტა` შტამის თვისებაა, რომელიც შედარებით (!) მსუბუქი კია ვიდრე `თავდაპირველი`, ანუ `უჰანური` შტამი, მაგრამ სამაგიეროდ უფრო გადამდებია.
ამგვარი გადაწყვეტილება (ლოკდაუნზე) ჯერ არ მიუღია, თუმცა ანალოგიურად მძიმე ვითარებაა გერმანიაში. ბავარიის მხარემ ასევე გაამკაცრა შეზღუდვები და ბავარიის პრემიერმა არც ლოკდაუნი გამორიცხა.
უცნაური თითქოს ისაა, რომ გერმანიაშიც და ავსტრიაშიც მოსახლეობის 70% და`რისკ-ჯგუფთა` 90% უკვე აცრილია.
რატომღა იზრდება დაინფიცირება?
იმიტომ, რომ მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და მოზარდების ესე იგი ყველაზე მობილური კონტინგენტის) 30 პროცენტი კვლავინდებურად აუცრელია. გარდა ამისა, იქაც არიან ფანატიკოსი ანტივაქსერები, ვინც პრინციპულად არ აიცრება. 200 ლარი კი არა 2 000 ევროც რომ გადაუხადოს მთავრობამ, მაინც არ აიცრებიან.
ბავშვების და მოზარდების აცრას ევროპული ქვეყნები ძააააააააალიან უფრთხიან და ეს გასაგებიცაა. არ არის ეს ახალი ვაქცინები ჯერ-ჯერობით ესოდენ აპრობირებული, ბავშვებზე გაბედონ, რომლებსაც მთელი ცხოვრება წინ აქვთ.
რუსეთი კი არაა. ევროპაა. მისი იმმანენტური ჰუმანიზმით და პასუხისმგებლობით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა ქვეყანაა რეალურად ჩინეთი, გამოჩნდა ბოლო დღეებში თუნდაც, როცა დასავლეთში ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად იქცა ჩინელი ჩოგბურთელი ქალის, პენ შუაის გაუჩინარების თემა. ამ ჩოგბურთელმა ქალმა გამოაქვეყნა თუითი, რომ კომპარტიის ერთ-ერთი უმაღლესი პირი აჰარასმენტებდა ანუ სექსუალურად აედევნა და გასაქანს არ აძლევდა. ამ თვითის გამოქვეყნების შემდეგ ქალი....გაქრა. ელოდნენ ტურნირებზე და არ ჩავიდა......მისი სახელით ვიღაც აქვეყნებს თვითებს: `არა, არა...თქვენ რაც გგონიათ ის კი არაა, ყველაფერი კარგად მაქვს, ახლა სახლში ვარ და ვისვენებ, ნუ მაწუხებთო....`
არ არის სახლში. ან არის და შავ დღეშია. გაქრა ადამიანი.
თუმცა ვინ შეამოწმებს.....
როგორი საბაზრო ეკონომიკაც არ უნდა ააშენოს ჩინეთმა, რამდენი ცათამბჯენიც არ უნდა დადგას, დიქტატურა მაინც დიქტატურად დარჩება. ხოლო მისი ცათამბჯენები ნიუ იორკის Empire state building-ის მხოლოდ მუყაოს კალკად! შუშაზე მიწებებულად. იმიტომ, რომ ESB ღირებულებებს განასახიერებს. ამ ღირებულებებს კი ჩინეთი არ აღიარებს.