საერთაშორისო მიმოხილვა. 21 სექტემბერი 1921 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 სექტემბერი 1921 წელი

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში გამართულ `სახელმწიფო სათათბიროს` არჩევნებზე (Государственная дума Федерального собрания Российской фелерации) `ულაპარაკოდ` გაიმარჯვა პუტინის ფსევდოპარტიამ `ერთიანი რუსეთი`)  «Единая Россия» 49,82%;

მეორე ადგილზეა კომუნისტ გენადი ზიუგანოვის КПРФ (Коммунистчесская партия Российской Федерации)— 18,93%; 

მესამეზე `გეოპოლიტიკით` და რუსეთის `თბილ ზღვებზე გაჭრით` (ბოდიში ჟარგონისთვის)  `აზაბოჩენი` კლოუნის, ვლადიმერ ჟირინოვსკის ЛДПР (Либерально - Демократиечсская Партия Российской федерации) — 7,55%, რომელსაც ისეთივე კავშირი აქვს ლიბერალიზმთან და დემოკრატიასთან, როგორც სტალინს და ლევ ტროცკის ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობასთან;

მეოთხეზე გავიდა იმავე `კომუნისტების` განაყოფი `სამართლიანი რუსეთი` «Справедливая Россия — За правду» (СРЗП) — 7,46%;

ხოლო მეხუთეზე,  ახალი პარტია სახელწოდებით `ახალი ადამიანები` - «Новые люди» — 5,32%.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვა პარტიები, მათ შორის რუსი დემოკრატების და რუსი ლიბერალების პარტიები (იავლინსკი, სობჩაკი და სხვები), ტრადიციულად ვერ მოხვდნენ პარლამენტში და სამწუხაროდ, ამის მიზეზია არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ მათი დაბლოკვა, არამედ (ისევ და ისევ სამწუხაროდ) რუსული საზოგადოებისა და რუსი ერის მისწრაფება  იმპერიული, დერჟავული, დამპყრობლური, კომუნისტური დისკურსისა და პროექტებისადმი.

პირველი ოთხი პარტია სწორედ ამ დისკურსის, ნარატივის და პროექტების გამომხატველნი არიან ამა თუ იმ ფორმით.

ერთი შეხედვით, თითქოსდა პუტინის პარტიას არა აქვს არათუ საკონსტიტუციო, არამედ აბსოლუტური უმრავლესობაც კი მომავალ პარლამენტში: «Единая Россия» - 49,82%;

სინამდვილეში პუტინმა ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთში საარჩევნო სისტემა ისეთივეა, როგორიც იყო ბოლო დრომდე საქართველოში: სახელმწიფო სათათბიროს ნახევარი ირჩევა პარტიული სიებით, ხოლო მეორე ნახევარი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში.

ამ ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში პუტინის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მხოლოდ რამდენიმე ოლქი მოიგეს სხვა პარტიების კანდიდატებმა. მაშასადამე მთავარი დასკვნა ისაა, რომ პუტინმა ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო `სახელმწიფო სათათბიროში`, რომელსაც ისედაც მიზერული უფლება აქვს დღეს რუსეთში მოქმედი კონსტიტუციით.

ანუ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში პუტინის პარტიას უმრავლესობაც რომ არ ჰქონდეს და იქ უმრავლესობა (წარმოვიდგინოთ) ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეებს რომ მოეპოვებინათ, ეს ე.წ. `რუსული პარლამენტი` მაინც ვერაფერს დააკლებდა პუტინის რეჟიმს - ისეთი კონსტიტუცია მოქმედებს რუსეთში.

თუმცა, პოლიტიკური და PR მოსაზრებებიდან გამომდინარე, პუტინს, რასაკვირველია, სჭირდებოდა დიდი უპირატესობით ამ არჩევნების მოგება და მოიგო კიდეც ტოტალური კონტროლის, ინფორმაციის ტოტალური დაბლოკვის, დაშინების და გაყალბების სხვა მექანიზმთა გამოყენებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კომუნისტური იდეებიც სულ უფრო ძლიერდება რუსეთში: ზიუგანოვმა 2016 წლის არჩევნებზე 13,34% აიღო, ახლა კი 18,93%. თუმცა ეს პუტინს არაფრით ემუქრება, ოღონდ აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯერ კიდევ ელცინის დროიდან მოყოლებული, რუსეთის ხელისუფლება (მათ შორის პუტინის დროსაც) აშინებს დასავლეთს: ``ჩვენ არ მოგწონვართ, მაგრამ ჩვენ თუ დაგვამხობთ, მოვლენ კომუნისტები, რაც თქვენთვის ბევრად უარესია; ამიტომ ისევ ჩვენ, ესე იგი `შეჩვეული ჭირი` გერჩივნოთო``.

ფაქტია, დაშინების ეს მეთოდი დასავლეთის გარკვეულ წრეებზე მართლა მოქმედებს: ამ გავლენიან წრეებში რუს  კომუნისტებს ისევ პუტინი ურჩევნიათ.

რუსეთის არჩევნებმა ისიც დაადასტურა, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში რაც უფრო მაღალია საარჩევნო ბარიერი (5%) მით უფრო მეტია შანსი, ამომრჩეველმა ხმა მისცეს არა იმ პარტიას, რომელიც შეიძლება სხვებზე მეტად მოსწონდეს,  არა იმას, ვინც `მაინც ვერ გადალახავს ბარიერს`, არამედ იმას ვინც `გამსვლელია`.

 ეს ფენომენი კარგად არის შესწავლილი საქართველოს არჩევნებზეც. ამიტომ სრულად პროპორციული არჩევნები და შედარებით დაბალი ბარიერი მრავალპარტიულობის მექანიზმია.

განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ყველგან ასე არ არის, რადგან იქ დიდი ელექტორალური ტრადიცია აქვთ. ოღონდ პოსტსაბჭოური` მენტალობის` ქვეყნებში ჯერ-ჯეროიბით ნამდვილად  ასეა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ასევე გასათვალისწინებელია: პოლიტ-ტექნოლოგებმა ურჩიეს პუტინს, არჩევნებამდე შეექმნა ფსევდოოპოზიციური `ფეიკ-პარტია` - ალექსეი ნეჩაევის «Новые люди» — 5,32%, რომელმაც დემაგოგიით და პოპულიზმით მიიმხრო უკმაყოფილო ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა ეს ამომრჩეველი სხვა პარტიებთან არ წასულიყო.

განსაკუთრებით იმოქმედა ნეჩაევის პოპულისტურმა, ოღონდ კარგად `შეფუთულმა` დემაგოგიამ ახალგაზრდებზე, რადგან ოსტატურად იყენებდა სმარტფონებს, სოციალურ ქსელებს, კრეატიულ ტექნოლოგიებს საარჩევნო აგიტაციისას და ა.შ.

თავიდან ბოლომდე პუტინის პოლიტტექნოლოგთა რჩევა იყო ამ `მეხუთე პარტიის` გაჩენა და წარმოჩენა. მან ნავალნის და სხვა დემოკრატ/ლიბერალთა ამომრჩეველიც `შეისრუტა`.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რომელ  `არჩევნებზეა` საერთოდ ლაპარაკი, როდესაც ჩეჩნეთში, სადაც ზრდასრული მამაკაცი მოსახლეობის ლამის ნახევარი ამოწყვიტა პუტინმა, მისი პარტიის მხარდაჭერა 96,13%-ია?!!! ამას ვინმე დაიჯერებს? ამას როგორ შეიძლება `არჩევნები` ეწოდოს?

პუტინის მთავარი რესურსი იყო ადმინისტრაცია, ანუ ბიუროკრატია, ადმინისტრაციული ბერკეტები. ზოგიერთ რეგიონში ბინებს ათამაშებდნენ `ერთიანი რუსეთის` წარმომადგენლები და მათი ხელდასმული ბიუროკრატები, რათა საკუთარი მომხრეები არჩევნებზე მოეყვანათ.

ჩვენ აქ `რვეულებიანი ციცო დეიდები`, `სამი კილო კარტოფილი` და `ძველი ბიჭები` გვიკვირს.....იქ იყვნენ თუ იყვნენ.

თუმცა სწრაფად ვეწევით ამეებშიც რუსეთს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლეთმა, მათ შორის ამერიკამ და ევროპამ პირდაპირ ვერ გაბედეს არჩევნებისათვის `არალეგიტიმური` ეწოდებინათ და მხოლოდ `სისტემური დარღვევები` აღნიშნეს მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა `ეუთოს` სადამკვირვებო მისია ODHIR საერთოდ არ შეუშვა არჩევნებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ, ამ ე.წ. `არჩევნების` შედეგი ადასტურებს:  პუტინის რეჟიმი ისეა `ჩაბეტონებული`ყველა თვალსაზრისით, იგი შეიძლება მხოლოდ დიდმა სამხედრო მარცხმა შეარყიოს: ეკონომიკურ კრიზისს და სანქციებს ის კიდევ გაუძლებს.........ნახევარი ტრილიონი დოლარის რეზერვები აქვს და გაზი მხოლოდ ძვირდება ევროპაში (900 - - 1000 დოლარია უკვე, შარშან 450 დოლარი იყო). ერთადერთი, რაც პუტინის რეჟიმს საძირკველს ნამდვილად  მოურღვევს, იქნება უკრაინასთან ომში დამარცხება.

აი ეს ოფცია კი სრულებით არ არის წარმოუდგენელი, თუ დასავლეთი რეალურად დაეხმარება უკრაინას და მიაწვდის თანამედროვე იარაღს.

როგორც კი პუტინი სამხედრო დამარცხებას იწვნევს, ყველა მისი ადმინისტრაციულ -`ФСБ`შნიკური რესურსი მაშინვე აორთქლდება და მისი რეჟიმიც ჩამოიშლება.

ასეთია ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმების არსი: მთლად ჩრდილო კორეა არ არის, რომელმაც მისი საფეხბურთო ნაკრების დამარცხება ბრაზილიასთან გამარჯვებად გამოაცხადა და ასევე დამალავდა სეულზე შეტევის დამარცხებასაც.

რუსეთში, საბედნიეროდ, მაინც სხვა სიტუაციია.

ოღონდ ამ `სხვა სიტუაციას` სჭირდება უკრაინის მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან და მისთვის ნამდვილი სამხედრო დახმარების აღმოჩენა არა იმდენად ცოცხალი ძალით, რამდენადაც თანამედროვე იარაღით და.........სადაზვერვო ინფორმაციით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამგვარი სამხედრო კონფლიქტის დროს.

საბედნიეროდ, დასავლეთს, პირველ რიგში ამერიკას ამის ყველა შესაძლებლობა აქვს.......თუკი მოინდომა და გაბედა.

 

დათო