საერთაშორისო მიმოხილვა. 23 დეკემბერი. 2024 წელი
დონალდ ტრამპმა პანამის პრეზიდენტს პანამის არხის ამერიკისთვის დაბრუნება მოსთხოვა.
ეს არხი ამერიკელებმა ააშენეს ტავის დროზე, წყნარ და ატლანტის ოკეანეს აკავშირებს ერთმანეთთან და გლობალურად ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.
პანამის პრეზიდენტმა უარი უთხრა რასაკვირველია - „არაფერსაც არ დაგიბრუნებო“ და ტრამპმა თავის სოცქსელში Truth დაწერა: „მაგასაც ვნახავ თუ არ დაგვიბრუნებო“.
ტრამპის უნიკალური Style.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი მისი „ჩრდილოვანი ნაცრისფერი კარდინალი“ ანუ არაფორმალური მმართველი ვერ გახდება და არც ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი იქნებაო.
საინტერესოა, რომ ეს თემა საერთოდ გაჟღერდა ამერიკაში: იმდენად ის კი არ არის საინტერესო, რომ ილონ მასკს ასახელებენ „ჩრდილოვან მმართველად“, რამდენადაც ის, რომ საერთოდ ლაპარაკია აშშ პრეზიდენტის „ნაცრისფერ კარდინალზე“.
. . . . . . . . . . . . . . . . .
BBC წერს, რომ ჩრდილო კორეამ კურსკის ოლქში 11 000 სამხედრო გააგზავნა.
მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ეს უბრალოდ ჯარისკაცები კი არ არიან, არამედ კორეული არმიის ელიტური შენაერთები.
ძალიან საინტერესო საკითხია, იქნებიან თუ არა მათ შორის დეზერტირები.
100 მოკლულია უკვე, თუმცა დეზერტირები ჯერ არ არიან.
თუკი სამხრეთ კორეაში გარბიან, მაშინ უკრაინაში და შემდეგ დასავლეთში რატომ არ გაიქცევიან? თუმცა იმ ჩრდილო კორეელ ჯარისკაცებს, ვინც სამხრეთ კორეაში გარბის, საშინელი სასჯელი ელით: მათ მშობლებს და-ძმებს საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ და ორმოებში ყრიან ვირთხებთან.
რასაკვირველია არანაირი „მოხალისეები“ ისინი არ არიან, რეჟიმის ბრძანებას ასრულებენ.
მათ ხელფასს (2-3 ათასი დოლარი) ჩრდილო კორეის არმია იღებს; იმ არმიაში ჯარისკაცებს ზოგადად ბრინჯის ფაფაც კი ენატრებათო - წერს BBC - თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ჯარისკაცების სათანადოდ შეუფასებლობა არ შეიძლება.
მათ შორის არიანო როგორც ფანატიკოსები, ასევე საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები.
თუმცა მეორეს მხრივ უკრაინელები კურსკში კვლავინდებურად მყარად დგანან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპა შოკირებულია მაგდენბურგში (გფრ) მომხდარი ტერაქტით, როდესაც ვინმე Taleb Al Abdulmohsen მანქანით შეიჭრა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე (ევროპაში და განსაკუთრებით გერმანიაში ეს არის უძველესი სოციალური ტრადიცია, როგორც „ლუდის ფესტივალები“ სხვა დროს-დ) და რამდენიმე ადამიანი სასტიკად მოკლა.
შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
თითქოსდა, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის? ასეთი შემთხვევები ისლამისტი ფანატიკოსების მონაწილეობით გერმანიაშიც იყო, საფრანგეთშიც იყო, მაგრამ....აქ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ტერორისტის პიროვნებამ და მისმა „ბექგრაუნდმა“ ასევე პროფესიამ და რაც მთავარია მისმა სოციალურმა პოზიციონირებამ.
Taleb Al Abdulmohsen ექიმი ფსიქიატრი (!) იყო საკმაოდ წარმატებული პრაქტიკით
2006 წელს გაიქცა საუდის არაბეთიდან გერმანიაში და მთელი ამ წლების მანძილზე იბრძოდა სოციალურ ქსელებში პოსტებით....გერმანის ისლამიზაციის (!!) წინააღმდეგ. ემხრობოდა ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომლის მთავარი პროგრამული დებულება სწორედაც ისლამიზაციის და ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ყველაზე დიდ დროს ეს ტერორისტი უთმობდა იმაზე წერას, როგორ დააღწიონ თავი საუდის არაბეთში მცხოვრებმა ადამიანებმა ამ „რეპრესიულ რეჟიმს“....
ორ საუდელ ქალს დაეხმარა საქართველოში გაქცევისას, რომლებიც ჩვენთან თავშესაფარს ეძებდნენ.
და.....ბოლოს ასეთი ტერაქტი ჩაიდინა, რაც უამრავ ევროპელ ანალიტიკოსს და სოციო-ფსიქოლოგს უდასტურებს „მულტიკულტურალიზმის“ უპერსპექტივობას, რაზეც თავის დროზე დრეზდენის „კომკავშირის“ ყოფილმა მდივანმა ანგელა მერკელმაც კი ისაუბრა კანცლერინობისას;
„არ გამოდის „მულტიკულტურალიზმი“ არა!
ფარული მოძულენი უმრავლდებიან მხოლოდ ევროპას და მის ცივილიზაციას, მის ცხოვრების წესს, რაც ადრე თუ გვიან ამოხეთქავს ხოლმე.
აი მტაცებელი მხეცი რომ ჰყავთ ზოგჯერ ოჯახში მოშინაურებული ლეკვობიდან, მაგრამ 20 წლის მერე გენები „უყივლებთ“, მზრუნველ პატრონებს დახოცავენ და შეჭამენ. ყოფილა ასეთი შემთხვევები.
2005 წელს, ლონდონის მეტროში ტერაქტების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.
ტერორისტები ახალგაზრდა ინგლისელები (!) აღმოჩნდნენ, რომელთა „დიდი ბაბუა“ (პაპის მამა) ოდესღაც გადასახლდა პაკისტანიდან ინგლისში და ინგლისურის გარდა სხვა ენა საერთოდ არ იცოდნენ.
ტერაქტის შემდეგ პაკისტანში კი აპირებდნენ გაქცევას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკელი ჟურნალისტები გენდერული თემატიკისადმი მუდამ მგრძნობიარენი არიან. თანაც „ტრენდულები“.
სპეციფიკაციისას სხვაობა ახასიათებთ, ზოგს ერთი აინტერესებს, ზოგს მეორე მეტნაკლებად, მაგრამ „ტრენდულობას“ მუდამ ინარჩუნებენ;
ერთ-ერთი ასეთი ტრენდული თემაა დღეს ამერიკულ მედიაში, უპირველესად პრესაში, თუ „სად გაქრა“ ივანკა ტრამპი, რომელზეც, სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა ერთხელ საოცარი რამ თქვა (მართლა თქვა, შევამოწმე - იხუმრა უხეიროდ რასაკვირველია-დ): „რა კარგი გოგოა ეს ივანკა. ჩემი შვილი რომ არ იყოს ყავაზე დავპატიჟებდიო“.
2016 წლის საარჩევნო კამპანიისას ივანკა ამ კამპანიის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო.
ისევე, როგორც მამამისის ადმინისტრაციაში ასრულებდა დიდ როლს თავად და მისი ქმარიც ჯერარდ კუშნერი.
სწორედ ივანკამ და მისმა ქმარმა მოამზადეს (რასაკვირველია აშშ ზემძლავრ ებრაულ ლობისთან ერთად) ე.წ. „აბრაამის შეთანხმებანი“ ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს, უპირველესად საუდის არაბეთს შორის, რაც ვეღარ განხორციელდა მომდევნო ადმინისტრაციის დროს ღაზას კონფლიქტის გამო, მაგრამ საუდის არაბეთმა და ამერიკამ, დონალდ ტრამპის ისტორიული ვიზიტისას 100 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებები გააფორმეს.
სწორედ ივანკამ შეუტანა მამამისს ოვალურ კაბინეტში ფოტოები ბაშარ ალ ასადის მიერ ქიმიური იარაღით დაწამლული ბავშვებისა, რის შემდეგაც ტრამპმა უბრძანა მეექვსე ფლოტს, სირიის არმიის პოზიციები დაებომბა.
მანამდეც, ათწლეულების განმავლობაში, როცა ტრამპი დეველოპერი იყო, ივანკა თავისი გუნდით სასტუმროს აპროექტებდა.....ხოლო როცა ტრამპი FOX-News-ზე შოუში მონაწილეობდა, ივანკა დარბაზში იჯდა და ა.შ ა
ხლა კი ამბობს „პოლიტიკაში აღარ ვერევი, ოჯახს უნდა მივხედოო“
რატომ?
იმიტომ, რომ უცნაურია და....ივანკას საკმაოდ მაღალი „ზიზღის რეიტინგი“ (არის ასეთი სოციოლოგიური ტერმინი) აღმოაჩნდა მამამისის პირველი ვადის ბოლოსთვის (განსაკუთრებით ქალებში), რაც ამ საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც გამოჰყვა.
ასევე მაღალი „ზიზღის რეიტინგი“ ჰქონდა მელანია ტრამპსაც, რაკი ამერიკელმა ქალებმა სისუსტედ და „გულგრილობად“ ჩაუთვალეს ქმრის სექსუალური აღვირახსნილობის თაობაზე დუმილი, მაგრამ მეუღლე ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მელანიას ისევე მიჩქმალვა, როგორც ივანკასი, არ გამოვიდოდა, თუმცა მაინც ბევრად ნაკლებად ჩანდა მაინც.
აქ ყველაზე მეტად საყურადღებო ისაა (ვიმეორებ) რომ დონალდ ტრამპის გარემოცვაში შესაბამისად დასუსტდება სიძის, ჯერარდ კუშნერის პოზიციებიც, რომელიც ამერიკულ ებრაულ თემს ლობირებდა.
კუშნერმა, ისევე როგორც ივანკამ დაადასტურა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებას (მრჩევლის პოზიციებზე, რაც ადრე ჰქონდა) არ აპირებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
President elect დონალდ ტრამპმა განაცხადა NBC-ს Kristen Welker ინტერვიუში, რომ როგორც კი შევა თეთრ სახლში, აკრძალავს Birthright citisenship-ს ანუ იმ წესს (და კანონს, კონსტიტუციურ ნორმას), რომლის მიხედვით თუ ადამიანი დაიბადა ამერიკაში, ენიჭება აშშ მოქალაქეობა.
ტრამპი ამბობს: „ამგვარი ნორმა მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ აქვსო“.
კი, არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტები (ყველა პრეზიდენტი) მუდამ ხაზს უსვამდა ამერიკის Exclusiveness და იმას, რომ ამერიკა არ არის დანარჩენი 200 სახელმწიფო.
თან ცოტა არ იყოს გაუგებარია „აკრძალვაში“ რას გულისხმობს:
ამერიკის კონსტიტუციური დებულების შეცვლა ან კონსტიტუციიდან რაიმე დებულების ამოღება ისეთი რთული პროცედურაა (ყველა შტატის თანხმობაა საჭირო) ათწლეულები დასჭირდება...... თან უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებით.
როგორც ჩანს ტრამპი იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალებს, მკაცრად გააკონტროლოს Birth tourism, დასაჯოს ის ქვეყნები საიდანაც მეტი Birth tourist-ს შედის და პასპორტები არ გასცეს.
ისევე, როგორც ვიზები..... თუ კონსულს ეჭვი გაუჩნდება, რომ ქალი ამერიკაში იმ მიზნით მიდის, იქ ბავშვი გააჩინოს.