საერთაშორისო მიმოხილვა. 4 მარტი. 2024

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 მარტი. 2024

მსოფლიო და ამერიკული მედიის მთავარ თემად რჩება უკრაინა-ამერიკის და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა უკრაინსი წინააღდმეგ რუსული აგრესიის ფონზე.

განსაკუთრებით იმ ნიუსის გათვალისწინებით, რომ ტრამპმა თითქოსდა (ჯერ ბოლომდე დადასტურებული არაა) უბრძანა პენტაგონს, შეწყვიტოს უკრაინის ყოველგვარი სამხედრო დახმარება ანუ არა მხოლოდ იარაღის მიწოდება, არამედ სადაზვერვო მონაცემების გაზიარება და . მანამ სანამ უკრაინა სამშვიდობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელს არ მოაწერსო - თითქოსდა განაცხადა ტრამპმა თავის გუნდთან (National security officials) საიდუმლო თათბირზე გუშინ დილით.

ჰო, მაგრამ რას არ აწერს ხელს უკრაინა?

სად არის რაიმე შეთანხმება, თუნდაც რაიმე Draft რასაც ზელენსკი ხელს არ აწერს?

 რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება?

რა არის მისი პუნქტები?

პუტინი აწერს ხელს?!

 აბსოლუტურად გაუგებარია და ამ კითხვებზე პასუხი ყველაზე ინფორმირებულ რესურსებსაც არ გააჩნიათ.

რაც შეეხება ნიუსს იმის შესახებ, რომ ტრამპმა შეწყვიტა უკრაინის სამხედრო დახმარება, აქ უნდა დავაკვირდეთ დიპლომატიურ და საინფორმაციო ნიუანსებს.

 ანუ ჯერ ერთი, რამდენად სერიოზული რესურსია, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს და იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ალიან სერიოზული რესურსები ავრცელებენ ამ ამბავს. როგორიცაა WSJ, The Hill, WP და ასე შემდეგ.

მათ ინფორმირებული წყაროები ჰყავთ თეთრ სახლში, მათ შორის დონალდ ტრამპის გარემოცვაში.

ანუ მაღალი ალბათობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება ოღონდ.....სულაც არ არის აუცილებელი თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტუროს: შესაძლოა კომენტარი არ გააკეთოს, ოფიციალური განცხადება არ გააკეთოს, ტექნიკურ მიზეზებს დააბრალოს და გაირკვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კიევი, ანუ უკრაინის ხელისუფლება განაცხადებს: „ამერიკამ სამხედრო დახმარება შეუწყვიტა უკრაინას!“

ეს კი დაპირისპირების ახალ `ლეველზე` აყვანას ნიშნავს.

ევროპელები ამ ლეველისთვის, ამ დონისთვის, ამ ხარისხის კონფრონტაციისთვის ტრამპთან..... მზად არ არიან;

 ამიტომაც, მაღალი ალბათობით, უკრაინელებს ურჩევენ: რომც დადასტურდეს ინფორმაცია, ასეთ დონეზე ნუ გაამწვავებს საკითხს: დიპლომატიურად ჩაფარცხონ“ „სტრატეგიული მოთმინება გამოიჩინონ“.

იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ვაშინგტონს, ესე იგი ტრამპის ადმინისტრაციას მაინც მოუწევს უპასუხოს მარტივ და აბსოლუტურად მკაფიო კითხვას: რა სამშვიდობო ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი?

კონკრეტულად რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე საუბრობენ თეთრ სახლში?

რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება?

განა პუტინთანგავლილიაეს შეთანხმება და პუტინი აწერს ხელს?

 

იგივე წყაროები არაოფიციალურად ამბობენ, რომ ამერიკამპაუზა დაუშვასამხედრო დახმარებაში.

 კი არ შეუწყვეტს მთლიანად, არამედ „პაუზა დაიკავა“

 

 როგორც გუშინდელ მიმოხილვაში განვიხილეთ, ეს კატასტროფა არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკრაინული არმიისთვის: Patriot-ებს უკრაინიდან ვერავინ წაიღებს უკან  და მათ რაკეტებს კი უკრაინა სხვა წყაროებიდანაც მიიღებს.

მძიმე პრობლემაა, რთული გამოწვევაა, თუმცა კატასტროფა არაა.

მთავარია

 ანუ მსოფლიო ბაზრებზე იარაღის და სამხედრო მომსახურების შეძენის უნარი.

განსაკუთრებით პრობლემური იქნება უკრაინისთვის ილონ მასკის StarLink გეოსალოკაციო სისტემის გათიშვა, რისი გაკეთება მასკს ერთი თითის დაჭერით შეუძლია.

გაუკეთებია კიდეც: 2023 წელს, როდესაც უკრაინულმა არმიამ ყირიმში დესანტირება სცადა...... მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციის (!! - ამ მომენტს მივაქციოთ ყურადღება: არა ტრამპის არამედ ბაიდენის ადმინისტრაციის) ბრძანებით, მასკმა იმ რეგიონში თავისი შესანიშნავი კოსმოსური სისტემა გათიშა.

ბირთვულ ომს გამოიწვევსო“ - შიშობდა ბაიდენი.

 ანუ კიევს ატომურ ბომბს ესვრის პუტინიო.

 

სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია(ც) დოზირებულადაწვდიდა იარაღს კიევს..... დიდხანს არ აწვდიდა შორსმწვდომ რაკეტებს, დიდხანს არ რთავდა ნებას დაებომბა რუსეთის ტერიტორია და ბოლომდე უკრძალავდა რუსეთის ქალაქების (მაგალითად კურსკის) დაბომბვას მიუხედავად კიევის, ოდესის, ხარკოვის, დნეპრის ბარბაროსული დაბომბვისა.

 

გუშინ Vice ვენსმა, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა მედია-სივრცეში ინფორმაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ, განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაშინვე აიღებს ყურმილს, როგორც კი ზელენსკი დაურეკავს რათა სამშვიდობო შეთანხმებაზე ილაპარაკოსო“.

მაგრამ ისევ და ისევ: რა შეთანხმებაზეა ლაპარაკი?!

ვინ ნახა ეს შეთანხმება?

რას ითვალისწინებს?!!

პუტინი უკვე დაეთანხმა?

. . . . . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს აქვს გეგმა, როგორ აიძულოს რუსეთი დაიცვას შესაძლო (!) Peace Deal დაცეცხლის შეწყვეტაუკრაინასთან: გარანტიად შესაძლოაჩაიდოსის 300 მილიარდი ევრო, რაც რუსეთს ევროპაში, კერძოდ ბელგიის დეპოზიტარში აქვს განთავსებული სახელმწიფო აქტივების სახით.

ამჟამად გაყინულია ეს აქტივები.

ესე იგი, მაკრონი გულისხმობს, რომ თუ პუტინი შეთანხმებას დაარღვევს, ავდგებით და იმ აქტივებს ჩამოვართმევთო.

ეს გასაგებია, მაგრამ....პუტინი რასაკვირველია არც ერთ შეთანხმებას არ მოაწერს ხელს, რომელიც ამგვარ პირობას გაითვალისწინებს.

ახლა რუსული აქტივების კონფისკაციას ევროპელები (ისევე, როგორც ამერიკელები - იქ დაახლოებით 200 მილიარდია ბანკებში) ვერ ბედავენ, რაკი ინვესტორები მთელს მსოფლიოში დაშინდებიანო.

აქედან გამომდინარე, მაკრონის განცხადება, მაღალი ალბათობით, არის (ბოდიში რუსული ტერმინისთვის) Оговорка. მეტი არაფერი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაზე მნიშვნელოვანი, ეგზისტენციალური პრობლემა, რასაც ტრამპი შეიძლება შეეჩეხოს ახლო მომავალში, რეალურად უკრაინა კი არ არის......ბოლოს და ბოლოს ამერიკელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს უკრაინაზეც და იქ მიმდინარე ომზეც...... ყველაზე მწვავე პრობლემა და გამოწვევა ისა, რომ იანვარშიმოულოდნელადარსებითი ვარდნა დაფიქსირდა ამერიკული, ასევე ნებისმიერი სხვა საბაზრო ეკონომიკის უმთავრეს, ღერძულა მაჩვენებელში: „სამომხმარებლო აქტივობის ინდექსში“.

თანაც ზოგიერთი სხვა (ხშირი) შემთხვევისგან განსხვავებით, ყველა ექსპერტისთვისორჯერ ორივითცხადია, თუ ამჯერად რამ გამოიწვია სამომხმარებლო აქტივობის შეყოვნება: ტრამპის ხმამაღალმა განცხადებებმა მექსიკასთან, კანადასთან, ჩინეთთან და ევროკავშირთან საბაჟო ტარიფების ზრდის შესახებ.

საქმე ის გახლავთ, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკის ეკონომიკა (ბილ კლინტონის ეპოქიდან მოყოლებული) ისე სტრუქტურიზდა, რომ ამერიკაში გაფორმებული კომერციული კონტრაქტების დიდი ნაწილი და თვით მოთხოვნაც საქონელსა თუ სერვისზე დაკავშირებული იყო უცხოელ აქტორებთან.

ძალიან მარტივი, ელემენტარული მაგალითი: სადღაც 2 000 წლიდან დაწყებული ჯერ გართულდა, შემდეგ კი საერთოდ შეუძლებელი გახდა ამერიკაში შეკერილი (!) Levi,s შეძენა გარდა Dolche/Gabana უძვირესი ექსკლუზიური ბრენდებისა;

 მაგრამ ბევრი ის პროდუქცია, რაც მასობრივად ხელმისაწვდომია ამერიკელებისთვის, დიდი ხანია უცხოეთში იწარმოება.

შესაბამისად, როგორც ეკონომისტებია აღნიშნავენ, არა მხოლოდ საცალო სამომხმარებლო აქტივობა შემცირდა ამ გაურკვევლობის გამო, არამედ მსხვილი კონტრაქტებიც ყოვნდება.

არავინ იცის ხვალ რას მოიმოქმედებს დონალდ ტრამპი: ნამდვილად აამოქმედებს ამ გაზრდილ ტარიფებს? შეძლებს რაიმე გამოივაჭროს და ბოლო მომენტში გააუქმებს? ჩინეთთან რას იზამს? ევროკავშირთან რას მოიმოქმედებს?

აი ეს ტურბულენტობა, გაურკვევლობა ქმნის შიშებს, რისკებს, რამაც არ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ეკონომიკაზე და მისსაფუძველზე“, როგორც ამერიკელი ეკონომისტები უწოდებენ ანუ სამომხმარებლო აქტივობაზე.

არაფერი ისე არ უყვარს ბაზარს, როგორც და განჭვრეტადობა.

ის ეკონომისტები და ექსპერტები, რომლებიც სპეციალიზდებიან არა ომისა და მშვიდობის თემებზე, არამედ უოლ სტრიტის ტენდენციებზე, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ საბაჟო ტარიფებთანდაკავშირებით ძალიან რისკიანად თამაშობს ტრამპი!

 შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში ანუ 4-5 წლის დისტანციაზე დადებითიც აღმოჩნდეს ამერიკისთვის და ადგილობრივი ინდუსტრიები მართლადაქოქოს“ ......მაგალითად ავტომრეწვი, რაც ჯერ იაპონური მანქანების იმპორტმა 1970-იანი წლებიდან, შემდეგ გერმანული ავტომობილების იმპორტმა დაანგრია...... მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, ესე იგი 2026 წლის კონგრესის არჩევნებამდე დიდ პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის ტრამპს, რაკი იმოქმედებს სამუშაო ადგილების ბაზარზეც.

 

გუშინ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც იმპორტი ჩინეთიდან 20%-ით დაიბეგრება ნაცვლად 10%-ისა.

4 მარტიდან ანუ დღეიდან ამოქმედდება ეს ტარიფები.

ასევე 4 მარტიდან ამოქმედდება 25%-იანი საბაჟო ტარიფები კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე.

მექსიკასთან და კანადასთან წლიური ვაჭრობა 1,5 ტრილიონი დოლარია!!!

კანადიდან ნავთობისა და გაზის იმპორტი კვლავინდებურად 10%-ით დაიბეგრება.

არადა.....კანადა და მექსიკა ხომ საპასუხო ზომებს მიღებენ უკვე მიმდინარე კვირას?

ამერიკაზე როცა ვლაპარაკობთ ხელისუფლების პოპულარობის ან დისკრედიტაციის დისკურსში, პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის არა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არამედ Jobs და Gasoline price ანუ სამუშაო ადგილები და ბენზინის ფასები ისევე, როგორც Inflation ზოგადად.

ეს არსი ძირის-ძირი, საფუძველთა საფუძველიმასობრივი ამერიკელისგანწყობისა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საოცრება: ევროპაში ელექტროენერგიის ფასი ამჟამად არის - €17,73 ანუ მინუსშია.

სად წაიღონ არ იციან -  `იქით` უხდიან ფულს რათა გენერაცია და დისტრიბუცია განტვირთონ.

ამ საოცრების მიზეზი ისაა, რომ 2022 წელს, როცა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, იმდენად იყვნენ დაშინებულნი ენერგოკრიზისით და იმდენიჩაასხეს“ ალტერნატიულ ენერგიაში (მზის და ქარის  ელექტროსადგურებში მაგალითად) რომ ზე-გამომუშავება გამოუვიდათ.

რაც ყველაზე კომიკურია, ბაზრის და მარკეტინგის კანონებიდან გამომდინარე, ფასების დემპინგსაც ვერ ახორციელებენ, ანუ სამომხმარებლო ფასებს ვერ ამცირებენ, ვაითუ ბაზარი დავანგრიოთო.

ლამის კლინიკური სიტუაციაა: გენერაციის საბითუმო ფასები მინუსშია და სამომხმარებლო ფასების დაწევის ეშინიათ