საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ნოემბერი. 2024 წელი
ილონ მასკი მთელი დღის განმავლობაში, ანუ არჩევნების დღეს იმყოფებოდა დონალდ ტრამპის გვერდით, ფლორიდას მარ ა ლაგოს რეზიდენციაში.
არ მოშორებია დონალდს.
მნიშვნელოვანია რასაკვირველია, რომ თვით დონალდ ტრამპი იქ იყო მთელი დღე - ფლორიდაში - და არა ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე მდებარე თავის ცათამბჯენში, რომელიც უფრო მეტად არის მისი „ბრენდული სიმბოლო“, ვიდრე ფლორიდას მდიდრული ვილა, მაგრამ...არანაკლებ მნიშვნელოვანია ვინ იყო მის გვერდით - ილონ მასკი იყო მის გვერდით!
ამაზე მეტი და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა წარმოუდგენელია
და აქვე უნდა ითქვას, რომ ეს დეტალი მართლაც ადასტურებს, რამდენად „ღირებულებითი“ (ლამის Identity) იყო ეს 2024 წლის არჩევნები!
ორი „ნიშანდობლივი“ ფიგურა, იდენტობის სიმბოლოებით (გადაჭარბების გარეშე) დონალდ ტრამპი და ილონ მასკი გაერთიანდა.
დონალდი 1980-იანი წლებიდან დაწყებული იყო „იდენტობის სიმბოლო“ და „ბრენდულად ნიშანდობლივი“, როგორც ამერიკული სულისკვეთების, ამერიკული სოციუმის, ამერიკული Enterprise - სულისკვეთების გამოხატულება.
ამიტომაც ფიგურირებს იმ ეპოქის ორ კინო-შედევრში: ზემეკისის Back to the future -II და ოლივერ სტოუნის The wall street.
ასეთივე გენიალური გამოხატულებაა ილონ მასკი - ვიზიონერი, სრულიად ახალი პერსპექტივების შემქმნელი, ახალი ეტაპის დამწყები, ახალი მისწრაფებების ინიციატორი.
მხოლოდ ტექნოლოგიებში, მხოლოდ Tesla-ში არ არის საქმე და მარსზე გაფრენაში.
არანაკლებ და ბევრად მეტად მნიშვნელოვანია ის „ფილოსოფია“, ის კრეატივი, მათ შორის ბიზნესში, რასაც ილონ მასკი გამოხატავს იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ბილ გეიტსი და სტივ ჯობსი.
ან ბეზოსი.
ასევე, დონალდ ტრამპიც - განა დეველოპერების მეტი რა იყო ამერიკასა და ნიუ იორკში?
მაგრამ სწორედ დონალდი გახდა ამ „ღირებულებითი მარკერის“ გამოხატულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელთა ძააააალიან დიდი ნაწილისთვის.
უამრავი ასპექტი აქვს მომხდარს. ერთ-ერთი ის არის, რომ დავაკვირდეთ: რესპუბლიკური პარტია უკვე „დონალდ ტრამპის“ პარტიაა. იგი გახდა ამ პარტიის „სახე“ ამიერიოდან იმაზე მეტადაც კი, ვიდრე იყო დიდი რონალდ რეიგანი მიუხედავად იმისა, რომ რეიგანის შიდა-პოლიტიკური და მით უმეტეს საგარეო-პოლიტიკური დამსახურების მეათედიც არ გააჩნია.
„დემოკრატიულ პარტიას“ მომავალში ვინმე უწოდებს „კამალა ჰარისის პარტიას? ან ჯო ბაიდენის პარტიას? ეს პარტია დარჩება ჯონ ფითცჯერალდ კენედის და მისი ძმის, რობერტ კენედის პარტიად, მიუხედავად იმისა, რომ.....“რობერტ კენედი-უმცროსმა“ ამ არჩევნებზე ტრამპს დაუჭირა მხარი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
Asia times წერს, რომ ჩინელებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები ამერიკული ინდუსტრიის ორი შედევრის - სტელს ტექნოლოგიით დამზადებული F-22 და F-35 მეხუთე თაობის მრავალფუნქციურ საავიაციო კომპლექსთა ნაკლოვანებების გამოსავლენად.
კერძოდ იმისა, თუ რამდენად „უხილავნი“ არიან ნამდვილად ეს თვითმფრინავები ჩინური რადარებისთვის.
ჯერ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ იმავე ტექნოლოგიით დამზადებული საკუთარი თვითმფრინავების თვისებრიობას ჩინელები „რატომღაც“ არ იკვლევენ...... არადა ჩინური უახლესი თვითმფრინავი J35A იმავე ამერიკულ ნაკეთობათა კოპიოებია.
ესე იგი F-22 და F-35-ის „ჩინური ვერსიაა“ იმ აზრით, როგორითაც მობილურ ტელეფონებზე ამბობენ ხოლმე „ჩინურიაო“.
მოდელირებისას „დადგინდა“, რომ ამერიკული თვითმფრინავები კია „უხილავი“..... „დიდწილად“, მაგრამ, რაკეტის გაშვების მომენტში, როდესაც ე.წ. „მხეცის მანევრს“ ახორციელებენ, ჩინურმა რადარმა ეს მოძრაობა შესაძლოა შენიშნოს კიდეც.
ამგვარი „მოდელირებების“ მეტი რა ტარდება მსოფლიოში? მათ შორის ამ რეგიონში? განა ამერიკელები არ ახორციელებენ ამგვარ „მოდელირებებს“ არა იმდენად ჩინური, მაგრამ ბევრად სერიოზულ რუსულ СУ-57 ნამდვილად ძლიერ საავიაციო კომპლექსთან დაკავშირებით, რაც რუსებს სსრკ „სამობილიზაციო“ ტექნოლოგიური და HR რესურსით შემორჩათ, - როცა ქალის ფეხსაცმელს ვერ კერავდნენ, მაგრამ „კალაშნიკოვი“ კი „მაგარი“ ჰქონდათ?
ოღონდ.....Asia Times პუბლიკაციაში სხვა რამაა ყველაზე საგულისხმო: ამერიკული F-22 და F-35 „მხეცის მანევრს“ ახორციელებენ და შანხაის (!) ბომბავენ მას შემდეგ რაც......იაპონიიდან აფრინდნენ.
ანუ იაპონიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზებიდან!
კიდევ ერთი მინიშნებაა იმაზე, რომ ჩინურ ელიტებს აშფოთებთ ვაშინგტონის წარმატებული (!) მცდელობა შექმნას NATO-ს მსგავსი POTO წყნარ ოკეანეში და ჩართოს მასში იაპონია პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხორვატიის პრემიერ მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ქვეყნის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს „პუტინის გოშია“ უწოდა!
მიზეზი ის გახდა რომ....ხორვატეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „უკრაინაში ხორვატ ჯარისკაცებს არ გავაგზავნი და უკრაინელებს არ გავწვრთნიო“.
აქ მცირე განმარტების სახით უნდა ითქვას, რომ ხორვატები ტრადიციულად, ისტორიულად, კულტურულად მუდამ „ანტირუსები“ იყვნენ.
ხორვატები არიან კათოლიკენი.
სერბებისგან მხოლოდ რელიგია განასხვავებთ: სერბები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. სხვა არანაირი განსხვავება მათ შორის არ არსებობს. ენას „სერბულ-ხორვატიული“ ენა ეწოდება და მათ შორის ენობრივი სხვაობის მხრივ იმაზე ნაკლები სხვაობაა ვიდრე....მაგალითად ქართლელებსა და კახელებს შორის.
მესამე ჯგუფი იმავე ეთნოსისა არიან მუსლიმები. ძირიტადად ბოსნიაში მკცხოვრებნი თუმცა არა მხოლოდ ბოსნიაში - გამაჰმადიანებულნი თურქეთის ოსმანთა იმპერიის ეპოქაში.
მათი იდენტობაც მხოლოდ რელიგიით არის განსაზღვრული და მეტი არაფრით - იმავე ენაზე ლაპარაკობენ.
ხორვატები მუდამ იტალიისა და გერმანიისკენ ილტვოდნენ მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროსაც.
ეს მათი ისტორიული არჩევანია.
1990-იან წლებში, როდესაც სერბეთმა ხორვატეთის ნაწილი დაიპყრო იქ მცხოვრები სერბების მეშვეობით (Сeрбская Краина იყო ხორვატეთის „სამხრეთ ოსეთი“, „აფხაზეთი“, „Крым» და „Донбас») გერმანია ძალიან აქტიურად, მათ შორის იარაღით ეხმარებოდა ხორვატებს, რათა ეს ტერიტორია დაებრუნებინა;
1995 წელს, ოპერაციით «Буря», სწორედაც მისი ისტორიული მოკავშირეების, ანუ გერმანიისა და იტალიის დახმარებით, ხორვატებმა სერბების მიერ სეპარატისტთა ხელით მიტაცებული ტერიტორიები დაიბრუნა.
ეთნიკური სერბები სერბეთში გაიქცნენ და ეს ტერიტორია დღეს ხორვატეთის ჩვეულებრივი, მშვიდობიანი პროვინციაა.
აქ საგულისხმო ისაა, რომ....აი ჩვენ ხშირად გვითქვამს: „გერმანიას მეორე მსოფლიო ომის კომპლექსი აქვს....ნაწილობრივ იტალიასაც მეორე მსოფლიო ომის კომპლექსი აქვს....ამიტომ გერმანია პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთს ვერ ეწინააღმდეგება რაკი „ჰიტლერი“ არ „წამოაძახონ“......საქართველოს მხარი არ დაუჭირა.......უკრაინას ყველაზე ბოლოს და ყველაზე ფრთხილად დაუჭირა მხარი..... “
კი, ასეა, მაგრამ...იმ რეგიონებში, რომლებიც ისტორიულად გერმანიის კულტურული და სახელმწიფოებრივი გავლენის სფეროში შედიოდნენ, ანუ ავსტრია -უნგრეთის იმპერიაში შედიოდნენ....გერმანული ენის და „გერმანული სამყაროს“ სფეროში შედიოდნენ....არც ისე „ფრთხილი და გაუბედავი“ იყო ბერლინი!
აბა გავიხსენოთ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიდმა კანცლერმა, ჰელმუთ კოლმა უდიდესი როლი შეასრულა თამამი, მკვეთრი მოქმედებებით იმაში, რომ ხორვატეთმა დაიბრუნა Сербская краина.
ანუ ეს პოსტსაბჭოურ სივრცეზე იყვნენ გერმანული ელიტები „გაუბედავნი“ და იქაც ნაწილობრივ:
იმიტომ, რომ მაგალიტად იმავე ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერაში (ლიტვა, ლატვია ესტონეთის), მათ NATO-სა და EU-ში მათი გაწევრებისას, მანამდე კი ჩეხეთის, უნგრეთის მხარდაჭერაში, გერმანია იყო ყველაზე აქტიური, ყველაზე მტკიცე, ყველაზე თამამი ამერიკის შემდეგ და ამერიკასთან ერთად.
მეორე ანალოგიური მაგალითია იტალიის მოქმედება იმავე იუგოსლავიის დაშლისას, როდესაც სერბეთის, ესე იგი დიქტატორ მილოშევიჩის პირსისხლიანი არმია მიიწევდა „ქშენით“ პატარა სლოვენიისკენ, რომელმაც პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა იუგოსლავიის რესპუბლიკებს შორის
აქვე: იუგოსლავიაში სერბეთი იგივეა, რაც „რუსეთი“ საბჭოთა კავშირში.
და სწორედ მაშინ, როდესაც ის „პირსისხლიანი შეჯავშნული მხეცი“, სერბული არმია მიუახლოვდა სლოვენიას....... მშვიდობიანი, დემოკრატიული იტალიის (!!!) ხელისუფლებამ მრისხანე ღრენით გააფრთხილა მილოშევიჩი, რომ იტალიის არმია მაშინვე, უმალვე ჩაერთვებოდა საბრძოლო მოქმედებებში, როგორც კი იუგოსლავიის არმია სლოვენიის საზღვარს გადაჰკვეთდა იმიტომ, რომ......ისევ და ისევ.....მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვენია ბენიტო მუსოლინის იტალიისკენ ისწრაფოდა.
ასე რომ..... ყველაფერი „შეფარდებითია“, ანუ გენიალური ქართული ტერმინით „გააჩნია“:
თურქეთმა მის „ღვიძლ“ და „მახლობელ“ აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, თორემ....საქართველოსთვის სულაც არ შეიწუხებს ამდენად და „ასე“ თავს.
ამიტომ......„სისხლხორცეული“ ცივილიზაციური მოკავშირე უნდა მოვიპოვოთ ევროკავშირის და აშშ სახით!