საერთაშორისო მიმოხილვა. 7 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 7 აპრილი. 2024 წელი

ე.წ. `სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ` დაარეგისტრირა ე.წ. `საინიციატივო ჯგუფის` მოთხოვნა რუსეთთან შეერთების თაოაბზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

`ცხინვალის კანონით`, ამ საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის განმავლობაში უნდა მოაგროვოს ხელმოწერები (არავის ეჭვი არ ეპარება რომ მოაგროვებს) რათა ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებაზე.

შემდეგ ხელმოწერებს ამოწმებს იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისია.

შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება იგზავნება `სამხრეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოში` და მისი გადაწყვეტილებით ინიშნება რეფერენდუმი.

კითხვა ასეა ფორმულირებული: `მხარს უჭერთ თუ არა `სამხრეთ ოსეთის` გაერთიანებას რუსეთთან?!`

თუ ყველა ეს `პროცედურა` იქნება დაცული, მაშინ რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გვიან ზაფხულს ან ადრეულ შემოდგომაზე.

ეს `თუ` პროცედურები იქნება დაცული ოღონდ........კრემლი თუ მოინდომებს დაჩქარებას, ხვალვე შეიძლება. ვინღა მიაქცევს ყურადღებას პროცედურებს?

აქედან უეჭველია დასკვნა, რომ კრემლი არ ჩქარობს.

ამის მიზეზებზე ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში მოგახსენეთ: რომელ საზღვრებში უნდა მიიღონ `სამხრეთ ოსეთი?` თუ იმ საზღვრებში, რაც ოსებს უნდათ, ანუ 1985 წლის საზღვრებში, ეს საქართველოს წინააღმდეგ ახალ აგრესიას ნიშნავს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ფონზე. იმიტომ, რომ ბევრი ქართული სოფელი დღესაც იმ საზღვრების `შიგნითაა` მოქცეული, იქ დგას ქართული პოლიცია და რუსეთს მაშინ დასჭირდება ახალი ეთნოწმენდა, შესაბამისად ახალი ომი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავარკვირდეთ, რა გაიძვერულად მოქმედებენ კვლავ აფხაზური ელიტები და აფხაზეთის ხელისუფლება, რათა მოახერხონ `ორ სკამზე ერთდროულად დასკუპება` უკრაინის გენოციდის დროს.

ერთის მხრივ, აფხაზეთის უკლებლივ ყველა პოლიტიკოსმა, ერთგულება შეჰფიცა პუტინს მისი აგრესიის გამო, მაგრამ ჯარები არ გააგზავნეს (ცხინვალისგან განხსვავებით); მეორეს მხრიოვ, აფხაზებს არც ის ეპიტნავებათ, დასავლეთის (და თურქეთის! - ამ მომენტს მუდამ მივაქციოთ ყურადღება) თვალში წარმოჩინდნენ, როგორც პუტინის აგრესიის მხარდამჭერნი თუნდაც საზოგადოებრივი აზრის დონეზე.

ამიტომ აფხაზურმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს ჰიბრიდულ-საინფორმაციო ომის ასეთი სპეცოპერაცია: რუს (არა აფხაზ არამედ რუს!) ჟურნალისტს, ნადეჟდა ვენედიქტოვას შეადგენინეს `კოლექტიური წერილი` სათაურით `შეწყდეს ომი`.  

თუ მოსკოვში ამის გამო მაინც გაბრაზდებიან, აფხაზები ეტყვიან: ეს აფხაზეთში მცხოვრებმა რუსმა ჟურნალისტმა შეადგინა, ჩვენ რა შუაში ვართო. ხოლო თურქეთში და ევროპაში კი იტყვიან: ``აი ხომ ხედავთ, მართალია ჩვენი პოლიტიკოსები იძულებულნი არიან მხარი დაუჭირონ პუტინს, მაგრამ აფხაზეთში ხალხი სულ სხვაგვარად ფიქრობსო``.

ამგვარი ხრიკებისთვის საინფორმაციო ველზე სეპარატისტებს ხშირად მიუმართავთ.

ამაში საკმაოდ გაწვრთნილნი და `ტექნოლოგიურნი` არიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის შვილები, კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, როგორც იქნა მოხვდნენ აშშ ფინანსთა სამინისტროს ახალ სასანქციო სიაში.

მათი ანგარიშები დაყადაღებულია, თუმცა ამერიკა (და ევროპა) მაინც ერიდებიან უფრო მკაცრი ზომების მიღებას ანუ მათი ვიზების და residence permit ანუ ევროპა-ამერიკაში ცხოვრების უფლების გაუქმებას.

შესაბამისად ორივე ქალი, რომელთა მამა დასავლეთს ბირთვული ომითა და განადგურებით ემუქრება, სწორედ დასაველთში, სწორედ ევროპაში ცხოვრობს.

მე პირადად შემხვედრია კომენტარი ერთ-ერთი რესპექტაბელური დასავლური რესურსის საიტზე: `სანამ აქ ცხოვრობენ, მამამაგათმა ეგება ბირთვული ბომბები არ დაგვაყაროს, ამიტომ.....იცხოვრონო`.

ეს შავი იუმორი არ არის, ეს რეალობაა.

ორივე ეს ქალი გათხოვილია ნაკლებადცნობილ რუს ოლიგარქებზე და რაც ყველაზე მთავარია, სწორედ იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ დასავლურ ხელისუფლებებს ცეცხლივით ეშინოდათ პუტინის `პირადულს` შეხებოდნენ, ისინი სარგებლობდნენ ხელშეუხებლობით სხვადასხვა ფინანსური მაქინაციების განხორციელების მიუეხდავად. ანუ ამ ქალების მეშვეობით, მათი დახმარებით, მათი ანგარიშებით, მათი სახელით,  ხსენებული ოლიგარქები და მათ დაჯგუფებათა წევრები უკანონო ტრანზაქციებსაც კი ახორციელებდნენ, ფულს რეცხავდნენ, მილიონობით ევროს ქონებას მალავდნენ და ა.შ.

ამას მაინც ხომ ვეღარ შეძლებენ...... თუმცა, როგორც სჩანს, ევროპაში ცხოვრებას გააგრძელებენ - ``ეგება მათმა მამიკომ ატომური ბომბები არ დაგვაყაროსო და.....``

ცნობილია, რომ მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი ნიდერლანდში ცხოვრობდა 2015 წლამდე, სანამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში, პირდაპირი ჩართვისას მიშამ (ამის საშაულება მხოლოდ იმიტომ მიეცა, რომ პირდაპირი ჩართვა იყო) განაცხადა: `ყირიმს იპყრობს პუტინი, დონბასს იპყრობს პუტინი, უკრაინელებს ხოცავს პუტინი და მისი შვილი კი ნიდერლანდში ცხოვრობსო`.

მე კოლეგებმა (ჟურნალისტებმა) მითხრეს, რომ იმ ტელევიზიის დირექტორატი იქაურმა `მარეგულირებელმა` დასაჯა - `ეს როგორ ათქმევინეთ სააკაშვილს, პუტინის სათუთ გრძნობებს როგორ შეეხეთ, ვაითუ პუტინმა ბომბები დაგვაყაროს, ხომ იცით შვილები მისთვის `სუსტი წერტილიაო`.

ისინიც თავს იმართლებდნენ: `რა გვექნა, სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდაო`.

თუმცა, მიშას განცხადებამ არა მხოლოდ ყირიმის, არამედ დონბასის თავზე ჰოლანდიელებით სავსე მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ფონზე ისეთი მძვინვარე რეაქცია გამოიწვია ნიდერლანდში, პუტინის ქალიშვილი იძულებული გახდა ნიდერლანდიდან გაქცეულიყო და ევროპის სხვა ქვეყანაში გადასულიყო საცხოვრებლად. ზოგიერთი ცნობით ესპანეთში, სადაც მის ქმარს მდიდრული ვილა აქვს `გაპრავებული`

ეს ყველაფერი მოხდა 2014-2015 წლებში.

ზოგადად მიშას ბევრჯერ ჩაუყენებია ევროპელები და ამერიკელები ე.წ. `უხერხულ მდგომარეობაში`, როცა, დიახაც,  ნამდვილად იყვნენ ჩასაყენებელნი ამგვარ მდგომარეობაში და ნამდვილად იყვნენ შესარცხვენნი მათი Real policy - სა და სამარცხვინო Engagement-ის გამო პირსისხლიანი პუტინის მიმართ.

როდესაც  ჟურნალისტმა ჰკითხა `ამას რატომ აკეთებო`, მიშამ უპასუხა: `მე უუნაგირო ცხენი ვარო`

ეს განცხადება ისტორიაში დარჩება უეჭველად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო უკრაინელი ერის გენოციდი ე.წ. `გოლოდომორის` (Голодомор - შიმშილით მოკვდინება) ფორმით

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ ჩეხეთი აღმოჩნდა NATO-ს წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დაარღვია ალიანსის წესდება და მიუხედავად ბრიუსელის აკრძალვისა, ეშელონებით გააგზავნა უკრაინაში საბჭოთა წარმოების ტანკები Т-55 და Т – 72.

დიდი ვერაფერი ტანკებია რასაკვირველია. მით უმეტეს უახლეს რუსულ Т-90 და Т – 80 თან შედარებით, მაგრამ ეს არის დემარში!!! და პირველი ნაბიჯი ალბათ.

აი ამაზე მნიშვნელოვანია მაინც `გოლოდომორის` დაგმობა!

პუტინის გაცოფება საქართველოს წინააღმდეგ იმანა(ც) – (((არა მხოლოდოდ ამან, თუმცა ამან(აც))) გამოიწვია, რომ მიშას ინიციატივით და ვიქტორ იუშჩენკოს თხოვნით, 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია `გოლოდომორის` ანუ უკრაინელი ერის მიზანმიმართული გენოციდის დაგმობით

 

რა არის `გოლოდომორი`?

1930-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვმა (სტალინმა და მისმა ბანდამ) გამოაცხადეს უკრაინაში ე.წ. `კოლექტივიზაცია` და `განკულაკება`.

`კულაკებს` სტალინი და ბოლშევიკები უწოდებდნენ იმ უკრაინელებს, ვინც თავისი შრომით მოიყვანა მოსავალი და ხორბალი ჰქონდა ბეღელში.

დადიოდნენ სპეციალური ბოლშევიკური მარბიელი ჯგუფები და უკრაინელ გლეხებს პირწმინდად ართმევდნენ ხორბალს.

ამან უკრაინაში საშინელი შიმშილი გამოიწვია 1932-1933 წლებში. მინიმუმ 7 მილიონი, ზოგიერთი ცნობით კი 10 მილიონი უკრაინელი შიმშილით მოკვდა!

შიმშილით გაგიჟებული ოჯახები არა მხოლოდ გვამებს, არამედ ახლადშობილ ან მცირეწლოვან უმწეო ბავშვებს ჭამდნენ!!! - ეს საზარელი ისტორიული სიმართლეა.

ხორბლის მინდვრიდან მოპარვისთვის სტალინმა დახვრეტა დააწესა.

მაშინ ოჯახები პატარა ბავშვებს აგზავნიდნენ მინდვრად მცირეოდენი ხორბლის თავთავთა მოსაპარად, რათა შიმშილით არ მომკვდარიყვნენ ან შვილები არ შეეწამათ.

ამის პასუხად სტალინმა შეცვალა კანონი და......12 წლიდან დახვერტა დაუშვა

12 წლის ბავშვების, გოგონების, ბიჭუნების დ ა ხ ვ რ ე ტ ა!

ეს ისტორიული სიმართლეა!

 

7 მილიონიდან - 10 მილიონამდე უმწეო უკრაინელის შიმშილით სიკვდილმა ამ ერის ცობიერებაზე უდიდესი კვალი დატოვა და საზარელ ეროვნულ ტრავმად იქცა.

 

სხვათა შორის, რაკი ეს ტექსტი დახურული მოხმარებისაა და არსად გავა, შევეხები კიდევ ერთ საზარელ ასპექტს ამ ტრაგედიისა:

როცა 1941 წელს, ანუ საშინელი `გოლოდომორის` შემდეგ გერმანელმა ნაცისტებმა უკრაინა დაიპყრეს, ნაცისტები უკრაინელებს გველურად უსისინებდნენ, რომ თითქოს იმ უბედურებაში ებრაელები იყვნენ დამნაშავენი, რადგან ბოლშევიკებს შორის, რომლებიც `განკულაკებას` ახორციელებდნენ, მართლაც ბევრი ებრაელი იყო.

მაგრამ უბრალო ებრაელებმა ; ქალებმა, კაცებმა, მოხუცებმა, ბავშვებმა რა დააშავეს რომლებიც მილიონობით ცხოვრობდნენ უკრაინის  ქალაქებში იმ დროს?

ამ გველურმა ნაცისტურმა პროპაგანდამ ის შედეგი გამოიღო, რომ გერმანული ოკუპაციის დროს (ნაცისტების პროგრამა იყო ებრაელი ერის ტოტალურად ამოწყვეტა) უკრაინელებმა დაიწყეს უდანაშაულო ებრაელების ხოცვა-ჟლეტა ეროვნული ნიშნით. მათ უმრაველსობას არავითარი კავშირი იმ მარბიელ ბოლშევიკურ რაზმებთან არ ჰქონია ისევე, როგორც უკრაინის საბჭოთა ხელმძღვანელობასთან, ვინც სტალინის ბრძანებით ახორციელებდა ამ `გოლოდომორს` ანუ გენოციდს.

მაგრამ უდანაშაულო ებრაელები სასტიკად დაზარალდნენ ამის გამო უკრაინის ტერიტორიაზე.

ამან, თავის მხრივ გამოწივია საზარელი ტრავმა ებრაელი ერის ცნობიერებაში, რაც სამწუხაროდ გადაიზარდა უკრაინელთა სიძულვილში, რაც ახასიათებს  ბევრ ცნობილ ებრაელს: გენიალურ პოეტ, ნობელის პრემიის ლაურეატ იოსებ ბროდსკიდან დაწყებული (მისი გამაოგნებელი ანტიუკრაინული სიძულვილით სავსე ლექსი прощевайте хохлы https://www.youtube.com/watch?v=4Hi97u8BFpQ&t=100s) - - -  დამთავრებული დღევანდელი რუსი/ებრაელი პროპაგანდისტით ვლადიმერ სოლოვიოვით.

მათი ფანატიკური სიძულვილი უკრაინელების მიმართ იმ ტრავმიდან იკვებება შხამით.

 

არც ერთია მართალი და არც მეორე რასაკვირველია, როგორი გენიალური პოეტიც არ უნდა იყოს ბროდსკი: აბა უკრაინელმა ერმა რა დააშავა?

 

ყველა ნაკითხი უკრაინელისთვის `გოლოდომორის` თემა მისი სამკვდრო-სასიცოცხლო ღირსების საქმეა.

 

საამაყო ისაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება (გოლოდომორის დაგმობა) ერთ-ერთმა პირველმა მიიღო მსოფლიოში: ბევრ ევროპულ სახელმწიფოზე 16 წლით ადრე!

დღემდე `გოლოდომორი` ევროპაში სცნო მხოლოდ ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა და ახლა - ჩეხეთმაც.

დასავლეთ ევროპის (!)  ქვეყნები ამგვარი რეზოლუციების მიღებას დღემდე ერიდებოდნენ, იმდენად აგიჟებდა და აცოფებდა ეს პუტინს.

თუმცა ალბათ ახლა მაინც  დაიწყება მისი იგნორი და არა არის გამორიცხული სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძონ მალე ჩეხეთს და საქართველოს