საერთაშორისო მიმოხილვა. 8 აპრილი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 აპრილი 2022 წელი

დაურ კოვე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრი` იყო, აფხაზეთის კულტურის მინისტრად დაინიშნა.

ეს საყურადღებო `დანიშვნაა`.

საქმე ის გახლავთ, რომ კულტურას და სპორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ყველა ქვეყნის პოზიციონირებისა და პრომოუტირებისათვის საერთაშორისო ასპარეზზე.

სეპარატისტულ აფხაზეთს რჩება  პრეტენზია და ამბიცია, რომ ის რუსეთის მარიონეტი კი არ არის (თურმე) არამედ სრულფასოვანი ქვეყანაა (???) და სეპარატისტული რეჟიმი ამ იდეის პრომოუტირებისთვის დასავლეთში ხშირად იყენებს სპორტსა და კულტურას.

თან ხშირ შემთხვევაში ქართული კულტურის დანატოვარსაც. მაგალითად მათი ეროვნული საცეკვაო ანსამბლი  ასრულებს ხოლმე იმ ცეკვებს, რომლებიც მთლიანად ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა შექმნეს ოდესღაც.

`არაღიარებელი ქვეყნების` მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიც ჩაატარეს აფხაზეთში რამდენიმე წლის წინ (2016წ) და სამწუხაროდ, ამაში ქართველი `სასარგებლო იდიოოტები` დაეხმარენ: გველური ეშმაკობით მიიწვიეს აფხაზეთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ვითომდაც ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში დასასწრებად, შემდეგ ეს ფაქტი `გააფიარეს` დასაველთში ისე, რომ თურმე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სცნობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას და რატომაც არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში აფხაზეთმა თუნდაც `უღიარებელი ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს` უმასპინძლოსო.

იგულისხმება აფხაზეთი, კვიპროსი, სამხრეთ ოსეთი, პენჯაბი, დასავლეთ სომხეთი, `ნიცას სამეფო` და სხვა რაღაც მსგავსი გაუგებარი ფენომენები.

2016 წელს აფხაზეთმა `ჩემპიონატის ფინალში`, სოხუმის სტადიონზე მოუგო `დასავლეთ სომხეთის ნაკრებს`. ანუ თურქეთის აღმოსავლეთ ტერიტორიების სიმბოლურ ნაკრებს, რაც სომხებს `ისტორიულ სომხეთად` მიაჩნიათ.

ამან თურქეთის ხელისუფალთა აღშფოთება კი გამოიწვია, მაგრამ აფხაზებმა ანკარა ასე დაამშვიდეს: `რა გვექნა, თუ დასავლეთ სომხეთი არ მიიღებდა მონაწილეობას, სომხური დიასპორები ამ ჩემპიონატს მთლიანად ჩაგვიშლიდნენ და...ფინალში ხომ მაინც მოვუგეთო`.

დაურ კოვე იყო იმ `ჩემპიონატის` მთავარი ორგანიზატორი. იგი იმდენად გამოცდილი გაიძვერაა, კულტურის მინისტრის პოსტზეც მრავალ პროვოკაციას უნდა ველოდოთ მისგან.

კულტურისა და სპორტის სფერო (ასევე საეკლესიო სფერო) აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უმთავრესი სფეროა დღეს! სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ეს ბევრს არ ესმის.

. . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში ლამის საერთო-ეროვნულ დონეზე დაასაფლავეს, როგორც გმირი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლის მაცხოვრებელი ახრა კირკინაძე (აფხაზია ეთნიკური წარმომავლობით თურმე), რომელიც უკრაინაში დაიღუპა, როცა უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა.

`მოხალისეს` სტატუსი ჰქონდა.

ამ გრანდიოზული დასაფლავებით აფხაზური ელიტები რუსეთს ეუბნებიან: ხომ ხედავთ აფხაზი `დაბრავოლცები` (მოხალისეები) იბრძვიან თქვენს მხარეს უკრაინაშიო.

არადა აფხაზეთის ხელისუფლება (განსხვავებით ცხინვალის ხელისუფლებისაგან) უკრაინაში აფხაზური არმიის ქვედანაყოფებს არ აგზავნის! მიუხედავად მოსკოვის კატეგორიული მოთხოვნისა. ამიტომაც `მოხალისეთა` გაფიარებით ცდილობენ ამ საწყენი ფაქტის `გადაფარვას` რუსულ მედიაში.

თუ რატომ არ აგზავნის, ბევრჯერ ითქვა: იმიტომ, რომ ცხინვალისგან განსხვავებით, აფხაზურ ელიტებს რუსეთთან შეერთება კი არ უნდათ, არამედ ე.წ. `დამოუკიდებელი სახელმწიფოს` შექმნა და გაერის წევრობა.

ამიტომ დასავლეთთან და მთელს მსოფლიოსთან ხიდების დაწვა არ სურთ ამ ისტორიულად გადამწყვეტ მომენტში კრემლთან და პუტინთან ასოცირებით.

ოღონდ ამას როგორც ყოველთვის ძააააალიან ეშმაკურად, არაპირდაპირ აკეთებენ.

. . . . . . . . . . . . .

ჩეჩენმა მეომრებმა, ე.წ. `საქართველოსთან ომის ვეტერანებმა`, რომლებიც 1992-1993 წელს, ომის დროს, აფხაზ სეპარატისტთა მხარეს, საქართველოს  წინააღმდეგ იბრძოდნენ, აფხაზეთის `პრეზიდენტ` ბჟანიას კოლექტიურად მიულოცეს დაბადების დღე. ამით ჩეჩნეთის უბადრუკი დიქტატორი რამზან კადიროვი აფხაზებს ეუბნება:  `თქვენს გვერდით ვიქნები თუ პუტინს არ გააბრაზებთო`...... და იმავე დროს აფრთხილებს: `თუ პუტინს გააბრაზებთ, იცოდეთ სხვანაირად დაგელეპარაკებითო`.

ოღონდ იმას არ ამბობენ არც `ესენი` არც `ისინი`, რომ ჩეჩნურ ბატალიონს 1992-1993 წლების ომის დროს აფხაზეთში მეთაურობდა შამილ ბასაევი.

მოგვიანებით რუსეთის `ნომერ პირველ` მტრად გამოცხადებული, ვინც 1996 წელს, ჩეჩნეთში ომის დროს, რუსულ ქალაქ ბუდიონოვსკში ათასობით (!) რუსი ქალი აიყვანა მძევლად სამშობიაროში და იმდროინდელი პრეზიდენტი ელცინი აიძულა, ჯარები დროებით გაეყვანა ჩეჩნეთიდან.

1999  წელს პუტინმა მეორე ომი დაიწყო ჩეჩნეთის წინააღმდეგ. ათი ათასობით (!) ჩეჩენი ამოწყვიტა;

 მოგვიანებით (2006 წელს) `აფხაზეთში ჩეჩნური ბატალიონის` მეთაური ბასაევი რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩეჩნეთში სპეცოპერაციით მოკლეს: ჯერ აგენტები გააგზავნეს არაბულ ქვეყნებში და იქ ვითომ `ჩეჩნური წინააღმდეგობისთვის` იარაღი შეიძინეს. მერე აგენტები შეაგზავნეს საქართველოს პანკისის ხეობაში, საიდანაც ეს იარაღი ჩეჩნეთში უნდა აღმოჩენილიყო, ამით გამოთვალეს სად დახვდებოდა იარაღით სავსე სატვირთო მანქანას ბასაევი ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე და ის სატვირთო მანქანა დისტანციურად ააფეთქეს, როცა ბასაევი მიუახლოვდა.

. . . . . . . . . . . . .

პუტინის `სფოუქსპერსონმა` პესკოვმა  გუშინ განაცხადა, რომ რუსულ არმიას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს არმიაში უკრანული ომის დროს და ეს რუსეთისთვის `დიდი ტრაგედია` არისო.

ციფრები არ დაუსახელებია. მაგრამ უკვე მნიშვნელოვანია, რომ ომის დანაკარგები პუტინს  პრობლემებს უქმნის ქვეყნის შიგნით. პუტინს ახლა თუ რაიმესი ეშინია, იმის ეშინია, რომ დასაფლავებები არ გახშირდეს და რუსეთში ნამდვილი ანტისაომარი მოძრაობა არ დაიწყოს.

ნამდვილი ანტისაომარი მოძრაობა ის კი არაა (როგორც ბევრჯერ ითქვა), როცა თითო ოროლა ინტელექტუალი და დისიდენტი გამოდის ქუჩაში საპროტესტოდ, არამედ ის, როდესაც ახლობელი ადამიანის, მეგობრის, მეუღლის, ძმის, მეგობარი მამაკაცის და ა.შ და ა.შ დასაფლავებით ან მძიმედ დაჭრით გაგიჟებული ასი ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. აი მაშინ ნამდვილად ცუდად წავა პუტინის საქმე.

ამიტომაც იხდის 5 მილიონ რუბლს ანუ 65 000 დოლარს თითო მკვდარზე (პლუს ყველა იპოთეკური თუ სხვა ვალის ჩამოწერა ბანკებში) , თუმცა ეს არ უშველის რადგან იმ მკვდარს ოჯახის წევრების გარდა სხვა ჭირისუფალიც ბევრი ჰყავს და რაც მთავარია, გამეფდება შიში, ვაითუ ჩემიც მოკლანო.

მაშასადამე, ანტისაომარ მიტინგებზე მხოლოდ ისინი კი არ გამოვლენ ვინც უკვე  დაკარგა ახლობელი, არამედ ათჯერ მეტი ის, ვისი ახლობელიც ბრძვის უკრაინაში და/ან ვინც შეიძლება გააგზავნონ იქ......

რუსულ არმიაში 1 მილიონი ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხება

. . . . . . . . . . . . .

ვაშინგტონი აღარც მალავს, რომ უკრაინის არმიას აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას. აშშ თავდაცვის მინისტრმა ღიად, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა ეს ინტერვიუში. ასევე აღარავინ მალავს არანაირი` პოლიტესის` და რუსეთთან engagement-ის გამო, რომ ამერიკა უახლესი იარაღით ამარაგებს  უკრაინას.

მათ შორის `კამიკაძე დრონებით` ესე იგი, მარტივად თუ ვიტყვით, `მფრინავი და მიწიდან დისტანციურად მართული ბომბებით`.

ამგვარი დრონების (უპილოტო საფრენ აპარატთა საერთო სახელია)  დიდი ტალღები, დიდი გუნდები, - ერთდროულად რომ იმართებიან მიწიდან, -  შესაძლოა ნამდვილი გამანადგურებელი კატასტროფა აღმოჩნდეს რუსებისთვის.

მათ საწინააღდმეგოდ იარაღი ჯერ არ არსებობს თითქმის; და თუ არსებობს რუსებს არა აქვთ

 ამგვარი ბომბი სულ რამდენიმე კილოგრამს იწონის.......თუმცა ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება `ტროტილი` საშუალებას ქმნის, ერთი დარტყმით მთელი სამხედრო კოლონების განადგურებისა

ამ დროს ოპერატორი ვიზუალურად ადევნებს თვალს დრონთა მთელი გუნდის ფრენას და მიმართავს სამიზნისკენ.

ასეთი იარაღი აქვთ მხოლოდ ამერიკას, ისრაელს, შვედეთს და თურქეთს.

რატომ არის აშშ თავდაცვის მინისტრის ეს აღიარება (უკრაინისთვის დაზვერვის მონაცემთა და დრონების გადაცემის შესახებ) ასე მნიშვნელოვანი?

იმიტომ, რომ NATO-ს განცხადებები - `უკრაინაში არ ვიომებთო` - მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა. აბა ომში მონაწილეობა სხვა კი არაფერია?!!! ეს არის სწორედ ომში მონაწილეობა: დაზვერვით დახმარება და უახლესი იარაღის მიწოდება.

ყველა საერთაშორისო კონვენციით ასეა ზუსტად: ეს უკრაინის სამართლიან ომში პირდაპირ მონაწილეობაა!

მე არ გამოვრიცხავ, ერთგვარი დიპლომატიური თამაში იყოს რომ NATO-ს ლიდერშიპმა მუდმივად უნდა იძახოს `არა, უკრაინაში არ ვიომებთო`, ამის გამო უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთი მუდმივად აკრიტიკოს, თორემ სინამდვილეში მონაწილეობდეს რომელია.....სამაგიეროდ რუსეთს დიპლომატიურ `ფლორ`-ზე `სათქმელი` ნაკლები ჰქონდეს.