ჯეფრი ეფსტინის იშვიათი ტალანტი
იმ გარეწარის ფოტოების მეტი რა არის მაგრამ....პრინციპულად არ დავდებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო ფენომენია ჯეფრი ეფსტინი.
აი ის, ქალების შევიწროვებისა და პედოფილიისთვის რომ დააკავეს....ბოლოს ციხეში მოკვდა თუ თავი მოიკლა პლანეტარული სკანდალის ფონზე.
უამრავი რამ წავიკითხე მის შესახებ სამივე ენაზე.
სულ მიკვირდა, როგორ მოახერხა მეთქი..... ასეთი ზეაღსვლა, ბოლოს პრეზიდენტებთან, პრემიერებთან, ნამდვილ ვარსკვლავებთან და მართლა გენიოსებთან მეგობრობდა..... მულტიმილიონერიც გახდა.
ფინანსური ნიჭით?
არაფერი განსაკუთრებული ფინანსური ტალანტი არ იყო ეფსტინი. ასეთები „ბალი ორი შაურია“ NYC-ში.
მილიარდერების მეტი რა არის, თუმცა მასზე ასჯერ მდიდრები და ფინანსურად წარამტებულებიც კი ვერ ახერხებენ ასეთი გავლენის მოპოვებას ელიტებში.
მაშ რისი წყალობით?
ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჯეფრი ეფსტინს უზღვავად ჰქონდა ერთ-ერთი უიშვიათეს ნიჭთაგანი: ადამიანებთან ურთიერთობის, ანუ სოციალური კომუნიკაციის ტალანტი!
ოოოოოოოო.......ეს ნამდვილად უნიკალური ტალანტია.
და უიშვიათესი.
ვისაც აქვს (მე მაგალითად საერთოდ არ გამაჩნია) ყველამ ბევრს მიაღწია.
სულ რომ არაფერი შეძლებოდათ ნებისმიერ სფეროში, ოღონდ კი ეს უიშვიათესი ნიჭი ჰქონოდათ - ადამიანებთან კომუნიკაციისა!
არის სხვა პერსონალური მაგალითებიც, თუმცა ეფსტინი ამ მხრივ მართლა უნიკალურია..... ხსენებული ნიჭით, ჯერ კიდევ ადრეული ახალგაზრდობიდან როგორ ახერხებდა ყველაზე მდიდარი, ყველაზე გავლენიანი, ყველაზე წარმატებული და თავისთავადი (!) ადამიანების...... „დაბოლებას“, „მიბმას“ „გათავისებას“.
მართლა უდიდეს ტალანტსა და „შრომას“, ენერგიას მოითხოვს, ოღონდ...... მის კომპენსაციას ცდილობდა იმ სიბინძურით, - არასრულწლოვანთა გახრწნით, - რისთვისაც მიეზღო საბოლოოდ.
ახლა კი უკვირთ იმ ყეყეჩ „ინფლუენსერებს“: ეს ვინ ოხერი ყოფილა, ან ჩვენ როგორ დაგვაბოლა ასე....... რამ და როგორ გამოგვა**ევა...... რას დავეთრეოდით იმ მაგის კუნძულზე...... ჰიპნოზის უნარი ჰქონდა თუ რა ჯანდაბა არისო.
მაგალითად ბილ გეიტსი.
ბ ი ლ გ ე ი თ ს ი ხალხო...... გესმით?!
ამას ხომ მართლა „მოხერხება“ უნდოდა?
ტრამპი მათ შორის.
ვიდეო ხომ ნახეთ: 12-13 წლის საბრალო გოგონებს (ბ ა ვ შ ვ ე ბ ს!!) რომ თავზე ეფერება!
არადა, ტრამპს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, აი აბსოლუტურად ყველაფერი მაგრამ......არანაირი მონაწილეობა ბავშვებთან ორგიებში მას არ მიუღია!!
ეს არის ათასი პროცენტით დადასტურებული უკვე.
დონიკა დიდი აღვირახსნილი ოღრაში და მუსუსი დედათმავალი კია (ამას ვინ უარყოფს), თუმცა ფიზიოლოგიურად სრულიად ჯანსაღი მამაკაცური მიდრეკილებები აქვს ამ მხრივ და.....მაინც, ვიმეორებ მთავარ კითხვას: როგორ „დააბა“ ეს ამოდენა „ფილარმონია“ ხალხი იმ გაქნილმა „ილუზიონისტმა“ და „ჰიპნოტიკმა“?“
როგორ გამოათაყვანა და თავად ამის წყალობით იქცა ლამის ცენტრალურ ფიგურად მთელს ანგლოსაქსურ ელიტებში?
კი, ნიჭია, ნიჭი, ოღონდ....... სატანური ნიჭი და სწორედაც „იმ“ სიბინძურეში გამოვლინდა ბოლოს, რომ შინაგანად, იმმანენტურად ბოროტი არსება იყო.
ეს „ფასი“ გადაახდევინა სატანამ ამ უნიკალურ ტალანტში.