ალენ დელონი თავს იკლავს?

ალენ დელონი თავს იკლავს?

ეს მართალია?!

ალენ დელონი დღეს, 2022 წლის 18 მაისს ევთანაზიას იტარებს ანუ ოფიციალურად, ექიმების დახმარებით თავს იკლავსო?

ჩემთვის ალენ დელონი დიდი ხელოვანია, რადგან სხვა შემთხვევაში ლუკინო ვისკონტის იმ უჭკნობ შედევრში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა.

არ ვიცი მეთქი ეს მართალია თუ არა, მაგრამ ერთი `მოულოდნელი` რამ უნდა ვთქვა ახლა.

ზოგადად მიყვარს `მოულოდნელობების` თქმა. ამის გამო ბევრს ნერვებს ვუშლიდე `იქნება` , მაგრამ რა ვქნა?

საქართველოში უამრავი ადამიანი იკლავს თავს; ზოგი ვალის, ზოგი უპერსპექტივობის განცდის, ზოგი კონფლიქტის და ვინ მოთვლის კიდევ რის გამო....

ოღონდ ევთანაზია იცით რატომ არის საშინელება? იმიტომ, რომ ევთანაზიას უპირატესად მიმართავენ ადამიანები (ანუ თავს იკლავენ ამ ფორმით), ვისაც არანაირი სხვა პრობლემა ცხოვრებაში არა აქვს გარდა......მარტოობის და მოხუცებულობაში უფუნქციობის, `უჭირობის` განცდისა!

რა პრობლემა აქვს დელონს?

არანაირი!

არადამაჯერებლად მიმაჩნია (ეს თუ მართალია მეთქი) რომ დორიან გრეის კომპლექსი დაემართა.

მარტოობა, მარტოსულობა კლავს!

ჰოდა.....აი რა `საშინელების თქმას` ვაპირებ ნახეთ, არ ჩამქოლონ: ოჯახი! ო ჯ ა ხ ი!

ოჯახის ინსტიტუტია მთავარი აქ.

არ ვაფასებთ, დიახაც არ ვაფასებთ ქართველები იმ გენიალურ ღირებულებას, იმ სოციალურ ფენომენს, რასაც ქართული ოჯახი ქვია, რასაც მოხუცებულობაში შვილების მხრიდან მშობლების იმმანენტური სიყვარული ქვია, რასაც მათ მიმართ ეჭვმიუტანელი სოციალური ვალდებულებები ქვია....შვილიშვილები....და ა.შ.

ჰო, მესმის რთული თემაა, მაგრამ დიდ პოსტებს ვერ კითხულობენო და.....

აი ეს გრძნეული ინსტიტუტი რომ სუუუუულ სხვანაირი სისტემური შინაარსისაა საფრანგეთში, ზუსტად ეს იწვევს ევთანაზიას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმ უბადრუკი პრიმიტივებისთვის არ ვწერ, ყველაფერი `იქაური` რომ კარგი ჰგონიათ, ყოველივე `აქაური` და ტრადიციული კი - `გოიმური` და `მოძველებული`.

დათო