აჭარაში თვითმფრინავის დაღუპვამ რუსეთ-საქართველოს «ცივი ომი» ოდნავ დაათბო

აჭარაში თვითმფრინავის დაღუპვამ რუსეთ-საქართველოს «ცივი ომი» ოდნავ დაათბო

        დღეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გლოვაა გამოცხადებული. ეს პირველი შემთხვევაა უკანასკნელ წლებში და, უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება (მათ შორის, კერძო ღონისძიებათა შეზღუდვა) დაადასტურებს, რამდენად ვართ სახელმწიფო.
        ის აზრი, თითქოს საქართველოში გლოვის გამოცხადება «მეტისმეტია», რაკი გლოვა ჯერ რუსეთსაც არ გამოუცხადებია – ნამდვილად არ უნდა იყოს საფუძვლიანი.
        ჯერ ერთი, თვითმფრინავში 9 ქართველი დაიღუპა. გარდა ამისა, საქართველო ცივილიზებულოი ქვეყანაა და ყველამ იცოდეს, რომ აქ ეთნიკური (თუნდაც მოქალაქეობრივი კუთვნილების) ნიშნით ადამიანებს არ არჩევენ.
        86 ადამიანის დაღუპვა ავიაკატასტროფაში პლანეტარული მნიშვნელობის მოვლენაა. შემთხვევითი არ არის, თუ ტელეკომპანია სნნ-მა დიდი დრო დაუთმო ამ ტრაგიკულ შემთხვევას.
        დაზუსტებული ინფორმაციით, რუსულ სამხედრო თვითმფრინავ «ილ-18»-ის მთა «მტირალასთან» შეჯახების შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა. მათგან 8 ბავშვია და 36 ქალი. დაღუპულთა უმრავლესობა ბათუმის რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეები არიან, ხოლო დანარჩენნი მათი ოჯახის წევრები.
        «ილ-18» მოსკოვის «თანამგზავრ» ქალაქ ჩკალოვსკიდან მოფრინავდა. ექსპერტთა აზრით, მფრინავებმა ძლიერი ქარისა და წვიმის გამო გადაწყვიტეს, ბათუმის აეროდრომს აღმოსავლეთიდან (მთების მხრიდან) მიახლოვებოდნენ, ნ ავლად ზღვისა, ვინაიდან, სწორედ ზღვიდან მოდიოდა ელჭექის ფრონტი. შედეგად, მფრინავმა, როგრც ჩანს, სიმაღლე ვეღარ გათვალა და ლაინერი მთას შეეჯახა. ავიაციის სიტორიაში ცალი ხელის თითებზეა ჩამოსათვლელი შემთხვევა, რომ ასეთი კატასტროფის შედეგად თუნდაც ერთი ადამიანი გადარჩენილიყო. სპეციალისტთა შედარებით, ეს იგივეა- მე-20 სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანი გადარჩეს.
        მომხდარმა ტრაგედიამ და ოფიციალური თბილისის რეაქციამ ოდნავ შეარბილა დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც ასას ხეობაში განვითარდა. რუსეთის პრესამ და ტელევიზიამ საქართველოს ნამდვილი საინფორმაციო ომი გამოუცხადეს. ამტკიცებენ აშკარა აბსურდს, რომ, თურმე, ჩეჩნური ფორმირება დიდი ხანია ასას ხეობაში ყო დისლოცირებული, სცადა რუსეთში შეღწევა, შეეჩეხა წინააღმდეგობას და უკანვე დაბრუნდა. თუ ასეა, ლოგიკურად ისმის კითხვა: რაღაში სჭირდებოდათ ჩეჩნებს ავადმყოფების (არა დაჭრილების, არამედ ავადმყოფების, გაყინულების, ინფიცირებულების) თრევა ჩრდილოეთ კავკასიისკენ? განა უფრო ლოგიკური არ იქნებოდა ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დაეტოვებინათ? სინამდვილეში, ეს ფორმირება, რა თქმა უნდა, ჩეჩნეთიდან (ინგუშეთის გავლით) საქართველოში მოდიოდა და არა პირიქით. რუსი მესაზღვრეები კი «მუნდირის ღირსებას» იცავენ და ყველაფერს ქართველ კოლეგებს აბრალებენ.
        არადა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არა ქართველი მესაზღვრეების სიფრთხილე, ასას ხეობაში ჩეჩნური ფორმირების შემოსვლას ვერც თბილისში შეიტყობდნენ და ვერც ბათუმში. რუსეთის არაკეთილგანწყობილება ამ შემთხვევაში იმით მჟღავნდება, რომ მოითხოვენ საავადმყოფოში მყოფი ჩეჩნების გადაცემას, თუმცა კი შესანიშნავად იციან.: საქართველომ მხოლოდ იმ პირობებით შეძლო მაშტაბური სისხლისღვრის თავიდან აცილება, რომ დათანხმდა, უსაფრთხოების გარანტიები მიეცა 25 ავადმყოფი (და არა დაჭრილი – რაც ძალზე ნ იშანდობლივია) «ბოევიკისთვის». წინააღმდეგ შემთხვევაში, ომის გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე გარდაუვალი იქნებოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, - ძნელი მისახვედრი არ არის, რა იგულისხმებოდა პირობებში სხვებისთვის. საქართველოს ხელიოსუფლება წავიდა ამაზე და მოიქცა აბსოლუტურად სწორად. ისევ და ისევ, იმ თვალსაზრისით, რათა ქვეყანამ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს თავიდან აიცილოს ანტიჩეჩნური პრეცედენტის შექმნა. რუსი ჟურნალისტების და «პოლიტოლოგები» ცოფებს ყრიან, აქაოდა, ქართველებს ჩეჩნებთან ურთიერთობათა გაფუჭება რატომ არ სურთო, არადა, რატომ უნდა გავიფუჭოთ ურთიერთობა ჩეჩნებთან, თუ რუსებს არ სურთ აფსუა სეპარატოისტებთან ურთიერთობათა გაფუჭება და მათი თუნდაც იოტისოდენი განაწყენება?
        ამრიგად, აჭარის მთიანეთში მომხდარმა ტრაგედიამ ალბათ მხოლოდ დროებით შეარბილა ის დაპირისპირება, რაც სულ მალე ახალი სიმწვავით იჩენს თავს.

დილის გაზეთი, 27 ოქტომბერი, 2000 წელი