იდენტობა არ წყდება „უმრავლესობა-უმცირესობით“!

იდენტობა არ წყდება „უმრავლესობა-უმცირესობით“!

ყველაზე მრისხანედ სახიფათო დღევანდელ სიტუაციაში ისაა, რომ იქმნება ისტორიული დისკურსი, რომელიც არსად, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ საზოგადოებაში, არც ერთ ეპოქაში არ გადაწყვეტილა „უმრავლესობა-უმცირესობით“!

აი ამის გაგება, სამწუხაროდ, ქართულ ელიტებსა და სოციუმს არც ჰქონიათ ოდესმე და არც ახლა გააჩნიათ

დემოკრატია და არჩევნები - კაცობრიობის ეს უკეთილშობილესი მიგნებები - წყვეტენ კონკრეტული მთავრობის ბედს. ანუ

„ვინ იქნება მთავრობა“....... დაწევს გადასახადებს თუ გაზრდის გადასახადებს....... გააუქმებს „საყოველთა ჯანდაცვას“ ქვეყნის სწრაფი პროგრესისთვის თუ შეინარჩუნებს „მაგდანას ლურჯასეულ“ კეთილშობილ მემარცხენეობას თუნდაც სწრაფი პროგრესის ხარჯზე.....გაალიბერალურებს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებას თუ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას......და ა.შ და ა.შ

მაგრამ.....მაგრამ...... „ევროპა თუ რუსეთი“ სულ სხვა კატეგორიის, მრისხანე ისტორიულია დისკურსია და....არ წყდება უმრავლესობა-უმცირესობით!

და „აღქმას“ აქ იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს ნამდვილად, ვიდრე „ფაქტს“- ათასი უტყუარი მტკიცებულებაც რომ მოიყვანოთ იმის დამადასტურებლად, რომ ქვეყანა კურსს არ იცვლის და კვლავ ევროპისკენ მიდის.

ეს იმგვარი საკითხია, რომელიც ვერ გადაიჭრება იმით, რომელმა მხარემ მეტი ხმა მიიღო (მართლა, თუნდაც ყოველგვარი გაყალბების გარეშე) კონკრეტულ არჩევნებზე

დიახაც, არის ისტორიული საკითხები, რომლებიც არჩევნებით არ წყდება, ვერ წყდება, არ განიხილება!

საზარელი რამ უნდა ვთქვა: ქვეყანაში თანდათან იქმნება ისტორიული დისკურსი, რომელიც წყდება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული „გარდატეხის“ შედეგად.

ამ „გარდატეხას“ კი უამრავი სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს.

„არჩევნები“ და „უმრავლესობა-უმცირესობა“ სულ სხვა განზომილება ხდება უკვე.

ეს არის ყველაზე სახიფათო მიმდინარე პროცესში.

და...... ასეთი მრისხანე ისტორიული დისკურსი რომ არ უნდა შექმნილიყო ქვეყანაში (რაც უმრავლესობა-უმცირესობით და არჩევნების მოგება-წაგებით ვერ გადაიჭრება ვერანაირად თუნდაც საერთოდ არ ყოფილიყო არანაირი „გაყალბება„ და მანიპულაცია), ეს უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა!

მას უნდა მოეხერხებინა ამგვარ სიტუაციამდე არ მიეყვანა ქვეყანა, როცა იქმნება მრისხანე ისტორიული დისკურსი, რომელსაც ელექტრონულ ან ჩვეულებრივ საარჩევნო ყუთში ჩაშვებული ბიულეტენების რაოდენობა, უმრავლესობა-უმცირესობა ვერ გადაწყვეტს.

დემოკრატიას თავისი ფუნქცია აქვს

იდენტობის განსაზღვრას ნუ დავაკისრებთ.