საკონსტიტუციო ცვლილებათა დრო გავიდა

საკონსტიტუციო ცვლილებათა დრო გავიდა

        მოლაპარაკებათა პოტენციალი ამოწურულია
       

        პრეზიდენტ შევარდნაძის გუშინდელი განცხადებები (როგორც ბრიფინგზე, ასევე რადიოინტერვიუში) უეჭველად მეტყველებს, რომ სახელმწიფოს მეთაურს რეალურად აღარ მიაჩნია საკონსტიტუციო ცვლილებათა განხორციელება. მიუხედავად დიპლომატიური უალირებისა, ედუარდ შევარდნაძის განცხადებათა დედააზრი სწორედ ეს არის. პრეზიდენტმა დაასრულა შეხვედრები «არაუმრავლესობის» საპარლამენტო დაჯგუფებასთან და ცალკე შეხვდა «მაჟორიტარებს», რომლებიც უფრო ხელისუფლების დასაყრდენად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ოპოზიციად.
        ნიშანდობლივი იყო ედუარდ შევარდნაძის შენიშვნა «ოპოზიციური ფრაქციით» განსაკუთრებული შეხედულების შესახებ სხვადასხვა საკითხებზე - მათ შორის, ცნობილ საკონსტიტუციო ცვილებებთან და «მინისტრთა კაბინეტის» დაფუძნებასთან დაკავშირებით.
        სწორედ ამან განაპირობა (პრეზიდენტის თქმით) გადწაყვეტილება ოპოზიციურ ფრაქციებთან ცალ-ცალკე შეხვედრის თაობაზე.ც
        თუმცა, ძალზე საყურადღებო მომენტია, რომ საპარლამენტო უმცირესობას განსაკუთრებული პროტესტი იმის გამო არ გამოუთქვამს, რაც ლოგიკური იქნებოდა «ფიცვერცხლჭამის» გათვალისწინებით.
        ოპოზიციის შიგნით ინტერესთა კონფლიქტის შექმნა ინტერესების დივერსიფიცირების მეთოდით, ხელისუფლების უცთომელი მეთოდია, რასაც უეჭველად მოჰყვება გარკვეული შედეგი, მით უმეტეს, ოზურგეთში ჩატარებული არჩევნების გათვალისწინებით, სადაც «ტრადიციონალისტები», ფაქტობრივად, მარტონი დაუპირისპირდნენ «მოქალაქეთა კავშისრ» და საკმოად სრეიოზული მარცხი იწვნიეს. ზაფხულის განმალვობაში ინტერესთა ასეთი დივერსიფიცირება ახალი დისპოზიციის შექმნას შეუწყობს ხელს.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძე, როგორც ჩანს, აღარ შეარბილებს პრესინგს პარლამენტზე, რათა შეიქმნას ხაალი სახელისუფლებო მოდელი. თემის ანგაჟირება უკვე მიღწეულია. უკიდურეს შემთხვედვაში, გადაწყვტეილება მიღებული ქნება «ვადშაი გადადების» პრინციპით: საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ მათი ამოქმედება გადაიდება 2003 წლამდე - ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.
        ასეთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, ხელს აძლევდეს როგორც ხელისუფლებას, ასევე «არპაუმრავლესობის» იმ ნაწილს, რომელიც არ გამორიცხავდა კომპრომისს. ოღონდ ეს არ ეხება ოპოზიციის უკიდურესად რადიკალურ ფრთას (რჩეულივილი -ა ბაშიძე), რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს «კბაინეტის შექმნას» როგორც პიროვნული პოლიტიკური (ზურაბ ჟვანიას გაძლიერების შიში), ასევე ინსტიტუციური (კონსოლიდირებული მთაავრობის შექმნა) მიზეზით.
        რა ინტერესთა კომპლექსი გადასძლევს, უახლესი მომავალი გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, ვითარების მლთიანად «გაყინვა» და სრული უძრაობა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გამორიცხულია. ამას არც ერთი მხარე არ დაუშვებს.
        რაც შეეხება კონკრეტულად «მაჟორიტარებთან» მოლაპარაკებას - არც ის არის შემხთვევითი, თუ პრეზიდენტმა სორედ ამ რფაქციასთან შეხვედრისას მოახდინა საკუთარი ინიციატივის ნაწილობრივი დეზავვირება («კაბინეტის ბიუროკრატიულობა» და სხვა) - იმ შემთხვევისთვის, თუ უახლოეს მომავალში, მაინც ვერ მოხერხდება ცვლილებათა შეტანა, რათა ამან პოლიტიკური რენომეს შელახვა არ გამოიწვიოს.
        ედუარდ შევარდნაძემ პროცესი ისეთნაირად წარმართა, რომ დანაკარგი მისთვის მინიმლაური იქნება, საეჭვოა, მნივშნელოვნად დაზარალდეს ზურაბ ჟვანიაც, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მისთვის «პრემიერობა» (თუნდაც «გუნდთან» ერთად) ძალზე სარისკო ნაბიჯი იყო, თანაც იმ ვითარებაში, რაც ამჟამადაა შექმნილი სახელისუფლებო არეოპაგში.
        ივლისში საგანგებო სესიის მოწვევა გარდაუვალია, ვინაიდან ევროპის საბჭოსადმი ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელია «თვითმმართველობისა და მმართველობის» შესხაებ ახალი კანონის მიღება.
        უმრავლესობა უპრობლემოდ შეძლებს 118 ხმის მობილიზებას, საპარლამნეტო სხდომის ბოიკოტი კი სიმბოლური იქნება და საშეომდგომო სესიის დაწყებისთანავე შეწყდება.

დილის გაზეთი, 26 ივნისი, 2001 წელი