«იტერა» სუფრაზე წიხლს გვიკრავს

«იტერა» სუფრაზე წიხლს გვიკრავს

        როგორც ჩანს, უახლოესი ადრეული და გვიანი შემოდგომა საქართველოში «იტერასა» და «თბილგაზის» ნიშნით ჩაივლის. უაღრესად ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორედ იმ დადგენილების პროექტი არ დაამტკიცა (დაბომბვების მიუხედავად), რომლეიც «იტერასათვის» «თბილგაზისა» და 30 დასახელებული პუნქტის სადისტრიბუციო კომპანიის გადაცემას კრძალავდა.

        კრძალავდა პოლიტიკური თვალსაზრისით, თორემ ხელისუფლებათა გამიჯვნის არსებულ მოდელში არავის შეუძლია აუკრძალოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და წაართვას მას იურიდიული უფლება, გააფორმოს ხელშეკრულება «გაზპრომის» შვილობილ კომპანიასთან. უახლოეს დღეებში დაგეგმილია გაფართოებული თათბიწრის ჩატარება ენერგეტიკის თემაზე. უეჭველად გამწვავდება, როგორც «ენერგოსისტემის ვალების», ასევე კორუფციის აღმოფხვრის პრობლემები. აქვე უნდა ითქვას, რომ ვალების დაგროვების მიზეზი არა მხოლოდ და არა იმდენად კორუფციაა, არამედ ის მრავალწლიანი რეალობა, როდესაც არგადამხდელი უფასოდ იღებდა ელექტროენერგიას. ეს კი, თავის მხრივ, პოლიტიკური დესტაბილიზაციის შიშით იყო განპირობებული, თუმცა, ძირითადი დისკუსია სწორედ «იტერას» გარშემო იტრიალებს, ხოლო დისკუსია ამ თემაზე კიდევ უფრო კომიკური გახდება. ბობოქარი დებატების ორივე მხარეს სინამდვილეში პოზიცია გარკვეული აქვს. ერთნი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება «მეტისმეტ დათმობებზე მიდის», ხოლო მინისტრები ცდილობენ, თავი მდგომარეობიდან იმით დაიძვრინონ, თითქოს ხელშეკრულება არავითარ დათმობას არ შეიცავს: «რაო, აქტივებიო? როგორ გეკადრებათ, არაფრით დავთმობთ?! რაო, ვადებიო?» - რასაკვირველია, უნდა გადაგვივადოს! ასევე, რეაბილიტაციის თანხა, 49-51 პროცენტის პრობლემა (საკონტროლო პაკეტს არ დავთმობთ!) და ასე შემდეგ.
        გეგონება, ჩვენ კი არ გვაქვს «იტერას» ვალი 1996 წლიდან მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის 90 მილიონი დოლარის ოდენობით, არამედ «იტერას» მართებს ჩვენი 190 მილიონი დოლარი და, ამდენად, ქართულმა მხარემ უნდა უკარნახოს მას პირობები. რატომღაც, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მეტისმეტად პრინციპული პოზიციის შედეგად, ხელშეკრულება ისეთ სახეს მიღიებს, როგორითაც იგი სრულიად უინტერესო გახდება იმავე «იტერასთვის» და ერთი რუსული გამოთქმის შესაბამისად. «შორს გაგვაგზავნის», ჩვენს დამპალ «თბილგაზთან» ერთად. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდება: «იტერა» მოითხოვს საწარმოთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის სახელმწიფო ვალად აღიარებას. თბილისი ამას არ დათანხმდება (საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ დაგვრთავს ნებას!), შედეგად «იტერა» გაზის მოწოდებას შეგვიწყვეტს და ზამთარში «რაღაც მოხდება», კონკრეტულად რა – ძნელი მისახვედრი არ არის.
        «იტერას» საკუთარი ინტერესი ამოძრავებსო. გაუგებარია, აბა, სხვა რა უნდა ამოძრავებდეს? არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს, «თბილგაზის» და სხვა სადისტრიბუციო კომპანიების ხელში ჩაგდების შემდგე, რუსეთი მიიღებს ბერკეტს საქართვლეოზე პოლიტიკური ზემოქმედებისთვის. კი მაგრამ, საამისოდ რუსეთს «თბილგაზი» რაში სჭირდება. განა დღეს არ შეუძლია, იმავე მოსაზრებებით, ბუნებრივი აირის მოწოდება შეგვიწყვიტოს? რა შუაშია აქ «თბილგაზი»?! პირიქით, თუ «თბილგაზში» მოსვლის შემდეგ, გადახდის შემთხვევაში, «იტერა» ან «გაზპრომი» გაზის მოწოდებას შეგვიწყეტენ, ამით ისინი დარღვევენ ხელშეკრულების პუნქტს – გადახდის პირობით გაზის უწყვეტი მოწოდების თოაბაზე და ხელშეკრულება ევტომატურად ანულირდება. ამ თემაზე «მაესათა მძვინვარება» კი იმ უბრალო მიზეზითაა განპირობებული, რომ ეს მასები ქვეყცნობიერად გრძნობენ: თუ «იტერამ» აღრიცხვა მოაწესრიგა, მაშინ თბილისის ბიუჯეტი ბუნებრივი აირის საფასურს აღარ გადაიხდის, ხოლო იმავე «მასებს»

        ისევე მოუწევთ საფასურის გახადდა, როგორც ელექტროენერგიის საფასურს იხდიან.

დილის გაზეთი, 30 აგვისტო, 2002 წელი