პრორუსული ნარატივი მოკვდა საქართველოში!

პრორუსული ნარატივი მოკვდა საქართველოში!

არასდროს მჯეროდა და ვურჩევ მეგობრებს არც მათ დაიჯერონ, რომ IRI/ NDI/Gallap ან მაშინ აყალბებდნენ კვლევებს, როცა შედეგი ოპოზიციას არ მოსწონდა, ან მაშინ, როცა ხელისუფლებას არ მოსწონდა.

ეგღა აკლიათ ამ გლობალურ ორგანიზაციებს, საკუთარი რენომე დააყენონ ეჭვქვეშ - რომც სთხოვოს ვინმემ და რომც უბრძანოს ვინმემ.

თუმცა არც ვინმე სთხოვს და არც უბრძანებს.

ვერ გაუბედავს უბრალოდ.

- - - - - - - - - - - - - - - -

ბოლო კვლევა და მისი შედეგი, შეიძლება ითქვას, სენსაციურია!

პირველ რიგში პარტიული რეიტინგის გამო.

თუ ჩავთვლით, რომ მომავალ არჩევნებამდე არაფერი კარდინალური/კატასტროფული (`ცოცხების ვიდეოს` მსგავსი) არ მოხდება და `გადაუწყვეტელი` ან `ვითომ გადაუწყვეტელი/მდუმარე` ამომრჩევლის ხმები დაახლოებით თანაბრად განაწილდება მთავარ აქტორებს შორის, დღევანდელი კვლევის შედეგი იმას ნიშნავს, რომ.......... სხვაობა `ოცნებასა` და `ნაციონალებს` შორის უკვე სოციოლოგიური და ელექტორალური ცდომილების ზღვარზეა.

ადრე სულ სხვა თანაფარდობა იყო (ოცნება ორჯერ, სამჯერ მეტი) და არც მაშინ `გაუყალბებია` ვინმეს.

მიზეზი?

მ ა რ ტ ი ს     მ ო ვ ლ ე ნ ე ბ ი!

ათასი პროცენტით ასეა!

- - - - - - - - - - - - - - - -

მეორე დასკვნა ისაა, რომ საქართველოში პროდასავლური `პროექტი` აბსოლუტურად უალტერნატივოა.

იგი ერთადერთი ლეგალური და ლეგიტიმური `პროექტია`, რომელიც შესაბამის მეგანარატივს ეფუძნება.

`პრორუსულობა` საქართველოში არ არსებობს, როგორც ლეგალური და ლეგიტიმური პოლიტიკური პროექტი!

არსებობს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ფარული (!) განწყობა რუსეთის სასარგებლოდ - `ომი არ გვინდა/მთავარია მშვიდობა იყოს/დავიღალენით` ინტენციით, - მაგრამ პირველი პროექტისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია არათუ მეგანარატივი, არამედ რაიმე ნარატივი საერთოდ - თუ არ ჩავთვლით მარგინალური ჯგუფების უბადრუკ კნავილს.

ნარატივის, მით უმეტეს არსებითი პოლიტიკური მეგანარატივის შექმნის საშუალებას მათ უბრალოდ არავინ მისცემს.

გასრესენ.

შესაბამისად `პრორუსულობა` რჩება იმპლიციტურ, `გაუხმოვანებელ`, დიდწილად `გაუსიტყვებელ` ლატენტურ განწყობად მოსახლეობის ერთ (თუნდაც არც თუ მცირე) ნაწილში.

თუმცა ეს ნაწილი უმრავლესობაც რომ იყოს (არ არის) ნებისმიერ `პროექტს` და ორიენტაციას მაშინ აქვს `არსებითობა`, ანუ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სუბსტანციურობა, როცა ახლავს შესაბამისი მეგანარატივი ესე იგი ექსპლიციტურია (და არა იმპლიციტური), მაშასადამე ლეგალურია, ლეგიტიმურია `ხმამაღალია` და არა მორცხვად მიჩქმალული ან მარგინალიზებული.

- - - - - - - - - - - - - - - -

აქედან გამომდინარე, თუ მმართველ პარტიას სურს თავიდან აიცილოს აფეთქება - ძალიან სერიოზული პრობლემები EU კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში და მომენტში, - იგი უნდა წავიდეს დღესვე ყველაფერზე (!) და ხელი უნდა მოაწეროს ყველაფერს (!), რაც უზრუნველყოფს ან თუნდაც გააადვილებს საქართველოსთვის ამ წლის მიწურულს `კანდიდატის` სტატუსის მინიჭებას.

და რაც აბსოლუტურად არ ნიშნავს ძალაუფლების დათმობას.

IRI კვლევამ აჩვენა, რომ ეს (`კადიდატობის მინიჭება/არმინიჭება წლის ბოლოს) არის ბირთვული იარაღი, რომელსაც შესაძლოა როგორც პოზიტიური, ასევე გამანადგურებელი პოტენციალი ჰქონდეს.

`ოცნება` ამ საჭადრაკო პარტიას ჯერ-ჯერობით თამაშობს `თეთრებით` იმიტომ, რომ ხელისუფლებაა და გადაწყვეტილებებიც მასზეა.

დრო ჯერ-ჯერობით ითმენს.

დათო