რასაც ზელენსკის არასდროს ვაპატიებ, სანამ ბოდიშს არ მოიხდის ან სინანულს არ გამოთქვამს!

არადროს, არაფრის დიდებით არ ვაპატიებ!

2008 წელია. ჩვენი გმირი ბიჭები, ვინც სასტიკად დამარცხებულ ქვეყანას თავისი სისხლით მოწმინდა ისტორიულად ნამუსი, ამ დროს კარალეთის ტყეებში ეყარენ დაუმარხავნი და დიახაც, ეს მათ ცხედრებზე დაფურთხება იყო - დამპალი რუსული შოვინიზმის გენიტალიათა სარფიანად საფხანად.

ეგ `ცხოვრებისეული ზიგზაგი` არ არის. გიორგი ანწუხელიძის შვილისთვის ეს `ცხოვრებისეული ზიგზაგი` და `მერე რა` არ არის. არც უბრალოდ შეცდომაა (მით უმეტეს არასდროს ამის გამო სინანული არ გამოუთქვამს)  ეგ ისტორიული დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობა არა აქვს.

ზელენსკი და უკრაინელი ერი ჩემთვის ერთი და იგივე არ არის. ის, ვინც დამპალ რუსულ შოვინიზმს ანგარებით გენიტალიებს ფხანდა მოკავშირე, მეგობარი ქვეყნის გმირ მეომართა ცხედრებზე დაფურთხებით, უკრაინელთა და ქართველთა საერთო ისტორიულ მტერთან ბრძოლისთვის ნაწამებ ანწუხელიძის ნაწამებ სხეულზე დაფურთხებით, იმავე საერთო მტრების ზიზღნარევად სახითხითოდ.... და ამის გამო `ისტორიის მეორე ზიგზაგისას` ბოდიშიც არ მოუხდია, სინანულიც კი არ გამოუთქვამს......რამდენად გაამარჯვებინებს გმირ უკრაინელ ერს, ჩემი განსასჯელი არაა.

ჩემი, როგორც საქართველოს ამაყი მოქალაქის განსასჯელია, რომ ეს რაც ამ ვიდეოზეა, არის ისტორიული დანაშაული! ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. ისტორია სასტიკია. ისტორია წარსული არ არის. ისტორია დღევანდელობაა. 

არასდროს ვაპატიებ, არასდროს დავივიწყებ!!!

დათო