საერთაშორისო მიმოხილვა. 3 აგვისტო 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 აგვისტო 2022 წელი

გუშინ ნენსი პელოსი ტაიბეიში (ტაივანის დედაქალაქში) ჩაფრინდა.

 ჩინეთმა სამხედრო პასუხი ჯერ ჯერობით ვერ გაბედა.

და ის, რომ ჩინეთმა ვერაფერი გაბედა (ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში) გარდა სრულიად ფუჭი და უკვე ცოტა არ იყოს კომიკური განცხადება-მუქარებისა, უდავოდ არის ამერიკის, როგორც სახელმწიფოს (ასევე აშშ `დემოკრატიულიპარტიის` და პირადად ჯო ბაიდენის) უდიდესი გამარჯვება! ასევე ჩინეთის, როგორც სახელმწიფოს (პირადად თავმჯდომარე სი ძინპინის) უდიდესი მარცხი.

იმიტომ, რომ გეოპოლიტიკურ ჭიდილში, რომელსაც გლობალური საზრისი აქვს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს პრესტიჟს, მის რენომეს, მის `სერიოზულობას`, `არსებითობას` ანუ მის `აღქმას`, როგორც `შემძლე ძალისა`.

სხვაგვარად, როცა დიდი სახელმწიფო სიტყვიერად იმუქრება თუმცა ვერაფერს ბედავს On the ground, მისი პრესტიჟი და `აღქმადობა` მცირდება.

 

არ დაგვავიწყდეს, რომ უკვე დაახლოებით 10-15 წელია, ჩინეთი პოზიციონირებს, როგორც `აზიისა და წყნარი ოკეანიის ლიდერი სახელმწიფო`. ანუ ცდილობს დაიკავოს ის პოზიცია, რომლის დაკავებას თავის დროზე იაპონია ცდილობდა, თუმცა იმ მცდელობამ ამერიკა-ინგლისთან ომი გამოიწვია და მეორე მსოფლიო ომში იაპონია სასტიკად დამარცხდა.

მთელი აზია, მთელი წყნარი ოკეანის თანამეგობრობა აკვირდებოდა, თუ რით დასრულდებოდა აშშ-ჩინეთის დაპირისპირება ნენსი პელოსის ვიზიტთან და კავშირებით და საბედნიეროდ ამ კონფლიქტში ამერიკამ გაიმარჯვა!

და ეს აზია-წყნარი ოკეანის უკიდეგანო სამყარომ თვალნათლივ დაინახა.

 

ჯერ-ჯერობით, დღეის მდგომარეობით ასეა, რომ ჩინეთმა `დაახამხამა` პირველმა.

არსებობს ამგვარი გამოთქმა: ორი თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროს `შუბლში შეტევას` რომ ახორციელებდა ანუ მოწინააღდმეგეები ჯიქურ ერთმანეთისკენ მიფრინავდნენ და.......უკანასკნელ წამს ვინც `გადაუხვევდა`,  ის მარცხდებოდა.

 

ნუ გვეგონება, რომ ჩინეთის ეს `დახამხამება` რიგითი ეპიზოდია და არ უნდა მივანიჭოთ ამხელა მნიშვნელობა.

არა! სინამდვილეში ნენსი პელოსის ვიზიტი და ის ფაქტი, რომ პეკინი სულ აფრთხიოლებდა...აფრთხილებდა...აფრთხილებდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერაფერი გაბედა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მოვლენა (უკვე არა მხოლოდ `ფაქტი`, არამედ ისტორიული `მოვლენაა`) რომელიც შესაძლოა იქცეს ათვლის წერტილად ჩინეთის სახელმწიფოს გავლენის ზრდის შესაჩერებლად ევრაზიაში და მთელს მსოფლიოში.

 

აღმოჩნდა, რომ ჩინეთს (სინამდვილეში) არ გააჩნია რესურსები წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკას: არ გააჩნია ამის პოლიტიკური ნება მის ხელმძღვანელობას, არ გააჩნია რაიმე ეკონომიკური სანქციის უნარი (პირიქით, ტაივანზე არიან დამოკიდებულნი მიკროელექტრონიკაში) და ა.შ და ა.შ.

 

ეს მარცხი შესაძლოა სასტიკად შემოუტრიალდეს სი ძინპინს შემოდგომით დაგეგმილ ყრილობაზე და არავის გაუკვირდება  თუ მას არ აირჩევენ მესამე ვადით პარტიულ ლიდერად, მაშასადამე ჩინეთის ხელმძღვანელად.

 

ამ თითქოსდა სიმბოლური, სინამდვილეში კი გლობალური მნიშვნელობის ეპიზოდით, ამერიკამ თავისი ზესახელმწიფოებრიობის სტატუსი ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა!

ზესახელმწიფო პირველ რიგში აღქმა და პრესტიჟია!

თანამედროვე კომუნიცირებულ, გლობალიზებულ პლანეტაზე, როცა მილიარდობით ადამიანი Live რეჟიმში გიყურებს, დაგამცირებენ თუ არა,  ნამდვილად ასეა!

და ამერიკის ეს გამარჯვება არ შეიძლება არ ახარებდეს Freedom love people მთელს მსოფლიოში.

 

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკა სწორედ ამ მხრივ, სასტიკად დამარცხდა ავღანეთში და `კბილებს აღრჭიალებდა` სიხარულით ამერიკის ყველა მტერი მთელს მსოფლიოში, - როცა ქაბულის სამხედრო ბაზიდან უკანასკნელი ამერიკული თვითმფრინავი აფრინდა და იქედან ადამიანები ცვიოდნენ.

 

ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ ჩინეთი დღეს, ხვალ, ზეგ, რაიმეს არ მოიმოქმედებს რათა კოლოსალური რენომე/რეპუტაციული  ზიანი დააკომპენსიროს.

მაგრამ რას - უცნობია.

ჩინეთის `ანტიამერიკული ეკონომიკური საქნციები` სასაცილოა. ამერიკას ერთი საპრეზიდენტო ბრძანებულებით (ანუ პრეზიდენტ ბაიდენის ერთი ხელმოწერით) შეუძლია 30%-ით შეამცირიოს ჩინეთის მთელი ეკონომიკა.

ტაივანსაც კი აქვს ეკონომიკური ბერკეტები, რაკი (ვიმეორებ) მსოფლიოს მიკროჩიპთა 70-80-%-ს სწორედ ტაივანის გენიალური ინდუსტრია აწარმოებს.

რა იქნება ჩინეთის საკომუნიკაციო ტექნიკისა და გაჯეტების ინდუსტრია, შესაბამისად მთელი ეკონომიკა  ამ მიკროჩიპების გარეშე? - ნული!

. . . . . . . . . . . . . .

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის კონფლიქტის უშუალო მონაწილედ იქცა და ამერიკა ეომება რუსეთს უკრაინაში.

რუსებს ასეთი საბუთი მოაქვთ: უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა (მართლა დაადასტურა რამდენიმე დღის წინ -დ), რომ ამერიკული სისტემებიდან HIMARS ფრთოსანი რაკეტის ყოველი გაშვება და ყველა სამიზნე წინასწარ თანხმდება ამერიკის არმიასთან.

ეს თავისტავად სენსაციაა. მით უმეტეს, ამერიკა არ უარყოფს.

ანუ ყოველი გასროლის წინ, - სანამ ამ შესანიშნავი იარაღის კომპიუტერულ სისტემაში უკრაინელები მორიგი სამიზნის კოორდინატებს შეიყვანენ, -  ხსენებულ  კოორდინატებს და სამიზნეს ათანხმებენ ამერიკის სარდლობასთან.

სხვანაირად არც გამოვა, რადგან ფრთოსანი რაკეტის მართვა/მიმართვა სამიზნისკენ (უკვე გაშვების შემდეგ) ხომ ამერიკული სამხედრო კოსმოსური თანამგზავრით ხდება? უკრაინელებს არ აქვთ თანამგზავრები.  სწორედ ამერიკელებს `მიჰყავთ` იმ კოორდინატებით რაკეტა - სამიზნისკენ.

რაღა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ საბედნიეროდ, ამერიკა, დიახ,  უკვე უშუალოდ თვითონ ბომბავს რუს აგრესორთა პოზიციებს უკრაინაში.

 

მაგრამ თუ უკრაინელები ისეთი სამიზნის დაბომბვას სთხოვენ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ან მოსკოვის თუ პეტერბურგის დაბომბვას (HIMARS ფრთოსანი რაკეტა პეტერბურგს ნამდვილად წვდება ხარკოვიდან), ამერიკელები მის კოსმოსიდან მართვაზე უარს იტყვიან.

პენტაგონის და თეთრი სახლის შეუვალი პოზიციაა: `ამერიკული იარაღით უშუალოდ რუსეთის ტერიტორია არ უნდა დაიბომბოს...თუ უკრაინელებს გაქვთ შესაბამისი იარაღი, თქვენ დაბომბეთ თქვენი იარაღით, კი ბატონო, მაგრამ ჩვენი იარაღით არა`.

აქ იგულისხმება ყირიმიც, რომელიც რუსეთს თავის ტერიტორიად მიაჩნია`.

უკრაინას რა თქმა უნდა აქვს ასეთი იარაღი თვითონაც: საბჭოთა წარმოების Точка-У. მაგრამ მისი სიშორე ბევრად ნაკლებია (100-120 კილომეტრი).

 

აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: რუსეთი უკრაინას ბომბავს კასპიის ზღვიდან, შავი ზღვიდან, ბელორუსის ტერიტორიიდან, ბომბავს ბალისტიკური რაკეტებით (მაგალითად SS-26-Iskander) რომლის   სიშორე აშკარად 500 კილომეტრზე მეტია.

ანუ..... მთელი ამ წლების განმავლობაში მოსკოვი არღვევდა 1987 წლის ფუნდამენტურ შეთანხმებას `საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის შესახებ`, რომლის ქვედა ზღვარი იყო 500 კილომეტრი.

არღვევდა იმით, რომ აწარმოებდა რაკეტებს, რომლის სიშორე 500 კილომეტრზე მეტია.

ვისი ბრალია ასე დაუსჯელად რომ არღვევდა? განა ამერიკამ და ევროპამ არ იცოდნენ ამის შესახებ? მაგრამ `შრიოდერები` და `ანგელა მერკელები` ამაზე თვალს ხუჭავდნენ.

შედეგი, ასე ვთქვათ,  `სახეზეა.

არადა პირველ რიგში ამაზე ევროპას უნდა აეტეხა განგაში, რაკი პარამეტრების დარღვევით მოდერნიზებული  SS-26-Iskander (ეს ისაა, გორში რომ ჩამოვარდა 2008 წლის 12 აგვისტოს) ვაშინგტონს და ნიუ იორკს ვერ მისწვდებოდა კალინინგრადიდან, აი პარიზს და ბერლინს კი ნამდვილად მისწვდება `რამე რომ იყოს`.

. . . . . . . . . . . . . .

რუსეთი იმუქრება, რომ თუ აშშ კონგრესი მიიღებს კანონს რუსეთის `ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ` გამოცხადების შესახებ, მოსკოვი გაწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას ამერიკასთან.

ერთი შეხედვით, თითქოს ამერიკელ კონგრესმენთა მცირე ჯგუფის ეს საკანონმდებლო ინიციატივა `ვერ გავა`, რადგან ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა წარმოუდგენელი ამბავია.

მაგრამ....როცა პალატის სპიკერია ნენსი პელოსი, ვინც ამ ვითარებაში ტაივანზე ვიზიტი დაგეგმა და გაბედა...უკვე ყველაფერია შესაძლებელი.

. . . . . . . . . . . . . .

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ  როგორც იქნა დაასანქცირა პუტინის პასსია, მისი მეგობარი ქალი, ალინა მარატის ასული კაბაევა.

მას ანგარიშები გაუყინეს და მისი ან მასთან დაახლოებული პირების ქონების ძებნაც დაიწყეს.

რამდენიმე თვის წინ ამერიკის ადმინისტრაცია უკვე ცდილობდა კაბაევას დასანქცირებას, თუმცა მაშინ ეს ქალი დასანქცირებელთა სიიდან ბოლო მომენტში ამოიღეს, ოღონდ.....ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რატომ ამოიღეს და რატომ არ დაასანქცირეს მაშინ, მიუხედავად უკრაინის მოთხოვნისა.

ცოტამ თუ იცის ნამდვილი მიზეზი: დასასანქცირებელთა სიიდან კაბაევა ამოიღეს იმიტომ, რომ..... ამერიკულმა ფემინისტურმა ორგანზიაციებმა გააპროტესტეს: ეს ქალი პუტინის ოფიციალური მეუღლე არ არის (პუტინი ოფიციალურად გაშორებულია მეუღლეს), ის პუტინის საყვარელია მხოლოდ, მისი მეგობარი ქალია და გამოდის, ქალს ვსჯით იმის გამო, რომ მამაკაცს ის უყვარს, ესე იგი სიყვარულის გამო ვსჯითო.

ეს ამბავი მომიყვა ერთმა კარგად ინფორმირებულმა ამერიკელმა კოლეგამ.

მანვე მითხრა, რომ ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ საქმეში ჩართო უკრაინული ფემინისტური ორგანიზაციები, მათ ამერიკელ ფემინისტ-კოლეგებს გაუგზავნეს რუსი აგრესორების მიერ გაუპატიურებული უკრაინელი ქალების უზარმაზარი სია და პარალელურად, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დაარწმუნეს აშშ ადმინისტრაცია, რომ კაბაევა უბრალოდ `მეგობარი ქალი` კი არ არის, არამედ სერიოზული პოზიციები აქვს პუტინის გარემოცვაში - მაგალითად, პუტინის საინფორმაციო-პროპაგანდისტული იმპერიის ერთ-ერთი მესვეურია. და მულტიმილიონერია. ოლიგარქია ფაქტიურად

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო აშშ ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღება, თორემ......მტრისას და ავისას ამერიკის ზემძლავრ ფემინისტურ გაერთიანებასთან დაპირისპირება!

ნამდვილად ასე იყო - გადაჭარბება ნურავის ეგონება.