რატომ არის ამერიკა ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფო.

რატომ არის ამერიკა ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფო.

ზბიგნევ ბჟეზინსკი, თავის დროზე გახმაურებულ წიგნში „დიადი საჭადრაკო დაფა. ამერიკის ლიდერობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები“ (The Grand Chessboard: American Primacy and Its Geostrategic Imperatives) მართებულად პოსტულირებს, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პლანეტაზე ერთადერთი ზესახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებია.

და გლობალური ზესახელმწიფოებრიობის ოთხ ნიშან-თვისებას ასახელებს:

ა) ეკონომიკური სიძლიერე (Triple A, დოლარი და ასე შემდეგ-დ.)

ბ) სამხედრო ძლევამოსილება (არმიის რიცხოვნობა, პლანეტაზე ბაზების ფართო განლაგება, ბირთვული იარაღი, ფლოტის რაოდენობა და ა.შ)

გ) ტექნოლოგიური ინოვაციურობა (Google, IBM, Microsoft, Tesla, Iphone....)

დ) კულტურულ-ცივილიზაციური მიმზიდველობა.

(„მისი ერთგვარი პრიმიტიულობის, უბრალოების მიუხედავადო“ - ასე წერს, რაც პოლონური წარმოშობის ამერიკელის მხრიდან კეთილი, რაღაცნაირად ღიმისმომგვრელი თეზისია. ანუ ბჟეზინსკი აშკარად გულისხმობს, რომ ამერიკელი კომპოზიტორი ლეონარდ ბერსტაინი ვერ შეედრება შოპენს, ბეთჰოვენს ან მოცარტს; ხოლო ამერიკული კინემატოგრაფი - დიდ იტალიურ კინემატოგრაფს; სამაგიეროდ მთელს მსოფლიოში უყურებენ NBA-ს ჩემპიონატს და ჰოლივუდის ბლოგბასტერებს მეტი აუდიტორია აქვს ვიდრე ვისკონტის ან გოდარს.

ეს ცალკე საინტერესო თემაა, თუმცა მთავარი აქ ის გახლავთ, რომ ბჟეზინსკის წიგნი ძირითადად არის პასუხი „ჩინოფობიაზე“ესე იგი სულელურ შიშებზე და მოლოდინზე, თითქოს ჩინეთი XXI საუკუნეში დაამხობს ამერიკის ჰეგემონიას ევრაზიაში. მერე კი მთელს პლანეტაზე......და ასე შემდეგ..... სხვა ათასი „ვიოლონჩელობა“.

ბჟეზინსკი კი ამტკიცებს, რომ ამგვარი „წრფივი პროგნოზება“ პიტალო სისულელეა, რადგან ვერც ერთი ჩამოთვლილი კრიტერიუმით („ა“, „ბ“, „გ“, „დ“) ჩინეთი ამერიკას ვერ შეედრება ვერც დღეს და არც ტენდენცია სჩანს იმისა, რომ....

ა) ამერიკაზე ძლიერი ეკონომიკა შექმნას („ძლიერი ეკონომიკა“, მეგობრებო, არის არა GDP-ს საერთო მოცულობა ან თუნდაც მისი ზრდის ტემპი, ასევე ყბადაღებული „მსყიდველუნარიანობის პარიტეტი“, არამედ GDP Per capita და ხსენებული Triple A; აგრეთვე დოლარის აბსოლუტური შეუცვლელობა/უალტერნატივობა პლანეტაზე. იუანი შეედრება ამ მხრივ? გავიცინოთ ამაზე ერთად. -დ)

ბ) ამერიკაზე დიდი სამხედრო ინფრასტრუქტურა, ფლოტი და ბირთვული არსენალი ჰქონდეს პლანეტის ორივე ნახევარსფეროზე ან თუნდაც მხოლოდ ევრაზიაში.

გ) ინოვაციებით გასცდეს დასავლური ტექნოლოგიების „მოპარვის“ და დიდი კომპანიების „დღეში 2 დოლარიანი მუშახელით“ შემოტყუების „მეთოდს“

დ) სადღაც საქართველოში ან ნიგერიაში NBA-ს ნაცვლად ჩინეთის საფეხბურთო თუ საკალათბურთო ჩემპიონატს უყურონ. ხოლო ამერიკულ ფილმებზე უმეტესად, ჩინურ ფილმებს.

და (ამას ფრთხილად ვიტყვი)......პეკინისა და შანხაის მაღალი სტილის მოდური ტანსაცმლის მაღაზიებში მანეკენები ევროპეიდების ნაცვლად მონღოლოიდები იყვნენ.

არ გჯერათ? დიახ, „ევროპეიდებია“ ის მანეკენები 100%ით დღემდე - ჩინეთის ბრენდული, ევროპული ტანსაცმლის მაღაზიებში;

რაც ძალიან საინტერესო ნიუანსია.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მე პირადად ზბიგნევ ბჟეზინსკის ჩამონათვალს აუცილებლად დავამატებდი „ე“ პუნქტს.

და მას ასე ჩამოვაყალიბებდი: პლანეტის ყურადღება ზესახელმწიფოში მიმდინარე შიდა-პოლიტიკური, დემოკრატიული პროცესებისადმი!

განა ბევრს აინტერესებდა დედამიწაზე (ექსპერტების, სპეციალისტების და ელიტების გარდა), თუ ვის აირჩევდა ჩინეთის კომპარტიის ყრილობა „რესპუბლიკის თავმჯდომარედ?“ შარშან შემოდგომაზე?

ბევრს არავის ხსენებული „ელიტების“ გარდა.

აი 2008 წელს კი, მთელი მსოფლიო, კოლუმბიელი ფერმერიდან - საუდის არაბეთის უდაბნოს უბრალო მეჯოგემდე, ნიგერიელი მონადირიდან - ისლანდიელ მეთევზემდე.....იმის ფიქრსა და განსჯაში, იმის ვნებიან მოლოდონში და გაფაციცებით თვალყურის დევნებაში იყო, აირჩევს თუ არა ამერიკელი ხალხი პირველ აფროამერიკელ პრეზიდენტს....

შემდეგ 2016 წელს: აირჩევს თუ არა პირველ ქალ პრეზიდენტს.....თუ მტაცებელ „გორდონ გეკოს“ აირჩევენ პრეზიდენტად....

და ახლაც იგივე:......აი „ჩაეხსნა“ რბოლას ბაიდენი და.....აბა რა როგორ იქნება.....აბა კამალა თუ შეძლებს და...... აბა ტრამპი თუ დაბრუნდება, ვისაც ახლახანს ტყვია 10 მილიმეტრით ასცდა და...........

რაც მთავარია (ვიმეორებ) ეს მართლა აინტერესებს „უბრალო ხალხს“.

არა მხოლოდ ელიტებს.

და........ არათუ რუსეთის ე.წ. „არჩევნები“ არამედ „საფრანგეთის“ საპარლამენტო არჩევნებიც არ აინტერესებს ასე ვნებიანად......

ამიტომაც ამერიკა გლობალური ზესახელმწიფოა, ხოლო საფრანგეთი - რეგიონული.

სხვათა შორის, ეს გარემოება ფრენსის ფუკუიამას სიმართლესაც ადასტურებს, რომ „ისტორიის დასასრულს“, რაც 1990 წელს დადგა, „ლიბერალურმა ელექტორალურმა დემოკრატიამ“ პირველმა და უკანასკნელმა მისცა უბრალო ადამიანს „თვითაქტუალიზების“ საშუალება! და შესაბამისი შანსი.

უპირველესად ამერიკელებს, თუმცა ჩვენს დისკურსში არა აქვს მნიშვნელობა ამერიკელია, თავად ირჩევს ახლა დონალდს ან კამალას თუ ნიგერიელია და „უბრალოდ“ ობამას გულშემატკივრობდა, წელს კი კამალას უგულშემატკივრებს „სისხლის ყივილით“.

აბა ჩავრთო CNN......აბა რა ხდება.....აბა რას იტყვის „რესპუბლიკელი“ სპიკერი და რა არგუმენტს დაუპირისპირებს „დემოკრატი“ სპიკერი.....

თბილისში, მაჩხაანში, მესტიაში, ზუგდიდში, მაქათუბანში მცხოვრებ წარჩინებულ სტუდენტს, ბიჭს ან გოგოს, რომ აქვს მართლა გულწრფელი სურვილი უყუროს დისკუსიას CNN-ის თოლქშოუში, გაიგოს, ვინ რას იტყვის ახალს Live ბრიფინგზე, რა არგუმენტები გაიჟღერებს....ასევე აინტერესებს მას ვითომ რას იტყვის სი ძინპინი პეკინში, კომპარტიის ყრილობაზე თუ პლენუმზე?

მაქათუბანში მცხოვრებ წარჩინებულ, ინგლისურის კარგად მცოდნე და ბრედ პიტის დამაფანატებელ ქართველ სტუდენტ გოგოს რომ მართლა მწველად, ვნებიანად აინტერესებს უყუროს, ნახოს, რას ჩაიცვამს (!) კამალა ჰარისი ტრამპთან ტელე-დებატებზე და მერე სუფთად ქალურად გააკრიტიკოს ფეისბუკზე მეგობრ გოგოებთან, თუკი მოხდა ისე და ბანძურად ჩაიცვა....აი ეს არის გლობალური ზესახელმწიფო.

ეს არის!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ამიტომაც, ამერიკა დღემდე ერთადერთ გლობალურ ზესახელმწიფოდ რჩება თუმცა.....დიდ ქვეყანას „დიდი დაცემებიც“ ახასიათებს.

ავღანეთიდან „ისე და იმ ფორმით წასვლა“ მაგალითად.

ძალიან დამწყდა გული და მალბუნად მქონდა ფოტო (დავკარგე სამწუხაროდ ეს ფოტო), ავღანეთში ამერიკული ჯარების მთავარსარდალი სულ ბოლოს რომ ადის სუუუუუულ უკანასკნელ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავზე ოღონდ......ხელში დემონსტრაციულად უჭირავს მათი საამაყო ეროვნული შაშხანა M4.

„ბუშმასტერი“ კი არა, არამედ ნამდვილი - „კოლტის“ წარმოებისა.

„ნავაროტკების“ და „ლაზერების“ გარეშე - უბრალოდ „კოლტი“. კლასიკური.

ჭეშმარიტი, სისხლით და ხორცით „სამხედროს“ (Military) ჟესტი იყო ეს - სტილის უზადო შეგრძნებით.

და თავისი ამ ჟესტით არმიის, ასევე თავისი დიდი ქვეყნის ღირსება გადაარჩინა.

კი არ ვადარებ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ.....იმავე „მეომრული სტილის შეგრძნებით“...... აი კეიტელმა რომ კვერთხი აღმართა მკვეთრი ჟესტით ხომ გაქვთ ნანახი - სანამ კაპიტულაციას ხელს მოაწერდა ბერლინის გარეუბან კარლსჰორტში.

წარუშლელად დარჩა ისტორიაში....... ყველაფრის მიუხედავად!

Long Live USA!