რატომ უთხრეს უარი უკრაინას ევროკავშირის წევრობაზე

რატომ უთხრეს უარი უკრაინას ევროკავშირის წევრობაზე

აფრანგეთის პრეზიდენტ იმენუილ მაკრონის  განცხადება, რომ უკრაინას ევროკავშირშე ვერ მიიღებენ, სულაც  არ გამკვირვებია.

საფრანგეთი დიდი, ტრადიციული ევროპული სახელმწიფოა. ასეთ სახელმწიფოს კი რა თქმა უნდა ახასიათებს მემკვიდრეობითობა საგარეო პოლიტიკური ხაზის განხორციელებისას.

მაკრონმა თქვა ზუსტად ის, რაც თქვა ნიკოლა სარკოზიმ 2009 წელს, როდესაც მკვახედ უპასუხა კითხვას: `როდის მიიღებდნენ საქართველოს NATO-ში`.

სარკოზის პასუხი იყო: `ჩვენ არ ვაპირებთ პრობლემათა იმპორტს!`

უარესი ისაა, რომ ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთის `ხაზი`. ეს ზოგადად NATO-ს ფილოსოფიაა.

მის საწესდებო დოკუმენტებში (ანუ `ვაშინგტონის ხელშეკრულებაში`) წერია, რომ ალიანსის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ძალუძს (დააკვირდით) `რაიმე შემატოს მოკავშირეთა უსაფრთხოებას`.

ზუსტად ამ ფილოსოფიასთან კორელირებს ჯერ სარკოზის, ახლა მაკრონის ეს განცხადება.

თან აქ იმასაც დავაკვირდეთ, რომ არც ერთი პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა არ გაწევრებულა ევროკავშირში NATO-ს გვერდის ავლით.

უკლებლივ ყველა პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა ჯერ შედიოდა NATO-ში და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა სერიოზული ლაპარაკი ევროკავშირის წევრობაზე.

ხოლო `ასოციაცია` ევროკავშირთან აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასაც აქვს. მაგალითად ალჟირს, ეგვიპტეს......და ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს არის რაღაც` საფეხური` ევროკავშირის წევრობისკენ. სინამდვილეში არანაირი` საფეხური` და `პირველი ნაბიჯი` ეს არ არის.

საქართველოსთვის ზუსტად იმდენადვე როგორც ეგვიპტისთვის.

ბედნიერებაა გქონდეს ასოციაცია ევროპასთან, სარგებლობდე უვიზო რეჟიმით და თავისუფალი სავაჭრო ზონით, თუმცა კვლავ თავს ნუ მოვიტყუებთ: ეს მოცემულობა აბსოლუტურად არ კორელირებს NATO-ს, მით უმეტეს თვით ევროკავშირის წევრობასთან.

NATO არის ევროატლანტიკური ცივილიზაციის `ფარი და მახვილი`.

მისი ფუნქციაა ამ ცივილიზაციის დაცვა სამხედრო თვალსაზრისით.

და მხოლოდ მას შემდეგ რაც დგინდება, რომ ესა თუ ის მეზობელი ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკური-სტრატეგიული თვალსაზრისით უკვე შემდგარი სახელმწიფოა, აკონტროლებს თავის საზღვრებს(!), აქვს ფუნქციონირებადი სახელმწიფო სისტემა, ეს სახელმწიფო იღებს MAP-ს ანუ NATO-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს, შემდეგ შედის ალიანსში, ხდება მისი სრულუფლებიანი წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ დგება დღის წესრიგში ამ სახელმწიფოს შინაგანი სტრუქტურის რეფორმირებისა და ევროკავშირში მისი ინტეგრაციის საკითხი. აქაც ალგორითმი იგივეა: ჯერ კანდიდატობა (შესაძლოა ძალზე ხანგრძლივი), შემდეგ სრულუფლებიანი წევრობა.

ამ ალგორითმის დარღვევა გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

ჩვენც და უკრაინაც უნდა დავკმაყოფილდეთ იმ დიდი სიკეთით, რაც ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე გვაქვს ევროპასთან ასოცირების სახით.

`ხვალ` რაც იქნება, იქნება `ხვალ` და არა დღეს. არც საქართველო და არც უკრაინა არ აკმაყოფილებს NATO-ს კანდიდატობის ფუნდამენტურ მოთხოვნას (ოფიციალურად აღიარებული საზღვრების კონტროლი) ამიტომაც ვერ ვიღებთ MAP-ს.

მაგრამ უიმედოდ სულაც არ უნდა ვიყოთ: კარს ისტორიულად არასდროს არავინ მოგვიჯახუნებს და ჩაგვირაზავს ცხვირწინ.

ესეც არანაკლებ გამორიცხულია.

თუ NATO-ს წევრობა ჩვენთვის უსაფრთხოების თემაა, ამის სხვა ფორმებიც არსებობს. მაგალითად `ბლოკგარეშე მოკავშირის სტატუსი`

თუ ევროკავშირის წევრობა დემოკრატიული და წარმატებული განვითარების თემაა, ამისიც: NATO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით.