როგორ `გავეჩხირეთ` უშნოდ ქართველები უკრაინული ბუჩას საზარელ ტრაგედიაში

როგორ `გავეჩხირეთ` უშნოდ ქართველები უკრაინული ბუჩას საზარელ ტრაგედიაში

შესაძლებელია თუ არა ფაქტზე კომენტარი კომენტარის გარეშე? კი, შესაძლებელია

. . . . . . . . . . .

ამჟამად გლობალური მედიის მთავარი განსახილველი თემაა ვიდეო, რომელზეც სჩანს, რომ ვიღაც ტიპები, უკრაინის სამხედრო ფორმაში, ხვრეტენ ზურგზე ხელებშეკრულ ტყვეებს რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულთ.

ასე ფრთხილად ვამბობ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ამ ვიდეოს თემა გლობალურად ააგორა ისეთმა ავტორიტეტულმა რესურსმა, როგორიცაა The New York Times, საბოლოოდ დადასტურებული არაფერია.

თუმცა NYT კი გაიძახის იმ ამერიკელი კოლეგების გასაგონად, ვინც ვიდეო პრინციპულად არ აჩვენა (მხოლოდ ზეპირი განხილვაა ჯერ-ჯერობით, თუმცა ძაააააალიან აქტიური), როგორ გეკადრებათ, განა წინასწარ შესწავლის გარეშე NYT რამეს გამოაქვეყნებდაო.

კი, NYT ძალიან ავტორიტეტული რესურსია. ამაზე ნუ ვიდავებთ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად, პირდაპირ ეთერში გააფრთხილა ახლახანს: ``ხელებშეკრული ტყვის დახვრეტა ომის დანაშაულია და თუ არ გამოიძიებთ, დაისჯებით`. ანუ ვერანაირი ბუჩას გენოციდი ვერ `გააპრავებს` ხელებშეკრული ტყვის დახვრეტასო.

ჰო, ნუ ეს გასაგებია: დასავლეთში ახლა ბევრს ოღონდ საბაბი და `სათქმელი`(ვენაცვალე დედა-ენას) მიეცი შექმნან `ორივე ერთნაირად დამნაშავეა`-ს ფუნდამენტური არგუმენტი (როგორც 2008 წელს), რათა რუსეთთან ომი ან თუნდაც პრობლემები თავიდან აცილონ და.....ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ!

. . . . . . . . . . .

მაგრამ ყველაზე ცუდი. . . . . . . აი მართლა ნერვებისმომთხრელი იცით რა არის?

რუსული პროპაგანდა ახლა ყველა რესურსზე აფიარებს უკრაინაში მეომარი ერთ-ერთი ქართველი მეომრის ინტერვიუს რუსული (!) მედიისთვის, სადაც ის ქართველი მეომარი, უკრაინულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული, იარაღით ხელში, ამბობს: ``დიახაც, რუს აგრესორებს ხელებსაც შევუკრავთ და რუს აგრესორებს ტყვედაც არ ავიყვანთო``.

`ტყვედ არ ავიყვანთ` სამხედრო ენაზე, უფრო ზუსტად ომის ენაზე ნიშნავს: `ბუჩას შემდეგ რუს აგრესორებს ტყვედ არ (წ)ავიყვანთ და იქვე ჩავაძაღლებთ`

ამ ინტერვიუში არ არის ნათქვამი, რომ სწორედ ამ ქართველმა ან ქართველებმა მოკლეს ის ტყვე, დაჭრილი რუსი ჯარისკაცი. მაგრამ რუსი გველ-პროპაგანდისტები `კონტექსტუალურად` ავრცელებენ ამ ორ ამბავს, ანუ დახვრეტას და ხსენებულ ინტერვიუს; იმიტომ, რომ კონტექსტუალური ნამდვილად არის: ბუჩას შემდეგ....ხელებშეკრული ტყვე რუსი ჯარსიკაცი....მისი დახვრეტა.....`

და ვისზეც ეს პროპაგანდაა გათვლილი ის არ იკითხავს: `მერედა თუ ასეა ქართულად რატომ არ ლაპარაკობენო?`. ასეთ ნიუანსებში ვერ გაერკვევა ვერანაირად და იმიტომ./

არადა აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა იქნება ხომ?

. . . . . . . . . . .

ახლა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ როგორ განვითარდება მოვლენები: `ორივე მხარე დამნაშავეას` შინაარსობრივად უსინდისო, უსამართლო, თუმცა ცივილიზაციურად და ტრადიციულად შეუვალი, თვისებრივი, სისტემური სტანდარტის ერთგული დასავლეთი პრეზიდენტ ზელენსკის მოსთხოვს (უკვე მოსთხოვა!) გამოიძიოს ეს ეპიზოდი და ჰააგას გადასცეს ის ჯარისკაცი (უკრაინულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული რომაა) ვინც ტყვე, ხელებშეკრული რუსი ჯარისკაცი დახვრიტა კამერის წინ.

გამორიცხულია ზელენსკიმ ის ჯარისკაცი გადასცეს ჰააგას.

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

იმიტომ, რომ ამას საკუთარ ხალხს ვერ აუხსნის! ვერაფრის დიდებით ვერ აუხსნის, რადგან...ბუჩას შემდეგ.....იმ საზარელი კადრების შემდეგ......ზელენსკის თავზე ჩამოეშლება არმიაც და ქვეყანაც თუ მართლა გადასცემს უკრაინისთვის მებრძოლ ჯარისკაცს (ვინც არ უნდა იყოს) ბუჩას სულისშემძვრელი ტრაგედიის ფონზე.

მაშინ რუსეთი იტყვის: `სანამ ის უკრაინელი ჯარისკაცი არ იქნება ექსტრადირებული ჰააგაში, ჩვენ ბუჩაზე ნურაფერს გვკითხავთ საერთოდო`.

მით უმეტეს, უკრაინამ რომის სტატუტს ხელი მოაწერა, ანუ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რუსეთი კი ამ ასამართლოს წევრი საერთოდ არ არის! იურიდიულად არ შეერთებია რომის სტატუტს

. . . . . . . . . . .

ესეც გასაგებია, ოღონდ მე რა მითხრის იცით ნერვებს ყველაზე მეტად? კი მაგრამ......ქართველები როგორ, რანაირად ვახერხებთ (ხოლმე) მუდამ, ყველგან, ისეთ სიტუაციებში იმგვარად `გამოჩხერას`, რომ დასავლეთისთვისაც მიუღებელი იყოს და რუსეთისთვისაც?

აღარ განვმარტავ: ხომ აღვწერე, როგორ და რატომ.

დავიჩივლე რამდენიმე დღის წინ (და მძვინვარე რეაქცია მოჰყვა) `ხომ მოხერხება უნდოდა, რუსეთიც გადაგვეკიდებინა და უკრაინაც? ხომ მოხერხება უნდოდა, ისტორიულ, მოსისხლე მტრებს, ჩერქეზებსა და კაზაკებს მხარდამხარ ეომათ საქართველოს წინააღმდეგ?

ხომ მოხერხება უნდოდა, `ბუჩას` საზარელ დანაშაულშიც ისე და იმნაირად `გავჩხერილიყავით` ახლა, რუსეთისთვისაც გასაცოფებელი იყოს, უკრაინისთვისაც დამაზიანებელი და დასავლეთისთვისაც გასაბრაზებელი?

. . . . . . . . . . .

არ არის ლეგიტიმური კითხვა?

ჩემთვის არის, რაკი ამ ქვეყნის უახლეს ისტორიას ძალიან კარგად ვიცნობ და რა ვქნა?

დათო

2022 წლის 12 აპრილი

https://t.me/opersvodki/2871 

https://t.me/opersvodki/2880?single 

https://www.bbc.com/news/61025388