რუსებმა გუდაუთაში აბრა შეიცვალეს

რუსებმა გუდაუთაში აბრა შეიცვალეს

         

            პუტინ-ბუშის ძმაბიჭური შეხვედრით გულმოცემული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მრისხანე ნოტას უგზავნის ეუთოს(!) და... მისგან მოითხოვს, აიძულოს საქართველო, დაიცვას სტამბოლში მიღწეული ხელშეკრულება - «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ».
            თურმე, ნუ იტყვით, ამ ხელშეკრულებას საქართველო არღვევს იმით, რომ ჯერ ერთი, ცდილობს განიხილოს ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის ჯარების გაყვანის (და არა მათი საბაზო განლაგების) ვადა და მეორე (გამაოგნებელი არგუმენტი) - საქართველო არ აწერს ხელს გუდაუთის ბაზის მიღება-ჩაბარების ოქმს, რითაც არ აძლევს საშუალებას მოსკოვს, დაადასტუროს სტამბოლის ვალდებულებათა შერსულება ევროპული გაერთიანების წინაშე.
            რასაკვირველია, აქ რუსეთს ის «ეწვის», რომ ვენაში საერთაშორისო ხელშეკურლების დარღვევაში არ დაადანაშაულონ. სინამდვილეში კი, პრობლემის არსი სხვაა: მოსკოვს არ სურს დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები გუდაუთის ბაზაზე და დემაგოგიურად მოითხოვს, მათი ტრანსპორტირება (აფხაზური მხარის უარის მიუხედავად) საქართველომ უზრუნველყოს. ვითომ არ იცის, რომ საქართველოს იურისდიქცია გუდაუთაში არ ვრცელდება. არადა, რუსეთს (სურვილის შემთხვევაში) ნავდილად შეუძლია, უზრუნველყოს მათი ჩაყვანა გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე, სადაც რუსი მედესანტეების თანხმობის გარეშე ბუზიც ვერ შეფრინდება, არათუ არძინბას შეიარაღებული ხროვის რომელიმე წარმომადგენელი.
            «გაღმა შეედავეს» მეთოდი განსაკუთრებით შედეგიანი იქნება იმ ვითარებაში, როდესაც ეგრეთ წოდებული, «საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის» მსვლელობისას რუსეთის განაწყენებას ყველა ერიდება. ვენიდან, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან უკვე ისმის ფრთხილი და მოზომილი მოსაზრებები. იქნებ მოუწეროთ ხელი - ბოლოს და ბოლოს, ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი იფიცება, გავიტანეთ ტექნიკაო...
            ძნელი მისახვედრი არ არის, სინამდვილეში აქ რა ხდება: საქართველოს არ უნდა, ხელი მოაწეროს გუდაუთიდან ტექნიკის გაყვანის დოკუმენტს, რათა არ დაადასტუროს რუსეთის მიერ სტამბოლის ხელშეკრულების ფორმალური შესრულება - ვიდრე არ გადაწყდება ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების პრობლემა. ზემოთ ჩამოთვლილ დედაქალაქებში კი სურთ, «ოღონდ თვითონ გაინაღდონ» და რუსეთი არ დაუსხლტეთ «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» სისტემიდან. საქართვლეოდან რუსეთის ჯარებისსრული გაყვანა მათ არც ისე აღელვებთ.
            თუ ვითარება მიეტისმეტად გამწვავდა, რუსეთი შეიძლება, საეროთდ გავიდეს «ფლანგური შეზღუდვების» შეთანხმებიდან. მით უმეტეს, საბაბიც აქვს ხელთ დახვეული - ამერიკის შეერთებული შტატები თანდათან გადადის «რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეზღუდვის» ხელშეკრულებიდან. . «ფლანგური შეზღუდვების» შეთანხმების დენონსაცია ნიშნავს რუსეთის საჯარისო ფორმირებების გაერთიანებას «ევროპულ მიმართულებებზე» - რაც ევროპელებს სულაც არ ეპიტნავებათ.
            აქედან გამომდინარე, საქართველოს «ხურდაში დასაბრუნებლად», როგორც ჩვანს, უკვე მზად არიან დაგვაბრუნონ კიდეც, თუ მედგრად არ დავიცავთ საკუთარ ინტერესებს. დღევანდელ უმოწყალო მსოლფიოში სხვაგვარად არ შეიძლება - პატივს სცემენ და ანგარიშს უწევენ მხოლოდ იმას, ვისაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, რუსეთმა მართლაც შეასრულა სტაბმოლის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რაც ეუთოს (ანუ ევროპას) აინტერესებდა. ესე იგი, გაიტანა გუდაუთიდან სადესანტო პოლკის საშტატო ტექნიკა, მაგრამ რეალურად ეს სულაც არ ნიშნავს ბაზის გაუქმებას - გუდაუთაში რჩება მედესანტეთა ორი როტა (4500-600 მეომარი), შესაბამისი სამხედრო ტექნიკით.
            ოღონდ, ამერიდან განჯის სადესანტო დივიზიის ეს ნარჩენი კავკასიაში (იგი 1992 წლის აგვისტოში გადაისროლეს გუდაუთაში) «სამშვიდობო ძალთა» ქვედანაყოფია. ვერც შევედავები,შ ვინაიდან, საბოლოო გადაწყვეტიება საშმივდობო ჯართა გაყვანის შესახებ ჯერ ქართულ მხარესაც არ მიუღია.
            რაც შეეხება სამხედრო ტექნიკას, იგი ნაწილობრივ მერეც გადაისროლეს კოდორში - სოფელ ლათასთან განლაგებული «საშმიდვობო პოსტის» გასამაგრებლად.

დილის გაზეთი, 17 ნოემბერი, 2001 წ.