რუსეთის ახალი ემბარგო: შეძლებს თუ ვერა საქართველო „ორ სკამზე ჯდომას“?
ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური წნეხით და ემბარგოს განახლებით მოსკოვს პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს: საბოლოო შედეგად სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური რე-კონფიგურაციის თვალსაზრისით.
მაგრამ კონკრეტული მიზეზი, საბაბი, თრიგერი, „უკანასკნელი წვეთი“ მოსკოვისთვის უეჭველად გახდა საქართველოს გადაწყვეტილება, შეერთებოდა ნიუ იორკის დეკლარაციას რუსეთის წინააღმდეგ, რასაც (მიაქციეთ ყურადღება) არ შეუერთდნენ და ხელი არ მოაწერეს არც ტრამპის მეგობარმა ფაშინიანმა, არც ტრამპის მეგობარმა ალიევმა და არც ერდოღანმა, რომელიც საერთოდ ყველას „მეგობარია“.
ზოგადად, „ბალანსირება“ ურთულესი დიპლომატიური და პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ტექნოლოგიაა.
აქ შეცდომების დაშვებამ შესაძლოა ის გამოიწვიოს, რომ „ბალანსი“ კი ვერ დაიცვა, არამედ ორივე მხარესთან და, საერთოდ, ყველა მხარესთან გაიფუჭო და ჩაიოხრო ურთიერთობა.
როცა ხარ პატარა და სუსტი, ის „ძალის ცენტრები“, რომელთა შორისაც „ბალანსირებას“ ცდილობ, აუცილებლად მოგთხოვენ „ტრ...ი დააყენო“ და „ან ამ სკამზე დაჯდე, ან იმ სკამზე“........ „ორ სკამზე ერთდროულად ვერ დაჯდები, - ან ჩვენთან უნდა იყო, ან იმათთანო“ - გეტყვიან.
ბაქო და ერევანიც ცდილობენ ბალანსირებას და უნდა ვაღიაროთ, ამას ახერხებენ კიდეც.
ოღონდ ორივე ახერხებს იმის წყალობით, რომ აქვთ ისეთი „კოზირები“ (ალიევს ნავთობი და თურქეთი, ფაშინიანს - დიდი დიასპორები ამერიკასა და საფრანგეთში) რაც ამ ჩვენს საბრალო ქვეყანას არ გააჩნია.
რა უნდა ვქნათ აბა? პუტინის დამპალი ულტიმატუმები მივიღოთ? სოხუმი და ცხინვალი ვაღიაროთ? დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ აგრესორთან?
არა.
ოღონდ...... ელემენტარული დიპლომატიური ტექნოლოგია მოითხოვს არ გავემიჯნოთ რეგიონულ კონტექტს!
ეს პოლიტიკის ფუნდამენტური კანონია.
გვინდა ჩვენ თუ არა, საქართველოს „რეგიონული კონტექსტი“ კავკასიაა.
სწორედ იმ გარემოებამ, რომ ნიუ იორკის დეკლარაციის მხარდაჭერით საქართველო რეგიონულ კონტექტს გაემიჯნა და მოიქცა ისე, როგორც არ მოიქცნენ სხვა რეგიონული მოთამაშეები - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი - მისცა საბაბი (!) მოსკოვს მორიგი აგრესიული ანტიქართული კამპანია წამოეწყო.
დათო
2026 წლის 13 ოქტომბერი