საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ოქტომბერი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ოქტომბერი. 2025 წელი

სასიხარულოა, რომ გუშინ უკრაინამ უძლიერესად დაარტყა რუსეთის ვორონეჟის ოლქში ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს, სადაც დისლოცირებულია რუსული СУ-34 ესკადრილია. ასევე რუსული Glide bombs ანუ პლანირებადი ბომბების მარაგი.

ეს ბომბები უდიდეს პრობლემას უქმნიან უკრაინას დონბასზე.

სწორედ მათი მეშვეობით შეძლო ახლახან რუსულმა საოკუპაციო არმიამ უგლედარის აღება.

Insider იტყობინება, რომ რამდენიმე თვითმფრინავი და საწყობებიც განადგურებულია.

ეს მეორე შემთხვევაა უკვე, როცა რუსული დრონი „სწვდება“ რუსეთის სიღრმეში სტრატეგიული იარაღის საწყობებს.

რამდენიმე კვირის წინ ტულასთან „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტების საწყობი გაანადგურა უკრაინამ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა აბინ კუტრიმ ვარშავის უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში „ბალკანეთზე 25 წლიანი მშვიდობა დაირღვევა“

იმიტომ, რომ „სერბეთი მოითქვამს სულს და აღორძინდება სერბული იმპერიალიზმი“

ძალიან საინტერესო განცხადებაა.

შეგახსენებთ, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მშვიდობა დამყარდა მას შემდეგ, რაც NATO-მ (ანუ ამერიკამ) გაანადგურა სერბეთი კოსოვოს გენოციდის გამო.

სერბები კოსოვოს კვლავინდებურად თვლიან თავისი ქვეყნის ნაწილად. ხოლო კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სერბეთი, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ კოსოვოს კი არ დაემუქრება, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილო მაკედონიაშიც „აამოძრავებს“ პროსერბულ და პრომოსკოვურ ძალებსო.

აქ მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემა ნამდვილად ისაა, რომ დასავლეთმა, მათ შორის ევროკავშირმა, მით უმეტეს ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა ვერაფრით გამოიმუშავეს ისეთი Modus operandi და Modus vivendiმ რაც სერბეთს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაშორებდა რუსეთის ორბიტას.

და სხვათა შორის.....ვერ გამოიმუშავეს პირველ რიგში იმიტომ, რომ ვერ მოახერხეს კოსოვოს თემაზე იმგვარი „ფორმულის„ დადება, რაც ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებდა სერბულ ელიტებს და სერბულ ნაციონალიზმს

შეგახსენებთ: ევროპის და NATO-ს წევრთა დიდი ნაწილისგან განსხვავებით, საქართველოს არასდროს უცვნია კოსოვოს დამოუკიდებლობა.

„კოსოვოს პრეცედენტი“, რომლის მთავარი „იდეოლოგი“ ჯორჯ ბუშ-უმცროსი იყო, კრემლმა აქტიურად გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრული აგრესიისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი აგრძელებს დრონებით შეტევას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ძირითადად გამოიყენება იაფი ირანული დრონები, რომლებიც არც ისე ქმედითია, სამაგიეროდ ბევრია და (ვიმეორებ) ი ა ფ ი ა, ანუ აქ ტაქტიკა ისაა, რომ იაფი დრონებით აიძულოს უკრაინის საჰაერო თავდაცვა და საზენიტო სისტემა, აამოქმედოს ძ ვ ი რ ი და ძ ვ ი რ ფ ა ს ი დასავლური საზენიტო სისტემები.

სპეციალისტების თქმით, ამერიკული Patriot-ით ირანული დრონების ან თუნდაც მრავალი სახეობის რუსული ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა იგივეა, რაც გასათბობად ფულის შეყრა ღუმელში.

მაგრამ თუ იყინები სხვა გზაც რომ აღარ ჩანს?

გუშინ ღამით რუსეთმა სწორედ ირანული დრონებით დაარტყა კიევის, ოდესას და ივანო-ფრანკოვსკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

ეს ბოლო რეგიონი სულ დდასავლეთშია მოგეხსენებათ - პოლონეთის საზღვართან.

105 დრონიდან უკრაინამ 78 ჩამოაგდო.

მათ შორის რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.

თუმცა Reuters იტყობინება, რომ სულ უფრო მცირდება ამ საერთო ოდენობაში იმ დრონების რიცხვი, რომლის გაუვნებლება ხერხდება რადიო ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით და სულ უფრო მეტად ხდება იძულებული უკრაინის „საჰაერო თავდაცვა“ კონვენციური საზენიტო იარაღი გამოიყენოს.

ამის მიზეზი კი, წყაროს ინფორმაციით, ის არის, რომ რუსეთმა და ირანმა დახვეწეს „შაჰიდის“ დრონები და აღჭურვეს ისინი რადიო ელექტრონული ბრძოლის უფრო ტექნოლოგიური და კრეატიული საშუალებებით.

რუსების ამ მზაკვრულ დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რასაკვირველია უპირველეს მიზნად აქვს დასახული ზამთარში უკრაინელთა დატანჯვა.

უპირველესად დიდი ქალაქების მაცხოვრებელთა, თორემ რეგიონებში და სოფლებში ბოლოს და ბოლოს სხვა საშუალებებით გათბებიან.

ამ მიზანს კრემლი მხოლოდ ნაწილობრივ თუ მიაღწევს:

ჯერ ერთი, დანგრეული ენერგოობიექტების აღდგენა მაინც ხერხდება და მათთვის მიყენებული ზარალი ტოტალური არ არის;

მეორეც, უკრაინას მუდამ შეუძლია ევროკავშირისგან მიიღოს ელექტროენერგია არსებული ელექტროგადამცემი ხაზებით და სხვათა შორის ისიც ნიშანდობლივია, როგორც Reuters აღნიშნავს, გათბობის (!) სეგმენტში ელექტროენერგიის წილი იზრდება, რაკი გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურის აღდგენა უფრო ძნელია ვიდრე იმ ხაზებისა, რითაც ელექტროენერგიას იღებს უკრაინა ევროკავშირისგან.

თუმცა არსებობს მეორე ფუნდამენტური მიზეზი ამგვარი დაბომბვების: ამით პუტინის რეჟიმი ცდილობს მაქსიმალური ეგზისტენციალური ზიანი მიაყენოს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას - გამოიწვიოს დიდი მსხვერპლი ქალაქთა მაცხოვრებლებში (!) - ხარკოვის, კიევის, ოდესას, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის........ და ეს ახსნას იმით, რომ უმიზნებდნენ ენერგო-ობიექტს, თუმცა მოხდა Collateral Demage ანუ რუსულად Сопутствующий ущерб.

ეს ტაქტიკა არის ომის დანაშაული!

მაგრამ პუტინმა იცის, რომ საერთაშორისო კონვენციებით ამის დამტკიცება რთულია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

Business insider აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკული არმიის გადამდგარ გენერალთან Gordon 'Skip' Davis, რომელიც ამერიკულ არმიაშიც და NATO-ს სტრუქტურებშიც კურირებდა „საჰაერო“ მიმართულებას.

გადამდგარი გენერალი ამბობს, რომ წლის ბოლომდე უკრაინა მიიღებს 20 ერთეულ საბრძოლო თვითმფრინავს F-16s, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალთა შესაძლებლობებს მაგრამ......(ციტატა) „არ არის საკმარისი დიდი უპირატესობის მოსაპოვებლად, რადგან თავისი შესაძლებლობებით ეს jet-ები ჩამოუვარდებიან საუკეთესო რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს. პირველ რიგში იმით, რომ მათზე შეუძლებელია დროის შესაბამისი კრეატიული რადარების დაყენება.“ (ციტატის დასასრული)

შეგახსენებთ, რომ „რადარი“ გულისხმობს მტრის შორეულ დისტანციაზე აღმოჩენის შესაძლებლობას და რაც უფრო კრეატიულია, რაც უფრო ძლიერია რადარი, მით უფრო შორსმწვდომი იქნება თვითმფრინავის შეიარაღება.

თუმცა შეიარაღებასაც არ აწვდიან უკრაინას შესაბამისს. თუნდაც იმიტომ, რომ ამ 1970-იანი წლების თვითმფრინავებზე ისინი ვერ დაყენდება.

მართლაც F16sჩამოუვარდება რუსულ СУ-57 მაგალითად, მაგრამ....მაშინ ისმის აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა რასაც ამერიკელი გენერალი არ სვამს მხოლოდ იმიტომ, რომ მაინც გენერალია ხოლო გენერალიტეტს „სხვა“ პასუხისმგებლობა აქვს გადადგომის შემდეგაც: რატომ არ აწვდის დასავლეთი უკრაინას თანამედროვე თვითმფრინავებს?!!!

 მაგალითად F-22 Raptor ან F-35-ს, რომლებიც მეხუთე თაობას განეკუთვნებიან?

შეგახსენებთ: პუტინი კი ტრაბახობს СУ-57 მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავიაო, თუმცა იგი რეალურად განეკუთვნება 4+ კატეგორიას, რადგან მისი ელექტრონიკა მაინც ვერ „ქაჩავს“.

თუკი უკრაინელმა მფრინავებმა F-16 ისწავლეს და აითვისეს, F-35-ს რატომ ვერ აითვისებდნენ?

ოღონდ  აქ მჟღავნდება დასავლური, პირველ რიგში ამერიკული ელიტების ინტენცია (შინაგანი განზრახვა) რაზეც ბევრი დამკვირვებელი წერდა: „დოზირებული სამხედრო მხარდაჭერით“ უზრუნველყონ, რომ უკრაინა არ დამარცხდეს და პუტინმა მიზნებს ტოტალურად ვერ მიაღწიოს, მაგრამ......იმავდროულად...... უკრაინა არ გაძლიერდეს იმდენად, რუსეთი დ ა ა მ ა რ ც ხ ო ს!

უნდათ უკრაინის გადარჩენა, ოღონდ არ უნდათ რუსეთის დამარცხება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აღორძინება. მიმდინარე წელს უკრაინაში დრონების წარმოებამ 1,5 მილიონ ერთეულს მიაღწია. გაისად მიაღწევს.....4 მილიონს.

ზოგადად გასამმაგდა უკრაინის სამხედრო მრეწველობა 2022 წლიდან.

ეს პროცესი  ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის, რაკი სახელმწიფოებრიობის საფუძველი ეკონომიკაა: სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და სამხედრო ინდუსტრია კი ბევრი ეკონომიკის „ორთქლმავალი“ ყოფილა.

მაგალითად, სწორედ ამ ორთქმავალით (მათ შორის), გამოიყვანა ამერიკული ეკონომიკა დიდი დეპრესიიდან ფრანკლინ დელანო რუზუველტმა 1930 იან წლებში.

უკრაინის პრობლემა ამ მხრივ ის იყო, რომ ფული არ ჰქონდათ, რათა სამხედრო ინდუსტრია „დაექოქათ“ და იგი ეკონომიკის ლოკომოტივად ექციათ.

ახლა ფული მიიღეს ამერიკისგან, ევროპისგან და აქვთ საშუალება ეს „ლოკომოტივი“ ააშენონ (აღადგნინონ უფრო ზუსტად), რომელიც უკრაინის პროგრესს მას შემდეგაც დაეხმარება, რაც ქვეყანა რუსეთის აგრესიას მოიგერიებს და ომში გაიმარჯვებს.