საერთაშორისო მიმოხილვა. 14 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 დეკემბერი. 2023 წელი

გუშინ საღამოს ევროკომისიამ განბლოკა 10 მილიარდ ორასი მილიონი ევრო რაც უნგრეთს უნდა მიეღო დოტაციის სახით ევროკავშირისგან და გაუყინეს ორბანის ავტოკრატიული მისწრაფებების და ნაბიჯების გამო. პირველ რიგში, საქმე ეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას;

ევროკომისიამ განაცხადა, რომ უნგრეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა ბოლო ხანებში სასამართლო რეფორმის მიმართულებით და ამიტომ განიბლოკა ხსენებული 10,2 მილიარდი ევრო.

ეს არის შედეგი ორბანთან ევროკავშირის პოლიტიკურად (!) ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოლაპარაკებებისა.

თუმცა აქ ევრკავშირმა მეტი დათმო ვიდრე ორბანმა: საეჭვოია რაიმე მართლა კარდინალური ცვლილებები შეეტანა ვიქტორ ორბანს თავის პოლიტიკაში. თუნდაც სასამართლოს მიმართ, მაგრამ ბრიუსელს ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება ორბანის თანხმობა უკრაინასთან მოლაპარაკლების დაწყებაზე.

კიდევ 20 მილიარდი ევრო რჩება გაყინული უნგრეთისთვის განკუთვნილი სახსრებიდან.

დავაკვირდეთ ამ საოცარ ციფრებს: 30 მილიარდი ევრო პატარა უნგრეთისთვის დახმარების სახით.

 

 

საოცარი შედეგი დადო გამოკითხვამ რაზაში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ირკვევა, რომ ისრაელ-პალესტინის ამ ომის შედეგად, რადიკალური პალესტინური მოძრაობის `ჰამას` მხარდაჭერა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ 18 ათასზე მეტი პალეტინელი დაიღუპა უკვე

ღაზაში `ჰამასს` 57% უჭერს მხარს, ხოლო იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, ესე იგი პალესტინის ავტონომიაში - 82%!!!

ეს კიდევ არაფერი. ბევრად უარესია, რომ პალესტინელთან 80% მოითხოვს პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის გადადგომას. არადა ეს პოლიტიკოსი `ზომიერად` ითველბა და სწორედ მას უკავშირებდა ამერიკა, ასევე მთელი დასავლეთი იმედებს ომის შემდეგ მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით და ზმად იყო მაჰმუდ აბასისთვის ამ მიზნით მილიარდობით დოლარი გამოეყო.

ამერიკის ადმინისტრაცია ცდილობდა დაერწმუნებინა ნეთანიაჰუ, რომ მას შემდეგ რაც ღაზაში `ცახალი` (ისრაელის არმია) ოპერაციას დაასრულებს, სწორედ მაჰმუდ აბასმა იკისროს პასუხისმგებლობა ღაზას სექტორზეც, რომელსაც 2007 წლიდან `ჰამასი` მართავს. თუმცა ეს თეორია სრულიად ჩიხური აღმოჩნდა. ნეტანიაჰუ კი აცხადებს, რომ საომარი ოპერაციის შემდეგ ღაზას სექტორზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს!

სრულიად ობიექტურად თუ ვისმჯელებთ, უნდა ავღიაროთ, ენტანიაჰუ მართალია მტავარში: ამ უბედურების შემდეგ თუ `ჰამასის` მხარდაჭერა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა, ეს იმ დონის მასობრივი ფანატიზმის მაჩვენებელია, იქ რაიმე `საერთაშორისო კონტროლზე` და საერთაშორისო ზალებით სიტუაცისი დამშვიდებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

 

 

რუსეთმა პირველად დაბომბა კიევი საზენიტო-კოსმოსური ბალისტიკური რაკეტით С-400 Триумф.

ეს რაკეტა კოსმოსური (!) ტანამგზავრების გასანადგურებლადაა განკუთვნილი თითქოსდა, თუმცა NATO-ს სპეციალისტები ჯერ კიდევ მისი გამოცდების დროს ამტკიცებდნენ სადაზვერვოპ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ С-400 შესაძლოა გამოყენებულიყო, როგორც მიწა-ზედაპირი რაკეტა.

ამჯერადაც ამერიკულმა Patriot კიევთან ჩამოაგდო ეს რაკეტა, თუმცა მისი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 50 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაშავდა.

რუსეთი ვერ აღწევს მიზანს, რისთვისაც ბომბავს კიევს და უკრაინის ეტრიტორიას: ვერ ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ზამთრის პერიოდში, რათა დატანჯოს კიეველები და განაწყოს ისინი პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ.

სხვა მნიშვნელოვანი მომენტებიცაა С-400 გამოუენებასთან დაკავშირებით:

ამერიკელებმა მიიღეს უნიკალური საშუალება დაადასტურონ `საქმეში` თავიანთი ანტისარაკეტო სისტემების `მარგი ქმედებიანობა`. ეს უნიკალური გამოცდილებაა, რადგან  С-400-სს ამერიკელები ვერ მისწვდებოდნენ ვერსად სხვაგან: რუსები ამ სისტემას უფრთხილდებიან და ექსპორტზე არ გააქვთ.

გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინაში რუსულმა აგრესიამ დაადასტურა: ამ ტიპის რაკეტების გამოუენება ინფრასტრუქტურის დასანგრევად უშედეგოა როცა მოწინააღმდეგეს აქვს მაღალი კლასის ანტისარაკეტო სისტემები და...... С-400 რაკეტა არ არის აღჭურვილი ბირთვული `საბრძოლო ნაწილით`.

რუსებმა სულ 10 С-400-ის რაკეტა გაუშვეს ბრიანსკის ოლქიდან და მათ კიევს 2 წუთში მიაღწიეს.

გამოიკვეთა ასევე რუსული ტაქტიკა რაკეტების გაშვებისას: ჯერ უშვებენ ირანული წარმოებსი `შეჰიდ` დრონებს, რათა მათზე გადაერთოს უკრაინის ჰაერსაწინააღდმეგო ტავდაცვა და როცა დრონები კიევს მიაღწევენ, მერე უკვე ესვრიან რაკეტებს. მაგრამ ირანული `უპილოტოები` Patriot-ს ვერ ატყუებენ.

სხვათა შორის Patriot-იც და С-400 Триумф-იც დაახლოებით მილიარდი დოლარი ღირს.

 

 

 

 

 

პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პირველი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ექნება;

ზელენსკი ამერიკიდან ბრიუსელში ჩაფრინდება, სადაც დღეს უნდა გაიმართოს ევროპული საბჭოს ისტორიული სხდომა; მასზე გადაწყდება, იწყებს თუ არა ევროკავშირი ოფიციალურ მოლაპარაკებებს უკრაინასთან, ასევე მოდოვასთან წევრობის თაობაზე და ანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს.

ტუსკის შეხვედრა ზელენსკისთან ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ტუსკი, როგორც პოლონეთის ახალი პრემიერი მხარს დაუჭერს მოლაპარაკლების დაწყებას იმის მიუხედავად, რა პოზიცია ექნება უიმნგრეთს, მაგრამ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობაში სხვა მძიმე პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა ტუსკს მოუწევს: უკვე მერამდენე კვირაა, პოლონელი ფერმერები და ავტო-გადამზიდავები ბლოკავენ უკრაინა-პოლონეთის საზღვარს, რათა არ დაუშვან პოლონეთში და პოლონეთის გავლით ევროკავშირში უკრაინული ხოპრბლის შეტანა; როგორც ცნობილია, ამ ხორბლის ზღვით გატანა მსოფლიო ბაზრებზე ვერ ხერხდება რუსული საზღვაო ბლოკადის გამო; პოლონელ ფერმერებს კი უკრაინულ ხორბალზე დაბალი ფასები აღიზიანებს.

ამ მიზეზით კიევსა და ვარშავას შორის სერიოზული კოფლიქტიც წაარმოიშვა. დონალდ ტუისკი პოლონეთის წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა; მაგრამ....ერთია, როცა ოპოზიციაში ხარ, მტავრობას აკრიტიკებ და მეორეა, როცა ტავად მოხვალ ხელისუფლებაში და პასუხისმგებლობაც უკვე შენბ გეკისრება: გაბედავს კი დონალდ ტუსკი პოლონელი ფერმერების გააფთრებას? სხვა გამოსავალი დებლოკირებისთვის გარდა საპოლიციო ძალის გამოყენებისა, სინამდვილეში არ არსებობს, რაც დიდ წინააღმდეგობას წააწყდება პოლონელი ფერმერებისა და გადამზიდავების მხრიდან.

 

Business Insider იტყობინება ახალი კონფლიქტის შესახებ ჩინეთსა და ტაივანს შორის. ტაივანის სპეცსამსახურებმა დააკაევს პილოტი, რომელსაც უნდა გაეტაცებინა ტაივანის შეიარაღებულ ძალთა საბრძოლო ვერტმფრენი  CH-47F Chinook და გადაეცა იგი ჩინეთის შეიარაღებული ზალებისთვიუს შესასწავლად და დასაკოპირებალდ; დაკოპირებაში და ტრექნოლოგიების მოპარვაში, ზოგადად, ჩიენთის მსოფლიოს ჩემპიონია; ამ მხრივ რუსებიც ვერ შეედრებიან; უფრო ზუსტად, ამ უკანასკნელებს ამის ნიჭი და შნოც არა აქვთ, ტექნოლოგიები მოიპარონ, შეისწავლონ და მათს აფუძველზე `საკუტარი` ტექნიკა გამოუშვან

ტაივანელ პილოტს უნდა გაეტაცებინა ვერტმფრენი, გადაფრენილიყო ჩინურ ავიამზიდზე, რომელიც ზუსტად იმ დროს ატარებდა `წვრთნებს` ტაივანის სანაპიროსთან და სანაცვლოდ მიიღებდა.....15 მილიონ დოლარს!

თუმცა ამ `ოპერაციის` შესახებ ტაივანელებმა გაიგეს, როგორც ცანს ამერიკული სპეცსამსახურების მეშვეობიოთ და იგი ცაიოშალა.

დაკავებულს შპიონაჟისთვის გაასამართლებენ.

კიდევ ერთხელ მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ აშშ სცნობს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას, თუმცა ტაივანს შეუქმნა მძლავრი არმია და აწვდსი მას უახლეს, საუკეთესო შეიაარღებას, რომლსი `მოპარვასაც` ჩიენთი ცდილობს.

რასაკვირველია 15 მილიონი დოლარი ბევრი არაფერია ამ ტექნოლოგიის რეალურ ღირებულებასთან შედარებით.

Chinook მსოფლიოს საუკეთესო საბრძოლო ვერტმფრენად ითვლება მის კლასში.

 

ნორვეგიაში შტირლიცი აღმოაჩინეს და როგორც ხშირად ხდება რუსეთთან დაკავშირებით, ისტორიამ ტრაგიკომიკური ელფერი შეიძინა:

2022 წელს, ნორვეგიის სპეცსამსახურებმა შპიონაჟის ბრალლდებით დააკავეს ნორვეგიის ტრომსეს უნივერსიტეტის პროფესორი, ვინმე ხოსე ასის ჯამარია, რომელიც ბრაზილიის მოქალაქედა ითვლებოდა; ახლა ეს `ბრაზილიელი` საპროცესო გარიგებით აღიარებს, რომ სინამდვილეში რუსი მიხაილ მიკუშინია, რომელიც მრავალი წლის წინ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ГРУ ჩანერგა ჯერ ბრაზილიაში, რათა წლების შემდეგ ევროპაში შემძვრალიყო, ანუ NATO-ს წევრ რომელიმე ქვეყანაში.

შეძვრა კიდეც და წლების განმავლობაში `ნაყოფიერად` იმუშავა.

ნორვეგიელმა ჟურნალისტებმა რუსეთის საელჩოს მიმართეს კომენტარისთვის, თუმცა პ[ასუხი არ მიუღიოათ.

`რატომღაც რომ` რუსეთის საელჩოს დაედასტურებინა რამე.