საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ნოემბერი 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ნოემბერი 2021 წელი

უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი: გუშინ, სტამბულში, `თურქულენოვანი ერების საბჭოს` გადაერქვა სახელი და ეწოდა `თურქულენოვანი ერების ორგანიზაცია`. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ერდოღანი თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკურ `გაფართოებას` ახალ ეტაპზე აიყვანს.

საქართველო ამ პროცესს ყურადღებით უნდა დაკვირდეს, რადგან აქ დიდი რისკებია, თუმცა დიდი შეასძლებლობებიცაა სინამდვილეში, თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ: საქართველო დასჭირდება ერდოღანს, როგორც `ხიდი` სხვა თურქულენოვანი ქვეყნებისკენ.  მათ შორის ცენტრალური აზიისკენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის `საგარეო საქმეთა მინისტრი` დაურ კოვე ნიკარაგუაში იყო `ოფიციალური ვიზიტით`.

როგორც ცნობილია აფხაზეთის `დამოუკიდებლობა` ამერიკის ჯინაზე სცნო ნიკარაგუის მმართველმა დანიელ ორტეგამ, რომელსაც ჯერ კიდევ ბრეჟნევი და ანდროპოვი აჭმევდნენ და გეშავდნენ ამერიკის წინააღდმეგ გასული საუკუნსი 1980-იან წლებში.

კოვემ თქვა სოხუმში დაბრუნების შემდეგ: ნიკარაგუაში ჩემს ოფიციალურ ვიზიტს მიწისძვრა დაემთხვა, მაგრამ ამით ჩემი ვიზიტი კიდევ უფრო სულისშემძვრელად წარმატებული გახდაო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მორიგი სროლა აფხაზეთის `პარლამენტთან`.

ეს უკვე რაღაც პარანოიაა და სრული მარაზმი: ამჯერად დეპუტატი ვალერი აგრბა მონაწილებდა `გარჩევაში`.

თვითონ ბოლო მომენტამდე უარყოფდა, თუმცა კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა გაირკვა, რომ სროლა პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

ახლა იმაზე ატეხა ამბავი `ეს კადრები ვინ და რატომ გაავრცელა - პირადი ინფორმაცია იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყავს მტრები, იქ დგას კომპიუტერი, რომელშიც სათვალთვალო კამერათა მონაცემები ინახება, იქ დაამონტაჟეს და გამივრცელესო`.

 აფხაზეთის `პრეზიდენტ ბჯანიას აგინებს.

 მ ა რ ა ზ მ ი!

მიშამ რომ თქვა ერთხელ: `ენგურს გაღმა ისევ საბჭოთა ზოოპარკიაო`.

ზუსტადაც ასეა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მთიან ყარაბაღში, რომელიც აზერბაიჯანს ჯერ ბოლომდე არ გაუთავისუფლებია, თავი წამოჰყო სომხურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ `დაშნაკცუტუნ`.

ეს ისტორიული ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც სომეხი ერის ბევრი უბედურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მათ შორის პირველი მსოფლიო ომის დროს - 100 წლის და მეტის წინ.

`დაშნაკცუტუნი` ამბობს, რომ ტერორისტულ აქტებს მოაწყობს აზერბაიჯანული არმიის წინააღმდეგ

პირველი ასეთი ტერაქტი უკვე მოაწყო: ბომბი ესრულა აზერბაიჯანულ ბლოკ-პოსტს ქალაქ შუშისთან. სამი აზერბაიჯანელი მეომარი დაიჭრა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდისტი წამყვანი, ვლადიმერ სოლოვიოვი, რომელიც ანტიქართული აგრესიით გამოირჩევა, სკანდალში გაეხვა: ირკვევა, რომ მან სახელმწიფოსგან შარშან აიღო 500 დოლარის დახმარება, როგორც `კოვიდ-პანდემიის დროს დაზარალებულმა ბიზნესმენმა`.

და ეს მაშინ, როცა სოლოვიოვი მილიონერია, იტალიის კომოს ტბაზე 2 მილიონ ევროდ შეფასებულ ვილას ფლობს, როგორც ეს დაადგინა ნავალნიმ ერთ-ერთი გამოძიებით.

სოლოვიოვი ახლა ამბობს:  `არ ვიცოდი...... არ მეგონა.......ბუღალტერს აუღია ჩემს სახელზე......გამომეპარა.....თორემ ამდენი ხალხი უმუშევარი დარჩა, ამდენ ხალხს შია რუსეთში და მე 500 დოლარს როგორ დავხარბდებოდიო......\`

სინამდვილეში, რა თქმა უნდა იცოდა.

ამ ამბავს კომენტარიც კი არ სჭირდება, თუმცა ძალიან მეტყველია თანამედროვე რუსეთისა და პუტინის რეჟიმისათვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კიდევ უფრო გამწვავდა `მიგრანტთა კრიზისი` ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე, რომელიც  სინამდვილეში, გეოპოლიტიკური და საღი აზრის თვალსაზრისით, არის საზღვარი რუსეთსა და ცივილიზებულ ევროპას შორის, რაკი ლუკაშენკოს მარაზმატულ რეჟიმს ძნელად თუ ეთქმის `ცივილიზებული ქვეყანა`.

 არც იმაში ეპარება ვინმეს ეჭვი, რომ როდესაც ერაყელ ქურთებს, ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს აგზავნის პოლონეთის საზღვარზე, რათა მათ გერმანიაში შესვლა მოითხოვონ, ლუკაშენკო პუტინთან შეთანხმებით მოქმედებს.

განსაკუთრებულ აღშფოთებას რუსეთის ქმედებები და ამგვარი `ჰიბრიდული ომი` საზღვარზე (ევროპაში ეს ნომერ პირველი თემაა დღეს - კოვიდზე მეტადაც კი -დ/) დიდ ბრიტანეთში იწვევს.

ინგლისელ პოლიტიკოსთა და სტატუსურ პერსონათა განცხადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს `პიარმა` მარია ზახაროვამ უპასუხა: `ინგლისმა 2014 წელს დიდი როლი შეასრულა ახლო აღმოსაველთში სიტუაციის დაძაბვაში და ახლა, დიახაც, პასუხი უნდა აგოთ თქვენც და ევროპამაც მიგრანტთა კრიზისითო`.

ანუ, აღარც მალავენ, რომ ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ თუ (თუ!) პუტინმა წამოიწყო ახალი ომი უკრაინის დანარჩენი ნაწილის ან უკრაინის თუნდაც შავიზღვისპირეთის დასაპყრობად, //რისი ალბათობა აბსოლუტური არ არის, თუმცა ყოველ დღე იზრდება და `უკანმოუბრუნებლობის წერტილს` უახლოვდება (ოღონდ ჯერ არ გაუვლია ეს წერტილი)//, მაშინ `მიგრანტთა კრიზისი` და ამით დასავლეთის აღშფოთება `დაედება` რუსეთის მორიგი სამხედრო აგრესიით აღშფოთებას.

ასეთ შემთხვევაში სერიოზული კონტრზომების, მათ შორის სანქციების ალბათობა, ისევე როგორც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმიტომ, რომ ერთია როცა `რაღაც ხდება ევროპიდან სადღაც შორს, უკრაინაში` და მეორეა, როცა ეს კოფლიქტი `დაწყვილდება` სხვა განცდასთან:  `ჩემს თბილ და მყუდრო ოჯახში სოფლელ ერაყელთა  შემოვარდნის` მცდელობასთან.

ძალიან რისკიანად თამაშობს პუტინი. დასავლეთს ისეთი ეკონომიკური, ფინანსური და სავიზო ბერკეტები აქვს, 2 დღეში შეუძლია მისი რეჟიმი თუ არ დაანგრიოს, სერიოზულად დაასუსტოს.

რატომ არ აკეთებს დღემდე????? ფილოსოფიური კითხვაა. მარტივი პასუხი ისა, რომ ეშინიათ: გაცოფებულმა პუტინმა შესაძლოა ბირთვული რაკეტები გადასცეს ირანს.

ჭკუა არ დაუშლის, თუ კედელთან მიაყენებენ.

ამასობაში დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსმა, ნიკოლას კარტერმა გააკეთა უმნიშვნელოვანესი განცხადება. მან თქვა, რომ ჯარების ასეთი კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან და მიგრანტთა კრიზისი, სადაც ორივე მხარეს უკვე არა მესაზღვრეები არამედ არმია დგას `ზრდის შემთხვევითი ომის ალბათობას`.

ამაზე ჯერ არავის უმსჯელია, თუმცა მართლაც შესაძლებელია, რომ საზღვარზე ვიღაცამ აბსოლუტურად შემთხვევით გაისროლოს, ვინმე შემთხვევით დაიღუპოს ამ გასროლით, იქ On the ground რომელიმე საველე მეთაურს ეს ომის დაწყებად მოეჩვენოს (მაგალითად რუს მედესანტეთა პოლკოვნიკს, ვინც რუსულ სადესანტო ათასეულთან ერთად პუტინმა გადაისროლა ბელორუსში) და........მერე უკვე შეჩერება ძნელი იქნება.

კარტერი ჭკვიანი სამხედროა და მან ზუსტად შენიშნა მთავარი განსხვავება დღევანდელ სიტუაციასა და 30 წლის წინანდელ `ცივ ომს` შორის, როცა ყველა ელოდა ნებისმიერ წუთს ბირთვული ომის დაწყებას: ჰოდა მაშინ რომ `ყოველ წუთს` ელოდნენ დიდ ომს, თანაც ბირთვულს, ყველა უფრო ფრთხილად იყო ყოველი პოლკოვნიკის და ყოველი ჯარისკაცის თუ მესაზღვრის დონემდე. ახლა, როცა თითქოს ყველამ შვებიოთ ამოისუნთქა, ბირთვული ომის და გლობალური სამხედრო `კლინჩის` საფრთხე აღარ არსებობსო - ინციდენტის ალბათობა კი არ შემცირდა, არამედ გ ა ი ზ ა რ დ ა.

ამასობაში NATO-ს გენმდივამა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა `დაადასტურა რუსული ჯარების სახიფათო გადაადგილება` და `NATO მზად არის მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის`.

ეს კარგი განცხადებაა, რადგან ამას ამბობს არა ევრობანკის პრეზიდენტი, რომლის პასუხი მაქსიმუმ შეიძლება ფინანსური სანქცია იყოს, არამედ სამხედრო ალიანსის გენერალური მდივანი, რომელიც არასდროს არც ერთ მნიშვნელოვან განცხადებას არ აკეთებს NATO-ს მმართველ ორგანოსთან,  ალიანსის `საბჭოსთან` შეთანხმების გარეშე.

გუშინ ამერიკელმა კონგრესმენმა ტერნერმა თქვა ინტერვიუში (უფრო `წამოსცდა`), რომ უკრაინაში უკვე არის ამერიკული სამხედრო კონტინგენტი და მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამერიკამ უკრაინის არმიას 80 ტონა სამხედრო ტვირთი გაუგზავნა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თლიბებმა ქაბულში სამხედრო აღლუმი მოაწყვეს იმის ნიშნად, რომ უკვე არა მეამბოხეები არამედ ხელისუფლება არიან და რეგულარული არმია ჰყავთ.

ამ აღლუმზე გაირკვა,  რომ მათ არა მხოლოდ ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს ხელთ ქაბულის და სხვა ავრანური ქალაქების დაპყრობისას, არამედ რუსულიც. ანუ რუსეთიც ავწდიდა იარაღს ავღანეთის წინა ხელისუფლებას და ეს იარაღიც თალიბებს დარჩათ.

ამავე დროს, თალიბები ამერიკელებს კვლავინდებურად უშედეგოდ ეხვეწებიან, მოხსნას ყადაღა მილიარდობით დოლარზე, რაც ამერიკულ ბანკებშია გაყინული რადგან სხვა შემთხვევაში ავღანელებს სრული შიმშილი ელით.

ანუ, ერთის მხრივ, `ამერიკელებზე გამარჯვებას` ზეიმობენ, მეორეს მხრივ კი ამერიკას სთხოვენ `შიმშილით სიკვდილს გადაგვარჩინეო`.

ჭეშმარიტად, მსოფლიოში ანტიამერიკულ ძალთა თავხედობას საზღვარი არა აქვს და აქ თალიბები გამონაკლისნი ნამდვილად არ არიან.