საერთაშორისო მიმოხილვა. 19 მაისი. 2023 წელი
უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის (პუტინის) რეჟიმის ეგზისტენციურ, სამკვდრო-სასიცოცხლო გამოწვევად იქცა.
იმისთვის, რათა მოკლედ მაინც გავაანალიზოთ, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ან უკვე მოყვა ამ აშკარად მარცხიან სამხედრო ავანტიურას რეჟიმისთვის, ასევე მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს პუტინის რეჟიმი.
დასავლურ ლიტერატურაში მიღებულია ტერმინი `ჰიბრიდული დემოკრატია`. მას რამდენიმე ნაირსახეობა აქვს და ძირითადად მესამე სამყაროს ქვეყნებში არსებულ რეჟიმთა აღსაწერად გამოიყენება.
საქართველო, დასავლელი ეტატისტებისთვის (სახელმწიფოთმცოდნეებისთვის) სწორედაც ჰიბრიდული დემოკრატიაა.
კონტექსტში, ეს `ჰიბრიდული დემოკრატია` გულისხმობს სისუსტესა და განუვითარებლობას.
თუმცა პუტინის რეჟიმის მიმართ ამ ტერმინის ხშირი გამოყენება იმავე ლიტერატურაში, ჩემი მოკრძალებული აზრით, სისტემური შეცდომაა: პუტინის რეჟიმი, რომელიც მან 2 000 წლიდან ჩამოაყალიბა, დემოკრატიის არც ერთ სტადიას და ნაირსახეობას არ განეკუთვნება.
ბევრად უფრო მეტად ეს არის კლასიკური ავტოკრატია დემოკრატიული `დიზაინის` გარეგნული მინარევებით.
ოღონდ ეს `მინარევები` საკმარისად არსებითნი არიან, რათა (დავაკვირდეთ) პუტინი აეძულებინათ, 2008 წელს პირდაპირ კი არ გაეგრძელებინა ავტომატურად ან ერთპიროვნული გადაწყვეტილებით საკუთარი `საპრეზიდენტო` უფლებამოსილება (განა ვინმე ან რაიმე დაუშლიდა თითქოს?), არამედ ფორმალურად 4 წლით მედვედევისთვის `დაეთმო` პრეზიდენტობა, 2012 წელს დაბრუნებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო ათვლა ახლიდან:
საპრეზიდენტო ვადის 6 წლამდე გაზრდა....შემდეგ უკვე `კონსტიტუციური` მეორე ვადა.... მესამე ვადა..... მეოთხე ვადა და ასე იქნება ან იქნებოდა 2036 წლამდე, რომ არა ეს ეგზისტენციური გამოწვევა, რაც მან საკუთარ რეჟიმს თვითონ დაატეხა თავს - უკრაინაში შეჭრით და ევრო-ატლანტიკურ ცივილიზაციასთან ისეთი ხარისხის დაპირისპირებით, როდესაც იმ ცივილიზაციამ მართლა იგრძნო არსებითი საფრთხე და უკრაინას ძალუმად დაეხმარა ყველა თვალსაზრისით; ხოლო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ნამდვილი (არაფეიკური, როგორც 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში) სანქციები შემოიღო.
ნამდვილად სისტემური და საინტერესო კითხვაა, რამ აიძულა პუტინი 2008 წელს 4 წლით `გვერდზე გაწეულიყო` ვითომ?
განა არ შეეძლო (ვიმეორებ) კონსტიტუციაში ერთპიროვნულად შეეტანა ის ცვლილებები, რამაც მოგვიანებით მისცა საშუალება 2036 წლამდე `დაებევებინა` ძალაუფლება?!
ამის გასაგებად გავიხსენოთ მისი ეტიმოლოგია - წარმოშობის ისტორია: პუტინი ელცინის მემკვიდრეა.
ელცინი კი 1990 წელსმ რუსეთის სათავეში მოვიდა `ხალხოსნური` იდეოლოგიით, ვითომდაც `ხალხის` ნებით, სახალხო მოძრაობის ტალღაზე.
ეს `ხლხოსნური` დიზაინი იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ პუტინსაც დასჭირდა საკუთარი რეჟიმის `ხალხოსნურობის` დასადასტურებლად, რასაც რუსები უწოდებენ `Соборность власти». ამიტომ ატარებს არჩევნებს და იყენებს ამ დიზაინს, ვითომდაც ხალხის რჩეულია.
ნიშანდობლივია, რომ ელცინმა მემკვიდრედ დანიშნა არა ჩუბასისი, არა რომელიმე `ლიბერალად` წოდებული თუ შეფუთული პერსონა, არა ვინმე `რეფორმატორი`, ვისაც `დემოკრატის` იმიჯი ჰქონდა, არამედ საშუალო დონის КГБ-შნიკი. არც თუ რაიმე განსაკუთრებულით გამორჩეული `ძალისმიერი ბიუროკრატი` - ვლადიმერ პუტინი, რომელიც, ამასთანავე განასახიერებდა ელცინისდროინდელი რუსული სახელმწიფოს მთავარ სისტემურ თვისებას: ნუვორიშებისა და ოლიგარქების შეზრდას სპეცსამსახურებთან, ზოგადად ძალისმიერ სტრუქტურებთან და `ძალისმიერ` ბიურიოკრატიასთან.
ბევრმა არც იცის, რომ პუტინი, თავის დროზე, როცა კომუნისტური რეჟიმი იშლებოდა, ანუ 1987-1989 წლებში, ერთ-ერთი წარმატებული იყო და აღმოსავლეთ გერმანიიდან (სადაც მსახურობდა КГБ-ს რეზიდენტად) ონკოლოგიური წამლების იმპორტს ახორციელებდა რუსეთში. ძველი კავშირების გამოყენებით.
ანუ პუტინის რეჟიმი არის ძალისმიერი ბიუროკრატიისა და ოლიგარქატის `ორთავიანი ჰიბრიდი`, რომელიც მხოლოდ მანამ ინარჩუნებს თავს, სანამ მისი ორივე შემადგენელი - ძალისმიერი ბიუროკრატიაც და ოლიგარქატიც - 25 წლის წინ გაფორმებულ `კონტრაქტს` იცავს: ბიუროკრატია სახელმწიფოს განამტკიცებს, ოლიგარქები კი ცხოვრობენ ბედნიერად სადმე იტალიის სანახებში, კომოს ტბასთან, საიდანაც მართავენ დიდძალ ბიზნესებს რუსეთში.
ამით განსხვავდება პუტინის რეჟიმი მაგალითად ჩრდილო კორეის ან კუბას რეჟიმებისგან, სადაც ძალისმიერ ბიუროკრატაის არანაირი `კონტრაქტი` არ სჭირდება არარსებულ ოლიგარქიასთან, რაკი ქონების გაყოფაც არ ესაჭიროება: ქონებაც და ყველაფერიც, მათ შორის `ადამიანთა მასალაც` ჩრდილო კორეაში სახელმწიფოს ანუ იმავე ბიუროკრატიის საკუთრებაა.
პუტინის ბიუროკრატიამ 2000 წლიდან ოლიგარქიის მხოლოდ ის ნაწილი დატოვა ხელუხლებელი, რომელიც ხსენებულ `კოტრაქტს` დაიცავდა და ძალაუფელაბს უშუალოდ არ შეეცილებოდა: წაართვა ბერეზოვსკი/პატარკაციშვილს უძლიერესი ტელევიზია - რუსეთის პირველი არხი - და გაყარა ისინი რუსეთიდან; ასევე ციხეში ჩასვა ხოდორკოვსკი.
მას შემდეგ პუტინის ბიუროკრატია და სპეცსამსახურები მტკიცედ აკონტროლებენ მედიას, ყველა ტელევიზიას, ყველა გაზეთს. ოღონდ... ხშირ შემთხვევაში იმავე ოლიგარქების ხელით.
მაგალითად, რუსეთის უდავოდ საუკეთესო გაზეთი Kommersant-daily უზბეკური წარმომავლობის რუსი ოლიგარქის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის საკუთრებაა.
ოღონდ თანამედროვე რუსი ოლიგარქები უკრაინის ომამდე საკუთარ მედიარესურსებს იყენებდნენ არა პუტინის წინააღმდეგ (როგორც იგივე აწ გარდაცვლილი ბერეზოვსკი ან აწგარდაცვლილი პატარკაციშვილი) არამედ ერთმანეთთან ფარული თუ ღია ომებისთვის - რესურსების გადანაწილებისას.
იგულისხმებოდა, დიდი პირობითობით, რომ ისინი ფლობდნენ რუსული ეკონომიკის ყველაზე მსუყე ნაწილებს, ხოლო რუსეთის ძალისმიერი ბიუროკრატია, პუტინით სატავეში უზრუნველჰოფდა ამ რესუსრების ზრდას - ახალი ტერიტორიების შემოერთებას: ყირიმს, დონბასს და ა.შ.
ყირიმი და დონბასი უბრალოდ ტერიტორიები როდია, თუნდაც `საკრალური მნიშვნელობისა`: ყირიმი უდიდესი ბიზნესია; ასევე დონბასი უდიდესი მატერიალური სიმდიდრეა მისი ინდუსტრიული კომპლექსით, მეტალურგიული კომბინატებით, შავ-მიწა ნიადაგით და ა,.შ.
მაგალითად `კერძო არმიის` ჩამომყალიბებელი პრიგოჟინის ინტერესი დონბასზე მარილის საბადოებია (სოლედარში), რომლებსაც მილიარდობით დოლარი შეიძლება მოუტანოს.
ყველაზე მდიდარი რუსი მილიარდერი ვლადიმერ ლისინი ($18,4 მლრდ) თავისი გრანდიოზული მეტალურგიული იმპერიის გაზრდას ლამობს დონბასის მეტალურგიული კომპლექსით და ა.შ.
ოღონდ ეს სისტემა უკრაინის ომმა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა: ძალისმიერმა ბიუროკრატიამ 25 წლოვანი `კონტრაქტი` დაარღვია იმით, რომ......ვერ მოიგო ომი უკრაიანში!!! და არათუ ვერ მოიგო ეს ომი არამედ სამარცხვინოდ აგებს.
შესაბამისად, ოლიგარქებს შეექმნათ პრობლემები.
პირველ რიგში იმიტომ, რომ `გემრიელი ლუკმები` ხელში ვერ ჩაიგდეს, გარდა ამისა, დასანქცირდნენ, კომოს ტბაზე ქონება დაუყადაღეს (თუმცა არ წაურთმევიათ - ჯერ მხოლოდ დაუყადაღეს) იახტები დაუპატიმრეს, ფული გაუყინეს დასავლურ ბანკებში და ა>შ.
ეს ამ ოლიგარქტის მზარდ უკმაყოფილებას იწვევს, რაც `ელიტური ბუზღუნით` ვლინდება:
უკრაინული სპეცსამსახურები წარმატებით `იჭერენ` და აქვეყნებენ რუსეთიდან გაქცეული ოლიგარქების საუბრებს `ნიშანდობლივ` ფიგურებთან, სადაც ისინი ლანძღავენ პუტინს და აშკარად გამოხატავენ უკმაყოფილებას უკრაინის ომის გამო.
ოღონდ უკრაინის ომით რუსი ოლიგარქები მხოლოდ იმიტომ არიან უკმაყოფილონი, რომ..... პუტინმა ეს ომი წააგო!!! პუტინის ძალისმიერმა ბიუროკრატიამ უკრაინა ვერ დაიპყრო, ომი რამდენიმე კვირაში ვერ დაასრულა, დასავლეთი ფაქტის წინაშე ვერ დააყენა და უკრაინა რუსეთის პროვინციად ვერ აქცია - რისი იმედიც ჰქონდათ.
შესაბამისად, `ბუზღუნი` ძლიედრება და აქ არის ალბათ პასუხი კითხვაზე, რატომ არ მიმართავს დასავლეთი ზე-რადიკალურ ზომებს ამ ოლიგარქების წინააღდმეგ ანუ რატომ მხოლოდ დაყადაღება ქონების და არა ჩამორთმევა?
აშკარად იმიტომ, რომ თუ ეს `ბუზღუნი` ღია უკმაყოფილებაში გადაიზარდა, თუ რუსულმა ოლიგარქატმა დაიწყო მისი ფინანსური რესურსების და მედია-რესურსების, ასევე სხვა შესაძლებლობების გამოყენება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს რეჟიმი დ ა ე მ ხ ო ბ ა!
ანუ დასავლეთი იქცევა ჭკვიანურად და რუსული ოლიგარქატის `ინსტრუმენტალიზებას` ცდილობს პუტინის წინააღმდეგ. პოლიტიკა პრაგმატიზმის გარეშე არ არსებობს!
ისევ და ისევ ვიმეორებ: პუტინის ერჟიმი არ არის ჩრდილო კორეა - მას ელიტების, მათ შორის ოლიგარქატის მხარდაჭერა, მისი როგორც `საყრდენის` გამოყენება სასიცოცხლოდ სჭირდება. სხვაგვარად ჩამოიქცევა.
ძალისმიერი სტრუქტურების აშკარა წარუმატებლობა აიძულებს ოლიგარქებს საკუთარი `კერძო` ძალისმიერი დასაყრდენი შეიქმნან, რათა ქონება დაიცვან. სახალხო ბუნტისაც ძალიან ეშინიათ.
პრიგოჟინი ერთი მაგალითია, თუმცა ყველა რუსი ოლიგარქი, `კერძო არასაუწყებო დაცვის` ინსტიტუტების შექმნით ახლა ცდილობს `შემორაგოს` საკუთარი ქონება.
ისტორიული მაგალითით და ანალოგიით თუ ვიტყვით, რუსი `ბოიარები` უკვე ბუზღუნებენ, რომ `მეფე` დასუსტდა და მათ ინტერესებს ვეღარ იცავს. ამიტომაც საკუთარ საბრძოლო `დრუჟინებს` ქმნიან.
ყველაფერი, ისევ და ისევ, უკრაინის ომის `აუთქამზეა` დამოკიდებული: თუ უკრაინამ წარმატებული შეტევა განახორციელა, დონბასი და ყირიმი გაათავისუფლა, რუსეთში შესაძლოა რევოლუციური ცვლილებები განხორციელდეს და ოლიგარქები უმალვე ისკუპებენ ჩასაძირად განწირული გემიდან.
სწორედ მაშინ, შესაძლოა მოხდეს ის, რაც დღეს შეუძლებელი ჩანს: ანუ `არასისტემური` ოპოზიცია, პერსონალურად ალექსეი ნავალნი გმირად და ახალ ლიდერად გამოიყვანონ ციხიდან.
მით უმეტეს, რუსია, ნაციონალისტია და დიდი პერსონალური რესურსიც აქვს `გაურკვევლობის ეტაპზე` ლიდერის მანტია მოისხას.
მიშამ დაწერა რამდენიმე კვირის წინ, რომ არ არის გამორიცხული სწორედ ნავალნი გახდეს `იმის პრეზიდენტი რაც რუსეთისგან დარჩებაო`.
აბსოლუტურად ვეთანხმები.
მაგრამ თუ უკრაინამ წააგო...თუ, ღმერთმა ნუ ქნას, შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, კიდევ უარესი, თუ პუტინმა უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობა შეძლო ამ შეტევის მოგერიების შემდეგ.....რუსული ოლიგარქტისა და რუსული ძალისმიერი ბიუროკრატიის `კონტრაქტი` აღდგება და რეჟიმი ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე ახალი იმპერიის აღდგენაზე დაიწყებს ზრუნვას, რასაც ახლა მხოლოდ ერთი გარემოება უშლის ხელს: უკრაინელი ერის გმირული წინააღმდეგობა.
რაც შეეხებათ რუსული ოლიგარქატის ლიდერებს, ეს არის იგივე ლისინი, ასევე ნორნიკელის მფლობელი ვლადიმერ პოტანინი ($17,3 მლრდ); Мессенджер Telegram ის მფლობელი პაველ დუროვი ($15,1 მლრდ).
და მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს სოციალური ქსელი ფანტასტიურად პოპულარულია რუსეთში - იმდენად, რომ პუტინის სპეცსამსახურებიც კი ვერ Sეძლებენ მის დაბლოკვას რამე რომ იყოს;
ინდუსტრიულ კომპლექსთა `Новатек` და `Сибур` -ის მფლობელი ლეონიდ მიხელსონი - 10,9 მლრდ.
ასევე ინდუსტრიული კომპელქსის «Северсталь», Nordgold, TUI, «Лента», «Силовые машины». ალექსეი მორდაშოვი 13,2 მლრდ. და ა.შ.
ამ ოლიგარქებს ნამდვილად აქვთ საშუალება, რეჟიმი ჩამოშალონ თუ კონსოლიდირებულად იმოქმედებენ.
ოღონდ ასე იმოქმედებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ომს აშკარად წააგებს.
`საშაულედო ვარიანტები` და ომის უსასრულოდ გაჭიანურება ასევე უსასრულოდ გაახანგრძლივებს რეჟიმის აგონიას.