საერთაშორისო მიმოხილვა. 21 მაისი 2023 წელი
აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანმა ამერიკულ მედიას განუიცხადა, რომ აშშ `არ შეეწინააღმდეგება უკრაინის შეიარაღებულ ძალთა დარტყმებს ყირიმზე ამერიკული იარაღით`. თუმცა კვლავინდებურად წინააღდმეგია, ამერიკული იარაღიტ `უკრაინამ რსუეთის სირრმეში განახოლრციელოს დარტყმები`.
ანუ ამერიკამ პირველად გასცა საქნცია ყირიმში რუსული პოზიციების დაბომბვაზ მიუეხდავად იმისა, რომ რუსეთს ყირიმი უკვე თავის `განუყოფელ ტერიტორიად` მიაჩნია. მაგრამ ის რაც მოსკოვს მიაჩნია საკუტარ ტერიტორიად, ამერიკელებისთვის უკრაინაა.
აღსანიშნავია, რომ ჯეკ სალივანი, თანამდებობრივადაც და პიროვნულადაც ჯო ბაიდენის `მარჯევნა ხელია` და იმაზე უფრო ემტადაც კი `ახმოვანებს` ხოლმე უშუალოდ სახელმწიფოს ემთაურის პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე, ვიდრე თვIტს ახელმწიფო მდივანი!
აშკარაა: დასავლეთი `იღლება` უკრაინის ომით;
ოღონდ ეს `გადაღლა` ვლინდება არა იმაში, რომ უკრაინა აიძულონ რაიმე დათმობაზე წავიდეს პუტინთან (ასე უნდოდა და ასე ეგონა თვით პუტინს) არამედ იმაში, რომ მაიწოდონ უკრაიანს მეტი და უფრო ტანამედროვე იარაღი, რატა უკრაინამ დაამარცხოს პუტინი და ამ გზით დაასრულონ ეს ომი!
და ასეთი მიდგომა რომ გაჩნდა დასაველთში, ეს გმირი უკრაინელი ხალხის და გმირი უკრაინელი ჯარისკაცის დამსახურებაა.
თორემ დასავლეთში ბევრია ხალხი, ვისაც ძალიანაც ენდომებოდა პრობლემის უკრაინის ხარჯზე გადაჭრა.
სერბეთში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ამბები: მას შემდეგ, რაც მანიაკებმა ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს უდანაშაულო ადამიანები (დაახლოებით ისე, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ამერიკაში) ასეულობით ათასი სერბი ქუჩაში გამოვიდა და პერზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის გადადგომა მოითხოვა.
ვუჩიჩს ეშინია რევოლუციის და მოსკოვის იმედი აქვს.
დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, რომ ალექსანდრე ვუჩიცსა და მის `პროგრესის` პარტიას არჩევნების არ ეშინია, რადგან ოპოზიცია დაქუცმაცებულია, ამიტომ ყველა რუტინულ არჩევნებს მოიგებს. მაგრამ ეშინია, რომ ოპოზიციური ზალები ქუჩაში გამოიყვანენ პასიიონარულ, აქტიურ უმცირესობას და ეს უმცირესობა მას დაამხობს რევოლუციური გზით.
ამიტომ, სერბეთში სერიოზული შეტაკებები და სისხლისღვრაც კი გამორიცხული არ არის.
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამერიკაში მომავალი მძვინვარე საპრეზიდენტო კამპანიის უმტავრესი თემა, როგორც ცანს, აბოპრტები ხდება.\
არა სამკვდრო-სასიცოხლო ომი უკრაინაში, არამედ აბორტების საკითხი. Pro-Life თუ Pro-choice. ამ სლოგანებით წარიმართება ეს კამპანია.
არაფერი გასაკვირი ამაში არ არის: ამერიკელებსი აბსოლუტურ უმრაველსობას სუსტად აინეტრესებს რა ხდება მათი დიადი ქვეყნის გარეთ თუ ეს უშუალოდ ამერიაკს ან ამერიკელებს არ ეხება.
შესაბამისად, ტრამპის მრჩეველთა გუნდის არჩევანი ამ თემაზე შემთXვევითი არ არის - გამიზნული საარჩევნო სტრატეგიაა, რათა იმ` ნერვს` შეეხონ, რომელიც ამერიკელებისთVის ნამდვიალდ მნIშვნელოვანია და ეს საკითხი ამერიკული `იზოლაციონიზმის` ტრამპისეული ნარატივის ნაწილად აქციონ.
გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა აბორტების აღდგენა უზენაესი სასამართლოს მიერ.
თითქოსდა უცნაური განცხადებაა, რაკი უზენაესმა (საკონსტიტუციო) სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სულ ახლახანს მიიღო, როცა ტრამპი უკვე აღარ იყო პრეზიდენტი მაგრამ.....სწორედ დონალდ ტრამპმა, მისი პრეზიდენტობის დროს, მოახერხა ამერიკის უზენაეს სასამართლოში კონსერვატორი მოსამართეების დანიშვნა, რომლებმაც საბოლოოდ მიIღეს ეს გადაწყვეტილება და ანტიკონსტიტუციურად ჩათვალეს ნორმა, რომელიც შტატებს უკრძალავდა აბორტებზე შზღუდვის დაწესებას ან მათ სრულად აკრძალვას.
უფრო ზუსტად, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აბორტის უფელბა არ განეკუთვნება ამერიკის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებათა ნუსხას, მასასადამე შტატებს დამოუკიდებალდ შეუძლიათ თავიანთი საკანონმდებლო ორგანოების დონეზე გადაწყვიტრონ საკითხი: შეზღუდონ, დაუშვან თუ მთლიანად აკრძალონ აბორტები.
აქ მნIშვნელოვანი, ნამდვიალდ არსებითი და სისტემური საკითხი ის არის, რომ ჯერ ერთი, აბორტებს თითქოსდა აღარ შეიძლება ჰქონდეთ ამერიკაში ისეთი მნიშვნელობა, რაც ჰქონდათ გასული საუკუნის 60-იან, 70-იან წლებში, რადგან დღეს არსებობს განვითარებული ფარმაცევტიკა, `დაცვის` სხვადასხვა საშაულებები და ა.შ. მაგრამ.....`აბორტები`, Pro-Life თუ Pro-choice ამერიკის კონსერვატიულ-ლიბერალური დისკურსის განიყოფელ ნაწილად იქცევა. ყოველ შემთXევვაში, ტრამპის გუნდი ამას ძალიან ნიჭიერად ცდილობს: ეს თემა იყოს მტავარი განსხილველი საკითხი მომავალ არჩევნებზე ამერიკელ კონსერვატორებსა (რესპუბლიკელებს) და ამერიკელ ლიბერელებს (დემოკარტებს) შორის.
განსაკუთრებითს აგულისხმო კი ისაა, რომ აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით (სოციოლოგია ამერიკული ცივილიზაციის `მოგონილია`) ამერიკელთა დაახლოებით 2/3 წინააღმდეგია აბორტების აკრძალვის. ანუ Pro-choice ემხრობა.
მაშ თითქოსდა რატომ ცდილობს ტრამპი სწორედ ამ უმცირესობის ანუ ერთი მესამედის ფანატიკური მხარდაჭერა დაიბევოს?
საქმეც ისაა, რომ ეს ერთი ესამედი განსაკუთრებით აქტიური, განსაკუთრებით შეუვალი და `მოქმედებისთვის მზადყოფნია`
სწორედ ეს `პასიონარული უმცირესობა` შევარდა კონგრესში 2021 წლის 6 იანვარს და არ არის გამორიცხული.......მორიგი რევოლუციაც კი სცადოს 2024 წლის არჩევნების შემდეგ, თუკი დონალდ ტრამპი იმ არცევნების შედეგჰს გაყალბებულად გამოაცხადებს.
ეს ჩვენი ანალიზი კი არ არის - ასე ფიქრობს ამერიკელ ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი სხვა ახსნას ვერ უძებნიან ტრამპის ინტენციას, აქციოს `აბორტები` საკუთარი სააღჩევნო` დისკურსის` ქვაკუთცხედად და ამით მოიგოს გული ყველაზე კონსერვატიული, ფანატიკურად განწყობილი ემრიკელებისა.
თუმცა....მეორეს მხრივ, როგორც სხვა ანალიტიკოსები აღნიშანვენ, დონალდ ტრამპს ის ძველბერძნული (ჰერაკლიტე) სიბრძნე შეუშლის ხელს, რომ `ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ`
როგორც გატყობინებდით, ვოლგოგრადში რუსმა გვარად ჟურავლიოვი, მეჩეთის წინ ყურანი დაწვა და ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელა. ამის შედმეგ რსუეთის პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება საქმე გამოსაძიებალდ.....ჩეჩნეთის პროკურატურას გადასცეს, სადაც გაცემულია ორდერი ჟურავლიოვის დაკითხვაზე დაბარების, შედმეგ მისი დაკავების და ჩეჩნეთში გასამართლების შესახებ.
სად ვოლგოგრადი და სად ცეჩნეთი? ვოლგოგრადშივე რატომ არ ასამართლებენ? რუსული პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჩეჩნეთში მცხოვრებმა მუსლიმანებმა იჩივლეს.
თუმცა რეალური მიზეზი ისაა, რომ პუტინს ძალიან სჭირდება ჩეჩნეთის `მიკროდიქტატორი` კადიროვი: თუ მოსკოვში რევოლუცია დაიწყო, პუტინი კადიროვს და მის მრავალათასიან კაციჭამია ბოევიკთა ბანდას დაეყრდნობა მოსკოვური რევოლუციის ცასახშობად ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსულმა არმიამ და შსს-მ უარი თქვა სახალხო აჯანყების ჩახშობაზე. ეს გამორიცხული არ არის, იმდენად არაპოპულარული ხდება რუსულ არმიაში და ძალისმიერ სტრუქტურებში ეს მარცხიანი ომი.
არადა, რას მოესწრო რუსეთი?! ჰყავს დიქტატორი, რომელმაც შესაძლოა ჩეჩნებს დაახოცინოს მოსკოველი რსუები, რათა მათ რევოლუცია არ მოაწყონ და პუტინი კრემლის ქონგუზრე არ ჩამოჰკიდონ.
ჩეჩნები რომ `სიამოვნებით` შეასრულებენ ამ ბრძანებას, ეს კიდევ ცალკე თემაა.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ბანანი მიაკუთვნოს `სოციალურად მნიშვნელოვან და არსებიტ პროდუქტთა` კატეგორიას.
ერთი შეხედვით თითქოს აბსურდული გადაწყვეტილებაა, რადგან ბანანის გარეშე ადამიანი არ მოკვდება. პურისგან განსხვავებიოთ ბანანს სასიცოცხლო მნიშვნელობა არ გააჩნია.
მაგრამ.....ეს კომიკური გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ომს. საქმე ის გახლავთ, რომ 2022 წელს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა შემოღების შედეგად, შემცირდა `მესამე მსოფლიოს` ქვეყნებიდან ბანანის ექსპორტი რუსეთში. მტავარი ექსპორტიორო იყო ეკვადორი, საიდანაც რუსეთში ყოველწლიურად 1,5 მილიონი ტონა ბანანი იგზავნებოდა.
ეკვადორი არ სეერთებია ანტირუსულ საქნციებს, მაგრამ პრობლემები შეექმნა ლოგისტიკას, გადატვირთვას, გადასატვირთ პუნქტებში მომსახურებას და ა.შ და ა.შ. ანუ დაირღვა (სპეციალური ტერმინით) `ლოგისტიკური ჯაჭვი.
არადა ბანანი, როგორც აღმოჩნდა, რსუებს ზალიან უყვარს. ეს შესწავლილია მარკეტინგში: ჩრდილოურ ქვეყნებში ზოგადად პოპულარულია `სამხრეთული` და სუბტროპიკული ან ტროპიკული პროდუქტები. საბჭოთა დროს საქართველოდან (აფხაზეთიდან) სადღაც მურმანსკში თვითმფრინავით გადაზიდული რამდენიმე ტორამა (ჩემოდანი) მანდარინი `ავტომანქანა ჯუგულს ყიდულობდა. ლიმონი - მით უმეტეს.
ბანანის შემთხვევაში კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ განსხავვებით ფრანგული ყველისაგან, რომლის ექსპორტი რუსეთში აიკრძალა, თუმცა მას მხოლოდ რუსული ელიტა მიირთმევდა, ბანანი `მასობრივი პროდუქტია`. შესაბამისად თიტქაოს წვრილმანია, თუმცა პუტინის ადმინისტრაცია ყურადღებაით ადევნებს თვალს სოციალურ აღქმებში მიმდინარე პროცესებს და ეს აკრძალვა (ვიმეორებ თითქოს წვრილმანია) ერთ-ერთი მცირე, თუნდაც, მაგრამ ფაქტორი ხდებოდა შეგნებული თუ ქვეცნობიერი უკმაყოფილებისა, გადაღლისა ამ ომით. სხვა უამრაც ფაქტორთან, `კუბოებთან` და ა.შ ერთად რასაკვირველია და არა ცალკე აღებული.
ამიტომ, გუშინ რუსეთის მტავრობამ გადაწყვიტა, `გაანულოს` საბაჟო ტარიფები ბანანის იმპორტისთვის, ართა ეკვადორელი და სხვა ექპორტიორებისთვის ამ პროდუქტის რუსულ ბაზარზე შეტანა ისევ მომგებიანი გახდეს, როგორც ომამდე.
ვიმეორებ: ეს თიტქოს `წვრილმანი` ნიუანსია. თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალუტრად კი ასეთი `წვრილამნებით `ი იქსოვება ის დიდი კრიზისი და ცუნამი, რომელიც შესაძლოა პუტინს თავს დაატყდეს უშუალოდ რსუეთში. მით უმეტეს სამხედრო მარცხის შემდეგ.
დათო