საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ივნისი. 2023 წელი

ზელენსკიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა CNN-თან ინტერვიუში.

ინტერვიუ შედგა ოდესაში (!)

თეზისურად:

ა) ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინული კონტრშეტევა რთულად მიმდინარეობს, რადგან რუსეთმა მოასწრო (!) შეექმნა ღრმად ეშელონირებული დაცვა.

ბ) მისი თქმით, რუსეთი ამას ვერ მოასწრებდა, უკრაინას რომ ადრე დაეწყო კონტრშეტევა, რაც ვერ მოხერხდა, რაკი დასავლეთმა შეტევითი იარაღი დაუგვიანა უკრაინას

გ) `სამწუხაროდ, რუსეთს ჰქონდა დრო, მთლიანად დაენაღმა ტერიტორია` - აღნიშნა ზელენსკიმ და ამით ზუსტად მიანიშნა მთავარ მიზეზზე, რის გამოც ფერხდება უკრაინული კონტრშეტევა: ტანკსაწინააღდმეგოი ნაღმები, რომლებიც მილიონობით ჩადო რუსეთმა უკრაინული შეტევის ყველა შესაძლო მიმართულებაზე.

დ) ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უფრო თანამედროვე იარაღი. მათ შორის დიდი სიშორის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რასაც ამერიკელები ჯერ არ აწვდიან. თუმცა კონგრესმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, მაგრამ თეთრი სახლი აყოვნებს იმის შიშით, რომ უკრაინა რუსულ ქალაქებს დაბომბავს უკრაინული ქალაქების დაბომბვის პასუხად, რის შემდეგაც პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ე) ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა მიიღებს დიდი სიშორის ტაქტიკურ რაკეტებს, ეს საშუალებას მისცემს უკრაინულ არმიას დაიწყოს შეტევა რამდენიმე ახალი მიმართულებით ისე, რომ აიძულოს რუსეთი `გაწელოს ფრონტი`.

ვ) უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკამ უნდა დააჩქაროს F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება (და არა მხოლოდ მფრინავების ხანგრძლივად და გაჭიანურებულად `მომზადება`), რათა უკრაინამ გაანულოს რუსეთის უპირატესობა ჰაერში ფრონტის ხაზზე.

საქმე ისაა, რომ დასავლეთმა უკრაინას მიაწოდა შესანიშნავი ჰაერსაწინააღდმეგო სისტემები, რითაც უკრაინამ ფაქტიურად `დახურა ცა` რუსული არა მხოლოდ ბომბდამშენებისთვის, არამედ შემტევი სარაკეტო სისტემებისთვის. ულტრა-ზებგერითი რაკეტებიც კი ჩამოაგდეს. მაგრამ.....უშუალოდ ფრონტის ხაზზე (!!!) ეს სისტემები შედარებით ნაკლებ ეფექტურია. იქ ავიაციაა საჭირო, რათა მან თუნდაც `გაანულოს` მტრის ჰაერში უპირატესობა.

ზ) უაღრესად მნიშვნელოვანი რამ თქვა ზელენსკიმ `ვაგნერის ამბოხზე` საუბრისას. მან მიანიშნა (პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა მიანიშნა) დასავლეთს, რომ დასავლურმა სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ რუსულ ელიტებში შიდა განხეთქილების გასაძლიერებლად, რაკი, მისი თქმით `რუსეთის მოსახლეობის ნახევარი პრიგოჟინს უჭერდა მხარს, მეორე ნახევარი კი - პუტინს`.

ზელენსკის არ უთქვამს, რომ იყო მესამე ნაწილიც, ანუ კატეგორია (უმრავლესობა) რომელიც ისე აკვირდებოდა მოვლენებს, როგორც `კოლოსეოს` ტრიბუნებზე მსხდომი `მაყურებელი`- გლადიატორთა ბრძოლას ძველ რომში. და იმის მხარეს გადაიხრებოდა (პრიგოჟინის ან პუტინის) ვინც გაიმარჯვებდა ან გამარჯვებადად გამოჩნდებოდა ამ `მაყურებლის` თვალში.

შესაბამისად, რუსეთში სამოქალაქო ომის პროვოცირება დასავლეთის სტრატეგია უნდა იყოს. აი მაშინ კი ნამდვილად დაემხობა პუტინის რეჟიმი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

4 ივლისის დღესასწაული (The independence day) გახდა ამერიკაში ნამდვილი საარჩევნო კამპანიის დასაწყისი: დონალდ ტრამპმა დიდ მიტინგზე განაცხადა, რომ `1776 წლის 4 ივლისის იდეალთა დაბრუნებას აპირებს ამერიკაში`.

მისი მოწინააღდმეგეები აღიარებენ: მიმდინარე საარჩევნო კამპანიას რამდენიმე თავისებურება აქვს, რაც მას უნიკალურად აქცევს

ა) არასდროს ამერიკის ისტორიაში ასეთი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა Primaries, ანუ შიდაპარტიულ არჩევნებს რესპუბლიკელებში.

`რესპუბლიკური ელიტები` საგონებელში არიან ჩავარდნილნი, როგორ `მართონ` ტრამპის ფენომენი მაშინ, რდოესაც ტრადიციული რესპუბლიკელი ამომრჩეველი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს მას და ყველა სხვა `რესპუბლიკელი` კანდიდატი მნიშვნელოვნად ჩამორჩება.   

 

ბ) დონალდ ტრამპს აქვს რეალური შანსი გახდეს პრეზიდენტი, ანუ დაამარცხოს ნებისმიერი დემოკრატი კანდიდატი, მათ შორის ჯო ბაიდენი. გარანტირებული  არ არის, მაგრამ შანსი აქვს. შესაბამისად, ამერიკული ელიტები (არა მხოლოდ `რესპუბლიკელები, არამედ ზოგადად ამერიკული ელიტები) შიშით ძრწიან: `ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა კიდევ უფრო მძვინვარე იქნება ვიდრე პირველიო`.

ნამდვიალდ ასეა:  ტრამპს მიაჩნია, რომ მის პირველ საპრეზიდენტო ვადას ხელი შეუშალა კორონავირუსის პანდემიამ. სხვა შემთხვევაში ის მოასწრებდა იმ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკაში, რასაც 2016 წელს დაჰპირდა ამომრჩეველს.

რესპუბლიკელებს შორის ტრამპის რეიტინგი 47%-ია, ხოლო ფლორიდის გუბერნატორ დესანტისისა - 26%. მაიკლ პენსი, მიუხედავად აქტიურობისა, სათვალავში ჩასაგდები საერთოდ არ არის.

 

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები დიდი ვერაფერი შვებაა `რესპუბლიკელებისთვის`, რადგან ჯერ ერთი, 2024 წლის ნოემბრამდე განაჩენი შესაძლოა ვერ დადგეს, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ძლიერი ადვოკატთა გუნდი ჰყავს ტრამპს და მეორეც, ტრამპის დაპატიმრება გამოიწვევს მისი ელექტორატის კიდევ უფრო მეტ ორგანიზებას და ქუჩის ბრძოლებს. ამერიკული კანონმდებლობით, დაპატიმრება და ციხეში გაშვება არ იწვევს კანდიდატის ჩახსნას საარჩევნო კამპანიიდან.

 

2016 წლის არჩევნებზე პუტინი ყველანაირად ეხამრებოდა ტრამპს - კლინტონის წინააღდმეგ.

რატომ? იმიტომ, რომ ის არის...`ამრევი`!

ტრამპი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც კი ამერიკულ დემოკრატიას ჰქონია XIX საუკუნის სამოქალაქო ომის შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 გუშინ პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა შვედეთის პრემიერ მინისტრ ულფ კრისტენსონს. მთავარი თემა, რასაკვირველია, შვედეთის NATO-ში გაწევრება იყო, მიუხედავად თურქეთის წინააღდმეგობისა.

 ვილნიუსის სამიტამდე კვირაზე ნაკლები რჩება, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არსებობს ინდიკაციები იმისა, რომ ერდოღანი რაიმე კომპრომისზე აპირებს წასვლას. მით უმეტეს, როცა სტოკჰოლმში ყურანის დაწვამ კიდევ უფრო გაზარდა ფსონები.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, თურქეთი ახლა ალბათ თანხმობის სანაცვლოდ მეტს მოითხოვს, ვიდრე მანამდე ითხოვდა. მხოლოდ F-35 გენიალური თვითმფრინავი აღარ იქნება საკმარისი.

ვაჭრობა გრძელდება და გაგრძელდება სამიტის შემდეგაც. ერდოღანი ელის, როდის ჩაცხრება ვნებათა ღელვა მის ქვეყანაში ყურანის დაწვის გამო. მერე დაალაგებს მაგიდაზე ახალ მოთხოვნებს.

თუმცა მოთხოვნები მარტო ერდოღანს არ ექნება: უნგრეთმა განაცხადა, რომ თავის პოზიციას შვედეთის ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით გამოხატავს მას შემდეგ, რაც თურქეთი მოაწერს ხელს.

ორბანის მოთხოვნა რა შეიძლება იყოს?

  F-35-ები მას არ აინტერესებს, რაკი თურქეთისაგან განსხვავებით უნგრეთს იმპერიული ან ნეოიმპერიული ამბიციები არა აქვს ლიბიაში, აზერბაიჯანში, სირიაში, ერაყში და ასე შემდეგ.

როგორც ჩანს, ვიქტორ ორბანის მოთხოვნები ღიად ან ფარულად დაუკავშირდება ევროკავშირის ფარულ თუ ღია სანქციებს, რაც უნგრეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში დაადეს ავტორიტარიზმის გამო და ზოგიერთი მიმართულებით ნამდვილად შეზღუდეს.

სისტემურად ეს იმას ნიშნავს, რომ ევრო-ატლანტიკურ ცივილიზაციას გარკვეულწილად (!), რაღაც ხარისხით `დაუბლაგვდა`  ის `სოლიდარობის მაიძულებელი ინსტრუმენტები`, რითაც მან, მაგალითად, 1999 წელს აიძულა საბერძნეთი, დათანხმებოდა იუგოსლავიაში NATO-ს სამხედრო ოპერაციას.

და ეს პროცესი ძალიან ცუდია. ავისმომასწავებელია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც: `კონსენსუსი` ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში წარმატებით მუშაობდა მანამ, სანამ წარმატებით მუშაობდნენ ხსენებული `ინსტრუმენტები`. უნგრეთიც კი (!) რომ ამდენს ბედავს უკვე, ეს არის წორედ ძალიან ცუდი მარკერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელში განახლდა პროტესტები სასამართლო რეფორმის საწინააღმდეგოდ.

ოპოზიციის აზრით ეს რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობას ემუქრება, რაკი მინისტრთა კაბინეტს აძლევს ბერკეტებს და იურიდიულ ინსტრუმენტებს სასამართლოს საქმეებში ჩაერიოს.

დემონსტრანტებმა რამდენიმე ქალაქში გადაკეტეს სააავტომობილო გზები.

პოლიციამ წყალსატყორცნი მანქანები გამოიყენა.

გაზაფხულზე ამ პროტესტებში 500 000 ადამიანი მონაწილეობდა.

მოსალოდნელია, რომ ზაფხულის განმავლობაში მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება.

თუმცა ისრაელის სახელმწიფო იმდენად `საათივით აწყობილი` და სტაბილური სისტემაა, ასეთი თუნდაც მილიონიანი პროტესტები ვერაფერს დააკლებს.

და ვერც სახელმწიფო სტრატეგიის გატარებაში შეუშლის ხელს. რამდენიმე დღის წინ ისრაელის არმიამ კვლავ შეუტია პალესტინელებით დასახლებულ ბანაკებს დასავლეთ სანაპიროზე იმ მიზეზით, რომ იქ ტერორისტები იმალებოდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 

 საოცარი რამ მოხდა თეთრ სახლში: დაცვამ `ოვალური კაბინეტიდან` რამდენიმე მეტრში იპოვა თეთრი ფხვნილი. ეგონათ რაღაც მასობრივი განადგურების იარაღი, განახორციელეს თეთრი სახლის სრული ევაკუაცია, გამოიძახეს პენტაგონი და აღმოჩნდა......კოკაინი!

გადასარევი ამბავია მართლა: რა უნდა კოკაინს თეთრ სახლში?!!!

პრეზიდენტი ბაიდენი ამ დროს ოვალურ კაბიენტში არ იმყოფებიოდა - კემპ დევიდის რეზიდენციაში იყო, თორემ ეჭვი არ შეგეპაროთ: პრეზიდენტის პირადი დაცვა, პროტოკოლისა და ათასჯერ დატრენინგებული `მოქმედების ალგორითმის` შესაბამისად ჩაავლებდა მკლავებში ხელს და ძალით გააქანებდა ვერტმფრენისკენ.