საერთაშორისო მიმოხილვა. 4 აპრილი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 აპრილი 2022 წელი

ბუჩას ტრაგედიამ და მსოფლიო აღშფოთებამ, მოსალოდნელმა მორალურ-პოლიტიკურმა და სამხედრო მარცხმა შესაძლოა დაამოტივიროს პუტინი, რათა `კომპენსაციისათვის` (საკუთარი შოვინისტურად განწყობილი მასის თვალში კომპენსაციისათვის) გადადგას ნაბიჯები იქ, სადაც ნაკლებ წინააღდმეგობას ელის. მაგალითად საქართველოს  წინააღმდეგ. ამრიგად, სულაც არ არის გამორიცხული, პუტინმა მართლაც დაიწყოს უკვე მაისში ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` ანექსიის პროცესი და კვლავ, ამის მთავარი მოტივატორი იქნება არა იმდენად ცხინვალის ხელისუფალთა მოთხოვნა, არამედ ბუჩას ტრაგედია.

შეგახსენებთ: მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა შეწყვიტეს (იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ) შეტევა კიევზე და ჯარები გაიუვანეს ბელორუსში, იქედან კი დონბასზე, აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიყვანეს იქ ახალი შეტევის განსახორციელებლად, უკრაინელმა ჯარებმა, მათთან ერთად უკრაინელმა და დასავლელმა ჟურნალისტებმა კიევის მიმდებარე პატარა ქაალქებში, ამთ შორის ირპენში, ბუჩაში აღმოაჩინეს ასეულობით დახვრეტილი, ხელფეხშეკრული ადამიანი.

პირდაპირ ქუჩაში ეყარენ. მათ შოპრის ქალები.

ამ კადრებმა მსოფლიო  მოიარა და ზუსტად ისეთივე რეაქცია გამ,ოიწვია, რაც იუგოსლავიის სრებრენიცაში, 1999 წელს, როცა სერბების მიერ დახოცილი ასეულობით მუსლიმის კადრებმა შეძრა დასავლეთი, რასაც მოჰყვა NATO-ს სპეცოპერაცია და მილოშევიჩის სერბული რეჟიმის განადგურება. რამდენიმე წლის შემდეგ კი მილოშევიჩმა სიცოცხლე დაასრულა ჰააგის ტრიბუნალის ციხეში.

ბუნებრივია, 5 000 გამანადგურებელი ბირთვული მუხტის მქონე პუტინს (ამ იარაღით ათჯერ ზედიზედ შეუძლია მთელი დედამიწა მოსპოს) ასე პირდაპირ ომს ვერ გამოუცხადებს დასაველთი, როგორი შეძრულიც არ უნდა იყოს ბუჩას საშინელებით, მაგრამ უფრო მძიმე სანქციები უკვე გარდაუვალია. მათ შორის განიხილება ყველა ბანკის (და არა მხოლოდ დიდი რუსული ბანკების) საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემიდან SWIFT ამოშლა და ვიზების გაცემის შეწყვეტა რუსეთის მოქალაქეებისათვის; ასევე უკვე გაცემული გრძელვადიანი ვზიების, ასევე Residence permit (ე.წ. `green card` - ების და მისი ანალოგების) გაუქმება გარდა იმ ცხოვრების უფლებისა, რომლებიც ლატარეაშია მოგებული. ასევე განიხილება `ოქროს პასპორტების` გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისათვის, როდესაც მდიდარი რუსები ფულს იხდიდნენ და ამა თუ იმ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობას იღებდნენ.

სხვა ინსტრუმენტებიც რჩება დასავლეთს, გარდა ბირთვული ომისა და ვეღარ უშველიან `სასარგებლო იდიოტები`, რომლებიც კვლავინდებურად ლობირებენ რუსეთის ინეტრესებს. ბევრი მათგანი მიხვდა კიდეც და შეწყვიტა მავნებლობა. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ არა მხოლოდ ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანი, რომელიც პუტინის მთავარ `გამპრავებლად` ითვლებოდა ევროპაში, რომელმაც მოსკოვის წინააღდმეგ ყველაზე სასტიკი სანქციების შემოღება მოითხოვა, არამედ ისეთი ფიგურები, როგორიცაა ფრანგი ემცნიერი, პოლიტოლოგი ჟორჟ ნივა - ლამის პუტინის მაღმერთებელი. ახლა ისიც ნანობს და წყევლის პუტინს

ამ ვითარებაში პუტინს აუცილებლად მოუწევს როგორც მინიმუმ ცეცხლი შეწყვიტოს თუნდაც იმ ხაზზე, სადაც ახლა იმყოფება, რაც აუცილებალდ იქნება აღქმული რუსეთში სერიოზულ მარცხად.

რით შეუძლია საკუთარი ხალხის და ელიტების თვალში ამ სამარცხვინო როგორც მორალური, ასევე სამხედრო მარცხის კომპენსირება?

ერთადერთით დღეს: სკივრიდან 2008 წლის დემაგოგიურ ნარატიოვთა ამოღებით, რომ (თუმრე, თურმე!) ``ჩვენ, რუსები, დიდი რუსი ერი კი არ აწყობს გენოციდებს, აი (თურმე) პირიქით, ჩვენ ვიცავთ დაჩაგრულებს გენოციდისგან - ჩვენ გადავარჩინეთ (თურმე-დ.) ქართული ფაშიზმისგან მცირერიცხოვანი ოსი ხალხი 2008 წელს, ასევე მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხი და ახლა.....ეს რუსული კეთილშობილება დასტურდება იმით, რომ ჩვენს მიერ გენოციდისგან გადარჩენილი მცირერიცხოვანი ოსი ხალხი მთელი მსოფლიოს წინაშე მოგვმართავს თხოვნით, მივიღოთ იგი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, სადაც ისინი (თურმე) დაცულნი იქნებიან``

თუ მოსკოვში გაიმარჯვებს ეს მოტივაცია ამ ვითარებაში `ცხინვალით` სხვა მარცხის კომპენსირების და რეჟიმის 9`გაპრავებისა`, ნამდვილად არ არის გამორიცხული, პუტინმა ეს ნარატივი განავითაროს და `სამხრეთ ოსეთის` ხელისუფლებას მწვანეც აუნთოს.

სანქცია რომ გაცემულია, ამაზე ზოგიერთი ნიშანი უკვე მეტყველებს. მაგალითად, ცხინვალის დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი აქრტიურად მონაწილეობს საკუტარ საარჩევნო კამპანიაში (`საპრეზიდენტო არჩევნებია` 10 აპრილს), მონაწილეობა მიიღო სამ თოლქ-შოუში, სამ დებატში სხვა კანდიდატებთან, მაგრამ.....არც ერთხელ არ უხსენებია `რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთიუს შესასვლელად რუსეთის შემადგენლოაბში`.

არც ერთხელ.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს მისი სურვილი და პროგრამა არ არის - სულ ამაზე ლაპარაკობდა რამდენიმე წლის წინ, თუმცა მაშინ მოსკოვი ცდილობდა `ოცნების ხელისუფლება` `ხელზე მიეჩვია` და აუკრძალეს ენის დაგრძელება.

და მოულოდნელად, 31 მარტს, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 32-ე წლისთავზე (1991 წლის 31 მარტი) ანატოლი ბიბილოვი ტელევიზიით გამოდის და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ჩაატარებს რეფერენდუმს რუსეთთან შეერთების შესახებ.

მაშასადამე, `აუნთეს მწვანე` და დართეს ნებართვა მოსკოვიდან.

ალგორითმი ასეთია: ჯერ `სამხრეთ ოსეთის` ტერიტორიაზე, სადაც ქართველთა ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ჩატარდება რეფერენდუმი, რომელსაც რასაკვირველია მსოფლიო არ სცნობს. რუსეთის ტრადიციული `სასარგებლო იდიოტებიც` კი არ ჩავლენ ზემოთხსენებული მიზეზით `დამკვირვებლებად`. ამის ნაცვლად `რეფერენდუმზე` დასაკვირვებლად ჩავლენ ე.წ `დნესტრისპირეთის`, ე.წ. `დონეცკის რესპუბლიკის`, ე.წ. `ლუგანსკის რესპუბლიკის` დამკვირვებლები.

რეფერენდუმზე რასაკვირველია 99,99% ხმას მისცემს რუსეთთან მიერთებას ყოფილი `სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური ოლქის` საზღვრებში. არადა, სხვა ოსი ლიდერები მოითხოვდნენ (მაგალითად კოკოითი) ჯერ თრუსოს ხეობა ყაზბეგი და გუდაური წავართვათ ქართევლებს რუსის ჯარის დახმარებით და მერე შევუერთდეთ რუსეთსო.

რეფერენდუმის შედეგები, რუსული კანონმდებლობით უნდა განიხილოს რსუეთის პარლამენტის (ფედერალური საკრებულო ქვია რუსულ პარალმენტს) ქვედა პალატამ ანუ სახელმწიფო დუმამ; რა თქმა უნდა მოიწონებენ. შემდეგ საკითხი გადის იმავე ფედერალური საკრებულოს ზედა პალატის სხდომაზე, რომელსაც ეწოდება `ეფდერაციის საბჭო`. იქაც, რა თქმა უნდა დაამტკიცებენ და დააკმაყოფილებენ ოსი ხალხის ამ თხოვნას იმ მოტივით, რომ `ოსი ხალხი გაყოფილი ხალხია (თურმე) როგორც გერმანია იყო გაყოფილი და გაეღთიანდა, როგორც კორეელი ხალხია (თურმე) გაყოფილი და გაერთიანდა და სხვა ამგვარი უსინდისო დემაგოგიით.

ამის შემდეგ, ფედერალური საკრებულოს სპეციალურ კანონს `სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღების შესახებ` ამტკიცებს საკუთარი ხელმოწერით პრეზიდენტი ვალდიმერ პუტინი და `სამხრეთ ოსეთი`, ჩვენი ისტორიული შიდა ქართლის ცენტრალური ნაწილი, მათ შორის სამაჩაბლო ხდება რუსეთის ფედერაციის 86-ე სუბიექტი. ახლა რსუეთის ფედერაციაში 85 სუბიექტია.

შემდეგ ოსურ ელიტათა გეგმით, უნდა ცატარდეს `გამაერთიანებელი რეფერენდუმი`, როდესაც სამხრეთ და ჩრდილო ოსეთში ტარდება ერთობლივი რეფერენდიმი და ეს ორი` რესპუბლიკა` ერთიანდება რუსეთის შემადგენლოაბში სახელწოდებით `ოსეთი-ალანია`.

მივაქციოთ ყურადღება, რომ ახლა სახელწოდებები აქვთ `სამხრეთ ოსეთი - ალანია` და `ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია`. ოფიციალურად დააკანონეს ეს სახეწლოდებები სეპარატისტულმა ელიტებმა, ართა ნიადაგი შეემზადებინათ გაერთიანებისათვის. სინამდვილეში ოსური სეპარატისტული ელიტების ისტორიული ოცნება სწორედ ესაა: `ოსეთის გაერთიანება` ისე, რომ ყაზბეგის მყინვარწვერიც კი `ალანიას` ცენტრში აღმოჩნდეს და `ოსი ერის სიმბოლოდ` იქცეს.

ოღონდ......ასე მარტივად მაინც არ არის საქმე როგორც ოს სეპარატისტებსა და მათ მოსკოველ ლობისტებს მიაჩნიათ, რა გავლენიანებიც არ უნდა იყონ ეს ლობისტები პუტინის ადმინისტრაციაში.

მაგალითდ, ბევრი უფრო ფრთხილი რუსი ჩინოვნიკი (მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი) ამ თემაზე შიდა დისკუსიებისას სვამს კითხვას: რა საზღვერბში ვიღებთ `სამხრეთ ოსეთს` და სად უნდა დადგნენ რუსი მესაზღვრეები? ოსები მოითხოვენ, 1985 წლის საზღVრებში მივიღოთ. მერედა ბევრი ქართული სოფელი, სადაც ჯერ კიდევ ვრცელდება საქართველსო იურისდიქცია და სადაც ქართველი პოლიციელები, ასევე ევროკავშიორის დამკვირვებლები დგანან, ამ საზღვრების შიგნითაა! ანუ ახალი ომი დავიწყოთ? ახალი ეთნიკური წმენდა ქართული სოფლების ასაოხრებლად და `გასაწმენდად` ქართველებისგან? მერე უკრაინის ფონზე ამას დასავლეთი ჩუმად მიიღებს, როგორც 2008 წელს მდუმარედ მჯიიღო ფაქტობრივად? თუ 1985 წლის საზVრებზე უნდა დაგნენ რუსი მესაზღვრეები რატა ახალი სახელმწიფო საზღვარი დაიცვან, გამოდის ისინი უნდა დადგნენ პირდაპირ თბილისი-გორი-ბათუმი-სტამბულის ავტომაგისტრალზე და სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თვით საქართველოსთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის, ცენტრალური აზიისთვის.......იმასთთანაც დიპლომატიურ კონფლიქტში შედის ახლა რსუეთი?

არ გამოუვათ რუსებს სიე, რომ ერთის მხრივ `სამხრეთ ოსეთის`ინტეგრაცია მოახდინონ, მეოერს მხრიოვ რუსი მესაზღVრეები არ გადმოსწიონ ახალ საზღვრებზე.

და მეორე მიზეზი, რამაც ე.წ. `პრეზიდენტ ბიბილოვს`აიძულა ამ ე.წ. `ინიციატივით` გამოსულიყო ახლა ის კატასტროფაა, რაც ოსი ეთნიკური წარმომავლობის ე.წ. `რუს სამხედრო მოსამსახურეებს` დაემართათ უკრაინაში: უამრავი მათგანი დაიღუპა. ისინი ცხინვალში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. რუსების პირდაპირი ბრძანებით გაემგზავრენ უკრაიანში, როცა რუსულ არმიას გაუჭირდა.

ეს ხაზგასასმელია: ეს ოსები არიან რუსული არმისი `კონტრაქტორები` და არა მოხალისეები.

მიუხედავად ამისა, როცა მსხევრპოლი გაიზარდა....იქედან გამოიქცნენ! დაარღვიეს კონტრაქტი და გამოიქცნენ! თან ბიბილოვს ლანძღავდნენ

აფხაზეთთან სხვაობა ისაა, რომ აფხაზეთის რუსულ ბაზებზე ეთნიკური აფხაზები თითქმის არ არიან; აფხაზეთს საკუთარი `ჯარის` ქევდანაყოფები უკრაიანში საომრად არ გაუგზავნია და აფხაზეთიდან ახრიკ ავიძბას მაგვარი სოციოპატი იდიოტები და მისი სანათესავო/საძმოა წასული ე.წ. `მოხალისეებად` მხოლოდ.

და მათაც დიდი დანაკარგი აქვთ.

აფხაზეთის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო რუსეთის გოსდუმის ლიდერთა, ამთ შორის ლეონიდ კალაშნიკოვის წინადადება `ასეთი რეფერენდუმი აფხაზეთშიც უნდა ჩატარდესო`.  

აფხაზეთი რუსეთთან შეერთებას არ აპირესბ და ოსებმა თავისის აქმის თვითონ იციანო - ასეთი პასუხი გასცეს მოსკოვს