საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივნისი 2023 წელი
ავტორიტეტული გაზეთი Politico წერს ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით, რომ ამერიკის შემდგომი სამხედრო დახმარება კიევის რეჟიმისთვის მთლიანად დამოკიდებულია უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე.
თუ კონტრშეტევა წარმატებული იქნება, თეთრი სახლი არათუ გააგრძელებს, არამედ კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. მაგრამ.....თუ კონტრშეტევა წარუმატებელი გამოდგა, მაშინ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია განახორციელებს ზეწოლას ზელენსკიზე რაღაც კომპრომისის მისაღწევად.
იმიტომ, რომ (ესაა მთავარი მიზეზი) უკრაინის წარმატება უკვე მჭიდროდ უკავშირდება პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელ `დემოკრატთა` პრესტიჟს, ანუ დიდწილად ამაზეცაა დამოკიდებული დემოკრატიული პარტიის, თვით ბაიდენის შედეგი 2024 წლის არჩევნებზე.
ბუნებრივია, დონალდ ტრამპი ან ნებისმიერი სხვა რესპუბლიკელი კანდიდატი დებატებისას აუცილებლად `წამოაძახებენ` ბაიდენს, რომ ამერიკამ ასეულობით მილიარდი (!) ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული დახარჯა უკრაინის დასახმარებლად, თუმცა შედეგი ვერ მიიღოო.
ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პირადად მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ესე იგი მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.
ეს განცხადება ჯერ კიდევ არ არის 100%-იანი გარანტია, რომ მოქმედი პრეზიდენტი მეორე ვადისთვის იბრძოლებს. შესაძლოა უკანასკნელ მომენტში გადათქვას, რაკი საკმაოდ ასაკოვანია.
თუმცა უკრაინის ომი ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო მმართველობის მთავარ საქმედ იქცა. შესაბამისად, Politico ვარაუდობს, რომ თუ უკრაინა წარმატებული იქნება, ბაიდენის `მეორე ვადა` უფრო მაღალი ალბათობის ჩანს, ხოლო თუ კონტრშეტევამ წარმატება ვერ მოიტანა, გაიზრდება იმის შანსი, რომ ბაიდენმა პირადად აღარ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და დემოკრატებმა სხვა კანდიდატურა შეარჩიონ. თუნდაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, ვაშინგტონში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ბაიდენთან ხელი მოაწერა `ატლანტიკურ დეკლარაციას`.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც სიმბოლურად, ასევე შინაარსობრივად.
როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დროს `ატლანტიკურ ქარტიას` (არა დეკლარაციას, თუმცა ქარტიას) ხელი მოაწერეს ევროატლანტიკური სივრცის ორმა ტიტანმა: უინსტონ ჩერჩილმა და ფრანკლინ დელანო რუზველტმა. ამ ქარტიის საფუძველზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა NATO.
დეკლარაცია გულისხმობს `ანტიპუტინური კოალიციის შექმნას` ისევე, როგორც ჩერჩილ-რუზველტის ქარტიამ შექმნა თავის დროზე ანტიპუტინური კოალიცია.
სუნაკ-ბაიდენის დეკლარაცია არ გულისხმობს (ჯერ) სრულყოფილი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შექმნას დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რასაც რიში სუნაკი დაპირდა თავის ამომრჩევლებს, თუმცა სერიოზული ნაბიჯია ამ მიმართულებით.
ბრიტანელებისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მათ ახალი ბაზრები და ამ ბაზრებზე თავისუფალი წვდომა სჭირდებათ.
აღსანიშნავია მნიშვნელოვანი დეტალი: სუნაკ-ბაიდენის დეკლარაციაში განსაკუთრებითაა აღნიშნული `ხელოვნური ინტელექტის` კონტროლის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
საქმე ის გახლავთ, რომ ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ლიდერია ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ხოლო ეს ტექნოლოგია სულ უფრო მეტ კითხვას წარმოშობს მისი სამომავლო პერსპექტივის თაობაზე: არსებობენ ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებსაც შეიძლება ელაპარაკო, ეურთიერთო, ტრენინგები ჩაატარო მისი მეშვეობით, დავალებები მისცე, მიიღო მისგან დავალებებიდა ა.შ და ა.შ.
თანაც ეს მხოლოდ დასაწყისია.
ბრიტანელებსაც და ამრიკელებსაც ბავშვობიდან ახსოვთ ამერიკელი ფანტასტის, აიზეკ აზიმოვის თხზულებები, როგორ განვითარდნენ რობოტები და იქცნენ ადამიანის მთავარ მხარდამჭერებად, თუმცა ასევე საფრთხეებიც შექმნეს.
თანამედროვე ტექნოლოგიები ამ ფანტასტიკის რეალობაში განხორციელების საფუძველს ქმნიან. დღეს თითქოს არ არის იმ დონის, როგორც აიზეკ აზიმოვმა აღწერა, მაგრამ ბაიდენსაც და სუნაკსაც აქვთ პრეტენზია იყონ ევროატლანტიკური ცივილიზაცის მეტრები, შესაბამისად ნებისმიერი თუნდაც თეორიული საფრთხე უმალვე შენიშნოდ და პასუხისმგებლობაც იტვირთონ.
ოღონდ ცოტა არ იყოს გაუგებარია, რა `კონტროლი` შეიძლებ დაწესდეს ახალი ტექნოლოგიის განვითარებაზე, როდესაც დასავლეთის გენიალურმა ინდუსტრიებმა უკვე იგრძნეს კოლოსალური მოგების სიტკბო და მილიარდობით დოლარი `ისხმება` ამ ახალ ტექნოლოგიაში.
აკრძალავენ ამ სფეროში ინვესტირებას თუ სახელმწიფო ინსპექტორს დაუნიშნავენ?
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში სამი ზესახელმწიფოა: ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი.
თავისთავად ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რაკი ამას ამბობს ყველაზე მაღალი თანამდებობის სამხედრო ფიგურა ამერიკაში.
თუმცა მილი აზროვნებს, როგორც სწორედაც სამხედრო ადამიანი - ბირთვული და ზოგადად სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე.
რეალურად კი, სუფთად მეცნიერული თვალსაზრისით, ჩინეთი და რუსეთი ზესახელმწიფოებრიობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.
ზბიგნევ ბჟეზინსკიმ რამდენიმე ასეთი კრიტერიუმი დაადგინა წიგნში`დიადი საჭადრაკო დაფა`:
ა)ეკონომიკური სიძლიერე
ბ) სამხედრო ძლევამოსილება
გ)ტექნოლოგიური ინოვაციურობა
დ)კულტურულ-ცივილიზაციური მიმზიდველობა.
ყველა კრიტერიუმს მხოლოდ ამერიკა აკმაყოფილებს.
ჩინეთი და რუსეთი კი, მხოლოდ სამხედრო ძალას
თუმცა, რუსეთის შემთხვევაში ესეც პირობითია.
გენერალ მილის, როგორც სამხედროს, ისევ და ისევ ბირთვული იარაღი `სჭრის თვალს`: რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ამერიკა ბირთვული იარაღით, თუმცა თვითონაც განადგურდება რასაკვირველია
ჩინეთს კი მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს გასაგები მიზეზების გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მორიგი სისხლის სამართლის საქმე `აშშ შპიონაჟის აქტის` ფარგლებში აღიძრა.
საუბარია `საიდუმლო` გრიფის შემცველი დოკუმენტების საკუთარ ვილლაზე წაღების შესახებ.
ეს დანაშაული `შპიონაჟის აქტის` ნორმების დარღვევა იყო.
პროკურატურამ (იუსტიციის სამინისტრომ) ამ აქტის ფარგლებში საბოლოოდ წაუყენა ბრალდება დონალდ ტრამპს; თეორიულად ეს აქტი სიკვდილით დასჯასაც კი ითვალისწინებს.
გაუგონარი ამბავია ამერიკის ისტორიაში.
გარდა ამისა, ტრამპს ბრალად ედება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. ამერიკული კანონმდებლობით ესეც უსერიოზულესი დანაშაულია.
თუმცა, მეორეს მხრივ, ამერიკული კანონმდებლობა ითვალისწინებს ტრამპის მონაწილეობას არჩევნებში მაშინაც კი, თუ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იქნება არძრული.
ასევე თეორიულად, სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტიც რომ გამოიტანოს, მაინც შეეძლება ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა.
ერთადერთი ოფცია, როცა ის კანონმდებლობით ამას ვერ შეძლებს, - თუ ციხეში ჩასვამენ! ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად არ ექნება ამის საშაულება თავისუფლების აღკვეთის გამო.
თუ სასამართლოს განაჩენი ვერ დადგა მანამ, სანამ დონალდ ტრამპი (დავუშვათ) აირჩიეს პრეზიდენტად, მაშინ მას ვერ დააპატიმრებენ, რაკი იმუნიტეტი დაიცავს და პრეზიდენტ ტრამპს ექნება საშაულება საკუთარი თავი შეიწყალოს:
ამერიკის კანონმდებლობა ამასაც ითვალისწინებს: სახელმწიფოს მეთაურ დონალდ ტრამპს ექნება უფლება ხელი მოაწეროს ბრძალებულებას ბრალდებულ ან მსჯავრდებულ დონალდ ტრამპის შეწყალების შესახებ.
ასეთ შემთხვევაში ყველა სისხლის სამართლის საქმე შეწყდება.
მეორეს მხრივ, დონალდ ტრამპის მთავარმა რესპუბლიკელმა მეტოქემ, ფლორიდის გუბერნატორმა დესანტისმა განაცხადა, რომ თუ ის იქნება რესპუბლიკელთა კანდიდატი და გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აუცილებლად შეიწყალებს ტრამპს რაკი მიაჩნია, რომ იუსტიციის `ინსტრუმენტალიზება` პოლიტიკურ პროცესში არ ეკადრება ამერიკას და `თავისუფალ საზოგადოებას`.
გარდა ამისა, რონ დესანტისმა გამოთქვა აღშოთება იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმეები იმავე მუხლით (საიდუმლო დოკუმენტების შესახებ) არ აღიძრა მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ჰილარი კლინტონის წინააღდმეგ.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენსაც უპოვეს სახლში საიდუმლო დოკუმენტები, ხოლო ჰილარი კლინტონი ამხილეს ჩვეულებრივი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში, როცა სახელმწიფო მდივანი იყო.
ტრამპის მომხრეთა სულ რაღაც 7% ამბობს, რომ დონალდის წინააღდმეგ აღძრულ საქმეებს რაღაც ყურადღებას მაინც აქცევენ და მათთვის ამ საქმეებს რაიმე მნიშვნელობა მაინც აქვთ მომავალ არჩევნებზე.
აბსოლუტური უმრავლესობა კი ადასტურებს, რომ არანაიარ ყურადღებას არ აქცევს, თუ რამდენი საქმე აღიძვრება დონალდ ტრამპის წინააღდმეგ, რა საქმეებია ეს და როგორ წარიმართება გამოძიება.
ეს კვლევა ჩაატარა ამერიკის პოპულარულმა რესურსმა USA Today.
გაზეთის ექსპერტები ადგენენ, რომ დონალდ ტრამპს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს ამერიკის მთელს ისტორიაში.
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ათეულობით მილიონი ადამიანია.
თანაც ყველაზე `შეიარაღებული` კატეგორია.