საქართველო და ევროკავშირი

საქართველო და ევროკავშირი

თქვენ შემოგევლეთ, ასჯერ მითქვამს, მეათასედ გავიმეორებ:

ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის გადის NATO-ზე!

აბსოლუტურად გამორიცხულია პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა გახდეს EU წევრი მანამ, სანამ არ გახდება NATO-ს წევრი.

იმიტომ, რომ ევროკავშირში იღებენ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე არიან NATO-ს წევრები.

ხოლო NATO-ში იღებენ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან შემდგარი სახელმწიფოები.

შემდგარი სახელმწიფოები კი არიან ის ქვეყნები, რომლებიც აკმაყოფილებენ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ პირობას: ავრცელებენ სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ მთელს ტერიტორიაზე!

გდრ-გფრ-ის 60 წლის წინანდელი ანალოგია არის ქართული მატრაკვეცობა/კუდაბზიკობა და შეუდარებლის შედარება ანუ `გაუტოლებელთა გატოლების` დემაგოგიური გა(ნ)ტოლება.

აი, ამის მიღმა... ევროკავშირი დაგვეხმარება (უკვე დაგვეხმარა და გვეხმარება) ყველაფრით: უვიზო რეჟიმით; უდიდესი გრანტებით სახელმწიფო ბიუჯეტში; თავისუფალი ვაჭრობით (ოღონდ ეს `ერგნეთის ბაზრობა` არაა - შრომა უნდა!-დ.); საოკუპაციო ხაზთან კეთილშობილი სამონიტორინგო მისიის განლაგებით, რომელმაც უამრავი ქართველი გადაარჩინა ტყვეობას თუ ტყვეობაში გაუპატიურებას, თუმცა `ტერიტორიებს ნამდვილად ვერ დაგვიბრუნებდა`; ევროპაში გრუზინულ ბანდიტიზმზე და ქურდობაზე თვალის დახუჭვით; `უვიზო რეჟიმისას` მრავალასეულათასიან უკანონო მიგრაციაზე ასევე თვალის კეთილშობილი, მამა-შვილური თუ დედა-შვილური დახუჭვით და ამის გამო დღემდე უვიზო რეჟიმის (ამ საცოდავი ქვეყნის ერთადერთი რეალური გამარჯვებით 34 წლის მანძილზე) არგაუქმებით; კეთილი რჩევითა და დემონსტრაციული კეთილგანწყობით, მაგრამ.....დიდი ბოდიში, ევროკავშირი ცივილიზაციაა, ხოლო ცივილიზაცია `თვლით` იწყება.

`თვლა და გათვლა` ჩვენი გენიალური დედა-ენის ერთ-ერთი სემანტიკური მიგნებაა.

ამიტომ მაქსიმუმი, რაც საქართველომ შეიძლება მიიღოს ივნისში, იქნება `კანდიდატობის კანდიდატის` სტატუსი თუ რაღაც ამის მსგავსი.

და უნდა მივხვდეთ, რომ ესეც ძალიან ბევრია. ძააააააააააააალიან ბევრი.

მშობლის კეთილგანწყობითაც არ უნდა ისარგებლო ბოროტად. მისი რესურსებიც კი არ არის ამოუწურავი.

ის მშვენიერი, კეთილშობილი, თუმცა საოცრად ნატიფი და ნატიფადვე მსხვრევადი ცივილიზაცია გაფრთხილებას საჭიროებს.

მეტისმეტი `გრუზინული` ამბიციისაგან მათ შორის.

დათო

ფოტოზე: ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ეკლესია Saint-Étienne-du-Mont ლათინურ კვარტალში.