სეკვესტრის პირას

სეკვესტრის პირას

      კონტროლის პალატის თავმჯუდომარის – სულხან მოლაშვილის განცხადება სეკვესტრის აუცილებლობის შესახებ, ორშაბათს სხვა მართლაც მნიშვნელოვანი თუ «თითიდან გამოწოვილი» სენსაციით დაიჩრდილა. არადა, ეს განცხადება უეჭველად იმას მოასწავებს, რომ მომავალ გააფთრხებულ ბრძოლაში მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით (რაც საარჩევნო ბატალიის განუყოფელი ნაწილია) ახალი, უაღრესად ანგარიშგასაწევი ფაქტორი ჩნდება.

        უპირველეს ყოვლისა, თვით სულხან მოლაშვილი არ არის «ხელწამოსაკრავი» ფიგურა – იგი საკმაოდ სერიოზული გავლენით სარგებლობს, ფართო გაგებით, «ისტებლიშმენტში». მაგრამ აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი თანამდებობრივი შესაძლებლობები, რაც რეალურად არანაკლები მასშტაბისაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა უმაღლესი თანამდებობის პირის (პრეზიდენტის გარდა). არადა, ბევრს გაუკვირდა კიდეც, «რატომ ერევა კონტროლის პალატა ბიუჯეტი სშესრულება-არშესრულების საკითხებში» ან რატომ მოითხოვს სეკვესტრს მაშინ, როდესაც ეს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობის პრეროგატივაა.
        სინამდვილეში სულხან მოლაშვილმა თავის უფლებამოსილებას არათუ გადააჭარბა, არამედ კონსტიტუციით არის ვალდებული, მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებში ჩაერიოს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდა, კონსტროლის პალატა თვალს ადევნებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.ს მათ შორის, ბიუჯეტის შესრულების კუთხითაც, როდესაც ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული სახსრების გაწევა არ ხდება, კონტროლის პალატა ინტერესდება მიზეზით და იმ შემთხვევაში, თუ მიზეზი შემოსავლების დაბალი დონეა, აქვს უფლება, მთავრობას მოსთხოვოს ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ესე იგი ხარჯების შემცირება, შემოსავლების შეცმირებასთან ერთად.
        ეს სავსებით ნორმალური პროცედურაა ნებისმიერ სახელმწიფოში, თუმცა, საქართვლეოში ამას არ შეიძლება პოლიტიკური სკანდალის შეფერილობა არ მიეცეს, მით უმეტეს, საარჩევნო წელს.
        ამასთანავე, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა იმპერატიულად არ ავალდებულებს მთავრობას, სეკვესტრი დაუყოვნებლივ განახორციელოს. კანონის დარღვევა იქნებოდა, თუ იგი წლის განმავლობაში არ მოახდენდა რეაგირებას კონტროლის პალატის ვერდიქტზე (იგულისხმება საბიუჯეტო წელი), მაგრამ ამჟამად მხოლოდ აპრილია _ წლის ბოლომდე 8 თვე დარჩა.
        ბუნებრივია, მთავრობას აქვს იმედი და შანსი, მდგომარეობა გამოასწოროს, რათა სეკვესტრი საჭირო არ გახდეს. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ კონტროლის პალატის მოთხოვნა მისთვის შინაარსობრივად გასაგებია, მაგრამ აუცილებლად დასაზუსტებელია, რა იგულისხმება «ბიუჯეტის გარღვევაში».
        პირველი კვარტალის საგადასახადო პარამეტრების შესრულებას რამდენიმე მილიონი ლარი დააკლდა. თანაც, თვით მთავრობის მიერ შედგენილი პარამეტრების მიხედვით, თორემ სავალუტო ფონდის მოთხოვნა-პროგნოზი გადაჭარბებითაც კი შესრულდა.
        გარღვევის ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) მიზეზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ცენტრში გადმოურიცხავი თანხა და საბაჟოს პერმანენტული გაჭირვება. ეს, ერთი მხრივ, «კონლფიქტურ რეგიონებს», მეორე მხრივ კი, კორუფციას უკავშირდება.
        რაც შეეხება მთლიანობაში ბიუჯეტი სშესრულებას, საგადასახადო შემოსავლების გარდა, ამას განაპირობებს, აგრეთვე, რამდენიმე სხვა წყარო, რომელთა დიდ ნაწილთან ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი შეხება არა აქვს. მათ შორის, უცხოური გრანტები, სახელმწიფოს წილები, პრივატიზება და ასე შემდეგ.
        მაგრამ კანონით, კონტროლის პალატას ამ ნიუანსების გარკვევა არ ევალება. მას აინტერესებს მთავარი: ხორციელდება თუ არა ხარჯები ბიუჯეტი სშესაბამისად. რაკი არ ხორციელდება, კონტროლის პალატა ვალდებულია, დასვას სეკვესტრირების საკითხი. მთარვობა ჯერჯერობით ამ მოთხოვნა სოლიმპიური სიმშვიდით ხვდება, ზემოთ მოყვანილი მიზეზით: მას ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ წლის განმალვობაში უეჭველად აღმოფხვრის ჩამორჩენას. ყოველ შემთხვევაში, ივლისამდე (როცა ვაშინგტონში სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს).
        სწორედ ამას უკავშირდება, აგრეთვე, გუშინდელი თათბირი სახელმწიფო და ფინანსთა მინისტრების მონაწილეობით. გასაგებია, რომ სხდომაზე არანაირ «საორგანიზაციო გადაწყვეტილებას» არ მიიღებდნენ, ვინაიდან ეს იქნებოდა ოპონენტთა წინასწარმეტყველების დადასტურება. ფინანსთა მინისტრის აზრით, საბაჟოს უფროსიც და საგანგებო ლეგიონის ხელმძღვანელიც შესაძლებლის მაქსიმუმს აკეთებენ, ანუ მხოლოდ ოპოზიციის არგუმენტთა გასაძლიერებლად მათი თანამდებობიდან გათავისუფლება ჯორბენაძესაც და გოგიაშვილსაც სრულ უაზრობად მიაჩნიათ.
        ისინი პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ყველა სამთავრობო უწყებაში კომპეტენტური თანამშრომლები მიუთითებენ საბაჟოს მუდმივი პრობლემების ნამდვილ მიზეზს: ქვეყანა, სადაც კონტრაბანდა ფაქტობრივად არ ისჯება (ეს გარემოებაა კორუფციის მთავარი წყარო) – კიდევ საოცრად დიდ თანხას იღებს საბაჟოდან შემოსავლის სახით.

დილის გაზეთი, 16 არილი, 2003 წელი