სვანები კრიმინალებისგან დაცვას ითხოვენ

სვანები კრიმინალებისგან დაცვას ითხოვენ

        რამდენიმე დღის წინ, სვანეთის მოსახლეობამ ერთგვარ «სახალხო კრებაზე», რომელსაც რუსულ-ევროპულ ტრადიციაში «ვეჩე» ეწოდებოდა, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს ხელისუფლებას კრიმინოგენული ვითარების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების თაობაზე. იმავე «ვეჩეს» ტრადიციით, მომხრე-მოწინააღმდეგეებს ყვირილით არ გაურკვევიათ (ანუ იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებდა) ვინაიდან აქ აზრი აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო და ყაჩაღობით გაწამებულ სვანეთის მოსახლეობას ერთხმად რომ ეყვირა – ხმა, ალბათ, თბილისამდე მოაღწევდა.

         მართლაც, ყველა მონაცემით, დიდი სვანეთი თანდათან და განუხრელად ემსგავსება კოდორის ხეობას, სადაც უკვე მრავალი წლის განმალვობაში არ მოქმედებს არანაირი ცივლიზებული კანონი სათემოს გარდა. სათემო კანონი კი ძლიერის (ჩვენში – კარგად შეიარაღებულის) უფლებას გულისხმობს. ამ ვითარებაში ბუნებრივად გამოიწვია მწვავე რეაქცია თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებამ სვანეთში შეიარაღებული ქვედანაყოფის (ეროვნული გვარდისი შენაერთის) შექმნის თაობაზე. როგორც ცნობილია, ეს რაზმი თბილისში ჩამოყალიბდა დიდი ზარ-ზეიმით, მას გადაეცა იარაღი და დაენიშნა ხელფასი.თ უმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს რაზმი არაოფიციალურად სვანეთში ისედაც არსებობდა. რაც შეეხება იარაღს, ჯერ კიდევ აფხაზეთის მოვლენებიდან დაწებული, სვანეშთი იარაღის მთები ინახება და თავდაცვი ამინირომ, ურალოდ, ე იარაღი დააკანონა და მეი არაფერი. მიუხედავად ამია, ვანეშთი ლეგალიზეული შეიარაღეული ფორმირეი ამოლაიეამ შინაგან ამეთა სამინისტროს ყრუ, თუმცა, რეალურად ძალზე მწვავე რეაქცია გამოიწვია. რუსული საინფორმცაიო სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობას, თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გენერალმა კობა ნარჩემაშვილმა ღიად გააკრიტიკა გადაწყვეტილება, ვინაიდა, მისი აზრით, იგი ხელსს არ შეუწყობს კრიმინოგენული მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნიშანდობლივია, რომ ნარჩემაშვილის განცხადება ქართულ მედია-სივრცეში არ გაჟღერებულა, ხლო უკანასკნელი ორი დღის განმალვობაში ვერაფრით მოხერხდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ ცნობის ერთმნიშვნელოვანი დადასტურება, დაზუსტება იმისა, მართლა თქვა თუ არა ნარჩემაშვილმა ეს სიტყვები.
         რეალურად ძნელი გასათვლელი არ უნდა იყოს, რომ სვანეთში შეიარაღებული ფორმირების შექმნას არ შეიძლება პოლიციის გაღიზიანება არ გამოეწვია, რადგან მათი ინტერესისსა და მხედველობის არეალში მყოფი ზოგიერთი ფიგურა უეველად გაწევრიანდებოდა ამ რაზმში. იმადვროულად, სამართლიანობა მოითხოვ ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეილება უბრალოდ რეალურად არსებული ვითარების დაკანონებასა და ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევას ისახავდა მიზნად, რაც ნამდვილად მისასალმებელია. იარაღის მეტი რა არის სვანეშთი? არსებობს მოსაზრება, რომ სჯობს ეს იარაღი აღრიცხული და პერსონიფიცირებული მაინც იყოს. რაც შეეხება რაზმის შექმნას, რომელიც, შეიძლება, არცთუ კეთილისმყოფელი მიზნით გამოიყენონ გარკვეულმა კრიმინალურმა ძალებმა (იმ შემთხვევაში თუ საჭიროდ ჩათვლიან), ეს ძალები ისედაც შეიკრიბებიან. აქ მთავარი ის არის, რომ თვით საბჭოთა პერიოდშიც კი სვანეთში ფუნქციონირებდა სოციალური ინსტიტუტები, რომელთა არსებობა ამ ვითარებაში, უბრალლოდ, განსაცვიფრებელი იყო. მათი მოსპობა კომუნისტებმაც ვერ შეძლეს თვით ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. ბუნებრივია, თუ დღეს ეს ინსტიტუტები უფრო ძალუმად მოქმედებენ. მათგან უმთავრესია «სამხედრო დემოკრატია», რომლის პირობებშიც სვანეთი ცხოვრობს უკვე ათასწლეულთა განმავლობაში.
         ცოტა არ იყოს, ტრაგიკომიკური ვითარებაა, როცა 21-ე საუკუნეში ისევ სამხედრო დემოკრატიაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ საქართველოს მთის პირობებში, ცენტრალური ხელისუფლების რეალური გავლენის გათვალისწინებით, უძველესი წეს-ჩვეულებების აღდგენა და «ხალხის შეიარაღებული თვითმმართველობა» საქართველოსათვის, შეიძლება, ამ ეტაპზე ოპტიმალური გამოსავალი იყოს. იმავდროულად, სვანეთის «სამხედრო დემოკრატიას» თბილისის სახელისუფლებო ბრძოლებისთვის გამოყენებით მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის დიდოსტატი ამას მხოლოდ ქვედინებათა დონეზე ახერხებს და, ამდენად, პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის, ყოველ შემთხვევაში\, ჯერჯერობით.

დილის გაზეთი, 29 ივლისი, 2003 წელი