ახალი გერმანული იდენტობა და გერმანული ფეხბურთის სიკვდილი

ახალი გერმანული იდენტობა და გერმანული ფეხბურთის სიკვდილი

არაფერი „სენსაცია“ გერმანიის გავარდნა არ არის.

აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

დიდებულმა გერმანულმა ფეხბურთმა, მეორე მსოფლიო ომში უსასტიკესი მარცხისა და მილიონობით გერმანელი ქალის გაუპატიურების შემდეგ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ახალი (!) გერმანული იდენტობის დამკვიდრებაში.

1954 წელს უნგრეთის „დიდ გუნდზე“ ფინალში გამარჯვება ძველი, დამარცხებული გერმანული იდენტობის აღორძინება კი არ იყო, არამედ ახალი გერმანული იდენტობის საბოლოო დამკვიდრება.

ამ იდენტობით და კონრად ადენაუერის დაფუძნებული გენიალური „ფედერაციული რესპუბლიკით“ მოიგეს გერმანელებმა რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატი.

მაგრამ 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ იმ ახალმა გერმანულმა იდენტობამ თანდათან წარმოშვა საპირისპირო ტენდენციები და მოტივაციები: გერმანიის საფეხბურთო ნაკრებში გაჩნდნენ, მერე მომრავლდნენ „სამხრეთული ანთროპოლიგიური ტიპაჟის“ ფეხბურთელები. ისინი საერთოდ არ იყვნენ ან თითქმის არ ყოფილან არათუ გერდ მიულერის და ბეკენბაუერის, არამედ კლინსმანისა და ფიოლერის გუნდებში.

ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ფეხბურთმა თანდათან დაკარგა მიმზიდეველობა გერმანული ელიტებისა და საშუალო კლასისთვის. ისინი მოზარდ თაობაში სხვა მიზნებსა და მოტივაციებს კულტივირებდნენ - სწავლა, ბიზნესი, წარმატება სოციალურ ასპარეზზე, მაღალი ტექნოლოგიები და ა.შ.

სპორტი, მათ შორის ფეხბურთი გერმანიაში „გამდაბიურდა“. „სოციალური მოთხოვნა“ შეიცვალა.

შედეგიც დადგა ისეთი, როგორიც დადგა.

მართლა ძნელია ნოსტალგიური ცრემლი შეიკავო: აღარ არის, ისტორიის ნისლში გაქრა 1982 წლის გერმანიის დიდებული, ეპოქალური ნაკრები.

მერედა რა სახელები: შუმახერი, რუმენიგე, შტილიკე, კალტსი, მათეუსი, ლიტბარსკი, ხრუბეში, მაგათი, მიულერი, ფიორსტერი, ბრიგელი ......თერთმეტივე ბწყინვალე მეგა-ვარსკვლავი! თანაც შუსტერს საერთოდ არ უთამაშია ტრავმის გამო, არადა გუნდის ლიდერი იქნებოდა. 

აღარ არის ის გუნდი და აღარ არის გერმანული ფეხბურთი: საბოლოოდ იგი სწორედ იმ გენიალურმა „ფედერაციულმა რესპუბლიკამ“ და „ახალმა გერმანულმა იდენტობამ“ მოკლა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ჩაფერფლილი ძველი გერმანული იდენტობის სანაცვლოდ შეიქმნა კონრად ადენაუერის, რაინერ ფასბინდერისა და ჰენრიხ ბიოლის ძალისხმევით