„ზარალას“ ჩანთაში იარაღი უპოვეს
ზარალა არის უნიჭიერესი ადამიანი.
მან საქართველოში შექმნა ნამდვილად შვეიცარიის დონის ბიზნესი და მისმა „ტელეკომუნიკაციებმა“ დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის განვითარებაში როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური (!) თვალსაზრისით.
ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტელევიზიის „გადახვევა“ რომ არის შესაძლებელი, არც კი იცის ხალხმა.
კი, წარსული(ც) აქვს ზარალას.
დიახ, ნამდვილად იყო ოდესღაც ვერელი „ბოროტების“ საძმოს წევრი.
მერე და რა, ამით? „ქუჩამ“ მის შემთხვევაში მხოლოდ დადებითად იმუშავა იმ აზრით, რომ სუბლიმირებულად შესძინა ის თვისებები, რამაც თუნდაც ტრამპზეც მოახდინა შთაბეჭდილება.
ეს საოცარი ისტორია ზარალას დამსახურება არანაკლებ იყო, ვიდრე მიშასი.
მაგრამ......ზარალას დაპატიმრებაში ერთბაშად გამოვლინდა ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკური კლასის, ე.წ. „მედიის“ ყველა ავადმყოფობა.
არანაირი აზრი არა აქვს კითხვის დასმას: რატომ გამორიცხავთ, რომ მართალია ოჯახის განცხადება „შემთხვევით ედო ჩანთაში იარაღიო“?
ანუ აეროპორტში წასვლამდე უბრალოდ დაავიწყდა, რომ ედო იარაღი კომპიუტერთან ერთად, წამოავლო ხელი და წავიდა აეროპორტში რათა პარიზში გაფრენილიყო.
მან ხომ შესანიშნავად იცოდა, მეტალოდეტექტორი გააშუქებდა ჩანთას?!
იმედი ჰქონდა იარაღით გაატარებდნენ პარიზის (!!) რეისზე?
ამას მხოლოდ იდიოტი დაიჯერებს და ზარალა ძალიან ჭკვიანი კაცია.
„ჩაუდეს“ იარაღი აეროპორტში?
კი მაგრამ, რანაირად, როდესაც რეგისტრირებულ და კანონიერად სახლში შენახულ იარაღზეა ლაპარაკი?!
. . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა „ამასმაინცარავინდაიჯერებს“ კატეგორიასთან კამათს აზრი არა აქვს.
ეს მენტალური პრობლემაა....საქართველოში მიზეზთა გამო კიდევ უფრო მწვავე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, თუმცა იმ „სხვა“ ქვეყნებშიც არსებობს და დიდმა ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა „CIA-ს მიერ კენედის მკვლელობაზე“ პიტალო ....ეობა გადაიღო. `JFK` ჰქვია.
თუმცა რაც გადაიღო, რეჟiსორულად ბრწყინვალედ არის გადაღებული შესანიშნავი კევინ კოსტნერის მონაწილეობით.
მენტალობა ნიჭს არ ექვემდებარება. და პირიქით.
ამიტომ, თუ ზარალას ამბავს დავუბრუნდებით, კამათის ნაცვლად საქმეს მეორე მხრიდან უნდა შევხედოთ.
ვისაც სჯერა, რომ „ზარალას დასჯა უნდოდათ....შეიძლება კიდეც დარჩა ჩანთაში იარაღი, მაგრამ......მისი დასჯა რომ არ სდომებოდათ.....გაატარებდნენ.....ვერავინ ვერ გაიგებდა.......“
აი ზუსტად აქ არის მთავარი შეცდომა.
ამჯერად არა მხოლოდ მენტალური არამედ ინტელექტუალური.
ამას ვინც ამბობს, არ იცის (ან არ სურს გაიგოს)როგორ მუშაობს, ზოგადად, ბიუროკრატია და სახელმწიფო აპარატი, მათ შორის მისი ყველაზე რთული და მნშვნელოვანი, „ძალისმიერი შემადგენელი“
ანდაც..... ელემენტარულად „ყანაა“ და აეროპორტში არ არის ნამყოფი
წარმოიდგინეთ, რომ მეტალოდეტექტორის მონიტორთან ზის პოლიციელი (ის პოლიციელია!-დ), რომელიც ფანატიკურად არის „მომართული“ იმაზე, რაიმე აკრძალული ნივთი არ გამოეპაროს.
ჰოდა ეს პოლიციელი-მონიტორი გაოგნებული ხედავს, ერთ-ერთ ჩანთაში დევს იარაღი და მჭიდები.
ბუნებრივია ანიშნებს სხვა პოლიციის თანამშრომლებს კონკრეტული ჩანთა შეამოწმონ.
პოლიციელებმა უმალვე იგრძნეს გუმანით, რაღაც სერიოზული ამბავია და ჩანთას მინიმუმ სამი პოლიციელი ამოწმებს.
იქვე დგანან და უყურებენ.
ამოდის იარაღი და მჭიდები.....
ისინი ხედავენ, რომ ჩანთის მფლობელი ვიღაც იმპოზანტური პიროვნებაა. შესაძლოა ვერც ეცნოთ ზარალა, თუმცა ხედავენ - რაღაც „სხვანაირი“ ტიპია.
ის ამბობს, რომ იარაღი რეგისტრირებული აქვს, მაგრამ პარიზში იარაღით გაფრენა არც უფიქრია, რა სიგიჟეა...დარჩა ჩანთაში ანუ....ქალაქში ატარებდა ხომ? აბა ჩანთაში რატომ ჩაიდებდა?
ტარების უფლება კი არა აქვს.
ტარების უფლება რომ ჰქონოდა, უბრალოდ ეტყოდნენ: „ბოდიში თვითმფრინავში ამით ვერ შეგიშვებთ, შევინახავთ და რომ დაბრუნდებით, ჩაგაბარებთო“.
რეისზეც კი არ დააგვიანდებოდა არათუ დააკავებდნენ.
მაგრამ არ ჰქონდა ტარების უფლება
მიჰყავთ სპეციალურ ოთახში;
შემოდის აეროპორტის დაცვის სამსახურის მთელი უფროსობა; სამინისტროც უკვე ინფორმირებულია - ამას პროტოკოლი მოითხოვს.... ანუ უკვე ათეულობით ადამიანია საქმის ყურში.
ზარალა იქაც იმეორებს იგივეს და რა?.....
ანუ „მენტალურ კატეგორიას“ მიაჩნია, რომ მაშინ, როცა საქმის ვითარება ათეულობით ადამიანმა უკვე იცის, როცა გაიგებდნენ ზარალაა, ისე გაუშვებდნენ ვითომც არაფერი მომხდარა?
გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!
არა ბატონო, ბიუროკრატიული, ძალისმიერი სისტემა, „სახელმწიფო აპარატი“ ასე არ მუშაობს და ვერ მუშაობს!
მაშინ, როდესაც „იარაღის უკანონოდ ტარება“ ამჟამად საქართველოში კანონმდებლობითაც და რაც მთავარია დღეს არსებული საპოლიციო პრაქტიკითაც (!) უმძიმეს დანაშაულად ითვლება, უსასტიკესად ისჯება მრავალწლიანი ციხით, ამგვარი „ჩაფარცხვა“ შიდა ბიუროკრატიული, კორპორატიული, მათ შორის სუბორდინაციული მიმართებების ისეთი უხეში დარღვევა იქნებოდა, სისტემას მთლიანად ჩამოშლის, თუნდაც იმიტომ, რომ ....ასეთი რამ „არ დაიმალება“!! თვით სისტემის შიგნითაც „არ დაიმალება“, - პოლიციელი გოგონები ილაპარაკებენ ფინჯან ყავასთან სახლში..... არ დაიმალება და იმ ათეულობით თანამშრომლიდან ვიღაც მერე „გარეთაც“ გამოიტანს ამბავს.
უმაღლესი ბიუროკრატია და ხელისუფლება ამ კონკრეტულ საქმეში თუ ჩაერევა, მხოლოდ იმ სტადიაზე შეძლებს ჩარევას, როცა აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყდეს და არ გამოვრიცხავ პროკურატურამ გირაო მოითხოვოს ზარალასთვის პატიმრობის ნაცვლად.
აი ამ სტადიაზე ეს შესაძლებელია, მაგრამ „აეროპორტში იარაღი ჩაუდეს“ და „რომ არ სდომოდათ, ხომ ეგრევე ჩაფარცხავდნენ“ მტკნარი სისულელეა - აშკარად ავადმყოფი მენტალობის პროდუცირებულია.
ისევ ბრძენ უილიამ ოკამს დავესესხები მის „სამართებელს“, - რვა საუკუნის წინ რომ გვასწავლა ადამიანებს:
„ნუ განამრავლებ არსთა უჭიროდ!“
. . . . . . . . . . . . . . . . .
ნამდვილად არ არის გამორიცხული ზარალას იარაღით ევლო ქალაქში.
„რად უნდოდა იარაღი- იმხელა დაცვით დადისო და.......“ არ არის ასე! კვლავ და კვლავ ვერელი „ძველი ბიჭის “მ ე ნ ტ ა ლ ო ბ ა ს არ ითვალისწინებთ. დაცვა როგორ არ ჰყავდა, მაგრამ ის მენტალობა აიძულებდა იარაღი თავადაც ჰქონოდა ხელში. აი ვიკინგებს რომ ჰქონდათ....„თუ მოვკვდები, დაე იარაღით ხელში.....“
მით უმეტეს მას შემდეგ, რაც იმავე „ვერის საძმოდან“ მისი უახლოესი მეგობარი და მერე ბიზნეს-პარტნიორი, ზედსახელად „ტილიკა“, თბილისში, წყნეთის გზაზე ჩაცხრილეს.
გახსოვთ ეს ტრაგიკული ისტორია?
ალბათ გახსოვთ, თუმცა..... წესით არ უნდა გახსოვდეთ, რადგან ქართულ ტელე-ჟურნალისტიკას, რომელსაც როცა სჭირდება არაფერი გამოეპარება და როცა სჭირდებოდა თვეობით „საერთო სახალხო გამოძიებებს“ ატარებდნენ ხოლმე სრულიად ცხად, ზოგჯერ კი „თითიდან გამოწოვილ“ საქმეებზე, ტილიკას იდუმალებით მოცული მკვლელობა მეორე დღესვე „დაავიწყდა“.
იმიტომ, რომ უთხრეს: „ჩუ....ჩუმად!....კ ნოგე!!“ იმათ, ვისი რიდიც აქვთ.
ხელისუფლების და „ოცნების“ რიდი არა აქვთ.
ამათთან ადვილია.
„იმათთანაა“ ძნელი.