საერთაშორისო მიმოხილვა. 15 აპრილი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 აპრილი. 2025 წელი

კიევში გაიმართა ორი ტყვე ჩინელი ჯარისკაცის პრეს-კონფერენცია. მოთქვამდნენ: „რუსებმა მოგვატყუეს, სანიტრებად დაგვიქირავეს არმიაში და ფრონტზე მებრძოლებად გაგვიშვესო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ, სუმიზე ბარბაროსული დარტყმის გამო, უარი განაცხადა რუსეთთან შეხვედრაზეშავი ზღვის უსაფრთხოებისმოდალობის განსახილველად.

შეხვედრა 15-16 აპრილს უნდა გამართულიყო ანკარაში - ამერიკის და თურქეთის შუამავლობით.

ადრეც ვწერდით, რომ უკრაინამ შავ ზღვაზე რუსული ფლოტი დაამარცხა! - გადადენა ტუაფსესკენ და ოჩამჩირისკენ.

ამ ვითარებაში რუსებსმოუნდათზღვაზეცეცხლის შეწყვეტა“ იმ პირობით, რომ Россельхозбанк - დასავლეთი სანქციებს მოუხსნიდა, რაც მთელი რუსული საბანკო სისტემისთვის სანქციების მოხსნას და SWIFT--ის საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემაში დაბრუნებას ნიშნავს.

აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ კიევის ეს გადაწყვეტილება არის პროტესტი არამხოლოდ პუტინის, არამედ ტრამპის მიმართაც, რომელმაც ძალიან უცნაური განცხადებები გააკეთა სუმის დაბომბვის გამო. რაღაც „შეცდომა“ ახსენა.

 

გერმანიის მომავალი კანცლერი მერცი არ გამორიცხავს, რომ უკრაინას მიაწოდოს გერმანული შორსმწვდომი რაკეტები Taurus (500 კილომეტრი შორსმწვდომადობისა).

თუ ევროპელი პარტნიორები ამაზე შევთანხმდებითო - აღნიშნა გფრ-ის მომავალმა კანცლერმა.

ამერიკა არ უხსენებია.

ეს არ არის გასაკვირი დღევანდელ ვითარებაში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამერიკის გარეშე ეს რაკეტები გამოუსადეგარი იქნება უკრაინისთვის: მიზანდასახულობა“ ხომ ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრებმა უნდა უზრუნველყონ გეოლოკაციის სისტემებით?

მაღალი ალბათობით, უკრაინა მაინც მიიღებს ამ გერმანულ ფრთოსან რაკეტებს, მაგრამ იმავე შეზღუდვით: ჩვენი ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეთ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიაზე, ოღონდ.....იმ ობიექტებისა, რომლებიც ქალაქებში არ მდებარეობენ, რათა მშვიდობიანი რუსები არ დაიღუპონ, როგორც იღუპებიან მშვიდობიანი უკრაინელები კრივოი როგსა და სუმში. იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი, ხოლო უკრაინას არ აქვს ბირთვული იარაღი....ჩვენ კი პუტინთან ბირთვული ომი არ გვინდა“

და მაინც, გერმანიის გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

ზელენსკიმ CBS-News თან ინტერვიუში დონალდ ტრამპს მიმართა: სანამ მოლაპარაკებებს შემოგვთავაზებთ რუსეთთან, ან თავად გამართავ მოლაპარაკებას, ჯერ ჩამოდი აქ, უკრაინაში, ნახე რუსები რას სჩადიანო“.

გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა, „თეთრი სახლის“ „ოვალურ კაბინეტში“, ათეულობით ჟურნალისტის და ტელეკამერის თვალწინ, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და დაზვერვის მეთაურის (!) თანდასწრებით მიიღო ძალიან უცნაური პერსონაჟი: სალვადორის (ელ-სალვადორ) პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე.

შეხვედრა გადაიცემოდა უდიდეს ამერიკულ ტელეკომპანიათა პირდაპირ ეთერში.

როგორც ყოველთვის, გადაიზარდა პრეს-კონფერენციად. ანუ აშშ პრეზიდენტის პრეს-კონფერენციად, რაკი ბუკელე ამერიკაში ცოტას თუ ვინმეს აინტერესებს...... რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, რაც მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი და მთავარი თემა გახდა:

ირკვევა, რომ ამერიკამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სალვადორი გადააქციასამხრეთ ამერიკის გუანტანამოდ“, ანუ როგორც კუბაზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაში აგზავნიდა სასჯელის მოსახდელად  ამერიკა ტერორისტებს ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, ახლა ელ სალვადორი გადაიქცევაქვეყანა-ციხედესე იგი  „ციხე-სახელმწიფოდ“, სადაც ტრამპის ადმინისტრაცია აძევებს კრიმინალებს.

თანაც არა მხოლოდ და არა იმდენად სალვადორის მოქალაქეებს, არამედ ყველა უკანონო ემიგრანტს, ვისაც ამერიკის ტერიტორიაზე გამოიჭერენ რაიმე გადაცდომაში.

იმის მიუხედავად, უკვე აქვთ მისჯილი სასამართლოს მიერ თუ არა აქვთ მისჯილი.

ბუკელე თანახმაა, რაკი როგორც ჩანს ტრამპი მის ქვეყანას გვარიან დახმარებას დაჰპირდა.

პრობლემა  ისაა, რომ სხვა არც ერთი ქვეყანა არ თანხმდება მიიღოს უკანონო იმიგრანტები და კრიმინალები ამერიკიდან.

სალვადორის პრეზიდენტი ამბობს: რა მოხდა მერე, მეგობარ ამერიკას ვეხმარებით - ხომ არის ამერიკაში კერძო ციხეები, ახლა ჩვენ ვიქნებით ასეთიდამხმარე პენიტენციურიო დაწესებულებაამერიკისთვისო.“

მეტი სიზუსტისთვის აქვე უნდა დავძინოთ, რომ რეალურად ტრამპს არც აინტერესებს, იმკრიმინალებსდაუკანონო მიგრანტებსსალვადორის ციხიდან მერე, დროთა განმავლობაში  გამოუშვებენ თუ არა.

რაიმე სერიოზული დანაშაული რომ ჰქონდეთ ჩადენილი, ამერიკის ციხეში დატოვებდა.

პრობლემა ისაა, რომ ამერიკის სასამართლოები უშლიან ახლა ტრამპს ხელსამოწმებენ დეპორტაციის ლეგიტიმურობას და რომც გათავისუფლდნენ სალვადორის ციხიდან, შორს იქნებიან - ალბათ ვეღარც დაბრუნდებიან ამერიკაში.

აშშ უზენაესმა სასამართლომ ერთი ასეთიგაძევებულ-დეპორტირებული უკანონო მიგრანტის დაბრუნება გადაწყვიტა.

ტრამპმა თვითმფრინავის ბორტზე თქვა: ისეთ პატივს ვცემ Supreme court-, მის გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა უეჭველად შევასრულებ მაგრამ......ვადები არ დაუსახელებიაო“.

ანუ, დაელოდოს ის ემიგრანტი წლობით.

და რაც მთავარია: ტრამპის მოწინააღმდეგე მედია ჯიუტად, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფაქტებზე დაყრდნობით ავრცელებს ნარატივს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, აშშ ძალისმიერი სტრუქტურები, საემიგრაციო სამსახური...... ქვეყნიდან აძევებენ არა მხოლოდ უკანონო მიგრანტებს, არამედ Green card ესე იგი ცხოვრების უფლებისმქონე ადამიანებს მხოლოდ პრო-პალესტინურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო და.....თვით ამერიკის მოქალაქეებსაც კი!!

თუ წარმოშობითლათინოსებიანაზიატებიარიან და რაიმე გადაცდომაზე გამოიჭირეს.

ამერიკის   !!

გუშინ ამ თემაზე CNN- დიდი ტელესიუჟეტი ჰქონდა.

თეთრ სახლს ჯერ არ უარუყვია, რომ მოქალაქეებს პასპორტებს ართმევენ (Green card-ის ისტორიები უკვე  დაადასტურეს - გვაქვს კანონით ამის უფლებაო) თუმცა ადვოკატები და ოჯახის წევრები დემონსტრაციებს მართავენ ამ მტკიცებით.

ეს ახალი ეპოქაა ამერიკის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ ადრე ამერიკის პოლიციას არ ჰქონდა უფლება ქუჩაში, მაღაზიაში ან მეტროში თუ ავტობუსში ვინმე გაეჩერებინა და მისი ამერიკაში ყოფნის კანონიერება შეემოწმებინა.

ეს აკრძალული იყო იმიტომ, რომ პოლიციას ასეთ შემთხვევაში შეიძლება ემოქმედა ვიზუალის, ჰაბიტუსის, სტილის, გარეგნობის, კანის ფერის და თავის ქალის ან თვალთა ჭრილის მოყვანილობის შესაბამისად და სწორედგანსხვავებულებზემიეტანა ეჭვი, რაც შესაბამის რეაქციას გამოიწვევდა - რასიზმში პოლიციის დადანაშაულებით

ტრამპი ამ რეაქციას არ ერიდება, რაკი იცის: მის ამომრჩეველს და MAGA- ასეთები ძალიანაც მოსწონს.

ეს უკვე სხვა ამერიკაა!!

20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა: ამერიკის მოქალაქეს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა ჩადენილი, პასპორტს ჩამოართმევენ და სალვადორში გააძევებენ იქ ციხეში ჩასასმელადო.......მენტალურ ავადმყოფად ჩათვლიდნენ.

 

სალვადორი პატარა და ღარიბი ქვეყანაა.

სამხრეთ ამერიკის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ზღვაზე (ოკეანეზე) გასასვლელი არა აქვს.

მოსახლეობა 6,5 მილიონია. ფართობი - 21 000 კვ.კმ. მაშასადამე საქართველოს მესამედზე ნაკლები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გლობალური ექსპერტული საზოგადოება განაგრძობს იმ ეპოქალური ცვლილებების გააზრებას და ანალიზს, რაც დაიწყო ტრამპისთეთრ სახლშიდაბრუნების შემდეგ.

RFERL წერს, რომ ყველაზე მთავარიტეხილირაც დონალდ ტრამპმა შექმნა, არის გლობალური ვაჭრობის იმ წესთა დანგრევა, რაც წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომლის ერთ-ერთი გამოხატულება გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია“.

WTO, შეიძლება ითქვას, უსაქმურების საკრებულოდ აქცია ტრამპმა.

აბა ვის რაღაში სჭირდება ორგანიზაცია, რომლის წესებს აღარ იცავს სახელმწიფო - მსოფლიო GDP- 25%-ის მწარმოებელი?

დონალდ ტრამპი ფსონს დებს ცალკეულ,  ინდივიდუალურ შეთანხმებებზე სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა ექსპერტები თითქმის ერთსულოვნად ამბობენ, რომ ეს სისტემა, როცა ამერიკას სხვადასხვა სახელმწიფოსთან სხვადასხვა წესები, განსხვავებული ტარიფები და სავაჭრო მიდგომები ექნება, ნაკლებ ეფექტურია გლობალური ვაჭრობის თვალსაზრისით;

ამან  შესაძლოა გამოიწვიოს პლანეტარული ვაჭრობის შემცირება, რასაც აუცილებლად მოჰყვება გლობალური რეცესია.

გაძვირდება ყველაფერი..... საჭმლის ჩათვლით, რაც კატასტროფაა განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებისთვის.

თუმცა საეჭვოა ტრამპსეკვატორიალური აფრიკისმაცხოვრებელთა მოსალოდნელი შიმშილი ადარდებდეს.

მეორე საინტერესო მომენტი, რასაც ექსპერტები აქცევენ ყურადღებასახალი სავაჭრო ბლოკების სავარაუდო  წარმოშობაა ნაცვლად გლობალური სავაჭრო სისტემისა (WTO)…..

მაგალითად სავაჭრო გარიგება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის.

საგულისხმო ნიუანსი ისაა, რომ ჩინეთს EU-სთან ვაჭრობა ეკომფორტულება, რაკი ეს არის არა ერთი  სახელმწიფო, არამედ სახელმწიფოთა ერთობა, სადაც პეკინს რომელიმე ცალკეულ სახელმწიფოსთან გარიგებითაც შეეძლება ბრიუსელის გადაწყვეტილებებისმართვა“.

EU ხომ კონსენსუსზე დაფუძნებული სუსტი კონფედერაციაა?

„ორბანების“ მსგავსი პერსონაჟი იქ, სინამდვილეში, მრავლადაა.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩინეთს ძალიანაც აძლევსო ხელს - ამტკიცებენ RFERL ექსპერტები - თუ ევროკავშირსა და ამერიკას შორის ნამდვილი სავაჭრო ომი დაიწყება და ურთიერთობები განადგურდება

ოღონდ ეს მაინც ნაკლებ სავარაუდოა: ატლანტიკური ერთობა ცივილიზაციური ერთობაა  (საერთო კულტურაზე, საერთო კულტურულ კოდებზე და ისტორიაზე დამყნილი)....... ელიტებს ოკეანის ორივე ნაპირზე ალბათ ეყოფათ გონიერება, საკუთარი ცივილიზაცია არ დაღუპონ. ტრამპები მიდიან და მოდიან, ევროატლანტიკური ცივილიზაცია რჩება