საერთაშორისო მიმოხილვა. 20 აგვისტო. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 20 აგვისტო. 2024 წელი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს ეწვია სახელმწიფო ვიზიტით.

 მოგეხსენებათ, არსებობს უმაღლესი რანგის საერთაშორისო ვიზიტთა რანჟირება:

) სამუშაო ვიზიტი

) ოფიციალური ვიზიტი

) სახელმწიფო ვიზიტი.

 

სახელმწიფო ვიზიტი ექსკლუზიური მოვლენაა და ძალიან იშვიათად ხორციელდება.

აი მაგალითად, იაპონიის იმპერატორი რომ ეწვია სახელმწიფო ვიზიტით ლონდონს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ეს ვიზიტი რომ დღემდე ახსოვთ - დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელოებშია შეტანილი.

ამ სახელმძღვანელოთაგამონაკლისები“ თავისთავად ქმნიან ისტორიას.

მაგალითადგამონაკლისიიყო დიდი რონალდ რეიგანის მიერ მიხეილ გორბაჩოვის მიწვევა ვაშინგტონში სახელმწიფო ვიზიტით 1988 წელს მაშინ, როდესაც გორბაჩოვს მხოლოდ სკკპ გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა და არ ყოფილა არც სსრკ პრეზიდენტი არც სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

მაგრამ იმ დროს  მსოფლიო ცივი ომის ზღვარზე ბალანსირებდა ხოლო რეიგანი დიდი მოღვაწე იყო, შესაბამისად ამ რანგის მოღვაწეებს აქვთ ისტორიული უფლება, შექმნანექსკლუზივებიდა გამონაკლისები ისტორიულ ტრადიციაშიც კი.

 

რაც შეეხება პუტინის სრუუუუუულიად უბადრუკ ვიზიტს აზერბაიჯანში.....ამაზე მეტი თავსლაფისდასხმა იმ ქვეყნისთვის და იმ ლიდერისთვის, რომელსაც არა მხოლოდგლობალურიარამედისტორიულიზესახელმწიფოებრიობის პრეტენზია აქვს, მართლა წარმოუდგენელია.

თეორიულადაც კი.

 

დავიწყოთ იმ აბსოლუტურად ეჭვმიუტანელი ფაქტით, რომ ალიევის აზერბაიჯანი (და ეს დადასტურებულია - პუტინმა რასაკვირველია იცის) იარაღით და საწვავით ეხმარება უკრაინას, რომელიც ახლა განმათავისუფლებელ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ.

ასეულობითა ზერბაიჯანელი იბრძვის უკრაინის მხარეს და არც ერთი - რუსეთის მხარეს.

ალიევს ამ პროცესის აღკევთა შეეძლო თუმცა არ აღკვეთა

მიუხედავად ამისა, პუტინი ალიევს ბევრს ვერაფერს უბედავს და კრინტსაც კი არ ძრავს ამის შესახებ!

 გარდა ამისა, პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ქვეყანას, რომელმაც ახლახან სასტიკად დაამარცხა, გაანადგურა რუსეთისსტრატეგიული ფორპოსტისომხეთი.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი......

) „ინახავსრუსულ სამხედრო ბაზებს სომხეთის ტერიტორიაზე და ეს არ არის მხოლოდგიუმრის ბაზა“, როგორც ზოგს ჰგონია. მთელი სომხეთის ტერიტორიაზეა რუსული სამხედრო ობიექტები

) ინახავს რუსეთის სასაზღვრო ჯარებს თავის ტერიტორიაზე. ერევნის აეროპორტიდან კი გავიდნენ, თუმცა სხვა საზღვრებს კვლავინდებურად რუსი მესაზღვრეები იცავენ - თურქეთთან მაგალითად

) სომხეთი არის ყველა იმ პოსტსაბჭოური გაერთიანების წევრი (ОДКБ, ЕВРАЗЭС, Таможенный союз) რაც რუსეთმა შექმნა სსრკ დაშლის შემდეგ და საკუთარი გეოპოლიტიკური აქტივობის გარანტიად მიიჩნევდა.

) სომხეთი გამორიცხავდა NATO-სთან და EU-სთან რაიმე სერიოზულ თანამშრომლობას, თუ მოსკოვი დაეხმარებოდა მას შეენარჩუნებინა ყარაბაღი; ან თუნდაც იმაში მაინც დაეხმარებოდა, სომხურ მოსახლეობას არ დაეტოვებინა ყარაბაღი.

) სომხეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი, ისევე როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უდიდესი წილი ეკუთვნის რუსულ სახელმწიფო და ოლიგარქიულ კაპიტალს

 

აი ამ ქვეყანაში (სომხეთში) არ ჩავიდა პუტინი სახელმწიფო ან/და არც არანაირი ვიზიტით და სამაგიეროდ სახელმწიფო ვიზიტით (რაც მასპინძელი ქვეყნისადმი უდიდესირიდისდა პატივისცემის გამოხატულებაა) ჩავიდა იმ ქვეყანაში, რომელმაც არამხოლოდ (ვიმეორებ) მისი ისტორიული (XIX საუკუნიდან დაწყებული) „ფორპოსტიდაამარცხა სწორედაც ისტორიულად არამედ:

) დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან გააგდო რუსული ჯარები, მათ შორის სუფთად სიმბოლური ქვედანაყოფი, რომელიც აზერბაიჯანის გაბალას რადიოსალოკაციო სადგურს იცავდა

) დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან გააგდო რუსეთისსასაზღვრო ჯარები აზერბაიჯანიდან

) აზერბაიჯანი არ არის არც ერთი (!!!) პოსტსაბჭოური გაერთიანების წევრი (რაც რუსეთმა შექმნა) გარდა სუფთად სიმბოლური დსთ-სა. (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა)

) აზერბაიჯანი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს NATO-სთან (თურქეთთან, მაშასადამე NATO-სთან!!!) ყიდულობს იარაღს NATO-სგან (თურქეთისგან მაშასადამე NATO-სგან!) ასევე ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორ ისრაელისგან.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუდმივი როტაციით (ერთი სამხედრო სწავლებები მთავრდება, მეორე იწყება-) დისლოცირებულია NATO- (თურქეთის, მაშასადამე NATO-!) სამხედრო კონტინგენტი, მათ შორის F-16 და F-18 საავიაციო შენაერთი, ხოლო აზერბაიჯანის გენერალურ შტაბში მუდმივად მორიგეობენ NATO- (თურქეთის, მაშასადამე NATO-) გენერლები.

ეს განსაკუთრებითრელიეფური მოცემულობაათუ გავითვალისწინებთ, რა ისტერიკებს უმართავდა მოსკოვი დაბალ ღობესაქართველოს, როცა NATO- ორიოდე ოფიცერი ჩამოდიოდა სამხედრო სწავლებებზე დასაკვირვებლად.

) რუსეთს აზერბაიჯანის ეკონომიკაში არ ეკუთვნის    . პირიქით, აზერბაიჯანი ზრდის ინვესტიციებს რუსეთის ეკონომიკაში დამსუყელუკმები მიაქვს

 

აი ამ ფონზე....ამ ყოველივეს გათვალისწინებით....პუტინი ჩადის სახელმწიფო ვიზიტით ბაქოში.

და იტანს აშკარა დამცირებას:

დიპლომატიას და დიპლომატიურ პროტოკოლს თავისიენააქვთ: ალიევი რომ არაოფიციალურ (!) მიღებაზე შალიფად ჩაცმულ ცოლთან ერთად შეხვდა პუტინს, ამით ხაზი გაუსვა, რომ მისი სტუმარი ერთი მარტოხელა, უბადრუკი კაცია.

ამის ხაზგასმა რომ არ სდომოდა, ქალბატონ მეჰრიბანს არ წამოასწკუპებდა სავარძელზე „უჰალსტუხო“ შეხვედროს დროს.

სწორედაც უბადრუკად გამოიყურებოდა პუტინი ამ  „უჰალსტუხოდშეხვედრის დროს.

 

ამის შემდეგ ალიევმა პუტინი წაიყვანა შეიჰიდთა“ (თავშეწირულთა) ხეივანში ვითომდაც მხოლოდ ჰეიდარ ალიევის საფლავზე გვირგვინის მისატანად.

რუსული ოფიციოზი (სოლოვიოვი, სკობეევა, ძმანი და დანი მათნი) უსინდისოდ იტყუებოდა: პუტინი მიიყვანეს სასაფლაოზე, სადაც დიდ სამამულო ომში დაღუპულები განისვენებენ, როცა ჩვენ და აზერბაიჯანელები ერთად ვიბრძოდითო.

ტყუილი!

სინამდვილეში შეიჰიდთა ალლეაიმ ბაქოელთა და აზერბაიჯანელთა სასაფლაოა, ვინც 1990 წლის იანვარში დახოცა საბჭოთა (რუსულმა) არმიამ - გენერალ ლებედის წინამძღოლობით.

100 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა მაშინ.

იმ მოვლენებს აზერები დღემდე უწოდებენშავ იანვარს“ .

დამკვირვებლებს არც ის გამორჩათ მხედველობიდან, რომ როცა 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბაქოში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები იმართებოდა  რუსეთის საელჩოსთან ხოლო აზერბაიჯანის პოლიცია, რომელიც ერთეულ პიკეტებსაც კი შლის ხოლმე, „არც ჩარეულა“.

ესეც Message იყო მოსკოვის მიმართ.

 

ამას მოჰყვა 2023 წლის სექტემბრის ბრწყინვალედ განხორციელებული ოპერაცია, როდესაც აზერბაიჯანულმა არმიამ მთლიანად განდევნა ყარაბაღიდან სომხური არმია და სომხური მოსახლეობაც თან მიაყოლა.

რუსი .. „მშვიდობისმყოფელებიბლინდაჟებში შეძვრნენ და იქიდან ცხვირის გამოყოფას ვერ ბედავდნენ.

ყარაბაღის ლიდერები, ვარდანიანი, გუკასიანი, რომლებიც თავისპრორუსულ ორიენტაციასქადაგებდნენ მუდამ, ყარაბაღის დატოვებას რუსიმშვიდობისმყოფელებისმანქანებით ცდილობდნენ, მაგრამ ისინი აზერბაიჯანელებმა წაართვეს რუსებს, ჩაათრიეს ბაქოში და ახლაც ციხეში სხედან......იმ ქალაქში, სადაც პუტინი ჩავიდასახელმწიფო ვიზიტით

 

ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა: რას იგებსპუტინი ასეთი თავის დამცირებით?

არაფერს!

2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ რუსეთმა თურმე „დაიბევაგეოპოლიტიკური სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნები: ერთის მხრივ, ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს აკავშირებს ყარაბაღთან, რუსცისფერჩაფხუტიანებსუნდა გაეკონტროლებინათ, ხოლო მეორეს მხრივ .. სიუნიკისანუზანგეზურის სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახჭევანისა და თურქეთისკენ....ასევე რუსებს უნდა გეოკონტროლებინათ.

თუმცა რეალურად, On the ground, როგორც კი მთიანი ყარაბაღიდან სომხები გაყარა, ალიევმა საკუთარი ტერიტორიიდან რუსი .. „მშვიდობისმყოფლებიცგააძევა! აბა რომელლაჩინის დერეფანზეალაპარაკი?

რაც შეეხება სიუნიკს თუ ზანგეზურს, აზერბაიჯანი მოითხოვს მა დერეფნის ექსტერიტორიალურობას, რასაც სომხეთი არ თანხმდება.

 

სომხეთის და ყარაბაღის თემა კი ფიგურირებდაყრუდპუტინის ვიზიტის დროს ბაქოში, მაგრამ აზერბაიჯანის პოზიცია ყარაბაღში სომხების დაბრუნების თაობაზე უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია: დავაბრუნებთ, თუ სომხეთიდან 1988 წლის შემდეგ გაძევებულ აზერბაიჯანელებს დააბრუნებენ სომხები სომხეთშიო, რაც რასაკვირველია სრულებით არარეალურია.

 

ახლა რუსული პროპაგანდისტული ტელე-არხები ყველანაირად ცდილობენ პუტინის ამგვარ დამცირებას რაიმე ახსნა მოუძებნონ და ანტისომხურ ნარატივთა მიღმა ვერაფერი მოიფიქრეს.

ანუ არა მხოლოდ იმ აზრს კულტივირებენ, თითქოს ფაშინიანმა უღალატა რუსეთს (რით? 2020 წლის ომამდე ОДКБ-დან გავიდა? ЕВРАЗЭС-დან გავიდა? NATO- და EU წევრობა მოითხოვა? რუსული ბაზების და სასაზღვრო ჯარების გაყვანა მოითხოვა 2020 წლამდე?-დ.) არამედ იმ აზრის კულტივირებაც ხდება, რომ თურმე...თურმე...სომხეთს ჯერ კიდევ 1991 წელს უღალატია მოსკოვისთვის, როდესაც სომხეთმა უარი თქვა ჩაეტარებინა რეფერენდუმი სსრკ შენარჩუნების თაობაზე, სამაგიეროდ ჩაატარა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის შესახებ!

 „აზერბაიჯანმა კი, მაშინ, საბჭოთა რეფერენდუმიც ჩაატარა, ხმაც მისცა() სსრკ შენარჩუნებას და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებისთვისაც მზად იყოო“ - აფიარებენ რუსი პროპაგანდისტები

 

რით აიხსნება ეს ყოველივე? ხომ აბსოლუტურად ცხადია, რომ აზერბაიჯანი არავითარიპრორუსული სახელმწიფოარ არის და არც იქნება უკვე არასდროს.

მოსკოვი ბაქოს ვერანაირად ვერ გამოიყენებსბერკეტადსამხრეთ კავკასიაში თავის გავლენისთვის, რაკი ესბერკეტიერდოღანს უპყრია ხელთ.

ერდოღანისაჩრდილითან სდევდა პუტინს მთელი ამსახელმწიფო ვიზიტისმანძილზე.

რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: Сохранить хорошую мину при плохой игре.

აი, ეს არის!

ისტორიულად წაგებულითამაშის“ შედეგიშეფუთოსისე, თითქოს მხოლოდ სომხეთმა წააგო და რუსეთმა- არა.

სხვა რაღა დარჩენია ამგვარიშეფუთვისგარდა?