საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივლისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივლისი 2022 წელი

კომიკური დეტალები ირკვევა `დიდი ოცეულის` (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების  სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით.

სერგეი ლავროვი არის საქართველოს უბოროტესი მტერი, პუტინის აგრესიული იმპერიალისტური პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი. ამიტომ განსაკუთრებით სასიამოვნოა ის დამცირება, რაც მას თავს დაატყდა ინდონეზიაში, `ოცეულის` სამიტის დროს.

ფოტოსესია ჩაიშალა, როგორც გუშინ მოგახსენეთ.

ახლა ირკვევა, როგორ და რატომ ჩაიშალა: `დიდი შვიდეულის` ქვეყნებმა, ანუ დემოკრატიებმა წინასწარ აცნობეს `ოცეულის` სამდივნოს, რომ ისინი წინააღმდეგნი იყვნენ რუსეთის მოწვევისა ინდონეზიის სამიტზე. ბუნებრივია (G20) სამდივნო მათი თანხმობის გარეშე ლავროვს ამ ღონისძიებაზე ვერ მოიწვევდა.

მაშინ ლავროვმა, როგორც ნამდვილმა თაღლითმა, ასეთ გაიძვერულ ხრიკს მიმართა: გამართა ორმხრივი მოლაპარაკება ინდონეზიის ხელმძღვანელობასთან, დაემუქრა სავაჭრო სანქციებით და რუსეთის ბაზარზე წვდომის შეწყვეტით და მიაღწია იმას, რომ ინდონეზიის ხელმხძღავნელობამ ლავროვი დაპატიჟა ვიზიტით ინდონეზიაში ზუსტად იმ დროს, როცა იმართებოდა `ოცეულის` საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი. ანუ ამ სამიტზე კი არ დაპატიჟა, არამედ ვითომ ორმხრივი ვიზიტით დაპატიჟა ინდონეზიაში, რასაც `შვიდეული` ვერ გააპროტესტებდა რასაკვირველია.

ამის შემდეგ, გაიძვერა ლავროვი ჩავიდა ინდონეზიაში და ჩუმად შეიპარა იმ სასახლეში, სადაც იმართებოდა (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი. იქ შეხვდა ინდონეზიის და ზოგიერთი სხვა არადასავლური ქვეყნის საგარეო მინისტრებს, რათა ჰქონოდა სათქმელი და `გასაფიარებელი`: ხომ ხედავთ, თქვენს ჯინაზე მაინც ჩამოვედიო. ბუნებრივია, G7 არც ერთი წევრი ამ თაღლითს არ შეხვდა

 ბოლოს ლავროვი იმდენად გათავხედდა, რომ უთქვამს `რაკი ახლა ამ შენობაში ვარ, მოდი G20 `საგარეოთა` ერთობლივ პროტოკოლურ ფოტოსესიაშიც მივიღებ მონაწილეობასო. ინდონეზიამ, მოსკოვის ბაზრის დაკარგვის შიშით მხარი დაუჭირა, რა მოხდა სადმე კუთხეში დაეგდოს და იქ გადავუღოთო, მაგრამ დემოკრატიებმა, პირველ ბროიგში აშშ სახმდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი სკადალი მოაწყო ამის გამო და ფოტოსესია საერთოდ ჩაიშალა.

აი ასეთ თაღლითობებს ასეთ უბადრუკ ხრიკებს მიმართავს `ე.წ. ბირთვული ზესახელმწიფო`, რათა ჩამოშლილი სახე როიგორმე შეინარჩუნოს ედა სადმე მაინც გამოჩნდეს მისი მიერ მოწყობილი გენოციდის ფონზე.