ფედერიკო ფელინი და მისი La Dolce Vita

ფედერიკო ფელინი და მისი La Dolce Vita

(„ისტორიცისტული“ ჩანაწერები იტალიელი ტიტანის შედევრზე)

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ცხოვრებაში მეორედ ვნახე ფედერიკო ფელინის „ტკბილი ცხოვრება“.

ესეც მხოლოდ ისტორიცისტული ინტერესით - ევროპაში დატრიალებული ძალადობრივი მარაზმის ფონზე.

თუ ვინმეს ჰგონია „კავშირში არაა“, ძალიან ცდება.

ავხსნი.

ზოგადად არ მიყვარს ფელინი.

„ჩემი იტალიელი“ უფრო ვისკონტია.

იმიტომ, რომ ეს მეორე იტალიელი ტიტანი გასაგებად აყალიბებს სათქმელსა და ს ა ზ რ ი ს ს.

ხოლო ფელინის თუ ამერიკელი დევიდ ლინჩის ფილმების ყურებისას სულ მიჩნდება განცდა, რომ......ატრაკებს ორივე: გიქმნის შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ისეთი გენიალური საზრისი აქვს, ტვინი უნდა იჭყლიტო ყველა სცენის ინტერპრეტაციისას და გეჩვენება, აი ახლა ზის სადმე, - შენ რომ ტვინს იჭყლეტ „ნეტავ რისი თქმა უნდოდაო“ - და ხითხითებს, დაგცინის.

La Dolce Vita ეპოქალური ფილმია რასაკვირველია და მხატვრული თვალსაზრისით ჭეშმარიტი შედევრია, მაგრამ აი საზრისი....„მესიჯი“......

აბა დავაკვირდეთ, რას გვეუბნება ფელინი?

გავითვალსიწინოთ როდის არის ფილმი გადაღებული: საზარელი ომიდან სულ 13-14 წლის შემდეგ!

იმ ომიდან, რომელმაც იტალია კინაღამ სრულად გაანადგურა ყველა თვალსაზრისით: დაანგრია და უსასტიკესად, სამარცხვინოდ დაამარცხა;

ფიზიკურადაც და მორალურადაც;

მორჩა ომი ასე თუ ისე....... საბედნიეროდ, აპენინის მადლიან მიწაზე დაისადგურა მშვიდობამ;

იტალია ეკონომიკურად უსწრაფესად, სასწაულებრივად განვითარდა სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში;

საფუძველი ჩაეყარა მის გენიალურ ინდუსტრიებს: ავტომრეწვიდან - მაღალ მოდამდე და დიზაინამდე.....

რაც მთავარია ადამიანებმა „თვალებში გამოიხედეს“, ადამიანური ცხოვრება დაიწყეს, - მისი ადამიანური ცდუნებებით, სისუსტეებით, სიყვარულით, თუნდაც განცხრომით, მომხმარებლობით......მერე და რა ამით?!

რა არის ამაში „არაადამიანური“?

თუმცა ფელინი, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, გვეუბნება, რომ სწორედ იმ მშვიდობის, სწორედ იმ ეკონომიკური წინსვლის, სოციალური კეთილდღეობის შედეგად წარმოშობილა (თურმე) „საზარელი“ მანკიერება: „უიდეობა“, „სიცარიელე“ „ობივატელობა“, „უაზრობა“, „მცონარობა“, „ფუჭი“ დროსტარებისადმი მიდრეკილება და ა.შ და ა.შ.

ეს ყოფილა თურმე ცივილიზაციური საფრთხე.

თანაც არ დაიჯეროთ ცრუპენტელობა, თითქოს ფელინი მხოლოდ „რომის ბოჰემას“ დასცინის.

სინამდვილეში იმ „რომის ბოჰემას“ ცხოვრებისეულ „უიდეობასა და უაზრობაში“ ცივილიზაციურ, ეგზისტენციურ, მომაკვდინებელ საფრთხეს ხედავს;

უფრო ზუსტად, ცდილობს ასე წარმოაჩინოს.

მისი სამიზნე მხოლოდ ეს კონკრეტული სოციალური ფენა არ არის.

უბრალოდ, მასში წარმოაჩენს „საშინელი“ მანკის გამავრცელებელს, რომელიც ცივილიზაციას მოკლავს.

კი მაგრამ......დალოცვილო, სინიორ ფედერიკო.......იდეა თუ გინდოდა, „აზრიანი ცხოვრება“ თუ გინდოდა......„იდეისთვის და დიადი საქმისთვის თავის მიძღვნა“ თუა ცხოვრებისეული ამოცანა და ესაა მთავარი......აგერ 14 წლის წინ ხომ გყავდა მუსოლინი მისი ტოტალიტარიზმით? მისი „იდეალიზმით“, მისი გაუთავებელი ომებით აფრიკაში?

და იქვე არ იყო მეორე ასეთივე ტოტალიტარიზმი - კომუნისტური?!

ადამიანი, დიახაც, სუსტი არსებაა, ცოდვილია, პიროვნული თავისუფლებისკენ, სიყვარულისკენ მსწრაფია და...რა ამით?

ასეთს რას აშავებს თუნდაც ის ქალი, ესოდენ გენიალურად რომ განასახიერა ანუკ ემემ?

გყავდა ბატონო „იდეური“ მუსოლინი მისი „Facio“ ჯოგური იდეალიზმით და „მიძღვნის“ ასპირაციებით - აფრიკაში რომ გაგზავნიდათ საომრად.

აი მართლა არ მესმის, ა რ მ ე ს მ ი ს:

მარჩელოს გამოპრუტუნებულმა პერსონაჟმა თუ „ცხოვრების აზრი“ ვერ იპოვა, რატომ არის ეს მთელი ევროპული ცივილიზაციის პრობლემა, როგორც ფელინი გვიმტკიცებს და ჭმუნავს საზრისულად მის უნაკლო მხატვრულ (!) შედევრში?

იმ იდიოტმა მწერლუკამ თუ „ვერ იპოვა“, სამაგიეროდ, მშვიდობის წყალობით, „ცხოვრების აზრი“ ნამდვილად იპოვა იტალიელმა მუშამ, რომელიც ყოველ დღე მიდის „ფერარის“ ქარხანაში და აშენებს გენიალურ ავტომობილებს;

იმ მილანელმა დიზაინერმაც „იპოვა“, ვინც ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ურთულეს „არქიტექტურას“ ქმნის, რაც იტალიელი ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქ ა ლ ი ა.

იმ  ბოლონიელმა  ფერმერმა, რომელსაც პარმეზანი გამოჰყავს;

იმ ტოსკანელმა მევენახემ, რომელიც „კიანტის“ აყენებს;

იმ ვენეციელმა თუ რომაელმა ექსკურსიამძღოლმა, ვინც ამერიკელ ტურისტებს უყვება მისი გრძნეული ქალაქის ისტორიას და ა.შ და ა.შ.

სწორედ მათ აღადგინეს მუსოლინის ანტილიბერალური ტოტალიტარიზმის შედეგად დანგრეული იტალია და აქციეს იგი G7 წევრად.

მათვე შექმნეს თანამედროვე ევროპა - მისი ინდუსტრიებით, მეცნიერებით, ჯანდაცვით, კულტურით.......

მომკალით, ამკუწეთ, მაინც მგონია, რომ ფელინი ან ფარული კომუნისტია ან ფარული ფაშისტი.

სხვა ახსნა ამ ფილმის message-ს არ აქვს.

დააკვირდით ძალიან ნიშანდობლივ ნიუანსს: აშკარა სიძულვილს და გაბითურებას არა ყბადაღებული „პაპარაცების“, არამედ ჟურნალისტის, როგორც კეთილშობილი სოციალური ფუნქციის მატარებელი ფენომენის მიმართ, რაც ესოდენ რელიეფურადაა გადმოცემული ფილმში.

თავისუფალი ჟურნალისტი ტოტალიტარიზმის უპირველესი მტერია

და დიახ, თუ უღებს ფოტოს, როგორ ჰკოცნის დოდი ალ ფაიეტი - პრინცესა დიანას, იმიტომ უღებს, რომ ამით თავის სოციალურ ფუნქციას ასრულებს. მორჩა და გათავდა!

ხოლო ფელინი უბრალოდ ატრაკებს მეთქი: „ვაიმეეეეეეეე, უიდეობით, „ობივატელობით“ იღუპება ევროპაააა......

იღუპება არა კვატი კიდევ!

დღეს 2026 წელია და არა 1959.

დაიღუპა?

ვერანაირი მოძალადე პირუტყვების ჯოგი - „ანუკ ემეს“ ევროპას ვერ დაანგრევს!!

გამორიცხულია.

თუმცა არა.

აქ უფრო „ხელოვანის ისტერიკასთან“ გვაქვს საქმე და ღირებულებით-მსოფლმხედველობით ინფანტილიზამთან:

ანუ.......მუსლონი არ გინდოდა, სტალინი არ გინდოდა.....ტოტალიტარიზმი არ გინდა, არც ლიბერალიზმი გინდა......აბა რა ჩემი . . . გინდა, საერთოდ, უკაცრავად  „ფრანგულისთვის?“

ბოდიში მაესტრო.