საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ივნისი 2022 წელი

ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსათვის, შესაბამისად საქართველოსთვის, ამიტომ თვალი მივადევნოთ:

გრძელდება ტრამპის საწინააღმდეგო მოსმენები აშშ კონგრესში - 2021 წლის 6 იანვრის აჯანყების შესახებ, როცა ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრენ.

ყოფილი პრეზიდენტის საქმე ცუდად არის.

გუშინ მისმავე გენერალურმა პროკურორმა (ყოფილმა) უილიამმ ბარმა `სრული სიგიჟე და იდიოტიზმი` უწოდა ტრამპის განცხადებებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ (რომელიც ჯო ბაიდენმა მოიგო), - თითქოს კენჭისყრის შედეგი გაყალბდა.

მართლა გაყალბებული რომ ყოფილიყო, მე ამის თქმას ვინ დამასწრებდაო` - თქვა უილიამ ბარმა. ის დონალდ ტრამპის უერთგულეს, ულტრაკონსერვატორ კადრად ითვლებოდა მართლაც,

`ასეთი გიჟი ან გაგიჟებული ადანიანი, როგორადაც ტრამპი გამოიყურებოდა იმ არჩევნების წაგების შემდეგ, ცხოვრებაში არ მინახავსო`  -  აღნიშნა უილიამ ბარმა.

ბარი არ არის ერთადერთი, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის ნოემბერში ტრამპი საშინლად გაბრაზებული, თითქმის შეურაცხადი იყო, რაკი გულწრფელად ეჩვენებოდა, რომ არჩევნები მოიგო და მოპარეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკაში ძალიან რთული საარჩევნო სისტემა მოქმედებს: ამერიკელი ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნებისას ირჩევს არა უშუალოდ პრეზიდენტს, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელიც მერე ირჩევს პრეზიდენტს.

ეს იმიტომ გაკეთდა თავის დროზე, რომ დიდ შტატებს (კალიფორნიას მაგალითად) არ ჰქონოდათ იმმანენტური, გადაულახავი უპირატესობა პატარა შტატებზე, რაკი მოსახლეობის ოდენობაში სხვაობა ზოგჯერ 10-ჯერ მეტია

ანუ ამ გზით ცდილობდნენ შტატების მეტნაკლებად გათანაბრებას. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტს მხოლოდ დიდი შტატები აირჩევდნენ მუდამ, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატებს ნაკლები მოტივაცია ექნებოდათ, პატარა შტატებში ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია.

ოღონდ ამან ის შედეგი გამოიღო, რომ შესაძლებელია ოფიციალურად გამარჯვებულმა კანდიდატმა მოიგოს საარჩევნო კოლეგია, თუმცაღა წააგოს ე.წ. სახალხო კენჭისყრა (Popular vote) ან პირიქით -  კანდიდატმა ამომრჩეველთა მეტი ხმა მიიღოს ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ პატარა შტატებში არჩეული `ხმოსნების` წყალობით ნაკლები ადგილი ჰქონდეს საარჩევნო კოლეგიაში. შესაბამისად მისი მეტოქე გახდეს პრეზიდენტი.

ამიტომ ოფიციალურთან ერთად, ამერიკაში არაოფიციალურად ითვლიან ასევე Popular vote შედეგებს.

 

აი, ამ შედეგებით, 2016 წელს დონალდ ტრამპმა წააგო ჰილარი კლინტონთან, ესე იგი მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, ნაკლები ხმა მიიღო. თუმცა მაინც გახდა პრეზიდენტი, რადგან მეტი `ხმოსანი` გაიყვანა საარჩევნო კოლეგიაში.

2020 წელს კი  ტრამპმა ბაიდენთან ორივე არჩევნები წააგო. როგორც ოფიციალური, ასევე Popular vote.

 

ტრამპს მიაჩნდა, რომ მას გაუყალბეს ე.წ `დისტანციური კენჭისყრა`, რომელსაც ითვალისწინებს ამერიკული კანონმდებლობა: როცა მოქალაქე წერილით, კონვერტით დისტანციურად აძლევს ხმას და ეს დისტანციური კენჭისყრა რეალურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით, ზოგჯერ რამდენიმე კვირით ადრე იწყება.

ამ სისტემაში, მართლაც, თეორიულად, ბევრი შესაძლებლობა არსებობს მანიპულაციებისა, თუმცა ამერიკული საარჩევნო ადმინისტრაცია საუკუნეთა განმავლობაში ისეა `მომართული`, ძალიან საეჭვოა რაიმე წინასწარგანზრახულ, მიზანმიმართულ გაყალბებაზე ლაპარაკი იყოს შესაძლებელი.

ამერიკა საქართველო და ყაზახეთი არაა.

 

დონალდ ტრამპი აღმოჩნდა პირველი პრეზიდენტი ძააააააალიან დიდი ხნის განმავლოაბში, ვინც გამარჯვებულს მაშინვე არ მიულოცა.

მას შემდეგ, რაც 1950-იანი წლებიდან არჩევნებს გენიალური ამერიკული ტელევიზია აშუქებს, წესად დამკვიდრდა, რომ კარგი ტონია, როცა ტელევიზიით, სანდო წყაროებზე დაყრდნობით გამარჯვებულის ვინაობას აცხადებენ საარჩევნო ურნების დახურვიდან მცირე ხნის შემდეგ, მაშინვე გამოდის დამარცხებული კანდიდატი და  ულოცავს გამარჯვებულს.

ასე იყო მუდამ.

 

გამონაკლისია მხოლოდ 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ალ გორსა და ჯორჯ ბუშ-უმცროსს  შორის.

გორმა ზუსტად 2 წუთში მიულოცა ბუშს გამარჯვება, როგორც კი ზე-ავტორიტეტულმა ტელეკომპანიამ ABC ბუში გამოაცხადა გამარჯვებულად!

 თუმცა გორმა (ბილ კლინტონის ვიცე-პრეზიდენტმა) უკან წაიღო მილოცვა რაკი აღმოჩნდა, რომ ფლორიდაში ხმები არასწორად დაითვალეს ტექნიკური შეცდომის გამო.

ბუშმა ფლორიდაში სულ 100 ხმით მოუგო გორს და ზემოთხსნებებული საარჩევნო სისტემის გამო, სწორედ ამ მიზერმა გადაწყვიტა გრანდიოზული ქვეყნის ბედი.

იქ გაყალბებაზე არ იყო ლაპარაკი - მოხდა ტექნიკური შეცდომა;

 ამან აურზაური კი გამოიწვიია, მაგრამ მოსამართლემ განიხილა, ერთი დაარტყა ჩაქუჩი და ყველაფერი მიყუჩდა...

 უდიდესი ბედნიერებაა ქვეყნისთვის, როცა ჰყავს ზეავტორიტეტული სასამართლო, - მოწიწებით და გულწრფელი პატივისცემით რომ ეპყრობიან ამერიკელები. თუმცა ამერიკულმა სასამართლომ ეს ავტორიტეტი და ნდობა (მთავარი ცნება - ნდობა) მოიპოვა ობიექტურობით და მიუკერძოებლობით. `პოლიტიკურ სარჩულზე` ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ტრამპ-ბაიდენის ქეისი მაინც სხვა ისტორიაა, თუმცა სერიოზული სისტემური `გადაცდომა`, - მართლა მტკივნეული  ექსცესი იყო ამერიკული დემოკრატიისათვის, რაშიც უდიდესი როლი შეასრულა პუტინმა, რომელიც 2016 წლიდან ერეოდა ამერიკულ არჩევნებში და ცდილობდა მხარეები ერთამნეთისთვის წაეკიდებინა ორივესთვის კომპრომატების ფარული მიწოდებით

შეგახსენებთ, რომ კონგრესის ამ გამოძიების შედეგად. დონალდ ტრამპს, მაღალი ალბათობით ციხეშუი ჩასვამენ. ]ციხისგან იგი მხოლოდ იმან შეიძლება გადაარჩინოს, რომ ამერიკულ ელიტებს. მათ შორის დემოკრატებს სამოქალაქო ომის ეშინიათ: ტრამპს ჰყავს ფანატიკური მომხრეები. თანაც ის კატეგორია, რომელსაც სახლში იარაღის საწყობები აქვს. ტყვიამფრქვევების ჩათვლით

. . . . . . . . . .

სამწუხაროდ, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის დამაკავშირებელი მესამე ხიდიც ააფეთქეს საარტილერიო დარტყმით.

უკრაინული ძალები ამის შედეგად შესაძლოა (თუ დროზე არ დაიხიეს უკან) საზარელ ალყაში აღმოჩნდნენ, როგორც მარიუპოლში...

ანუ  ძალიან ცუდად არის საქმე.

თუმცა ეს წარმატება რუსეთს უძვირესი უჯდება: უამრავი დახოცილი და დაჭრილი.

იმდენად, რომ სეპარატისტული ლუგანსკის რესპუბლიკის ხელისუფლება პუტინს სთხოვს (ღიად): ნაწილობრივი მობილიზაცია მაინც გამოაცხადე და დამატებითი ძალები მოგვახმარეო.

რაც კი ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები ჰყავდა პუტინს (მობილიზაციის გარეშე) ყველა შეიყვანა უკრაინაში. ყველა საზღვარი და სამხედრო ოლქი `მოაშიშვლა`... იმდენად, რომ თუ წარმოვიდგენთ, ახლა იაპონია ან ჩინეთი დაესხას თავს რუსეთს, სახმელეთო ძალებით ურალამდე სულ იოლად, ხმელეთზე წინააღმდეგობის გარეშე მივლენ.

უკრაინის უდიდესი უპირატესობა აგრესორის მიმართ ისაა, რომ უკრაინას არ ეშინია და არ ერიდება მობილიზაციის გამოცხადებისა. ჯერ საყოველთაო მობილიზაცია არ გამოუცხადებიათ- ამის საჭიროება ახლა არ არის, -  ნაწილობრივი მობილიზაციაც ჰყოფნით.

პუტინს კი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაც აშინებს, რაკი რუსებში ეს ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდება:

არა, დივანზე წამოგორებული რომ ადევნებს  თვალს `დიადი რუსული არმიის  გამარჯვებას` ეს კი....როგორ არა....ძალიანაც მოსწონთ, მაგრამ...თვითონ თუ გაიწვევენ ჯარში ან მის შვილს - მაშინვე `პაციფისტად` და პუტინის მაგინებლად იქცევა.

. . . . . . . . . .

ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ Amnesty international დაადასტურა, რომ რუსული არმია ხარკოვში იყენებს კლასტერულ, ანუ ე.წ. კასეტურ` ბომბებს.

ქალაქში ამ ბომბების გამოყენება საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია და ითვლება სამხედრო დანაშაულად.

თუმცა რუსეთი ამ კონვენციაზე შეერთებული არ არის, ამიტომ კლასტერულ ბომბებს ჯერ კიდევ ჩეჩნეთში იყენებდა 2000 წლიდან, - როგორც კი პუტინი მოვიდა ქვეყნის და არმიის სათავეში.

. . . . . . . . . .

სერიოზულად დაეცა ბიტკოინის ფასი: 24 000 დოლარამდე.

შარშან ამ დროს 69 000 ღირდა.

განსაკუთრებით ძლიერი იყო დაცემა გუშინ - ორშაბათს.

იმდენად, რომ კრიპტოვალუტით სავაჭრო დიდმა პლატფორმებმა ვაჭრობა და ბიტკოინში არსებული დეპოზიტების გაცემაც კი შეწყვიტეს.

ზოგიერთი ცნობით, ბიტკოინის გაიფება გამოიწვია ჭორებმა (უკვე თუნდაც ჭორებმაც კი) იმის შესახებ, რომ ბიტკოინის იდუმალი გამომძიებელი, ვინმე ტაკეში ნაკამოტო, რომელიც 2014 წლიდან არსად გამოჩენილა (ნახვით ხომ არასდროს არავის უნახავს საერთოდ..... ვინაა კაცმა არ იცის) აპირებს გამოჩნდეს და ბაზარზე გამოყაროს მის ხელთ არსებული 35 მილიარდი დოლარის ბიტკოინი

ეს კოლოსალური თანხა სადღაც, ინტერნეტის გრძნეულ სიღრმეებში დევს `ელექტრონულ საფულეში` და თუ მართლა გამოვარდა ბაზარზე, ბიტკოინი უმალვე გაიაფდება.

ტაკეში ნაკამოტო გვარით თითქოს იაპონელია, თუმცა არსებობს სხვადასხვა ვერსია და სულაც შესაძლებელია სხვა ეროვნებისა აღმოჩნდეს რეალურად.

სხვა ცნობებით იგი მოკვდა ანუ ხსენებულ 35 მილიარდი დოლარი სამუდამოდ გამოუყენებელი დარჩება, რაკი კრიპტოვალუტის, ესე იგი  ბლოკჩეინის ტექნოლოგია ისეა მოწყობილი, სოციალური კოდების გარეშე (რაც მხოლოდ და მხოლოდ მფლობელმა იცის) `ელექტრონულ საფულეს` ვერავინ ვერასდროს ვერაფრის დიდებით ვერ გახსნის.