საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მაისი 2023 წელი
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით ტერიტორიები გაათავისუფლა რუსი აგრესორებისაგან.
შეგახსენებთ: ბახმუტის ჩრდილო და სამხრეთ შემოგარენს რუსული არმია იცავდა. ხოლო თვით ბახმუტში იბრძოდა ევგენი პრიგოჟინის კერძო არმია `ვაგნერი`. Вагнер.
არ არის გამორიცხული, ვაგნერიც და მისი მეთაური/მფლობელი პრიგოჟინიც ტყვედ ჩავარდეს.
ევგენი პრიგოჟინი საერთოდ `გავიდა ასტრალში`: უკვე არათუ ლანძღავს თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს, არამედ უცნაური არგუმენტები მაოქვს: `ეგენი რა კაცები არიან, ქალის სუნამოთი არიან აყროლებულნიო`.
ზოგი თვლიდა, რომ პრიგოჟინის განცხადებები გათამაშებული სპექტაკლის ნაწილი იყო, მაგრამ.....`ქალის სუნამო` რა შუაშია?
ეს ყველაფერი პუტინის უმწეობაზეც მეტყველებს: ამერიკელი ანალიტიკოსები (NYT), რომლებიც ამ ვითარებას აანალიზებენ, აღნიშანვენ, რომ ერთია, როდესაც პოლიტიკოსს აწყობს სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციათა ბრძოლა მის კარზე. კი ბატონო, ეს შეესაბამება პოლიტიკის კანონებს; მით უმეტეს, რომ რუსეთი `ჰიბრიდული დემოკრატიის` ქვეყანაა.
მაგრამ სულ სხვაა, როდესაც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვერ ახერხებს `ფრაქციათა ბრძოლის` შეწყევტას სამხედრო სფეროში, სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს. ეს უკვე მის სრულ უსუსურობაზე და მოახლოებულ კრახზე მეტყველებს.
კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დადასტურდა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ზელენსკიმ, რომ ბახმუტიდან უკრაინული ჯარები არ გაიყვანა და ქალაქი პრიგოჟინს არ დაუთმო!
არადა ბევრი (მათ შორის დასავლეთიდანაც) ურჩევდა ასე მოქცეულიყო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის საჰაერო ძალებმა მორიგი მასირებული იერიში მიიტანეს კიევზე. უკრაინამ ეს იერიში მთლიანად მოიგერია და რაც მთავარია, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 6 ცალი Х-47М2 «Кинжал» - პუტინის საამაყო ახალი იარაღი, რომლითაც ის რუსული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ტრაბახობდა მთელი მსოფლიოს გასაგონად: ამ რაკეტას დედამიწის ზურგზე ვერავინ ჩამოაგდებსო.
Х-47М2 «Кинжал» 14 000 კილომეტრ/საათში სიჩქარეს ავითარებს მაშინ, როცა ბგერის სიჩქარე დაახლოებით 1 200 კილომეტრია. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამერიკული საზენიტო სისტემა Patriot, რომელსაც რუსები `მოძველებულად` აცხადებდნენ თავიანთ С-400-თან შედარებით, ამ ე.წ. `პუტინის არგუმენტსაც` ცაშივე ანადგურებს.
უკრაინელებმა დასავლური სისტემებით ასევე ჩამოაგდეს საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები «Калибр» და ირანული `შაჰიდები`.
და კიდევ უფრო მეტი: უკრაინელებმა, იმავე დასავლური საზენიტო სისტემებით ჰაერშივე გაანადგურეს რუსული ბალისტიკური რაკეტა SS-26 Iskander-M.
ეს ის რაკეტაა, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს დაღესტნიდან ესროლეს რუსებმა გორს მედვედევის ბრძანებით და 50 ადამიანი მოკლეს. ისიც `უძლეველად` ითვლებოდა, რადგან ჯერ ადის სტრატოსფეროში, 50 კილომეტრის სიმაღლეზე, შემდეგ იქედან ეშვება და რაც მთავარია ზებგერითი სისწარფით მანევრირებს დაცემამდე ჰაერში.
გარდა სისტემისა Patriot, უკრაინელები აგრეთვე იყენებდნენ სისტემებს NASAMS და IRIS-T.
აღმოჩნდა (უფრო ზუსტად, დადასტურდა), რომ ეს სისტემები ბევრად აღემატება რუსულ С-300 და БУК-ს.
სპეციალისტებისათვის აქ მოულოდნელი არაფერია, თუმცა პუტინი აქტიურად იყენებდა `ზეახალი იარაღის` შესახებ ტყუილებს PR-ისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.
უკრაინული ჰაერსაწინააღდმეგო ძალების მიერ ამ უდიდესი საჰაერო შტურმის მოგერიება იმას ნიშნავს, რომ გენერალური შეტევის წინ, უკრაინამ მთლიანად `ჩაკეტა` თავისი საჰაერო სივრცე რათა ამ შეტევის დროს რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინულ ქალაქებზე დარტყმა.
თავის მხრივ, უკრაინას უკვე აქვს ბრიტანულ-ფრანგული წარმოების Storm Shadow - დიდი სიშორის რაკეტები, რომლებსაც რუსული საზენიტო სისტემები ალბათ ვერ ჩამოაგდებენ.
ეს არ არის ზებგერითი რაკეტა, სამაგიეროდ მისი ლოკაციის დადგენა ძალიან ძნელია და რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც ვერ ერევა იმიტომ, რომ Storm Shadow-ს კომოიუტერში წინასწარ იდება სამიზნის კოორდინატები (კოსმოსური თანამგზავრიდან მიღებული მონაცემებით) და გაშვების შემდეგ მიჰყვება რელიეფს, სანამ მიზნამდე არ მიაღწევს. ანუ მართვას არ საჭიროებს
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა დააადსტურა, რომ რუსეთში მოწყობილი დივერსიები, მათ შორის პუტინის აგრესიის `გამმართლებელთა` წინააღდმეგ (მაგალითად მწერალ ზახარ პრილეპინისა და დარია დუგინას აფეთქება) მისი ორგანიზებულია: `ჩვენ ვხოცავთ რუს აგრესორებს და დავხოცავთ მათ დედამიწის ნებისმიერ წერტილში` - განაცხადა ბუდანოვმა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა ახალი დეტალები ზელენსკის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ: პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკების დროს იმსჯელეს უკრაინისათვის F-16 ავიაგამანადგურებლის გადაცემაზე. ლონდონი მზადაა გამოვიდეს ასეთი ინიციატივით და საკუთარი თვითმფრინავებიც მიაწოდოს კიევს.
სულ 200 F-16 მიწოდება იგეგმება, რაც უდიდესი ძალაა.
F-16, მიუხედავად იმისა, 1970-იან წლებშია აშენებული (!) ამერიკელების მიერ, გენიალური თვითმფრინავია.
იარაღის ისტორიაში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა, როცა ესა თუ ის ნაწარმი უბერებელ კლასიკად იქცევა. მაგალითად გერმანული წარმოების ტყვიამფრქვევი MG-42, რომელიც 1942 წელს დაამზადეს და დღესაც არის როგორც გერმანიის ასევე სხვა ბევრი ქვეყნის შეიარაღებაზე.
საფუძვლიანია ვარაუდი, რომ როგორც ამერიკულმა Patriot დასჯაბნა რუსული С-300 და С-400 ასევე ამერიკული F-16 დასჯაბნის რუსულ МИГ-ებს СУ-ებს.
და უკვე რომ დასჯაბნა ეს მარტივად დასტურდება: ზემოთხსენებული Кинжал-ის გამოცდისას რუსები რა თქმა უნდა ცდილობდნენ ისინი ჩამოეგდოთ საკუთარი საზენიტო დანადგარებით, მაგრამ ვერ შეძლეს.
Patriot-მა კი შეძლო!
. . . . . . . . . . . . . . . . .
ზელენსკი შეხვდა რომის პაპს და უსახსოვრა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ქრისტე შავად დაბლარულია ანუ დაფარული და მხოლოდ მისი ანაგობა სჩანს.
ამით ზელენსკიმ მიანიშნა პონტიფიკს, რომ მისი ე.წ. `Peacekeeping` პოზიცია, როდესაც რუსები უკრაინელ ბავშვებს ხოცავენ, აბსოლუტურად მიუღებელია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვში გამოქვეყნდა ცნობილი გეოპოლიტიკური კლოუნის, აწ გარდაცვლილი ვლადიმირ ჟირინოვსკის ანდერძი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2025 წლისთვის `რუსსკი მირი` გაერთიანდება ყოფილ სსრკ საზღვრებში, ხოლო 2040 წლისთვის - ყოფილი `ვარშავის ხელშეკრულების` სახელმწიფოთა საზღვრებში, ესე იგი აღმოსავლეთ ევროპაც `რუსსკი მირის` ნაწილი გახდება.
აფრიალებენ ახლა ამ ბოდვას მოსკოვში და არიან.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპს აქვს ბრწყინვალე შანსი, `კონტრშეტევაზე `გადავიდეს თეთრი სახლისა და დემოკრატების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა სპეც-პროკურორ დარემის ანგარიში დონალდ ტრამპისა და რუსეთის კავშირების შესახებ 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.
დარემმა არა მხოლოდ დაადასტურა, რომ არანაირი მტკიცებულება ტრამპის კავშირისა პუტინთან არ არსებობს, არამედ პირდაპირ დასდო ბრალი FBI-ს.....`ინსტრუმენტალიზებაში` `ანუ ჰილარი კლინტონისა და დემოკარტების შეკვეთათა შესრულებაში.
ამაზე ვწერდით გუშინ, თუმცა ახლა უნდა დაემატოს, რომ იმ ვითარებაში, როცა დონალდ ტრამპმა უკვე წააგო ერთი სამოქალაქო საქმე ნიუ იორკის სასამართლოში მწერალ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროვების თაობაზე და დაეკისრა $5 მლნ. ჯარიმის გადახდა; ასევე იმ ვითარებაში როდესაც მის წინააღდმეგ სხვა სისხლის სამართლის საქმეებიცაა აღძრული პორნო-ვარსკვლავ სთოირმი დენიელსის მოსყიდვისა და საგადასახადო დოკუმენტაცისი გაყალბების შესახებ, `რუსეთთან კავშირის` თაობაზე ინსინუაციებში სრული და უპირობო გამართლება ძალიან სერიოზული არგუმენტი გახდება მისთვის: რამდენიმე წლის წინ დემოკრატები ცოტას ლაპარაკობდნენ სთორმი დენიელსზე, საერთოდ არ ახსენებდნენ ჯინ კეროლს, მაგრამ ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპი გარიგებაშია პუტინთან.
გამორიცხულია ამ საქმეში გამართლებამ არ იმოქმედოს ტრამპის წინააღმდეგ სხვა საქმეებზე. მით უმეტეს, მათ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
და Deep State, ანუ ფედერალური ბიურიკრატია, რომელიც 2016 წლიდან ებრძვის ტრამპს, ბევრად ფრთხილი იქნება უკვე.
იმიტომ, რომ სპეცპროკურორ დარემის დასკვნის შედეგად FBI მაღალჩინოსნებს შესაძლოა `თავები დააყრევინონ`, როგორც ერთმა ამერიკელმა რესპუბლიკელმა მოითხოვა გუშინ კონგრესში ბრიფინგზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკმა განაცხადა, რომ დღე-ღამეში 6 საათი სძინავს, რადგან `დრო ფულია`.
Time is money ცნობილი ამერიკული გამოთქმაა, რომელმაც სწორედაც ისტორიულ დროს გაუძლო, მაგრამ ილონ მასკის მიერ მისი გაჟღერება განსაკუთრებით ნიშანდობლივია.
ეს ადამიანი მართლა ფანატიკოსია და მანამ არ მოისვენებს, სანამ მარსზე ქალაქს არ ააშენებს, სადაც მილიონი დედამიწელი იცხოვრებს.