დონალდ ტრამპი და „ხელოვნური ინტელექტი“
ძალიან მნიშვნელოვანი, ვაითუ საბედისწერო თემაა.
დღევანდელ მსოფლიოს ორი სისტემური ფენომენი განსაზღვრავს: დონალდ ტრამპი და ხელოვნური ინტელექტი - AI (Artificial intelligence).
ყველაზე საინტერესო საკითხი ისაა, ამ ორ ფენომენს, როგორც ეპოქის პირმშოთა შორის რა და რაგვარი..... კორელაცია არსებობს თუ არსებობს.
ოღონდ იმ აზრით კი არა, ტრამპი და მასკი რას როგორ იყენებენ და ნახევარ ტრილიონს გამოჰყოფენ თუ ტრილიონს გამოჰყოფენ მის განსავითარებლად და ჩინურ AI-ს როგორ „გადაუჯოკრავენ“.....არამედ უფრო ღრმა თვალსაზრისით:
რაზე, რა ეპოქალურ პროცესებზე და ისტორიულ ძალთა „ამოძრავებაზე“ მეტყველებენ ან ერთი (ტრამპი) ან მეორე (AI) და სწორედ ამ მხრივ როგორ კორელირებენ მეთქი როგორც ისტორიული „რეპერული წერტილები“ ერთმანეთთანაც და ისტორიასთანაც.
„პოლიტიკასთან“ კი არა (ეს წვრილმანია) არამედ ი ს ტ ო რ ი ა ს თ ა ნ - ისტორიის მრისხანე ფენომენთან
ურთულესია......ჩვენ, მე მგონი, ამ AI-სთან დაკავშირებით ვერ ვაცნობიერებთ, რომ რაღაცით ვგავართ იმ ადამიანებს, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობდნენ ტელევიზიის გამოგონების პერიოდში, - საცაა ვინმე გენიოსს რომ უნდა გამოეგონებინა ტელევიზია.....რადიოს გამოგონების.... ელექტრენერგიის გამოგონების....... წიგნის ბეჭდვის გამოგონების......აი დაახლოებით ამ დონის ტეხილია....ან/და .....კიდევ უფრო ისტორიულად განმსაზღვრელიც კი: ბორბლის გამოგონებამდე!
ბორბალი (რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ესე იგი „ანალოგური“ მიგნება ვერ იქნებოდა!!)ყველაზე ეპოქალური გამოგონება იყო სინამდვილეში, რამაც ისტორია შეცვალა და განსაზღვრა.
ჰოდა იქნებ იმ დონისაა AI, როგორც ისტორიული ინოვაცია.
მაღალი ალბათობით სწორედაც ასეა.