საქართველოში სამოქალაქო ომის ზემოკლე ისტორია.

საქართველოში სამოქალაქო ომის ზემოკლე ისტორია.

ამის დაწერა საჭირო ალბათ არც იქნებოდა, ის ომი, ლატენტურად, ახლაც რომ არ გრძელდებოდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქართველოში სამოქალაქო ომი, სოციალური ცნობიერების დონეზე (ყველა სამოქალაქო ომი ამ დონეზე იწყებოდა ისტორიულად ყველგან, ყოველთვის) დაიწყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, დაახლოებით ზაფხულ-შემოდგომაზე, უფრო დაზუსტებით, ქვემო-ქართლის (აზერებთან სვანების შეტაკება) და ცხინვალის ამბების (1989წ. 23 ნოემბრის `ჯოგად დგომა`) ფონზე, როცა.....ქართული სოციუმის დიდი ნაწილი მიხვდა (გვიან მიხვდა) , რომ `ეროვნული მოძრაობა` მხოლოდ საბჭოთა იმპერიას კი არ ანგრევდა, არამედ მათ ჩვეულ, ტკბილ მშვიდ, უზრუნველ, უსტრესო (!) ცხოვრებასაც ანგრევდა.

სწორედ ეს `მიხვედრა` გახდა ძირის-ძირი, გულანის გულანი `ანტიზვიადისტური` მოძრაობისა.

მაგრამ უკვე გვიან იყო: `9 აპრილის დომინანტებს` პირდაპირ ვე(ღა)რ უპირისპირდებოდნენ;

გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, `ეროვნული მოძრაობის` მეორე ფრთა, გია ჭანტურიას წინამძღოლობით, მოიქცა ძალიან ეშმაკურად: ჯერ საერთოდ არ მიიღო 1990წ. 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა ანუ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობა ნაწილობრივადაც კი არ იკისრა, მერე თვითონაც დაუპირისპირდა ე.წ. `ზვიადიზმს`, ამით აღმოჩნდა სისტემური სოციალური ოპოზიციის შემადგენლობაში და ის ძალა (`ეროვნული მოძრაობა`, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა) გადაარჩინა, რომლის დამხობასაც სისტემური სოციალური ოპოზიცია ცდილობდა - ზვიადისა და ზვიადიზმის დამხობის საფარქვეშ.

სინამდვილეში იმათ `ზვიადის` დამხობა კი არ უნდოდათ, არამედ თვით `ეროვნული მოძრაობისა`!

თუმცაღა გვიან იყო მეთქი.

შედეგად, ამ `სოციალურმა ოპოზიციამ`, რომელიც სრულიად კომფორტულად გრძნობდა თავს რუსეთის შემადგენლობაში (და ეს არ იყო მხოლოდ `წითელი ინტელიგენცია`, ან პარტნომენკლატურა, არამედ მოსახლეობის ფართო მასები, ვინც გვიან მიხვდა, რომ `ეროვნული მოძრაობა` მათ ცხოვრებას ანგრევდა და არა მხოლოდ იმპერიას) - უარეს დღეში ჩავარდა.

თუნდაც იმიტომ, რომ ზვიადი სძულდათ პირველ რიგში `შემაწუხებელი`, `გულისგამაწვრილებელი`, `მომქანცველი` `სულის ამომხდელი` ცხინვალის ომის გამო , მაგრამ მისი დამხობის შედეგად ბევრად უარესი ომი მიიღეს - აფხაზეთში. ანუ სრული კატასტროფა.

იდიოტიზმი დასჯადია.

მათ შორის სოციალური.

კი, არის მისი ამგვარი სახეობა(ც)

დათო

ისტორიის G.I.