"Эхо Кавказа" - სეპარატისტთა ტრიბუნა

"Эхо Кавказа" - სეპარატისტთა ტრიბუნა

მე ამ მოვლენას ისტორიას არ დავუკარგავ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს სანდომიანი გოგონა იცით ვინ არის?

ესაა ოლესია ვართანიანი.

ძალიან ნიჭიერი და კვალიფიციური ჟურნალისტი.

ახალქალაქში დაბადებული და გაზრდილი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, გავლენიან Think Tank-ს წარმოადგენს და კონგრესში Hearing-ებისას დიდი აპლომბით გვასწავლის ჭკუას, როგორ უნდა ვიცხოვროთ და განვავითაროთ დემოკრატია ქართველებმა.

მისი ისტორია უაღრესად ნიშანდობლივია და მოგითხრობთ:

2009 წელს, როდესაც აშშ პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა მოსკოვში ჩაბრძანდა და მისი მითითებით ამერიკულმა ქვედანაყოფებმა წითელ მოედანზე პუტინის თვალწინ „სახელოვანი მარშით“ ჩაიარეს (2008 წლის აგრესიიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ), ობამამ, ერთის მხრივ Vice ჯო ბაიდენი გამოაგზავნა თბილისში, რათა პარლამენტის ტრიბუნიდან ეთქვა: America will never recognize the independence of Abkhazia and South Ossetia (ამერიკა არასდროს სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას), მაგრამ იმავდროულად, „დასაბალანსებლად“, რუსეთის მიმართულებაზე მისივე იმდროინდელი „მარჯვენა ხელის“, მოსკოვში აშშ ელჩის, მაიკ მაკფოლის რჩევით, პუტინთან ე.წ. «перезагрузка»-ს ამბავში, Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL) ამერიკული მედია-კორპორაციის ფარგლებში შექმნა ახალი რუსულენოვანი რესურსი Эхо Кавказа, რომელსაც მერე ხშირად აქებდა საქართველოს „დაუძინებელი მეგობარი“ სერგეი ლავროვი.

თუ რატომ აქებდა, ამასაც გეტყვით მოგვიანებით:

Эхо Кавказа-ს მთავარ რედაქტორად, მაიკ მაკფოლის წარდგინებით, დაინიშნა ანტიქართველი, ქართველთმოძულე (არ ვიცი რა დანაშაულისთვის-დ.) ანდრეი ბაბიცკი, რომელმაც ეს რესურსი სულ მალე გადააქცია სეპარატისტთა პროპაგანდისტულ წუმპედ: პირდაპირ, ღიად „აპრავებდა“ საქართველოს დანაწევრებას, ეთნიკურ წმენდას, საქართველოსგან ჩვენი ისტორიული ტერიტორიების მოგლეჯას, უყვებოდა მკითხველს ეთნოწმენდაზე, ქართველ ლტოლვილთა სისხლსა და ცრემლზე დაფუძნებული ე.წ. „აფხაზური სახელმწიფოს“ წარამტებულ აღმშენებლობაზე და ქართველთმოძულე სეპარატისტებს სოხუმი/ცხინვალიდან ყოველდღიურად ანთხევინებდა სრულ შეურიგებლობას, ანტიქართულ შხამს, გესლსა და სიძულვილს.

Эхо Кавказа-ზე მოგვიანებით პატრიოტი ქართველებიც მუშაობდნენ. მაგალითად თენგო აბლოთია. მაგრამ მათი ხმა იკარგებოდა საერთო სეპარატისტულ კაკაფონიაში.

ბაბიცკიმ მოიწვია კორესპონდენტები სოხუმიდან, ცხინვალიდან, ხოლო საქართველოს იმ რესურსზე თავდაპირველად წარმოადგენდა.......ოლესია ვართანიანი.

გათვლა აქ სრულიად ნათელი იყო: თუ ვინმე რამეს ჰკითხავდა (თუმცა არავის არაფერი უკითხავს-დ.) ბაბიცკი ნაივურად განაბავდა თვალებს, აიჩეჩდა მხრებს და გიპასუხებდათ: „აბა საქართველოს მოქალაქეა და“.........

სინამდვილეში ბაბიცკიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ოლესიას ეს ქვეყანა დიდად არ ანაღვლებდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქართველი ლტოლვილები სულ „ეკიდა“; ისეთს არაფერს დაწერდა, რაც აფხაზ და ოს სეპარატისტებს არ მოეწონებოდათ - მას თავისი სამშობლო ჰქონდა (არა, ამერიკას არ ვგულისხმობ-დ.) და სწორედ იმ ქვეყნის ინტერესები აღელვებდა.

ჰოდა ზუსტად „იმ“ პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, ოლესიამ დაიწყო ბაბიცკისთვის ტექსტების შეთავაზება მთიან ყარაბაღში მიმდინარე „სახელმწიფო აღმშენებლობის“ პროცესებზე(ც) და ა.შ. მაგრამ......ნურას უკაცრავად: ბაბიცკისგან უარი მიიღო.

ოლესიასა და ანდრეის შორის მაშინ ალბათ დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:

ოლესია - „კი მაგრამ რატომ არ აქვეყნებთ ამ ტექსტებს ყარაბაღის შესახებ?“

ანდრეი - „ჩვენ მხოლოდ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ვწერთ. ყარაბაღზე რომ იგივე დავწეროთ, ანუ დავიწყოთ იმის მოყოლა, რა წარმატებით აშენებს აზერბაიჯანისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოს „მთიანი ყარაბაღი“, როგორც ვუყვებით მკითხველს და მსმენელს, რა წარმატებით აშენებენ საქართველოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოს ოსები და აფხაზები....... ბაქოში დაიბარებენ ამერიკის ელჩს და..... „დაახურავენ თავზე“. ეს ამ იდიოტ, რეგვენ „გრუზინებთან“ გაგვდის ეგეთები, თორემ აზერებთან კი არ გაგვივა; თანაც RFERL აზერბაიჯანული რედაქცია (!) ატეხავს ყვირილს და....მოკლედ თავის ტკივილია რა....... გრუზინები ჩმორები არიან და ყველაფერს „ყლაპავენ“ ხომ ხედავ“.....

ოლესია მაინც არ შეეგუა ამგვარ „უსამართლობას“ და „ორმაგ სტანდარტს“, ჩართო საქმეში სომხეთის „საგარეო“, ჩართო ამერიკაში სომხური დიასპორა, თუმცა მაინც ვერაფერს გახდა: State Department-ში სამხრეთ კავკასიის იმდროინდელმა კურატორებმა ჩათვალეს, რომ ბაქოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს; ხოლო „ჩმორი გრუზინები“ მაინც არაფერს აპროტესტებენ და პუტინთან ობამას Перезагрузка-ს პრობლემებს არ უქმნიან.

ოლესიამ RFERL მალე დატოვა და რამდენიმე წლის შემდეგ კომენტარი რომ დავდე მის სტატუსზე, „კოლეგაც“ ვუწოდე, უკმეხად მომიგო ჩვეულად მედიდური ტონით და აშკარა ბრაზით: «Я давно уже не ваш коллега!»

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მერე დადგა 2014 წელი, ყირიმში ჩატარდა ე.წ. „რეფერენდუმი“, განხორციელდა ყირიმის ოკუპაცია.......ბაბიცკიმ გარკვეული დრო კი ითმინა, რათა არ ენთხია ანტიუკრაინული შხამი; მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ერთხელაც ისეთი გადმოანთხია, რომ RFE/RL უკრაინული (!) რედაქციის პატრიოტმა თანამშრომლებმა მთელი ვაშინგტონი შეძრეს!

უკრაინელებთან არ „გაუვიდათ“ არც მას და არც Перезагрузка-ს არქიტექტორებს: იძულებულნი გახდნენ ბაბიცკი „გაეშვათ“ კორპორაციიდან.

მერე თქვა კიდეც ღიად ერთ-ერთ ინტერვიუში სიტყვა სიტყვით: „В отношении Грузии мне не мешали делать то, что помешали делать в отношении Украины“.

წავიდა დონეცკში და იქ არაყში ჩაიხრჩო გენიალური რუსულენოვანი პოეტის, ნობელიანტ ბროდსკის "Прощевайте хохлы" ასპირაციით.

ბაბიცკის ნაცვლად Эхо Кавказа-ს მთავარი რედაქტორი გახდა მისი ყოფილი მრავალწლიანი მოადგილე, დემის პოლანდოვი.

ესეც ძალიან საინტერესო პერსონაჟია: აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი, მამით ბერძენი, დედით აფხაზი; საბერძნეთისა და აფხაზეთის მოქალაქე., აფხაზური სეპარატიზმისა და საქართველოს დანაწევრების გულმხურვალე აპოლოგეტი.

ბუნებრივია, მან გაათმაგებული ენერგიით განაგრძო ბაბიცკის „საქმე“.

გგონიათ ვინმემ გააპროტესტა? - „ამერიკული ბიუჯეტის ფულით საქართველოს ანაწევრებს ყირიმის და დონბასის ოკუპაციის ფონზეო?“ - ნუ გამაცინებთ........ნუ გამაცინებთ მართლა.........

მისი ერთგული თანამებრძოლი ჩვენი ქვეყნის დანაწევრების პროპაგანდაში იყო ვადიმ დუბნოვი, რომელიც, სხვათა შორის, დღემდე ხშირად სტუმრობს საქართველოს და მისი მეგობარი „სასარგებლო იდიოტი გრუზინები“ სუფრებსაც უშლიან, - ელარჯს უწელავენ.

პოლანდოვი ბაბიცკისგან იმით განსხვავდებოდა, რომ უკრაინა სულ „ეკიდა“. მას აფხაზური სეპარატიზმი აღელვებდა მეტადრე და ოსურიც რასაკვირველია..... в довесок.

ამიტომ Эхо Кавказа-ზე სეპარატისტების და მათი მხარდამჭერების ანტიქართულ „შხამთა ნთხევა“ გრძელდებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობს არქივი?

აი ინებეთ, აქ არის: Эхо Кавказа

ეს რესურსი სპეციალიზდებოდა აფხაზეთზე და ცხინვალზე ხომ?

ამერიკული გამოცემა იყო. თანაც „ქართული ქოლგის“ ქვეშ მუშაობდა.

ჰოდა.....ძვირფასო მკითხველო, აბა შედით საიტზე, არქივში და სცადეთ იპოვოთ ამ 17 წლის (!) განმავლობაში ერთი (თუნდაც ე რ თ ი!!) ტექსტი აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ქართველ ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობაზე;

ერთი (თუნდაც ერთი) ტექსტი ეთნოწმენდის დაგმობით;

თუნდაც ერთი ტექსტი ან ერთი წინადადება ან ერთი სიტყვა მაინც აფხაზეთში და ცხინვალში რუსული ჯარების ყოფნის დაგმობით;

თუნდაც ერთი - მდინარე ენგურზე რუსი „მესაზღვრეების“ თვითნებობათა დაგმობით.

ვერ იპოვით.

იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს!

არადა..... მე ხომ არათუ დარწმუნებული ვარ, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ქართველი ავტორები, ქართველი კორესპონდენტები თბილისიდან ამგვარ ტექსტებს უგზავნიდნენ!!
ნამდვილად უგზავნიდნენ.


ქვეყნდებოდა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, შევედი პოლანდოვის FB-გვერდზე და ჩვენს შორის, საზრისთა თვალსაზრისით, დაახლოებთ ასეთი დიალოგი გაიმართა:

- „რატომ უჭერთ მხარს და რატომ პროპაგანდირებთ აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს, ეთნიკურ წმენდას, შეურიგებლობას და ოკუპაციას? თქვენ ხომ არ უჭერთ მხარს ყირიმელი რუსების სეპარატიზმს?“

- „არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ აფხაზი და ოსი ხალხების თვითგამორკვევას. თქვენ კი ამდენი წელია ჩვენთან მუშაობთ და იმასაც კი ვერ მიმხვდარხართ, რომ ყველა ერს აქვს უფლება თვითგამორკვევისა“ - მეუბნება ეს ბაბიცკის მსტოვარი - სიბერეში გამოთაყვანებული აკადემიკოს სახაროვის «Грузия-малая империя»-ს დემაგოგიური ნარატივით.

- „ანუ ოკუპაციას უჭერთ მხარს და ამართლებთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დაპყრობას ამერიკის ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგოდ?“

- „აფხაზებს და ოსებს არ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ოკუპირებულნი რუსეთის მიერ და ამიტომაც ვაძლევთ მათ საკუთარი აზრის გამოთქმის საშაულებას. ეს სიტყვის თავისუფლებაა. ამდენი არ გესმით?“

- „მასე არც ყირიმელ რუსებს მიაჩნიათ, რომ ისინი ოკუპირებულნი არიან რუსეთის მიერ და არც ყარაბაღელ სომხებს მიაჩნიათ, რომ ისინი ოკუპირებულნი არიან სომხეთის მიერ, მაგრამ მათ ხომ არ უთმობთ ტრიბუნას „სიტყვის თავისუფლების მოტივით“ უკრაინისა და აზერბაიჯანის დანაწევრების იდეათა პროპაგანდირებისთვის?

- „ეგ სხვაა“.

- „რატომ არის „სხვა?“

- „სხვაა იმიტომ, რომ......უკრაინა არ ჩაგრავდა ყირიმელ რუსებს, ხოლო თქვენ ჩაგრავდით აფხაზებს და ოსებს“

- „კი მაგრამ, თქვენ რატომ ლაპარაკობთ იმათ ნაცვლად? მაშინ იმათ კითხეთ რას ფიქრობენ. თქვენ ხომ ყირიმელი რუსი არა ხართ? არა ხართ ხომ?! თუ საქმის არსი ისაა, ვინ რას ფიქრობს და ამბობს, მაშინ დღეს (2014წ) რომ ყირიმში რეფერენდუმი ჩაატაროთ, რუსების 99,99% რუსეთთან შეერთებას მისცემს ხმას და ეს სწორი იქნება? გარდა ამისა, არც ყარაბაღელ სომხებს მიაჩნიათ, რომ მათ აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩაგრავდა? მათ რატომ არ ეკითხებით? მათ რატომ არ ალაპარაკებთ? ნებისმიერი ორმაგი სტანდარტი ნაძირლობაა“ (გამოვიყენე ტერმინი подлость)

- „არა არა......ან რუსებს ან აზერებს რა უნდა ვკითხო.......ქართველები ხომ ამბობთ, რომ პროევროპელები ხართ? თქვენ ხომ რუსეთი არ ხართ და აზერბაიჯანი?“

- „ანუ, რუსეთი და აზერბაიჯანი რომ არ ვართ, ამიტომ კანონიერად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს დანაწევრება, ოკუპაცია, სეპარატისტული პროპაგანდა, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე რუსული ჯარების, სასაზღვრო ძალების განლაგება, ეთნოწმენდის „გაპრავება“ და მაშინ ვიქნებით უფრო „ევროპელები“ ვიდრე აზერები და რუსები?!“

- უკრაინას არ გამოუყენებია ძალა ყირიმელი რუსების წინააღმდეგ, ხოლო თქვენ გამოიყენეთ ძალა აფხაზების და ოსების წინააღმდეგ

- უკრაინას არც ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ და არც „ლუგანსკის რესპუბლიკის“ სეპარატისტთა წინააღმდეგ გამოუყენებია ძალა 2014 წლიდან, როცა მათ თავი ხელისუფლებად გამოაცხადეს? და არც აზერბაიჯანს გამოუყენებია ძალა ყარაბაღში სომხური სეპარატიზმის წინააღმდეგ? თუ ეს არის არსებითი მსაზღვრელი, მაშინ თქვენს რესურსებზე  დონბასელ და ყარაბაღელ სეპარატისტებს რატომ არ ალაპარაკებთ?

ამის შემდეგ საუბარი შეწყვიტა, დამბლოკა და „ზემდგომ ინსტანციებში“ მიჩივლა.

ვიცოდი, რომ ჩემი წინააღმდეგობა იქ, იმ „ზემდგომ ინსტანციებში“, ბევრს არ მოეწონებოდა, მაგრამ.....ასე მოვიქეცი.

იმიტომ, რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ მოვქცეულიყავი და მორჩა (წერტილი)

და......არც იმას დაგიმალავთ ყალბი თავმდაბლობის გარეშე, რომ საკუთარი თავის იმედიც მქონდა, რაკი ვითვლებოდი ერთ-ერთ საუკეთესო კორესპონდენტად და ასე იოლად ვერ შემელეოდნენ.

ვერც შემელიენ.

ამის შემდეგ პოლანდოვთან კითხვა-პასუხი და მთელი ეს ისტორია „ქართველ“ კოლეგებს გავუგზავნე (კვლავ ვიმეორებ: 2014 წელია!). მეგონა გამომეხმაურებოდნენ, მხარს დამიჭერდნენ, მაგრამ......თქვენც არ მომიკვდეთ - „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“.....

ეგღა აკლდათ აუტკივარი თავი აეტკივებინათ და მაღალი „ამერიკული ხელფასებით“ გაერისკათ ისეთი „სისულელისთვის“, როგორიც ქვეყნის ინტერესებია: აზერები კი არ არიან და უკრაინელები.

ან ჩემსავით იდიოტები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კი, სწორედ ასე იყო ეს ამბავი

და მავანთა ქცევას ისტორიას არ დავუკარგავ მეთქი

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი.

RFE/RL კორესპონდენტი საქართველოში 1995 წლიდან......ტრამპამდე (2025წ)