იმპერიული დიდების დღესასწაული და პატარა ქვეყნის უბედურება

იმპერიული დიდების დღესასწაული და პატარა ქვეყნის უბედურება

«დილის გაზეთის» სპეციალური კორესპონდენტი პეტრეს ქალაქიდან

        პეტრე დიდის მიერ 1703 წელს ასეულობით ათასი რუსი მონის ძვლებზე დაარსებულ ულამაზეს ევროპულ ქალაქში დიდი ზეიმია. რუსეთი თავისი იმპერიული დედაქალაქის დაბადების დღეს აღნიშნავს. ამ დღეებში სანკტ-პეტერბურგს ლამის მთელი მსოფლიოს ნაღები საზოგადოება ეწვია. ამ ქალაქში ჩამოვიდნენ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, აშშ-ის პრეზიდენტი, დსთ-ის ქვეყნების ლიდერები. ანუ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, სანკტ-პეტერბურგი ერთდროულად მასპინძლობს საიმ უმაღლესი დონის სამიტს: შანხაის ხუთეულის შეხვედრას, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერების სამიტს და მესამე – დიდი რვიანის სამიტს, ანუ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა პრეზიდენტების შეხვედრას. გარდა ამისა, პეტერბურგში იმართება რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის შეხვედრაც. ყველა ეს პოლიტიკური ღონისძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამჟამინდელ ფონზე. სანკტ-პეტერბურგის იუბილე, ფაქტობრივად, რუსეთის იმპერიული დიდების იუბილეა, ანუ სწორედ რუსეთის იმპერიას შეუსრულდა 300 წელი.
        ამით ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ხაზი გაუსვას რუსეთის იმპერიული ტრადიციის უწყვეტობას და თავისი პასუხისმგებლობაც დაადასტუროს იმპერიის კუთვნილი მიწების შეკრება-შემომტკიცების თვალსაზრისით. რუსეთის ამ გეოპოლიტიკურ ამბიციას დასავლეთიც ეთანხმება, ყოველ შემთხვევაში, სანკტ-პეტერბურგის იუბილეს სულისკვეთების გათვალისწინებით, მას ძალაუნებურად ასე გამოსდის.ფ აქტობრივად, მსოფლიოს პოლიტიკური და კულტურული აქტიურობის ცენტრმა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში სანკტ-პეტერბურგში გადმოინაცვლა და ამ ისტორიული ზეიმის დანიშნულების აღსრულებას ის პარადოქსულად თბილი და გულღია აომტსფეროც უწყობს ხელს, რაც, ზოგადად, ამ ჩრდილოური ქალაქისთვის არის დამახასიათებელი. პეტერბურგელები საოცრად განსხვავდებიან წყნარი და კეთილი ბუნებით, თუნდაც მოსკოველი რუსებისგან. თვით ქალაქი კი უდავოდ ერთ-ერთი ულამაზესია ევროპაში.
        მაგრამ ვლადიმირ პუტინის დერჟავულ ამბიციებზე მეტად, ამ შემთხვევაში, საქართველოს თავისი პრობლემები უფრო აღელვებს. დსთ-ის სანკტ-პეტერბურგის არაფორმალურ სამიტზე ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემები უნდა გადაწდეს. მათ შორის, აფხაზეთთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხები. პეტერბურგში ედუარდ შევარდნაძის ჩასვლას წინ უძღოდა აფხაზეთის დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებული სკანდალი და თამაზ ნადარეიშვილის განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილთა უპირობო დაბრუნებამდე აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა, აფხაზეთის გავლით, რუსეთსა და სომხეთს შორის, ლტოლვილები დაშლიან სარკინიგზო ხაზს და გადაკეტავენ ყველა მაგისტრალს. გარდა ამისა, კიდევ ერთი, არანაკლებ მწვავე პრობლემაა სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადის გაგრძელება. როგორც ცნობიოლია, ამჟამინდელი ვადა 31 ივნისს იწურება. თუმცა, სოჭში შეხვედრისას პრეზიდენტებმა - პუტინმა და შევარდნაძემ მოილაპარაკეს, რომ ამიერიდან ვადა გაგრძელდება კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნამდე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული სახელმწიფოს მეთაურთა სამიტის მიერ. არადა, აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალები სწორედ დსთ-ის მანდატით მოქმედებენ. როგორც ჩანს, სანკტ-პეტერბურგში საშუალოედო გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ სამშივდობო ძალები აფხაზეთში დარჩებიან, მაგრამ მათი ახალი სტატუსის გაფორმება სექტემბერში დსთ-ის იალტის სამიტზე მოხდება. სანკტ-პეტერბურგის სამიტი კი არაოფიციალური ფორმატით მიმდინარეობდა, თუმცა, მასში ყველა პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა, ჰეიდარ ალიევის გარდა. პრეზიდენტები განთავსდნენ დანიის კუთვნილ საოკეანო ლაინერზე, რომელსაც «ვერცხლის ჩურჩული» ეწოდება, იგი რამდენიმე თვის წინათ ჩაომდგა მდინარე ნევის ერთ-ერთ მისადგომთან. დაცვის ზომები მართლაც უპრეცედენტო იყო, ვინაიდან რუსეთის სპეცსამსახურები შიშობდნენ, რომ ტერორისტები, შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგსაც მისწვდომოდნენ. პარასკევს დილით პრეზიდენტები «უჰალსტუხოდ» შეიკრიბნენ «ვერცხლის ჩურჩულის» სიგარების მოსაწევ დარბაზში, შემდეგ კი გადაინაცვლეს კაფე «ტერასაში», სადაც მათ ვლადიმირ პუტინი შეუერთდა. სერიოზული თემები, მათ შორის, აფხაზეთის საკითხზიც, დიდხანს არ განიხილებოდა, რადგან არსებობს პრეზიდენტთა შეთანხმება, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის დაფუძნების და სხვა საკითხებს პრეზიდენტები სწორედ იალტის სამიტზე განიხილავენ სექტემბერში.
        შუადღისას, სრული შემადგენლობით, ერთი ავტობუსით დსთ-ის ლიდერები პეტრე პირველის ძეგლთან «სპილენძის მხედართან» მივიდნენ, აქ მათ ვლადიმირ პუტინი ოფიციალურად მიესალმათ. ამ ცერემონიას ათასობით «პიტერელი» ადევნებდა თვალს. ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები ფეხით გადავიდნენ ისააკის ტაძარში, სადაც მათ სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II დახვდათ. ისააკის ტაძრიდან კი პრეზიდენტები მარიინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიბრძანდნენ, სადაც ვალერი გერგიევის დირიჟორობით, უბრწყინვალესი კონცერტი გაიმართა. საღამოს კი შედგა ოფიციალური სადილი ვლადიმირ პუტინისა და ლუდმილა პუტინის სახელით, პრეზიდენტთა პატივსაცემად.
        მთლიანობაში, უნდა ითქვას, რომ პუტინი ყველანაირად ცდილობს, ამ საზეიმო ღონისძიებას მაქსიმალური მაშსტაბი მიანიჭოს, თითქოს, ეუბნება კიდეც ამით პრეზიდენტებს, რომ სანკტ-პეტერბურგი კვლავინდებურად მათი დედაქალაქია. შაბათს არანაკლებ შთამბეჭდაევი ღონისძიებებია დაგეგმილი. პრეზიდენტები კატარღებით გაემგზავრებიან კონსტანგტინეს სასახლეში, სადაც კონგრესთა დარბაზის გახსნის ცერემონია შედგება. შემდეგ ქალაქ პუშკინოში ჩავლენ და ეკატერინეს სასახლეს დაათვალიერებენ. იგულისხმება, უპივრელესად, ლეგენდარული ქარვის ოთახი, რომელიც სწორედ პეტერბურგის იუბილესათვის აღადგინეს, აგრეთვე, სატახტო დარბაზი, ოქროს ანფილადა და სამხატვრო გალერეა. რასაკვირველია, პრეზიდენტებს მიიწვევენ, აგრეთვე ერმიტაჟში, სადაც ისინი პეტრე I მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებენ. საღამოს კი პრეზიდენტიების პატივსაცემად ნევაზე მოეწყობა თეატრალიზებული სანახაობა ფეიერვერკით.

დილის გაზეთი, 31 ივნისი, 2003 წელი