პროდასავლური ორიენტაცია და ქართულ ელიტათა ლეგიტიმურობის პრობლემა

პროდასავლური ორიენტაცია და ქართულ ელიტათა ლეგიტიმურობის პრობლემა

პროევროპული და პროდასავლური ორიენტაცია (ღირებულებითიც და ინტეგრაციულიც) არის ერთადერთი არსებითი ორიენტაცია, რომელსაც აქვს რესურსი ისტორიულად უზრუნველყოს ელიტათა ლეგიტიმურობა (სახელმწიფოებრივი ცხოველმყოფელობის ეგზისტენციური პირობა!) და სახელმწიფოებრივი მდგრადობა ამ ქვეყანაში.

1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედია იმან განაპირობა, რომ ელიტებმა დაკარგეს ლეგიტიმურობა გასაგები მიზეზის გამო.

პროდასავლურობის ორივე ალტერანტივას (ე.წ. `ნეიტრალიტეტსა` და `პრორუსულობას`) ქვეყანა მიჰყავს სამოქალაქო ომისკენ (უარეს შემთხვევაში) და პერმანენტული ქაოსისა და არამდგრადობისკენ (უკეთეს შემთხვევაში).

ეს არის ობიექტური ისტორიული მოცემულობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლო 35 წლის ბობოქარი მოვლენებით გადაქანცულ ერს `მოსვენება` და ე.წ. `ნეიტრალიტეტი` (ბრიყვული ილუზია) უფრო უნდა.

ზოგს კი (იმავე `მოსვენების` საბრალო წყურვილით თუ იმპლიციტური ინტენციით) პრორუსულობისკენაც კი გაურბის თვალი.

აქვე: ქართული ოცნების `პრორუსულობა` არის მტკნარი სისულელე და დემაგოგია!

მაგრამ ამ ხალხს, როგორც ჩანს მართლა არ ესმის, რომ დღევანდელ ვითარებაში აღარც სტრატეგიული `ბალანსირებაა` ისტორიულად შესაძლებელი, რასაც ცდილობენ.

ეს ეპოქის მრისხანე შინაარსი გახდა 2022 წლის 24 თებერვლიდან.

ჰოდა ისტორია მადლობას ეტყვით, თუ `სცილასა და ქარიბდას` შორის, ამ საბრალო პატარა ნავს ომისა და სისხლისღვრის გარეშე გაატარებენ.

ეს არის მათი ისტორიული ფუნქცია.

სწორედ ამიტომ, რაღაც სისულელელეების გამო (აი ამ კანონის მაგალითად) საკუთარი უმძიმესი ეპოქალური პრობლემის და ამოცანის კიდევ უფრო დამძიმება..... მე არ ვიცი ამას რა შეიძლება ეწოდოს.

(არა, რამედ მაინც ღირებულიყო ამ დისკურსში ის კანონი.......კაპიკის ფასი ხსენებული ფუნქციის აღსრულების თვალსაზრისით).

ამის გამოსახატად ვერც სიტყვებს ვერ ვპოულობ და ვერც ცნებებს ლიტერატურულ ენაში.

აი არალიტერატურულში - რამდენიც გნებავთ

დათო

ისტორიის G.I.