`საქორწინო კონტრაქტი` დოროყაშვილ-ბასილაშვილის საქმის ფონზე

`საქორწინო კონტრაქტი` დოროყაშვილ-ბასილაშვილის საქმის ფონზე

არ იყო მეთქი ნიკა-ნეკას საქმე "საჩვენებელ პროცესამდე" ასაწევი!

იმიტომაც დასრულდა სრული და კატასტროფული კრახით იმ ფემინისტური მოძრაობისთვის, ვისაც თავი ყოვლისშემძლე ეგონა - მათ შორის საჩვენებელი პროცესის მოსაწყობად.

ახლა `სტრასბურგზე` ზღაპრები მოუყვნენ ტკბილ ბებიებს.

ევროპის `ადამიანის უფლებათა სასამართლო` შინაარსში არ შედის! მხოლოდ პროცედურებს ამოწმებს.

ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ ხშირად აბოლებენ ადვოკატები "სტრასბურგით".

მაგრამ ეს არ არის მთავარი.

ეს Stalin Style საჩვენებელი პროცესები რა უბედურებაა?

და რა, ბასილაშვილს თუ ციხეში გაუშვებდა მოსამართლე ამის შეეშინდებოდათ გრუზინებს და ცოლებს აღარ სცემდნენ?

. . . . . . . . . . . . . . .

მე საერთოდ ვთვლი, რომ უკიდურესი შემთხვევების გარდა, ოჯახურ კონფლიქტში მტყუან- მართალი არ არსებობს! იმ აზრით, რომ ანგელოზი არავინაა. ოჯახური კლინჩის მიზეზთა-მიზეზი მენტალური შეუთავსებლობაა. არის ასეთი გენიალური ხალხური (ქართული არაა) გამონათქვამი: `ცოლი და ქმარი ერთი და იგივე ფქვილით უნდა იყონ გამომცხვარნი`

არის გამონაკლისები, მაგრამ მეორე კარგი გამოთქმის თანახმად, ეს გამონაკლისები `მხოლოდ ადასტურებენ წესს`.

. . . . . . . . . . . . . . .

ბოლო დღეებში, მეგობრების მეშვეობით, ბევრი რამ გავიგე ამ წყვილზე.

სისტემური მიზეზი ამ კონფლიქტისა, სწორედაც აბსოლუტურად გადაულახავი მენტალური შეუთავსებლობა გახდა.

ფინანსური მომენტები(ც) იყო, მაგრამ მეორადი.

ნელის მამა (და თვით ნელიც) დაიბადა და გაიზარდა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ოღონდ მატერიალურად ხელმოკლე ოჯახში.

ეს ძალიან ნიშანდობლივია, რადგან გაჭირვების მიუხედავად ის სოციალური სტატუსი ბოლომდე შეინარჩუნეს.

უფროსი თაობის მკითხველი მიხვდება რასაც ვგულუსხმობ.

ნიკას დიდი ამაგი აქვს ნელის ოჯახზე. მის ძმაზე და ასე შემდეგ. არ დავაკონკრეტებ. თუმცა ამაზე არსად არასდროს უსაუბრია, რაც რაღაცას ხომ მეტყველებს? კი, ნამდვილად.

. . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება კონფლიქტის პირველწყაროს, რაც მე მოვისმინე, `აღმძრავი` ის გახდა, რომ ნეკას ფანატიკურად უნდოდა მოდელობა.

და რა არის ამაში გასაკვირი? ან არაბუნებრივი? ან დასაძრახი? ულამაზესი ქალია.

მაგრამ.....არის კატეგორია მამაკაცებისა (სოციალური სტატუსის განურჩევლად), ვისაც ეს მენტალურად არ მოსწონს, სტანჯავს და ვერაფრის დიდებით ვერ შეაგუებ.

დიდი ეჭვი მაქვს, უმრავლესობაა.

და არა მხოლოდ საქართველოში.

ევროპაშიც ასეა.

ზოგადად ჩვენ გვაქვს სულელური წარმოდგენები, რომ აი გრუზინები ვართ `ყვ....იანი მმაჩოები` და ევროპელები - სულ ნაზი არსებები არიან, რომლებსაც არ ანაღვლებთ ცოლი როგორ და რა ფოტოსესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ამიტომ, რაკი ევროპა `გვინდებლარიენ`, ამ რთული სოციალური პრობლემის გადასაწყვეტად უნდა დავაკვირდეთ, რა ინსტიტუტები არსებობს ბრძენ და გამოცდილ ევროპაში.

ჩემი აზრით, ოჯახურ ძალადობაზე სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მასობრივად ადამიანთა ციხეებში ჩაყრით, რაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, არამედ პროფილაქტიკური ზომებით.

ოღონდ ამ ზომებში იგულისხმება იმ ინსტიტუტების საქართველოში გადმოტანა, რაც ძალიან კარგად მუშაობს ევროპაში უკვე საკმაოდ დიდი ხანია.

ერთ-ერთი მათგანია `საქორწინო კონტრაქტის` ინსტიტუტი.

მე მგონი, საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით აუცილებელია

ა) ე.წ "ხელმოწერა" ოჯახის შექმნისას გახდეს სავალდებულო და არა ნებაყოფლობითი. მხოლოდ ჯვრისწერა საკმარისი არ უნდა იყოს და ამას სახელმწიფო დირექტიულად, მანდატორულად უნდა მოითხოვდეს.

ბ) რაკი ხელმოწერა სავალდებული იქნება და ინსტიტუციურად დიფერენცირდება არაფორმალური ურთიერთობისგან, ქორწინება სავალდებულოდ უნდა ითვალისწინებდეს ე.წ "საქორწინო კონტრაქტის" გაფორმებას, რომელიც (ვიმეორებ) შესანიშნავად მუშაობს ევროპაში.

სწორედ ამ ეტაპზე წყვილის ურთიერთობებში უნდა ჩაერთოს სპეციალიზებული, გამოცდილი სოციალური მუშაკი ანუ სახელმწიფოს წარმომადგენელი. ძალიან მაღალი ანაზღაურებით და ფართო უფლებამოსილებით

ამ სოციალურ მუშაკს ექნება გაუთქმელობის სამკვდრო- სასიცოცხლო ვალდებულება; იგი იმუშავებს წყვილთან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, გამოკითხავს მათ პრიორიტეტებისა და ინტერესების შესახებ და როცა მაგალითად, `ნეკა` ეტყვის, რომ ოცნებობს მოდელობაზე, ეს გამოცდილი სოცმუშაკი აუცილებლად ურჩევს მას წინასწარ შეიტანოს ეს ასპექტი საქორწინო კონტრაქტში. თუ `ნიკა` თანახმა იქნება რასაკვირველია. და თუ მოაწერს ხელს და მერე გაატ...ებს, ეს საქორწინო კონტრაქტის დარღვევა იქნება.

. . . . . . . . . . . . . . .

ამ ევროპული ინსტიტუტის გენიალობა ისაა, რომ ქალი და კაცი, ბოდიში ჟარგონისთვის, წინასწარ " აყომარებენ ყველაფერს".

საქართველოში ხსენებული ინსტიტუტის სარგებლიანობას კიდევ ის შექმნის, რომ სავალდებულო იქნება და ამით უხერხულობას მოხსნის: ახლაც შესაძლებელია, კანონი ითვალისწინებს, მაგრამ უხერხულად ითვლება ერთ ერთი მეუღლის მხრიდან ამ საკითხს დასმა: `რამე მახეს ხომ არ მიგებსო`, მეორე იფიქრებს. როცა სავალდებულო გახდება, `უხერხულობის `მომენტი გამოირიცხება.

. . . . . . . . . . . . . . .

მოკლედ...... ეს ისე რა...... თავისუფალი მსჯელობის სახით, თორემ განა არ მესმის, რომ გრუზიაში ოჯახური ძალადობის 99%ის საფუძველი პირუტყვული ბარბაროსობაა და ბარბაროსობას ვერანაირი `კონტრაქტი` ვერ უშველის.

თუმცა ნიკას და ნეკას მსგავს იშვიათ, ექსკლუზიურ ქეისებში ამგვარ წყვილებს დაეხმარებოდა.

დათო